სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"განთიადიდან ძმები დბარები წასულან - ქართველებს ვერ ვესვრითო..." - ისტორიები აფხაზეთის ომიდან
"განთიადიდან ძმები დბარები წასულან - ქართველებს ვერ ვესვრითო..." - ისტორიები აფხაზეთის ომიდან

29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზეთ­ში ომი და­ი­წყო, რო­მე­ლიც 13 თვე­სა და 13 დღეს გაგ­რძელ­და. ომმა 30 000-მდე ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა, 250 ათას­ზე მეტი კი დევ­ნი­ლად აქ­ცია...

ახლა რო­გორც ქარ­თულ, ისე აფხა­ზურ მხა­რეს თა­ვი­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს და შეც­დო­მებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირს. უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გორც მა­შინ, ახ­ლაც ამ­ბო­ბენ, რომ პო­ლი­ტი­კამ თა­ვი­სი როლი ითა­მა­შა.

დი­ა­ნა გა­ბუ­ნია, გაგ­რა, დაბა გან­თი­ა­დი:

- 10 წლის ვი­ყა­ვი ომი რომ და­ი­წყო... მშობ­ლე­ბი არა­ფერს ამ­ბობ­დნენ, მაგ­რამ ქუ­ჩა­ში, ბავ­შვებ­თან მე­ზობ­ლებ­ში მოს­მე­ნი­ლი ცალ­კე­უ­ლი ფრა­ზე­ბი - ოხუ­რე­ის­თან ტყვია გა­ვარ­დნი­ლა!.. ეს კარ­გს არა­ფერს მოგ­ვი­ტანს!... - ჰა­ერს ტყვი­სა­ვით სე­რავ­და და თუ აქამ­დე აფხა­ზე­ბის მი­მართ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მქონ­და, ერთ დღე­საც ავ­ტო­ბუს­ში ამო­სუ­ლი ფა­ფა­ხი­ა­ნი ასა­კო­ვა­ნი აფხა­ზის მი­მართ რა­ღაც­ნა­ი­რი შიში ვიგ­რძე­ნი... ის კი გვერ­დით ჩუ­მად მო­მიჯ­და და თავ­ზე და­კოჟ­რი­ლი ხელი ღი­მი­ლით გა­და­მის­ვა.

მე და ჩემს თა­ნა­ტო­ლებს ბევ­რი არა­ფე­რი გვეს­მო­და, ხან ჩემ, ხა­ნაც მე­ზო­ბე­ლი ბავ­შვე­ბის ჭიშ­კრებ­თან ვი­დე­ქით და ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ ტან­კებს ვით­ვლი­დით. მშობ­ლე­ბი ში­შის­გან ხმას ვერ იღებ­დნენ... შემ­დეგ, გა­ვი­გეთ, რომ გან­თი­ა­დი­დან ძმე­ბი დბა­რე­ბი წა­სუ­ლან - ქარ­თვე­ლებს ვერ ვეს­ვრი­თო (მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერ­თმა­ნე­თი სოჭ­ში ვი­პო­ვეთ და ერთ-ერთ ძმას შვი­ლი მო­ვუ­ნათ­ლე...) გაგ­რა, და­ცე­მამ­დე ერთი კვი­რით ადრე დავ­ტო­ვეთ. მშობ­ლებ­მა მან­ქა­ნით ფსო­უს­კენ წაგ­ვიყ­ვა­ნეს, მაგ­რამ სა­ზღვარ­ზე კა­ცებს არ უშ­ვებ­დნენ და მა­მა­ჩე­მი უკან დაბ­რუნ­და.

მას (ორ­ლუ­ლი­ან, სა­ნა­დი­რო თოფს თუ არ ჩავ­თვლით) ია­რა­ღიც არც ჰქონ­და, არც არას­დროს სჭე­რია ხელ­ში და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დით... შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ გარ­შე­მო ვი­საც ფული ჰქონ­და, უკვე ია­რა­ღი ჰქონ­და ნა­ყი­დი, თუმ­ცა, ზოგს, ისე მის­ცეს. შემ­დეგ, თქვეს, რომ იყ­ვნენ ისე­თი ვი­ღა­ცე­ე­ბი, ვი­საც ათე­უ­ლო­ბით ია­რა­ღი ჰქონ­და და ჩუ­მად ყიდ­დნენ, ორ­მაგ ფას­ში და ამას აკე­თებ­დნენ, რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბი, ისე სომ­ხე­ბი და რუ­სე­ბიც.

ბი­ძა­ჩე­მი არ წა­მო­ვი­და და ოჯახ­თან ერ­თად იქ დარ­ჩა. არა­და, გაგ­რა­ში უკვე გა­ქა­ნე­ბუ­ლი ომი იყო. მა­მი­და­ჩე­მის ქმარ­მა გა­რის­კა და რო­დე­საც გაგ­რა და­ე­ცა, მა­მაც გად­მო­ვი­და. ძა­ლი­ან ბევრ ცუდ ფაქტს შე­ეს­წრო, მაგ­რამ არას­დროს სა­უბ­რობ­და, მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, რომ ეს იყო წი­ნას­წარ გა­ყი­დუ­ლი, ქა­ო­სუ­რი ომი, სა­დაც ძაღ­ლი პატ­რონს ვერ ცნობ­და...

ელე­ნე გუ­გა­ვა, გაგ­რა:

"გარ­შე­მო ისე­თი და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, რომ ყვე­ლამ ვი­ცო­დით, ეს ყვე­ლა­ფე­რი უსის­ხლოდ არ ჩა­ივ­ლი­და... 15 აგ­ვის­ტოს, და­ბა­დე­ბის დღე მაქვს და მთე­ლი არ­სე­ბით ვგრძნობ­დი, რომ ეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე და­ბა­დე­ბის დღე იქ­ნე­ბო­და. მა­მა­ჩე­მი გაგ­რის ტყე­პარკში მუ­შა­ობ­და, 43-ზე მეტი ნათ­ლუ­ლი ჰყავ­და და მათი უმე­ტე­სო­ბა აფხა­ზი იყო.

ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე ვცხოვ­რობ­დით, ახლა არ ვიცი, ვისი სა­ხე­ლო­ბის არის. გარ­შე­მო მე­ზობ­ლად სულ სომ­ხე­ბი გვყავ­და და ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ, - ჩვენ რა გვეშ­ვე­ლე­ბაო. პირ­ვე­ლი, რა­მაც შემძრა, ის იყო, რომ გაგ­რა­ში, სა­დაც ყვე­ლა ყვე­ლას იც­ნობ­და, - ერთ დღე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ეთ­ნი­კუ­რად და­იყ­ვნენ... 14 აგ­ვის­ტოს, ოხუ­რე­ის­თან პირ­ვე­ლი ტყვია გა­ვარ­და. და­ბა­დე­ბის დღე ვი­ღას ახ­სოვ­და... სა­ნა­ტო­რი­უმ “ჟო­ეკ­ვა­რა­ში” ვმუ­შა­ობ­დი და მალე, დაჭ­რი­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნა­კა­დიც მი­ვი­ღეთ. შემ­დეგ და­ი­წყო, ტყვი­ე­ბის ზუ­ზუ­ნი, დაჭ­რი­ლე­ბი ქუ­ჩა­ში, სახ­ლსა და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლებ­ში შე­ვარ­დნე­ბი, ია­რა­ღი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ძებ­ნა...

ერთ დღეს პირ­ტიტ­ვე­ლა, დაჭ­რი­ლი აფხა­ზი მო­იყ­ვა­ნეს, მწვა­ვე სის­ხლდე­ნით. დი­ლამ­დე ან მი­აღ­წევ­და, ან არა. ჩემი ჯგუ­ფის, პირ­ვე­ლი და­დე­ბი­თი სის­ხლი სჭირ­დე­ბო­და და არც დავ­ფიქ­რე­ბულ­ვარ, მა­შინ­ვე და­ვი­წყე მზა­დე­ბა. ქარ­თუ­ლი ეს­მო­და და მიხ­ვდა, რა­საც ვა­პი­რებ­დით. ძალა არ ჰქონ­და, მაგ­რამ რო­გორც კი ჩემი სი­ტყვე­ბი გა­ი­გო, წა­მოხ­ტა და წვე­თო­ვა­ნის სის­ტე­მა მო­იგ­ლი­ჯა - "ქარ­თვე­ლის სის­ხლს არ გა­და­ვის­ხა­მო..." გავ­შრი... მა­შინ მივ­ხვდი, რომ ბზა­რი იმა­ზე დიდი იყო, ვიდ­რე მე­გო­ნა და წარ­მო­მედ­გი­ნა.

მა­მა­ჩემს აფხა­ზი ნათ­ლუ­ლე­ბი ამ­შვი­დებ­დნენ - ნუ გე­ში­ნი­ათ, კოს­ტა, აგერ არ ვარ­თო?! ერთი სი­ტყვით, მა­მამ სახ­ლი არ და­ტო­ვა. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ მიხ­ვდა, რომ აფხა­ზე­თი და­კარ­გუ­ლი იყო და წა­მოს­ვლა გა­და­წყვი­ტა... ერთ-ერთი ნათ­ლუ­ლი, ოღონდ არა აფხა­ზი, გად­მოყ­ვა­ნას შეჰ­პირ­და. სა­ბო­ლო­ოდ, მამა ქუ­ჩა­ში მოკ­ლუ­ლი იპოვ­ნეს. ისევ აფხაზს და­უ­საფ­ლა­ვე­ბია გზის­პი­რას. შემ­დეგ კი, მისი კვა­ლი გაქ­რა..."

ბრი­ტა­ნე­ლი ფო­ტოჟურ­ნა­ლის­ტის, ჯონ ჯონ­სის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რიგითი ქართველი
1

.. 92-93 წლებს, აფხაზეთს რომ ახსენებენ, სისხლი მეყინება ძარღვებში...... თითქოს ყველაფერი გუშინ იყო

რამდენი კაი, ალალმართალი ქართველი გაქრა ამ ცხოვრებიდან, ქვეყანას რომ გამოადგებოდნენ ისეთები

PeaCe
6

სიმართლე ის არის რომ არც აფხაზები და ოსები, ისტორიულად ქართველები არ არიან, თუ მომავალში სახელმწიფო იდეა იქნება მრავალეროვნული სახელმწიფოს არსებობა სადაც გარანტირებული იქნება აფხაზების და ოსების უფლებები, და არ დავაკნინებთ მათ ისტორიულ წარმომავლობას , გაერთიანება საქართველოში ძალიან რეალობად იქცევა, მაგრამ საჭირო არის ის რომ ვინც ქართველი არ არის არ იყოს არაფერში შეზღუდული თუ სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ინტერესებს არ ეწინააღმდეგება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"განთიადიდან ძმები დბარები წასულან - ქართველებს ვერ ვესვრითო..." - ისტორიები აფხაზეთის ომიდან

"განთიადიდან ძმები დბარები წასულან - ქართველებს ვერ ვესვრითო..." - ისტორიები აფხაზეთის ომიდან

29 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში ომი დაიწყო, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. ომმა 30 000-მდე ეთნიკური ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, 250 ათასზე მეტი კი დევნილად აქცია...

ახლა როგორც ქართულ, ისე აფხაზურ მხარეს თავისი არგუმენტები აქვს და შეცდომებზე საუბარი უჭირს. უბრალო ადამიანები, როგორც მაშინ, ახლაც ამბობენ, რომ პოლიტიკამ თავისი როლი ითამაშა.

დიანა გაბუნია, გაგრა, დაბა განთიადი:

- 10 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო... მშობლები არაფერს ამბობდნენ, მაგრამ ქუჩაში, ბავშვებთან მეზობლებში მოსმენილი ცალკეული ფრაზები - ოხურეისთან ტყვია გავარდნილა!.. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს!... - ჰაერს ტყვისავით სერავდა და თუ აქამდე აფხაზების მიმართ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მქონდა, ერთ დღესაც ავტობუსში ამოსული ფაფახიანი ასაკოვანი აფხაზის მიმართ რაღაცნაირი შიში ვიგრძენი... ის კი გვერდით ჩუმად მომიჯდა და თავზე დაკოჟრილი ხელი ღიმილით გადამისვა.

მე და ჩემს თანატოლებს ბევრი არაფერი გვესმოდა, ხან ჩემ, ხანაც მეზობელი ბავშვების ჭიშკრებთან ვიდექით და ქუჩაში მიმავალ ტანკებს ვითვლიდით. მშობლები შიშისგან ხმას ვერ იღებდნენ... შემდეგ, გავიგეთ, რომ განთიადიდან ძმები დბარები წასულან - ქართველებს ვერ ვესვრითო (მოგვიანებით, ერთმანეთი სოჭში ვიპოვეთ და ერთ-ერთ ძმას შვილი მოვუნათლე...) გაგრა, დაცემამდე ერთი კვირით ადრე დავტოვეთ. მშობლებმა მანქანით ფსოუსკენ წაგვიყვანეს, მაგრამ საზღვარზე კაცებს არ უშვებდნენ და მამაჩემი უკან დაბრუნდა.

მას (ორლულიან, სანადირო თოფს თუ არ ჩავთვლით) იარაღიც არც ჰქონდა, არც არასდროს სჭერია ხელში და ძალიან ვნერვიულობდით... შემდეგ გავიგეთ, რომ გარშემო ვისაც ფული ჰქონდა, უკვე იარაღი ჰქონდა ნაყიდი, თუმცა, ზოგს, ისე მისცეს. შემდეგ, თქვეს, რომ იყვნენ ისეთი ვიღაცეები, ვისაც ათეულობით იარაღი ჰქონდა და ჩუმად ყიდდნენ, ორმაგ ფასში და ამას აკეთებდნენ, როგორც ქართველები, ისე სომხები და რუსებიც.

ბიძაჩემი არ წამოვიდა და ოჯახთან ერთად იქ დარჩა. არადა, გაგრაში უკვე გაქანებული ომი იყო. მამიდაჩემის ქმარმა გარისკა და როდესაც გაგრა დაეცა, მამაც გადმოვიდა. ძალიან ბევრ ცუდ ფაქტს შეესწრო, მაგრამ არასდროს საუბრობდა, მხოლოდ იმას ამბობდა, რომ ეს იყო წინასწარ გაყიდული, ქაოსური ომი, სადაც ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა...

ელენე გუგავა, გაგრა:

"გარშემო ისეთი დაძაბული სიტუაცია იყო, რომ ყველამ ვიცოდით, ეს ყველაფერი უსისხლოდ არ ჩაივლიდა... 15 აგვისტოს, დაბადების დღე მაქვს და მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე დაბადების დღე იქნებოდა. მამაჩემი გაგრის ტყეპარკში მუშაობდა, 43-ზე მეტი ნათლული ჰყავდა და მათი უმეტესობა აფხაზი იყო.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ვცხოვრობდით, ახლა არ ვიცი, ვისი სახელობის არის. გარშემო მეზობლად სულ სომხები გვყავდა და ძალიან ნერვიულობდნენ, - ჩვენ რა გვეშველებაო. პირველი, რამაც შემძრა, ის იყო, რომ გაგრაში, სადაც ყველა ყველას იცნობდა, - ერთ დღესაც ადამიანები ეთნიკურად დაიყვნენ... 14 აგვისტოს, ოხურეისთან პირველი ტყვია გავარდა. დაბადების დღე ვიღას ახსოვდა... სანატორიუმ “ჟოეკვარაში” ვმუშაობდი და მალე, დაჭრილების პირველი ნაკადიც მივიღეთ. შემდეგ დაიწყო, ტყვიების ზუზუნი, დაჭრილები ქუჩაში, სახლსა და სამედიცინო დაწესებულებში შევარდნები, იარაღისა და ნარკოტიკების ძებნა...

ერთ დღეს პირტიტველა, დაჭრილი აფხაზი მოიყვანეს, მწვავე სისხლდენით. დილამდე ან მიაღწევდა, ან არა. ჩემი ჯგუფის, პირველი დადებითი სისხლი სჭირდებოდა და არც დავფიქრებულვარ, მაშინვე დავიწყე მზადება. ქართული ესმოდა და მიხვდა, რასაც ვაპირებდით. ძალა არ ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ჩემი სიტყვები გაიგო, წამოხტა და წვეთოვანის სისტემა მოიგლიჯა - "ქართველის სისხლს არ გადავისხამო..." გავშრი... მაშინ მივხვდი, რომ ბზარი იმაზე დიდი იყო, ვიდრე მეგონა და წარმომედგინა.

მამაჩემს აფხაზი ნათლულები ამშვიდებდნენ - ნუ გეშინიათ, კოსტა, აგერ არ ვართო?! ერთი სიტყვით, მამამ სახლი არ დატოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ მიხვდა, რომ აფხაზეთი დაკარგული იყო და წამოსვლა გადაწყვიტა... ერთ-ერთი ნათლული, ოღონდ არა აფხაზი, გადმოყვანას შეჰპირდა. საბოლოოდ, მამა ქუჩაში მოკლული იპოვნეს. ისევ აფხაზს დაუსაფლავებია გზისპირას. შემდეგ კი, მისი კვალი გაქრა..."

ბრიტანელი ფოტოჟურნალისტის, ჯონ ჯონსის ფოტოსურათები