სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ახალგაზრდა დედა, რომელიც ლაშქრობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადის - "8 წლის ნიკოლამ, 22 კმ გაიარა აბუდელაურის ტბებზე"
ახალგაზრდა დედა, რომელიც ლაშქრობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადის - "8 წლის ნიკოლამ, 22 კმ გაიარა აბუდელაურის ტბებზე"

შვი­ლებ­თან ერ­თად ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სია. მშობ­ლე­ბის უმე­ტე­სე­ბას ბავ­შვებ­ზე არა­ნაკ­ლებ უხა­რია ბუ­ნე­ბა­ში დრო­ის გა­ტა­რე­ბა, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი მშო­ბე­ლი, რო­გო­რიც ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ანა ხავ­თა­სია. ის სა­ქარ­თვე­ლოს ულა­მა­ზეს ად­გი­ლებს უკვე რამ­დე­ნი წე­ლია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლებ­თან ერ­თად ლაშ­ქრავს. ანას ორი შვი­ლი ჰყავს - 8 წლის ნი­კო­ლა და 5 წლის ნინო ქა­თა­მა­ძე­ე­ბი.

- ლაშ­ქრო­ბე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ხართ, რო­გორ და რო­დის გა­და­წყვი­ტეთ პა­ტა­რებ­თან ერ­თად ბუ­ნე­ბა­ში გას­ვლა?

- თა­ვი­დან მარ­ტო დავ­დი­ო­დი, ბავ­შვე­ბი კი მა­მას­თან რჩე­ბოდ­ნენ, ძა­ლი­ან პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ, როცა გას­ვლე­ბი და­ვი­წყეთ, მაგ­რამ ამას ლაშ­ქრო­ბებს ვერ ვუ­წო­დებ, უფრო გა­სე­ირ­ნე­ბას ჰგავ­და. პირ­ვე­ლი დიდი გას­ვლა მთელ ოჯახს რა­ჭა­ში, მრა­ვალ­ძა­ლის სა­ლო­ცავ­ზე გვქონ­და. ნინი ალ­ბათ 2 წლის იქ­ნე­ბო­და, ნი­კო­ლა - 5-ის.

თუმ­ცა ნი­კო­ლა 4 წლის იყო, სა­მეგ­რე­ლო რომ მო­ვა­ტა­რეთ აქ­ტი­უ­რად. ნინი უფრო და­ჩაგ­რუ­ლი გვყავს, დიდ მან­ძი­ლებ­ზე ჯერ ვერ დამ­ყავს. ასე­ვე ჩვენ დავ­დი­ვართ ეკო­ტუ­რებ­ზე, ვა­სუფ­თა­ვებთ და­ნაგ­ვი­ა­ნე­ბულ ად­გი­ლებს, ამით კი ბავ­შვებს თა­ვი­დან­ვე ვაჩ­ვევ, რომ არ შე­იძ­ლე­ბა გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა.

- ანი, რა­ტომ გა­გიჩ­ნდათ ბავ­შვებ­თან ერ­თად ისეთ ლაშ­ქრო­ბებ­ში სი­ა­რუ­ლის სურ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ხი­ფა­თოც შე­იძ­ლე­ბა იყოს, მით უმე­ტეს პა­ტა­რე­ბის­თვის. რა მი­ზა­ნი გქონ­დათ?

- პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ის, რომ ნი­კო­ლა ძა­ლი­ან და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო კუმ­პი­უ­ტერ­ზე. ბევ­რი მცდე­ლო­ბის და მიდ­გო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ვე­რაფ­რით ჩა­ვა­ნაც­ვლეთ კომ­პი­უ­ტე­რი, ამი­ტომ შა­ბათ-კვი­რას, როცა ბაღ­ში ვერ მივ­დი­ო­დით და ფაქ­ტობ­რი­ვად გვქონ­და ომი, გა­დავ­წყვი­ტე ჩემ­თან ერ­თად წა­მო­სუ­ლი­ყო ხოლ­მე. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, იღ­ლე­ბო­და, წუ­წუ­ნებ­და.

მი­წევ­და ბევ­რი რა­ღა­ცე­ბის მო­გო­ნე­ბა, რომ უფრო დიდი მონ­დო­მე­ბა ჰქო­ნო­და, ევლო ფე­ხით, გა­მო­ვი­გო­ნეთ თა­მა­ში, რი­თაც ვხუ­რავ­დით სხვა­დახ­ვა ტურს, ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ში მი­სას­ვლე­ლად, რა­მაც გა­მო­ი­ღო შე­დე­გი და ყვე­ლა­ზე დიდი გზა 22 კმ. გა­ი­ა­რა აბუ­დე­ლა­უ­რის ფე­რად ტბებ­ზე წა­ი­კი­თხეთ მეტი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ახალგაზრდა დედა, რომელიც ლაშქრობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადის - "8 წლის ნიკოლამ, 22 კმ გაიარა აბუდელაურის ტბებზე"

ახალგაზრდა დედა, რომელიც ლაშქრობებში მცირეწლოვან შვილებთან ერთად დადის - "8 წლის ნიკოლამ, 22 კმ გაიარა აბუდელაურის ტბებზე"

შვილებთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა სასიამოვნო პროცესია. მშობლების უმეტესებას ბავშვებზე არანაკლებ უხარია ბუნებაში დროის გატარება, თუმცა ნაკლებად მოიძებნება ისეთი მშობელი, როგორიც ჩვენი რესპონდენტი ანა ხავთასია. ის საქართველოს ულამაზეს ადგილებს უკვე რამდენი წელია მცირეწლოვან შვილებთან ერთად ლაშქრავს. ანას ორი შვილი ჰყავს - 8 წლის ნიკოლა და 5 წლის ნინო ქათამაძეები.

- ლაშქრობების მოყვარული ხართ, როგორ და როდის გადაწყვიტეთ პატარებთან ერთად ბუნებაში გასვლა?

- თავიდან მარტო დავდიოდი, ბავშვები კი მამასთან რჩებოდნენ, ძალიან პატარები იყვნენ, როცა გასვლები დავიწყეთ, მაგრამ ამას ლაშქრობებს ვერ ვუწოდებ, უფრო გასეირნებას ჰგავდა. პირველი დიდი გასვლა მთელ ოჯახს რაჭაში, მრავალძალის სალოცავზე გვქონდა. ნინი ალბათ 2 წლის იქნებოდა, ნიკოლა - 5-ის.

თუმცა ნიკოლა 4 წლის იყო, სამეგრელო რომ მოვატარეთ აქტიურად. ნინი უფრო დაჩაგრული გვყავს, დიდ მანძილებზე ჯერ ვერ დამყავს. ასევე ჩვენ დავდივართ ეკოტურებზე, ვასუფთავებთ დანაგვიანებულ ადგილებს, ამით კი ბავშვებს თავიდანვე ვაჩვევ, რომ არ შეიძლება გარემოს დაბინძურება.

- ანი, რატომ გაგიჩნდათ ბავშვებთან ერთად ისეთ ლაშქრობებში სიარულის სურვილი, რომელიც სახიფათოც შეიძლება იყოს, მით უმეტეს პატარებისთვის. რა მიზანი გქონდათ?

- პირველი ნაბიჯი იყო ის, რომ ნიკოლა ძალიან დამოკიდებული იყო კუმპიუტერზე. ბევრი მცდელობის და მიდგომის მიუხედავად, ვერაფრით ჩავანაცვლეთ კომპიუტერი, ამიტომ შაბათ-კვირას, როცა ბაღში ვერ მივდიოდით და ფაქტობრივად გვქონდა ომი, გადავწყვიტე ჩემთან ერთად წამოსულიყო ხოლმე. ძალიან გამიჭირდა, იღლებოდა, წუწუნებდა.

მიწევდა ბევრი რაღაცების მოგონება, რომ უფრო დიდი მონდომება ჰქონოდა, ევლო ფეხით, გამოვიგონეთ თამაში, რითაც ვხურავდით სხვადახვა ტურს, ერთი ადგილიდან მეორეში მისასვლელად, რამაც გამოიღო შედეგი და ყველაზე დიდი გზა 22 კმ. გაიარა აბუდელაურის ფერად ტბებზე წაიკითხეთ მეტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი