სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - "სცენის დედოფალი" ნანი ბრეგვაძე "ბლექ სი არენაზე"
ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - "სცენის დედოფალი" ნანი ბრეგვაძე "ბლექ სი არენაზე"

83 წლის ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მშვე­ნე­ბა, ნანი ბრეგ­ვა­ძე 16 აგ­ვის­ტოს, „ბლექ სი არე­ნა­ზე“ წარ­დგა და კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად, ასე­ვე ფი­ზი­კუ­რად, შე­სა­ნიშ­ნავ ფორ­მა­შია. მის პირ­ველ გა­მო­ჩე­ნას სცე­ნა­ზე დარ­ბა­ზი ფეხ­ზე ად­გო­მით შეხ­ვდა და დიდ­ხანს უკ­რავ­და ტაშს. კონ­ცერ­ტი Check in Georgia და "ბლექ სი არე­ნას" ქარ­თუ­ლი ზა­ფხუ­ლის ფარ­გლებ­ში გა­ი­მარ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის 100 წლის იუ­ბი­ლეს მი­ე­ძღვნა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან, აჭა­რის კა­პე­ლას­თან, ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან, ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან და სტე­ფა­ნე მღერბრიშ­ვილ­თან ერ­თად, შეს­რულ­და ის სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს გე­ნი­ა­ლურ­მა კომ­პო­ზი­ტო­რებ­მა და ლექ­სის ავ­ტო­რებ­მა ნა­ნის­თვის შექ­მნეს.

კონ­ცერ­ტზე გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ლი მე­ლო­დი­ე­ბის ორი­გი­ნა­ლუ­რი ვერ­სი­ე­ბის ავ­ტო­რი და სა­ღა­მოს მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რე­ჟი­სო­რი: თე­ო­ნა ჯორ­ბე­ნა­ძე, დამ­დგმე­ლი მხატ­ვრე­ბი: ვანო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი საყ­ვა­რე­ლი­ძე.

"ნანი – სცე­ნის დე­დო­ფა­ლი" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბის სა­ღა­მომ მა­ყუ­რე­ბელ­ში არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ემო­ცი­ე­ბი აღ­ძრა. „არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი კონ­ცერ­ტი იყო, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ალ­ბათ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­მა­მახ­სოვ­რდე­ბა" - აღ­ნიშ­ნა სა­უ­ბარ­ში ერთ-ერ­თმა მსმე­ნელ­მა.

მა­ყუ­რე­ბელ­მა იხი­ლა უნი­კა­ლუ­რი მა­სა­ლე­ბი ნანი ბრეგ­ვა­ძის პი­რა­დი არ­ქი­ვი­დან, ასე­ვე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ტერ­ვიუ, რო­მე­ლიც მომ­ღერ­ლის შვი­ლიშ­ვილ­მა, ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძემ ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან ჩა­წე­რა...

სა­ღა­მოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუ­მა­რი "გრე­მის" მფლო­ბე­ლი ამე­რი­კე­ლი მუ­სი­კო­სი, კრის ბოტი გახ­ლდათ, რომ­ლის გა­მო­ჩე­ნაც კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე "ის აქ არის“ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. გია ყან­ჩე­ლის ამ უკ­ვდა­ვი კომ­პო­ზი­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბას ხან­გრძლი­ვი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი მოჰ­ყვა. კრის ბო­ტიმ ნა­ტა­ლია ქუ­თა­თე­ლა­ძეს­თან ერ­თად ცნო­ბი­ლი My Funny Valentine–იც შე­ას­რუ­ლა, რა­მაც დარ­ბაზ­ში მსხდო­მი მა­ყუ­რებ­ლის აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ნანი ბრეგ­ვა­ძე: "თა­ვი­დან ძა­ლი­ან ვყოყ­მა­ნობ­დი, ამ­ხე­ლა დარ­ბა­ზის შევ­სე­ბა და ჩემი დგო­მა და მღე­რა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო. ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა ყვე­ლა­ფე­რი გათ­ვა­ლა. პა­ტა­რა სცე­ნე­ბი არ მიყ­ვარს, მაგ­რამ არე­ნა­ზე არას­დროს გა­მოვ­სულ­ვარ... მად­ლი­ე­რი და მად­ლო­ბე­ლი ვარ, რამ­დე­ნი ხალ­ხი მო­ვი­და..."

კრის ბოტი: "ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია ნა­ნის­თან ერ­თად სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლა. ბოლო 15 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში პე­რი­ო­დუ­ლად ჩა­მოვ­დი­ვარ და არ მი­ნა­ხავს სხვა ქვე­ყა­ნა, სა­დაც ასე­თი ჰარ­მო­ნი­უ­ლი მუ­სი­კა იქ­ნე­ბა, მუ­სი­კა, რო­მელ­საც ქმნი­ან ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი, ნამ­დვი­ლად შე­სა­ნიშ­ნა­ვია, აქვს ლა­მა­ზი ჟღე­რა­დო­ბა. სხვა არც ერთ ქვე­ყა­ნას არ აქვს ასე­თი ტრა­დი­ცია და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია, რომ ამ ტრა­დი­ცი­ის ნა­წი­ლი ვარ. უკვე მე­ცხრედ ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი კი­დევ".

ანი კავ­ლე­ლიშ­ვი­ლი: "ბლექ სი არე­ნა­ზე“ ნანი ბრეგ­ვა­ძის კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვა ჩემი დიდი სურ­ვი­ლი იყო. ჩემი მი­ზა­ნი იყო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი ნანი დამ­დგა­რი­ყო ამ სცე­ნა­ზე და ჩვენ ეს მო­ვა­ხერ­ხეთ. დღეს „ბლექ სი არე­ნას“ ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცერ­ტი შედ­გა..."

შე­გახ­სე­ნებთ, რომ აგ­ვის­ტო­ში „ქარ­თუ­ლი ზა­ფხუ­ლი არე­ნა­ზე“ გრძელ­დე­ბა, 24 აგ­ვის­ტოს მსმე­ნელს „სა­ხის“ კონ­ცერ­ტი ელის, 28 აგ­ვის­ტოს კი პირ­ვე­ლად, „ბლექ სი არე­ნას“ სცე­ნას ქარ­თუ­ლი მი­უ­ზიკ­ლი „ჩხიკვთა ქორ­წი­ლი“ და­ი­კა­ვებს. ორი­ვე კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­გიძ­ლი­ათ სა­იტ­ზე tkt.ge.

ფოტო: ილია ბა­ბუ­რაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - "სცენის დედოფალი" ნანი ბრეგვაძე "ბლექ სი არენაზე"

ფეხზე წამომდგარი დარბაზი და ხანგრძლივი აპლოდისმენტები - "სცენის დედოფალი" ნანი ბრეგვაძე "ბლექ სი არენაზე"

83 წლის ლეგენდარული ქართველი შემსრულებელი, ქართული ესტრადის მშვენება, ნანი ბრეგვაძე 16 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“ წარდგა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ როგორც პროფესიონალურად, ასევე ფიზიკურად, შესანიშნავ ფორმაშია. მის პირველ გამოჩენას სცენაზე დარბაზი ფეხზე ადგომით შეხვდა და დიდხანს უკრავდა ტაშს. კონცერტი Check in Georgia და "ბლექ სი არენას" ქართული ზაფხულის ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, აჭარის კაპელასთან, ეკა მამალაძესთან, ნატალია ქუთათელაძესთან, ნინო ქათამაძესთან და სტეფანე მღერბრიშვილთან ერთად, შესრულდა ის სიმღერები, რომლებიც სხვადასხვა დროს გენიალურმა კომპოზიტორებმა და ლექსის ავტორებმა ნანისთვის შექმნეს.

კონცერტზე გაჟღერებული ცნობილი მელოდიების ორიგინალური ვერსიების ავტორი და საღამოს მუსიკალური ხელმძღვანელი იყო ნიკოლოზ რაჭველი, სცენარის ავტორი და რეჟისორი: თეონა ჯორბენაძე, დამდგმელი მხატვრები: ვანო ჭელიძე და გიორგი საყვარელიძე.

"ნანი – სცენის დედოფალი" - ამ სახელწოდების საღამომ მაყურებელში არაჩვეულებრივი ემოციები აღძრა. „არაჩვეულებრივი კონცერტი იყო, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ალბათ, მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება" - აღნიშნა საუბარში ერთ-ერთმა მსმენელმა.

მაყურებელმა იხილა უნიკალური მასალები ნანი ბრეგვაძის პირადი არქივიდან, ასევე ძალიან საინტერესო ინტერვიუ, რომელიც მომღერლის შვილიშვილმა, ნატალია ქუთათელაძემ ნანი ბრეგვაძესთან ჩაწერა...

საღამოს სპეციალური სტუმარი "გრემის" მფლობელი ამერიკელი მუსიკოსი, კრის ბოტი გახლდათ, რომლის გამოჩენაც კომპოზიციაზე "ის აქ არის“ განსაკუთრებული გამოდგა. გია ყანჩელის ამ უკვდავი კომპოზიციის შესრულებას ხანგრძლივი აპლოდისმენტები მოჰყვა. კრის ბოტიმ ნატალია ქუთათელაძესთან ერთად ცნობილი My Funny Valentine–იც შეასრულა, რამაც დარბაზში მსხდომი მაყურებლის აღფრთოვანება გამოიწვია.

ნანი ბრეგვაძე: "თავიდან ძალიან ვყოყმანობდი, ამხელა დარბაზის შევსება და ჩემი დგომა და მღერა ძალიან ძნელი იყო. ნიკოლოზ რაჭველმა ყველაფერი გათვალა. პატარა სცენები არ მიყვარს, მაგრამ არენაზე არასდროს გამოვსულვარ... მადლიერი და მადლობელი ვარ, რამდენი ხალხი მოვიდა..."

კრის ბოტი: "ჩემთვის დიდი პატივია ნანისთან ერთად სცენაზე გამოსვლა. ბოლო 15 წელია, საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივარ და არ მინახავს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი ჰარმონიული მუსიკა იქნება, მუსიკა, რომელსაც ქმნიან ქართველი კომპოზიტორები, ნამდვილად შესანიშნავია, აქვს ლამაზი ჟღერადობა. სხვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს ასეთი ტრადიცია და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ტრადიციის ნაწილი ვარ. უკვე მეცხრედ ვარ საქართველოში და აუცილებლად დავბრუნდები კიდევ".

ანი კავლელიშვილი: "ბლექ სი არენაზე“ ნანი ბრეგვაძის კონცერტის გამართვა ჩემი დიდი სურვილი იყო. ჩემი მიზანი იყო, რომ ქალბატონი ნანი დამდგარიყო ამ სცენაზე და ჩვენ ეს მოვახერხეთ. დღეს „ბლექ სი არენას“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტი შედგა..."

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში „ქართული ზაფხული არენაზე“ გრძელდება, 24 აგვისტოს მსმენელს „სახის“ კონცერტი ელის, 28 აგვისტოს კი პირველად, „ბლექ სი არენას“ სცენას ქართული მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“ დაიკავებს. ორივე კონცერტის ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე tkt.ge.

ფოტო: ილია ბაბურაშვილი

"ავარიის დღე არ ახსოვს... კომის შემდეგ, რაღაც პერიოდი ამოვარდნილი აქვს" - ულამაზესი წყვილის სიყვარულის ისტორია, რომელმაც დიდ განსაცდელს გაუძლო

"ძალიან ცუდად ვარ ჩემი საქმის გარეშე... ლილოს ბაზრობაც კი გაიხსნა, ხელოვნება არ უნდა დაიჩაგროს" - რა მიმართვას ავრცელებს ლელა წურწუმია

"ნერვები მომეშალა... ალბათ, რაღაც დავაკელი კერძს" - როგორ მოხვდა 27 წლის სპორტსმენი და ცნობილი მორაგბის მეუღლე "მასტერშეფში"