ავტორი:

რა თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შესახებ აშშ-ში სიტყვით გამოსვლისას

რა თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შესახებ აშშ-ში სიტყვით გამოსვლისას

2014 წელს ყირიმის ანექსია არ იყო კრემლის პირველი ტერიტორიული შეჭრა, პირველი იყო საქართველოში 2008 წელს, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანთმა აშშ-ში ვიზიტის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საერთაშორისო წესრიგის ჩამოყალიბებული ნორმები მუდმივად ირღვევა დიდი ქვეყნების მიერ, როგორიც არის რუსეთი. 2014 წელს ყირიმის ანექსია ევროპაში შეიარაღებული ძალების გამოყენებით ტერიტორიის მიერთების პირველი შემთხვევა იყო 1945 წლის შემდეგ. თუმცა, ეს ამ საუკუნეში არ იყო კრემლის პირველი ტერიტორიული შეჭრა. პირველი იყო 2008 წელს საქართველოში“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრაზე სუსტმა პასუხმა შესაძლებელი გახადა 2014 წელს ყირიმის ანექსია.

"თუ ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაცია არ ექნებათ, თბილისში ათივე ოლქს "ოცნება" მოიგებს" - ნიკა მელია

"არავინ იფიქროს, რომ შეიძლება ამნისტიის წინააღმდეგი არ ვიყო, გაგრძელდეს სისხლის სამართლის საქმე - 20 ივნისი ცხელი უთოა, ვინც ხელს დაადებს, ყველა დაიწვება" - ნიკა მელია

"თუ პარლამენტში შევედი, ეს ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება ემოციურად" - ნიკა მელია