ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართველ გულშემატკივრებს მადლობას უხდის და "ფეისბუქის" გვერდზე მატჩის ფოტოებს აქვეყნებს.
„დიდი სითბო ვიგრძენი და მადლობა ამისთვის. ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ,“ - წერს ბასილაშვილი „ფეისბუქზე“.
გულშემატკივრები კი მას შესანიშნავი თამაშისთვის მადლობას უხდიან.
ცოტაც იმუშავე შენს თავზე ნიკოლოზ და ნადალი უბრალოდ რიგითი მეტოქე იქნება შენთვის, მენდე! შეგიძლია საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო. ქართველები ცოტა ზარმაცები ვართ, მაგრამ უმაგრესად ნიჭიერები. მოდი, როცა ასე ახლოს ხარ, ოქროს ასოებთან ჩვენთვის ქართველებისთვის, რომელიც გულში გვედება სამარადისოდ და ვიამაყებთ, იშრომე დღე და ღამე არ დაიზარო და შენ ამას შეძლებ! ყოჩაღ
გამარჯვების ტოლფასი დამარცხება! ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ გრძნობას, თავად რომ არ განმეცადა... ეს იყო მსოფლიო დონის, უმაღლესი კლასის თავდადებული თამაში, რამაც განმიმტკიცა რწმენა იმისა რომ ნიკა აუცილებლად გახდება #1. წარმატებებს გისურვებ მთელი გულით.
ნიკა მადლობა! ისტორია უკვე დაწერე შენი ნიჭითა და შეუპოვრობით და დარწმუნებული ვარ წინ უფრო და უფრო დიდი გამარჯვებები გექნება! ვამაყობთ შენით
ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.