სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა..." - რატომ დატოვა "ჰეალაინი" 17-მა თანამშრომელმა და სად ემსახურებიან პაციენტებს
"არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა..." - რატომ დატოვა "ჰეალაინი" 17-მა თანამშრომელმა და სად ემსახურებიან პაციენტებს

"მე თმა ჰე­ა­ლა­ინ­ში გა­და­ვი­ნერ­გე" - ყურ­ში იმ­დე­ნად გამ­ჯდა­რი სლო­გა­ნია, მგო­ნი, არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ეს ფრა­ზა არ იცო­დეს. კლი­ნი­კას ჰყავს ბევ­რი ცნო­ბი­ლი პა­ცი­ენ­ტი, რომ­ლებ­მაც თმა სწო­რედ აქ გა­და­ი­ნერ­გეს. თუმ­ცა, AMBEBI.GE-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ჰე­ა­ლა­ი­ნი" ერ­თდრო­უ­ლად 17-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა და­ტო­ვა.

თუ რა ხდე­ბა კლი­ნი­კა­ში, ამის გა­სარ­კვე­ვად მის დამ­ფუძ­ნე­ბელს პრო­ფე­სორ ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით. ჩვენს კი­თხვას მის­მა მე­უღ­ლემ, დეა პა­პას­კირ­მა, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტორ­მა, პლას­ტი­კურ­მა ქი­რურ­გმა და უკვე ახა­ლი კლი­ნი­კის - "დე­ა­მე­დის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და დი­რექ­ტორ­მა უპა­სუ­ხა. ქალ­ბა­ტო­ნი დეა ადას­ტუ­რებს, რომ ის "ჰე­ა­ლა­ი­ნი­დან" წა­მო­ვი­და და მას­თან ერ­თად, კლი­ნი­კა და­ტო­ვა 16-მა თა­ნამ­შრო­მელ­მა. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, დეა პა­პას­კირს და ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის აქვთ თმა გა­და­ნერ­გი­ლი, მათ შო­რის არი­ან: დათო როს­ტო­მაშ­ვი­ლი, ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვი­ლი, მე­რაბ სი­ჭი­ნა­ვა, გი­ორ­გი ბა­ხუ­ტაშ­ვი­ლი, არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, ედ­მონდ აბა­ში­ძე, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე, კახა კუ­ხი­ა­ნი­ძე, ნიკა ნიკ­ვაშ­ვი­ლი...

დეა პა­პას­კირ­მა ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი "ჰე­ა­ლა­ი­ნის" მცი­რე ის­ტო­რი­ის თხრო­ბით და­ი­წყო:

"პა­ტა­რა პრე­ის­ტო­რი­ას მოვ­ყვე­ბი. "ჰე­ა­ლა­ი­ნი" სა­ქარ­თვე­ლო­ში 2005 წელს და­ფუძნ­და, თუმ­ცა მისი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და შექ­მნა მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, პრო­ფე­სორ­მა ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვილ­მა 2004 წელს გა­დავ­წყვი­ტეთ. მა­შინ ჯერ კი­დევ მოს­კოვ­ში ვმოღ­ვა­წე­ობ­დით. პირ­ველ ასე­თი კლი­ნი­კა იქ გავ­ხსე­ნით და როცა გა­და­წყდა, მსგავ­სი თბი­ლის­შიც გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა, პი­რა­დად მე მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვე­დი, 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­ვამ­ზა­დე და და­ვატ­რე­ნინ­გე თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მთე­ლი გუნ­დი, რომ­ლე­ბიც ბოლო დრომ­დე "ჰე­ა­ლა­ინ­ში" მუ­შა­ობ­დნენ.

ეს იყო მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი კად­რი. კლი­ნი­კის ქი­რურ­გი მოს­კოვ­ში ჩა­მო­ვი­და და სტა­ჟი­რე­ბა ჩვენს კლი­ნი­კა­ში გა­ი­ა­რა, რო­მელ­საც იმ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი შე­ვას­წავ­ლეთ და ასე გავ­ხსე­ნით კლი­ნი­კა. მის­თვის ჩვე­ნი შვი­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი არ დაგ­ვირ­ქმე­ვია, მაგ­რამ მე­სა­მე შვი­ლი­ვით გვიყ­ვარ­და... 2013 წლამ­დე ისევ მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დით. იმ პე­რი­ოდ­ში "ჰე­ა­ლა­ი­ნი~ სა­ქარ­თვე­ლო­ში არც ისე პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო, თუმ­ცა გე­თან­ხმე­ბით, რომ დღეს საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი კლი­ნი­კაა.

- ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვი­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რი რო­დი­დან იყო?

- 2012 წლი­დან. კლი­ნი­კის პო­პუ­ლა­რო­ბის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი იმ პე­რი­ოდ­ში ნელ-ნელა და­ვი­წყეთ, ურ­თი­ერ­თო­ბა და­ვამ­ყა­რეთ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან. მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თმა "ჰე­ა­ლა­ინ­ში~ გა­და­ე­ნერ­გათ, სხვე­ბის­თვის მა­გა­ლი­თის მიმ­ცე­მი აღ­მოჩ­ნდა, ნდო­ბა გა­მოგ­ვი­ცხა­დეს, ამ ნდო­ბის შე­დე­გი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა და პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­ხით მათ­გან იგი­ვე რე­აქ­ცია მი­ვი­ღეთ. პროგ­რე­სი იყო, ვზრუ­ნავ­დით გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, ახალ ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და იმა­ზე არ ვფიქ­რობ­დით, რომ სა­კუ­თა­რი კლი­ნი­კი­დან წას­ვლა მოგ­ვი­წევ­და. მაგ­რამ სხვა­ნა­ი­რად მოხ­და.

- რისი ბრა­ლია?

- არ ვიცი, ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბას მი­ვა­წე­რო ეს, თუ რას, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ გუნ­დი დაშ­ლი­ლი­ყო, არ არ­სე­ბობ­და. თუმ­ცა ამის ადა­მი­ა­ნუ­რი მი­ზე­ზე­ბი არის, რო­მე­ლიც არც და­წე­რილ და და­უ­წე­რელ კო­დექსში ეტე­ვა, რაზე სა­უ­ბარ­საც არ ვა­პი­რებ. მაგ­რამ, ვი­მე­ო­რებ, მი­ზე­ზე­ბი იყო, რა­მაც ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, კერ­ძოდ, ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვი­ლი დი­რექ­ტო­რო­ბი­დან გა­დად­გა, მე დავ­წე­რე გან­ცხა­დე­ბა და წა­მო­ვე­დი.

- ანუ ადას­ტუ­რებთ, რომ კლი­ნი­კა "ჰე­ა­ლა­ი­ნი~ არ­სე­ბობს, მაგ­რამ თქვენ იქ არ ხართ...

- დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალექ­სი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო და დამ­ფუძ­ნებ­ლად დარ­ჩა, თუმ­ცა ექი­მე­ბად იქ ჩვენ (არც მე და არც ალექ­სი) აღარ ვმუ­შა­ობთ. არა მარ­ტო ჩვენ, კომ­პა­ნი­ი­დან სულ 17 თა­ნამ­შრო­მე­ლი წა­მო­ვი­და. დარ­ჩა მხო­ლოდ ექ­ვსი. გავ­ხსე­ნი ახა­ლი კლი­ნი­კა „დე­ა­მე­დი“ და ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც "ჰე­ა­ლა­ი­ნი­დან" წა­მო­ვიდ­ნენ, ახლა აქ მუ­შა­ო­ბენ. ოღონდ, 23-დან 17 რომ წავა სამ­სა­ხუ­რი­დან, ამას რა ჰქვია, ეს - სხვებ­მა შე­ა­ფა­სონ. კლი­ნი­კა "ჰე­ა­ლა­ი­ნი" დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად, სხვა გუნ­დით გა­ნაგ­რძობს საქ­მი­ა­ნო­ბას. მაგ­რამ რაც ხდე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბი­კე­ნაა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ გეგ­მე­ბი საკ­მა­რი­სი გვაქვს და აზ­როვ­ნე­ბაც არ შეგ­ვიც­ვლია.

მე­სა­მე შვი­ლი რომ არ გა­მო­გად­გე­ბა, რა თქმა უნდა, მტკივ­ნე­უ­ლია, მაგ­რამ ეს იმის სა­ფუძ­ველს არ გაძ­ლევს, რომ მე­ო­თხე შვი­ლი არ გა­ა­ჩი­ნო. ამი­ტომ, "მე­ო­თხე" შვი­ლი გა­ვა­ჩი­ნეთ. მის­თვის ენერ­გი­ას ნამ­დვი­ლად არ და­ვი­შუ­რებთ.

რაც მთა­ვა­რია, ერ­თგულ პა­ცი­ენ­ტებს ვახ­სო­ვართ, ყვე­ლა გვერ­დში გვიდ­გას. არა­ვის ცუდი შე­დე­გი არ გვა­ხა­რებს და ყვე­ლას წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებთ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­ულ­მა ხა­რის­ხი­ა­ნად იმუ­შა­ოს და არ მოხ­დეს თმის გა­და­ნერგვის მე­თო­დის დის­კრე­დი­ტა­ცია. უბ­რა­ლოდ, დღეს ჩვენ ჩვე­ნით ვმუ­შა­ობთ და ახალ მიღ­წე­ვებ­ზე ვართ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის გარ­კვე­ვას "ჰე­ა­ლა­ი­ნის" ამ­ჟა­მინ­დელ ხელ­მძღვა­ნელ­თან, ირაკ­ლი ბე­ბი­აშ­ვილ­თა­ნაც შე­ე­ცა­და. თუმ­ცა, ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მეკ­ვი­რი­ა­ნი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მან ამის­თვის დრო ვერ გა­მო­ნა­ხა. არ დაგ­ვით­ვლია, მაგ­რამ ალ­ბათ 10-12-ჯერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რის მი­უ­ხე­და­ვად, მისი კო­მენ­ტა­რი მა­ინც ვერ მო­ვი­პო­ვეთ. ბოლო სამ სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარს კი ბე­ბი­აშ­ვილ­მა სა­ერ­თოდ აღარ უპა­სუ­ხა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა..." - რატომ დატოვა "ჰეალაინი" 17-მა თანამშრომელმა და სად ემსახურებიან პაციენტებს

"არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა..." - რატომ დატოვა "ჰეალაინი" 17-მა თანამშრომელმა და სად ემსახურებიან პაციენტებს

"მე თმა ჰეალაინში გადავინერგე" - ყურში იმდენად გამჯდარი სლოგანია, მგონი, არ არსებობს ადამიანი, ეს ფრაზა არ იცოდეს. კლინიკას ჰყავს ბევრი ცნობილი პაციენტი, რომლებმაც თმა სწორედ აქ გადაინერგეს. თუმცა, AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ "ჰეალაინი" ერთდროულად 17-მა თანამშრომელმა დატოვა.

თუ რა ხდება კლინიკაში, ამის გასარკვევად მის დამფუძნებელს პროფესორ ალექსი მახარაშვილს დავუკავშირდით. ჩვენს კითხვას მისმა მეუღლემ, დეა პაპასკირმა, მედიცინის დოქტორმა, პლასტიკურმა ქირურგმა და უკვე ახალი კლინიკის - "დეამედის" დამფუძნებელმა და დირექტორმა უპასუხა. ქალბატონი დეა ადასტურებს, რომ ის "ჰეალაინიდან" წამოვიდა და მასთან ერთად, კლინიკა დატოვა 16-მა თანამშრომელმა. როგორც გავარკვიეთ, დეა პაპასკირს და ალექსი მახარაშვილს არაერთი ცნობილი ადამიანისთვის აქვთ თმა გადანერგილი, მათ შორის არიან: დათო როსტომაშვილი, ლევან ყოჩიაშვილი, მერაბ სიჭინავა, გიორგი ბახუტაშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, ედმონდ აბაშიძე, ვიქტორ სანიკიძე, კახა კუხიანიძე, ნიკა ნიკვაშვილი...

დეა პაპასკირმა ჩვენთან საუბარი "ჰეალაინის" მცირე ისტორიის თხრობით დაიწყო:

"პატარა პრეისტორიას მოვყვები. "ჰეალაინი" საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა, თუმცა მისი ჩამოყალიბება და შექმნა მე და ჩემმა მეუღლემ, პროფესორმა ალექსი მახარაშვილმა 2004 წელს გადავწყვიტეთ. მაშინ ჯერ კიდევ მოსკოვში ვმოღვაწეობდით. პირველ ასეთი კლინიკა იქ გავხსენით და როცა გადაწყდა, მსგავსი თბილისშიც გაგვეკეთებინა, პირადად მე მოსკოვიდან ჩამოვედი, 8 თვის განმავლობაში მოვამზადე და დავატრენინგე თანამშრომლების მთელი გუნდი, რომლებიც ბოლო დრომდე "ჰეალაინში" მუშაობდნენ.

ეს იყო მრავალი ათეული ადამიანისგან სპეციალურად შერჩეული კადრი. კლინიკის ქირურგი მოსკოვში ჩამოვიდა და სტაჟირება ჩვენს კლინიკაში გაიარა, რომელსაც იმ დროისთვის არსებული თანამედროვე ტექნოლოგიები შევასწავლეთ და ასე გავხსენით კლინიკა. მისთვის ჩვენი შვილების სახელები არ დაგვირქმევია, მაგრამ მესამე შვილივით გვიყვარდა... 2013 წლამდე ისევ მოსკოვში ვცხოვრობდით. იმ პერიოდში `ჰეალაინი~ საქართველოში არც ისე პოპულარული იყო, თუმცა გეთანხმებით, რომ დღეს საკმაოდ პოპულარული კლინიკაა.

- ალექსი მახარაშვილი კლინიკის დირექტორი როდიდან იყო?

- 2012 წლიდან. კლინიკის პოპულარობის ამაღლების კუთხით პირველი ნაბიჯები იმ პერიოდში ნელ-ნელა დავიწყეთ, ურთიერთობა დავამყარეთ ცნობილ ადამიანებთან. მათი გადაწყვეტილება, თმა `ჰეალაინში~ გადაენერგათ, სხვებისთვის მაგალითის მიმცემი აღმოჩნდა, ნდობა გამოგვიცხადეს, ამ ნდობის შედეგი საზოგადოებამ დაინახა და პაციენტების სახით მათგან იგივე რეაქცია მივიღეთ. პროგრესი იყო, ვზრუნავდით განვითარებაზე, ახალ ტექნოლოგიებზე და იმაზე არ ვფიქრობდით, რომ საკუთარი კლინიკიდან წასვლა მოგვიწევდა. მაგრამ სხვანაირად მოხდა.

- რისი ბრალია?

- არ ვიცი, ადამიანის ბუნებას მივაწერო ეს, თუ რას, ყოველ შემთხვევაში, იმის წინაპირობა, რომ გუნდი დაშლილიყო, არ არსებობდა. თუმცა ამის ადამიანური მიზეზები არის, რომელიც არც დაწერილ და დაუწერელ კოდექსში ეტევა, რაზე საუბარსაც არ ვაპირებ. მაგრამ, ვიმეორებ, მიზეზები იყო, რამაც ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა, კერძოდ, ალექსი მახარაშვილი დირექტორობიდან გადადგა, მე დავწერე განცხადება და წამოვედი.

- ანუ ადასტურებთ, რომ კლინიკა `ჰეალაინი~ არსებობს, მაგრამ თქვენ იქ არ ხართ...

- დამფუძნებელი ალექსი მახარაშვილი იყო და დამფუძნებლად დარჩა, თუმცა ექიმებად იქ ჩვენ (არც მე და არც ალექსი) აღარ ვმუშაობთ. არა მარტო ჩვენ, კომპანიიდან სულ 17 თანამშრომელი წამოვიდა. დარჩა მხოლოდ ექვსი. გავხსენი ახალი კლინიკა „დეამედი“ და ის თანამშრომლები, რომლებიც "ჰეალაინიდან" წამოვიდნენ, ახლა აქ მუშაობენ. ოღონდ, 23-დან 17 რომ წავა სამსახურიდან, ამას რა ჰქვია, ეს - სხვებმა შეაფასონ. კლინიკა "ჰეალაინი" დღეს პრაქტიკულად, სხვა გუნდით განაგრძობს საქმიანობას. მაგრამ რაც ხდება, ყველაფერი უკეთესობიკენაა, თუნდაც იმიტომ, რომ გეგმები საკმარისი გვაქვს და აზროვნებაც არ შეგვიცვლია.

მესამე შვილი რომ არ გამოგადგება, რა თქმა უნდა, მტკივნეულია, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ გაძლევს, რომ მეოთხე შვილი არ გააჩინო. ამიტომ, "მეოთხე" შვილი გავაჩინეთ. მისთვის ენერგიას ნამდვილად არ დავიშურებთ.

რაც მთავარია, ერთგულ პაციენტებს ვახსოვართ, ყველა გვერდში გვიდგას. არავის ცუდი შედეგი არ გვახარებს და ყველას წარმატებას ვუსურვებთ. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ხარისხიანად იმუშაოს და არ მოხდეს თმის გადანერგვის მეთოდის დისკრედიტაცია. უბრალოდ, დღეს ჩვენ ჩვენით ვმუშაობთ და ახალ მიღწევებზე ვართ ორიენტირებული.

AMBEBI.GE აღნიშნული საკითხის გარკვევას "ჰეალაინის" ამჟამინდელ ხელმძღვანელთან, ირაკლი ბებიაშვილთანაც შეეცადა. თუმცა, ჩვენი რამდენიმეკვირიანი მცდელობის მიუხედავად, მან ამისთვის დრო ვერ გამონახა. არ დაგვითვლია, მაგრამ ალბათ 10-12-ჯერ განხორციელებული სატელეფონო ზარის მიუხედავად, მისი კომენტარი მაინც ვერ მოვიპოვეთ. ბოლო სამ სატელეფონო ზარს კი ბებიაშვილმა საერთოდ აღარ უპასუხა...

აარჩიე, აჩუქე და გაახარე მთელი გულით

სად შეიძლება შევიძინოთ ხარისხიანი სათამაშოები ხელმისაწვდომ ფასად?

„ავტომობილმაც რომ გადაუაროს, შეიძლება, ეკრანიც კი არ დაზიანდეს“ -ტაბლეტი მათთვის, ვინც საველე პირობებში მუშაობს