სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს
როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს

დღე­ვან­დე­ლი ე.წ. მთავ­რო­ბა ან­გე­ლა მერ­კე­ლის ფონ­ზე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოდ. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავ­დეს ასე­თი „ხე­ლის ბი­ჭე­ბი“ და მათ ერ­ქვათ მთავ­რო­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­გე­ლა მერ­კე­ლის ვი­ზი­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, გერ­მა­ნი­ის კან­ცლერ­მა მარ­თე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ნა, რო­დე­საც თქვა, რომ „სა­ქარ­თვე­ლო მზად არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის­თვის და იმა­ზე მე­ტად არის მზად, ვიდ­რე სომ­ხე­თი“.

„ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ თქვა ევ­რო­პის დღე­ვან­დელ­მა ლი­დერ­მა, ჩვენ­მა ძველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარტნი­ორ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბარ­მა ან­გე­ლა მერ­კელ­მა, რომ სა­ქარ­თვე­ლო მზად არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ცვლი­ლე­ბის­თვის და იმა­ზე მე­ტად არის მზად, ვიდ­რე სომ­ხე­თი იყო. სომ­ხეთ­ში და­ემ­ხო პრო­რუ­სუ­ლი რე­ჟი­მი და ოლი­გარ­ქე­ბი მო­აშ­თეს რე­ჟი­მი­დან სულ ცოტა ხნის წინ. მერ­კე­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ბევ­რად უფრო შე­საძ­ლე­ბე­ლია. მე ვფიქ­რობ, რომ ეს არის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი იმი­სა, რომ ყვე­ლა ხვდე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს ღირ­სე­უ­ლი პარტნი­ო­რი მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში მა­გა­რი ად­გი­ლი სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რათა ხალ­ხი მა­სობ­რი­ვად არ გარ­ბო­დეს.

დღე­ვან­დე­ლი ე.წ. მთავ­რო­ბა სტუმ­რის ფონ­ზე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ძა­ლი­ან სა­მარ­ცხვი­ნოდ. არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჰყავ­დეს ასე­თი „ხე­ლის ბი­ჭე­ბი“ და მათ ერ­ქვათ მთავ­რო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მერ­კე­ლი შეხ­ვდა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს, თუმ­ცა არ შეხ­ვდა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს.

„მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მერ­კე­ლი შეხ­ვდა ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებს, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტებს და არ შეხ­ვდა მო­ღა­ლა­ტე ზუ­რა­ბიშ­ვილს. ესეც ნა­თე­ლი გზავ­ნი­ლი იყო მთე­ლი ევ­რო­პის. მე ვფიქ­რობ, ყვე­ლას­თვის ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია და ჩვენ­მა ხალ­ხმა უნდა მი­ი­ღოს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წელს ოქ­ტომ­ბერ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა­ფე­რი სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დის,“ - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს

როგორ ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს

დღევანდელი ე.წ. მთავრობა ანგელა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ანგელა მერკელის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გერმანიის კანცლერმა მართებულად აღნიშნა, როდესაც თქვა, რომ „საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი“.

„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა ანგელა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს რეჟიმიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.

დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, თუმცა არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს.

„მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წელს ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები