დღეს, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, გამოცდების საბოლოო შედეგები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.
აბიტურიენტებს საკუთარი შედეგების ნახვა ეროვნული გამოცდების ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეეძლებათ.
დღესვე აღნიშნულ თემაზე გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი გააკეთებს განცხადებას.