ავტორი:

"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი გადაყვეტილია" - რაზე ისაუბრეს მსოფლიოს და რუსეთის პატრიარქებმა სტამბოლის შეხვედრაზე

"უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი გადაყვეტილია" - რაზე ისაუბრეს მსოფლიოს და რუსეთის პატრიარქებმა სტამბოლის შეხვედრაზე

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, საბოლოოდ დასრულდა თუ არა ხანგრძლივი, ეჭვებით, საფრთხეებითა და შეკითხვებით აღსავსე საკითხი - უკრიანის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება... ვრცელდება განცხადებები, თითქოს, ეს საკითხი გადაწყვეტილია, თუმცა თავად უკრაინის პატრიარქი, ჯერჯერობით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს.

რუსული მედიის ცნობით, 31 აგვისტოს მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-სა და რუსეთის პატრიარქ კირილს შორის სტამბოლში გამართული თითქმის სამსაათიანი შეხვედრის მოტივი სწორედ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იყო. ამის შესახებ საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ადგილობრივ მედიასაც ესაუბრა და დეტალებიც გააცნო.

მისი თქმით, ამ შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ კატეგორიულად განაცხადა, რომ საქმე თითქმის გადაწყვეტილი იყო, ეკუმენურ საპატრიარქოს გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და არაფერი შეიცვლებოდა.

მისივე ცნობით, მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, დოკუმენტზე მუშაობა სრულდება და ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც ეკუმენური საპატრიარქო უწევს კოორდინაციას.

მართალია, უკრაინის პატრიარქი ოფიციალურ შეფასებას არ აკეთებს, თუმცა საპატრიარქო აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქმა კირილმა გეგმის განხორციელება, რისთვისაც ის სტამბოლში იყო ჩასული, ვერ შეძლო.

პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს თავად რუსეთის პატრიარქი კირილი. Novayagazeta.ru-ს ცნობით, ის მხოლოდ ზოგადი შეფასებით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ "ეს იყო ორი მორწმუნე ძმის შეხვედრა და საუბარი". თუმცა, მოსკოვის სასულიერო პირებს უკმაყოფილება იმაზეც ეტყობოდათ, რომ ტრაპეზზე არ დარჩენილან, რაც საეკლესიო ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია.

რუსეთის დელეგაციაში, პატრიარქ კირილთან ერთად იმყოფებოდა მეუფე ილარიონ ალფეევი, რომელიც საქართველოს სწორედ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე სტუმრობდა. შეხვედრაზე, სადაც უსაფრთხოების ზომები უპრეცენდენტოდ მაღალ დონეზე იყო დაცული, მოსკოვიდან სულ 15 მაღალი რანგის სასულიერო პირი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ეთნიკურად უკრაინელი.

როგორც Novayagazeta.ru წერს, "მართლმადიდებლური ეკლესიების ორგანიზაციის სტუქტურიდან გამომდინარე, ერთი ეკლესია ვერ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც სხვა ეკლესიების პოზიციების საწინააღმდეგო იქნება. შესაბამისად, ჩვენ უბრალოდ კოორდინაციას გავდივართ", - აცხადებს რუსეთის პატრიარქი კირილი.

თავად კონტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს შეხვედრის შედეგებზე ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. რუსული მედია კი კითხვას სვამს, რა იქნება ხვალ?

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს სინოდის შემდგომი სხდომა 10-12 ოქტომბერს არის ჩანიშნული. "ზამთარში უკრაინაში პრეზიდენტის საარჩევნო კამპანია იწყება, შემდეგ კი მარტში, უმაღლესი რადას... ამ თემის წამოწევა კი ორივე სახელმწიფო ინსტიტუტის ინტერესებში შედის", - წერს გამოცემა.

თავის მხრივ, პროსახელისუფლებო რუსული მედიის ცნობით, უკრაინის შესახებ მართლმადიდებლური ეკლესიების აზრი გაიყო. ისინი ინტენსიურად ავრცელებენ ინფრომაციას, რომლის მიხევდითაც, ცნობა იმის შესახებ, რომ ბართლომე I-მა უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება გადაწყვიტა, სიცრუეა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული ეკლესიის ყოფილი პრეს-მდივნის გიორგი კოვალენკოს თქმით, "თუ ოქტომბერში არ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას, ამას შემდეგი ნაბიჯებიც მოჰყვება, რადგან უკვე კარგა ხანია უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხის საბოლოო გადაწვყვეტილების დრო დადგა".

უკრაინისა და რუსეთის ეკლესიები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაიყო, როდესაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, კიევის საპატრიარქო, პატრიარქ ფილარეტის მეთაურობით დე ფაქტო დამოუკიდებლად არსებობს, თუმცა მას არ სცნობენ ოფიციალურად არც გავლენიანი რუსეთის საპატრიარქო და არც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა 2014 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ...

უკრაინის საპატრიარქოს ავტოკეფალიის საკითხი საქართველოს საპატრიარქოსთვისაც მნიშვნელოვანია. 2018 წლის ივნისში თბილისში სინოდის სხდომა ჩატარდა, რომლის ოქმის თანახმადაც, სინოდის წევრები საპატრიარქოში შემოსულ სამ წერილს გაეცნენ - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსისა და მსოფლიო პატრიარქის სამდივნოდან, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოდან და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიიდან, თუმცა სინოდს გადაწყვეტილება არ მიუღია. საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ამჯერადაც უცნობია.

არსებული ცნობით, ამის ერთ-ერთ მიზეზი, სხვა დანარჩენთან ერთად, აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის ფაქტორიც არის - უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით საქართველოს საპატრიარქო დაკარგავს აფხაზეთს, როგორც საეკლესიო ტერიტორიას.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი