სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სიკვდილის კუნძული" - სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები გერმანელებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნამიბიაში შექმნეს
"სიკვდილის კუნძული" - სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები გერმანელებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნამიბიაში შექმნეს

გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ შექ­მნი­ლი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი ნა­მი­ბი­ა­ში, 1906 წელს, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი გე­ნო­ცი­დის ად­გი­ლი გახ­და. მათი მი­ზა­ნი იყო, - გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის, ჰე­რე­როს ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ნამა და ჰე­რე­რო ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბია, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ნა­მი­ბი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ. მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ნა­მი­ბია გერ­მა­ნი­ის კო­ლო­ნია იყო. ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ნა­მა­სა და ჰე­რე­როს მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და, და­პყრო­ბი­ლი აღ­მოჩ­ნდა, მცხოვ­რებ­ლებს კი მძი­მე სა­მუ­შა­ო­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ავალ­დე­ბუ­ლებ­დნენ.

1904 წელს ნამა და ჰე­რე­რო აჯანყდა. პა­სუ­ხად, მთა­ვარ­მა სამ­ხედ­რო ოფი­ცერ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ორი­ვე ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­მა­სა და ჰე­რე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა 80% მოკ­ლეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­ში მო­ა­თავ­სეს.

ერთ-ერთი ბა­ნა­კი მე­თევ­ზე­თა პა­ტა­რა ქა­ლაქ ლუ­დე­რიც­ში, ზვი­გე­ნის კუნ­ძულ­ზე აა­შე­ნეს, ად­გილს „სიკ­ვდი­ლის კუნ­ძუ­ლი“ ეწო­და.

BBC-სთან ჰე­რე­რე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი, გერ­სონ კა­ა­პე­ჰი ჰყვე­ბა:

„ზვი­გე­ნის კუნ­ძულ­ზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერთ-ერთი პა­პის­გან ვიცი, რომ თუ ვინ­მე და­ი­ჩივ­ლებ­და, გა­როზგ­ვით სჯიდ­ნენ. პა­ტიმ­რებს აი­ძუ­ლებ­დნენ, და­ხო­ცი­ლე­ბის­თვის სკალ­პი აეძ­როთ და თა­ვის ქა­ლე­ბი გა­ე­სუფ­თა­ვე­ბი­ნათ. ძვლე­ბი გერ­მა­ნე­ლებს გა­ურ­კვე­ველ ად­გი­ლას მიჰ­ქონ­დათ“.

გერ­მა­ნე­ლი „მეც­ნი­ე­რე­ბი“ თა­ვის ქა­ლებს ევ­გე­ნი­კის დარ­გში სხვა­დას­ხვა კვლე­ვა­ში იყე­ნებ­დნენ.

გერ­მა­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მომ­ხდა­რი გე­ნო­ცი­დად მხო­ლოდ 2016 წელს აღი­ა­რა. ნა­მა­სა და ჰე­რე­როს ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ახლა გერ­მა­ნი­ის­გან ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას მო­ი­თხო­ვენ.

გა­სულ კვი­რას ბერ­ლინ­ში ვი­ზი­ტად მყოფ ნა­მი­ბი­ის დე­ლე­გა­ცი­ას გერ­მა­ნე­ლებ­მა 25 მსხვერ­პლის თა­ვის ქალა გა­დას­ცეს.

ბიკენტი
0

ჰენდე ხოხ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სიკვდილის კუნძული" - სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები გერმანელებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნამიბიაში შექმნეს

"სიკვდილის კუნძული" - სასტიკი საკონცენტრაციო ბანაკები გერმანელებმა მეოცე საუკუნის დასაწყისში ნამიბიაში შექმნეს

გერმანელების მიერ შექმნილი საკონცენტრაციო ბანაკი ნამიბიაში, 1906 წელს, მეოცე საუკუნის პირველი გენოციდის ადგილი გახდა. მათი მიზანი იყო, - გაენადგურებინათ ეთნიკური ჯგუფის, ჰერეროს ყველა წარმომადგენელი.

ნამა და ჰერერო ეთნიკური ჯგუფებია, რომლის წარმომადგენლები ნამიბიაში ცხოვრობენ. მეოცე საუკუნის დასაწყისში ნამიბია გერმანიის კოლონია იყო. ოკუპაციის შემდეგ ტერიტორია, სადაც ნამასა და ჰერეროს მოსახლეობა ცხოვრობდა, დაპყრობილი აღმოჩნდა, მცხოვრებლებს კი მძიმე სამუშაოების შესრულებას ავალდებულებდნენ.

1904 წელს ნამა და ჰერერო აჯანყდა. პასუხად, მთავარმა სამხედრო ოფიცერმა გასცა ბრძანება, ორივე ეთნიკური ჯგუფი გაენადგურებინათ.

ოფიციალური მონაცემებით, ნამასა და ჰერეროს წარმომადგენელთა 80% მოკლეს, დანარჩენები კი საკონცენტრაციო ბანაკებში მოათავსეს.

ერთ-ერთი ბანაკი მეთევზეთა პატარა ქალაქ ლუდერიცში, ზვიგენის კუნძულზე ააშენეს, ადგილს „სიკვდილის კუნძული“ ეწოდა.

BBC-სთან ჰერერების შთამომავალი, გერსონ კააპეჰი ჰყვება:

„ზვიგენის კუნძულზე გადარჩენილი ერთ-ერთი პაპისგან ვიცი, რომ თუ ვინმე დაიჩივლებდა, გაროზგვით სჯიდნენ. პატიმრებს აიძულებდნენ, დახოცილებისთვის სკალპი აეძროთ და თავის ქალები გაესუფთავებინათ. ძვლები გერმანელებს გაურკვეველ ადგილას მიჰქონდათ“.

გერმანელი „მეცნიერები“ თავის ქალებს ევგენიკის დარგში სხვადასხვა კვლევაში იყენებდნენ.

გერმანიის ხელისუფლებამ მომხდარი გენოციდად მხოლოდ 2016 წელს აღიარა. ნამასა და ჰერეროს ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები ახლა გერმანიისგან ფულად კომპენსაციას მოითხოვენ.

გასულ კვირას ბერლინში ვიზიტად მყოფ ნამიბიის დელეგაციას გერმანელებმა 25 მსხვერპლის თავის ქალა გადასცეს.

როგორ გადარჩა 3 ადამიანი 33 დღე უკაცრიელ კუნძულზე - "მათი ნავი ჩაიძირა, კუნძულამდე გაცურეს...ქოქოსით იკვებებოდნენ"

მარია ზახაროვა: "თქვენ რა, დაგავიწყდათ, როგორ შედიოდნენ საქართველოს პარლამენტში ვარდებით ხელში?"

უკრაინამ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის გამოყენება აკრძალა