ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში, დაძაბულ ორთაბრძოლაში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა მეტოქე შეაქო.
„მესამე და მეოთხე სეტში გაცილებით უკეთ და აგრესიულად ვითამაშე. ვფიქრობ, კარგი ტაიბრეიკი მქონდა. ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო და ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა.
მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, რომელსაც თითქოს აკონტროლებ, მაგრამ თან ვერ აკონტროლებ. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო. 1/4 ფინალში გასვლამ ძალიან გამახარა, - განაცხადა ნადალმა.