სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი ემიგრანტის ისტორიის გაგრძელება - ამერიკელმა შვილიშვილებმა რაჭველი ბაბუის საფლავზე ქართული მიწა წაიღეს...
ქართველი ემიგრანტის ისტორიის გაგრძელება - ამერიკელმა შვილიშვილებმა რაჭველი ბაბუის საფლავზე ქართული მიწა წაიღეს...

AMBEBI.GE აგ­რძე­ლებს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის, პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ის­ტო­რი­ას, რომ­ლის მემ­კვიდ­რე­ე­ბიც - ამე­რი­კე­ლი ჩიკ­ვი­ლა­ძე­ე­ბი ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლოს ეს­ტუმრნენ და რა­ჭა­ში ბა­ბუ­ის მიწა, მა­მუ­ლი და მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი სახლ-კარი მო­ი­ნა­ხუ­ლეს...

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე, იგი­ვე პი­ტერ ჩიგ­ლო 1913 წელს რა­ჭი­დან ამე­რი­კა­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა ვე­ღარ შეძ­ლო. ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტმა ბედი ამე­რი­კელ ქალ­ბა­ტონს და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­თა­ნაც 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

პი­ტერს და­ნა­პი­რე­ბი აუს­რუ­ლა უმ­ცრო­სი ვა­ჟის მე­უღ­ლემ ბარ­ბა­რა დოდსონ­მა და შვი­ლე­ბი­თა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს 3 აგ­ვის­ტოს ეს­ტუმ­რა.

ქალ­ბა­ტონ­მა ბარ­ბა­რამ არა მარ­ტო მო­ი­ნა­ხუ­ლა მა­მამ­თი­ლის სამ­შობ­ლო, უდი­დე­სი სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი აჩუ­ქა და გა­უ­ზი­ა­რა ქარ­თველ ნა­თე­სა­ვებს. ამე­რი­კე­ლი ჩიკ­ვი­ლა­ძე­ე­ბის სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი ვო­ი­ა­ჟის შე­სა­ხებ რა­ჭა­ში, გვე­სა­უბ­რე­ბა ნატო მდი­ნა­რა­ძე, პარ­თე­ნის დის შვი­ლიშ­ვი­ლი:

- ამე­რი­კე­ლე­ბის რა­ჭა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და­ი­წყო ტრან­სპორ­ტის შერ­ჩე­ვით: მან­ქა­ნის მო­დე­ლი ან კონ­დი­ცი­ო­ნე­რი კი არ აინ­ტე­რე­სებ­და ვინ­მეს, მთა­ვა­რი იყო დიდი სა­ბარ­გუ­ლი ჰქო­ნო­და, რომ მათი უზარ­მა­ზა­რი და უამ­რა­ვი ჩე­მო­და­ნი და­ტე­უ­ლი­ყო. ვის­თან აღარ დავ­რე­კე და რო­გორც იქნა, ვი­პო­ვე ნა­ნატ­რი "მარ­შუტ­კა", ჩავ­ბარ­გდით, წა­ვე­დით რა­ჭა­ში და უკვე იქ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ ამ ჩე­მოდ­ნე­ბის უმე­ტეს ნა­წილ­ში ჩვენ­თვის, ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის, დი­დის­თვის თუ პა­ტა­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბი იყო. არ გა­მორ­ჩე­ნი­ათ არა­ვინ და ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ჩა­მო­უ­რი­გეს სა­გულ­და­გუ­ლოდ ნარ­ჩე­ვი და ნა­ფიქ­რი სა­ჩუქ­რე­ბი.

სა­ბო­ლო­ოდ, ლაჩ­თა­ში წა­ვე­დით - ბა­ბუ­ის ეზოს ჭიშ­კარს ბოქ­ლო­მი ედო... მე­ზობ­ლის ბიჭ­მა ღობე გა­არ­ღვია და მათ ნა­ნატრ მი­წა­ზეც დად­გეს ფეხი. ქორთნი და ნა­ტა­შა ერ­თმა­ნეთს ჩა­ე­ხუტ­ნენ და დიდ­ხანს ქვი­თი­ნებ­დნენ, ბარ­ბა­რა ძველ ამ­ბებს იხ­სე­ნებ­და, წამ­ში უამ­რა­ვი მო­გო­ნე­ბა ამო­უ­ტივ­ტივ­და.

მე­ზო­ბელ­მა და­თი­კო ბა­ბუ­ა­მაც ბევ­რი რამ გა­ახ­სე­ნა. მერე ნა­ტა­შამ მი­წის მო­თხრა და­ი­წყო, თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი, რას აკე­თებ­და - "უნდა წა­ვი­ღო და ბა­ბუ­ას საფ­ლავ­ზე დავ­ყა­რო! თი­თო­ე­უ­ლი ნამ­ცე­ცი ძვირ­ფა­სია, აქ ხომ ყველ­გან მისი ნაკ­ვა­ლე­ვი­აო". ყვე­ლა ვტი­რო­დით... პი­ტე­რის სახ­ლის მხო­ლოდ ნა­წი­ლი გა­და­ურ­ჩა რა­ჭის მი­წისძვრებს, სა­ოც­რად სევ­დი­ა­ნი სა­ნა­ხა­ვი იყო, ულა­მა­ზეს წალ­კოტ­ში ჩაფ­ლუ­ლი ეზო და ბოქ­ლომ­და­დე­ბუ­ლი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სახ­ლუ­კა...

რომ წა­მო­ვე­დით, ორ­ღო­ბე­ში ბებო შეგ­ვხვდა, ქარ­თუ­ლად მი­ე­სალმნენ. ბე­ბომ რომ გა­ი­გო, ვინც იყ­ვნენ - ბარ­ბა­რა სად არი­სო! იყ­ვი­რა ხმა­მაღ­ლა. გა­და­ეხ­ვია და ეს ის მო­მენ­ტი იყო, როცა სი­ტყვე­ბის თარ­გმნას აზრი აღარ ჰქონ­და, ისე­დაც ცხა­დი იყო ყვე­ლა­ფე­რი... ბე­ბომ 40 წლის წი­ნან­დე­ლი, ბარ­ბა­რას ნა­ჩუ­ქა­რი კა­ლა­მი გა­მო­ი­ტა­ნა და უთხრა, რომ მთე­ლი ეს წლე­ბი სა­თუ­თად ინა­ხავ­და. ბარ­ბა­რამ კი­დევ ერთი კა­ლა­მი ამო­ი­ღო ჩან­თი­დან და აჰა, კი­დევ ერთს გჩუქ­ნიო...

ჩიკ­ვი­ლა­ძე­ებ­მა სარ­თუ­ლე­ბი­ა­ნი სუფ­რა და­ახ­ვედ­რეს და ყან­წე­ბით აღ­ნიშ­ნეს ამე­რი­კე­ლი ჩიკ­ვი­ლა­ძე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. დაბ­რუ­ნე­ბა და არა სტუმ­რო­ბა, რად­გან მათ აქვთ სურ­ვი­ლი, რა­დაც უნდა დაჯ­დეს, იყი­დონ თა­ვი­ან­თი ბა­ბუ­ის ნა­სახ­ლა­რი კარ­მი­და­მო და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ია­რონ. ამინ­დიც აგ­ვის­ტოს­თვის მე­ტად უჩ­ვე­უ­ლო დაგ­ვემ­თხვა. რაც ჩა­ვე­დით, სულ წვიმ­და, მხო­ლოდ იმ დღეს გა­მო­ვი­და მზე, როცა ლაჩ­თა­ში ავე­დით, და­ნარ­ჩე­ნი დღე­ე­ბი ვის­ხე­დით სახ­ლში - უწე­რა­ში პლე­დებ­ში გახ­ვე­უ­ლე­ბი და ვსა­უბ­რობ­დით, სა­ლა­პა­რა­კოც არ თავ­დე­ბო­და და წვი­მაც არ წყდე­ბო­და. თით­ქოს გან­გე­ბას სურ­და, რომ წამი არ დაგ­ვე­კარ­გა და ერ­თად დიდ­ხანს ვყო­ფი­ლი­ყა­ვით...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ქართველი ემიგრანტის ისტორიის გაგრძელება - ამერიკელმა შვილიშვილებმა რაჭველი ბაბუის საფლავზე ქართული მიწა წაიღეს...

ქართველი ემიგრანტის ისტორიის გაგრძელება - ამერიკელმა შვილიშვილებმა რაჭველი ბაბუის საფლავზე ქართული მიწა წაიღეს...

AMBEBI.GE აგრძელებს ქართველი ემიგრანტის, პართენ ჩიკვილაძის ისტორიას, რომლის მემკვიდრეებიც - ამერიკელი ჩიკვილაძეები ცოტა ხნის წინ საქართველოს ესტუმრნენ და რაჭაში ბაბუის მიწა, მამული და მამაპაპისეული სახლ-კარი მოინახულეს...

შეგახსენებთ, რომ პართენ ჩიკვილაძე, იგივე პიტერ ჩიგლო 1913 წელს რაჭიდან ამერიკაში წასული ქართველია, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება ვეღარ შეძლო. ქართველმა ემიგრანტმა ბედი ამერიკელ ქალბატონს დაუკავშირდა, რომელთანაც 10 შვილი შეეძინა.

პიტერს დანაპირები აუსრულა უმცროსი ვაჟის მეუღლემ ბარბარა დოდსონმა და შვილებითა და შვილიშვილებით საქართველოს 3 აგვისტოს ესტუმრა.

ქალბატონმა ბარბარამ არა მარტო მოინახულა მამამთილის სამშობლო, უდიდესი სითბო და სიყვარული აჩუქა და გაუზიარა ქართველ ნათესავებს. ამერიკელი ჩიკვილაძეების სენტიმენტალური ვოიაჟის შესახებ რაჭაში, გვესაუბრება ნატო მდინარაძე, პართენის დის შვილიშვილი:

- ამერიკელების რაჭაში მოგზაურობა დაიწყო ტრანსპორტის შერჩევით: მანქანის მოდელი ან კონდიციონერი კი არ აინტერესებდა ვინმეს, მთავარი იყო დიდი საბარგული ჰქონოდა, რომ მათი უზარმაზარი და უამრავი ჩემოდანი დატეულიყო. ვისთან აღარ დავრეკე და როგორც იქნა, ვიპოვე ნანატრი "მარშუტკა", ჩავბარგდით, წავედით რაჭაში და უკვე იქ აღმოვაჩინეთ, რომ ამ ჩემოდნების უმეტეს ნაწილში ჩვენთვის, ნათესავებისთვის, დიდისთვის თუ პატარისთვის განკუთვნილი საჩუქრები იყო. არ გამორჩენიათ არავინ და ყველას სათითაოდ ჩამოურიგეს საგულდაგულოდ ნარჩევი და ნაფიქრი საჩუქრები.

საბოლოოდ, ლაჩთაში წავედით - ბაბუის ეზოს ჭიშკარს ბოქლომი ედო... მეზობლის ბიჭმა ღობე გაარღვია და მათ ნანატრ მიწაზეც დადგეს ფეხი. ქორთნი და ნატაშა ერთმანეთს ჩაეხუტნენ და დიდხანს ქვითინებდნენ, ბარბარა ძველ ამბებს იხსენებდა, წამში უამრავი მოგონება ამოუტივტივდა.

მეზობელმა დათიკო ბაბუამაც ბევრი რამ გაახსენა. მერე ნატაშამ მიწის მოთხრა დაიწყო, თავიდან ვერ მივხვდი, რას აკეთებდა - "უნდა წავიღო და ბაბუას საფლავზე დავყარო! თითოეული ნამცეცი ძვირფასია, აქ ხომ ყველგან მისი ნაკვალევიაო". ყველა ვტიროდით... პიტერის სახლის მხოლოდ ნაწილი გადაურჩა რაჭის მიწისძვრებს, საოცრად სევდიანი სანახავი იყო, ულამაზეს წალკოტში ჩაფლული ეზო და ბოქლომდადებული, მიტოვებული სახლუკა...

რომ წამოვედით, ორღობეში ბებო შეგვხვდა, ქართულად მიესალმნენ. ბებომ რომ გაიგო, ვინც იყვნენ - ბარბარა სად არისო! იყვირა ხმამაღლა. გადაეხვია და ეს ის მომენტი იყო, როცა სიტყვების თარგმნას აზრი აღარ ჰქონდა, ისედაც ცხადი იყო ყველაფერი... ბებომ 40 წლის წინანდელი, ბარბარას ნაჩუქარი კალამი გამოიტანა და უთხრა, რომ მთელი ეს წლები სათუთად ინახავდა. ბარბარამ კიდევ ერთი კალამი ამოიღო ჩანთიდან და აჰა, კიდევ ერთს გჩუქნიო...

ჩიკვილაძეებმა სართულებიანი სუფრა დაახვედრეს და ყანწებით აღნიშნეს ამერიკელი ჩიკვილაძეების დაბრუნება. დაბრუნება და არა სტუმრობა, რადგან მათ აქვთ სურვილი, რადაც უნდა დაჯდეს, იყიდონ თავიანთი ბაბუის ნასახლარი კარმიდამო და საქართველოში ხშირად იარონ. ამინდიც აგვისტოსთვის მეტად უჩვეულო დაგვემთხვა. რაც ჩავედით, სულ წვიმდა, მხოლოდ იმ დღეს გამოვიდა მზე, როცა ლაჩთაში ავედით, დანარჩენი დღეები ვისხედით სახლში - უწერაში პლედებში გახვეულები და ვსაუბრობდით, სალაპარაკოც არ თავდებოდა და წვიმაც არ წყდებოდა. თითქოს განგებას სურდა, რომ წამი არ დაგვეკარგა და ერთად დიდხანს ვყოფილიყავით...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ