ავტორი:

ანგელა მერკელი საქართველოში 23 აგვისტოს ჩამოვა

ანგელა მერკელი საქართველოში 23 აგვისტოს ჩამოვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს 23-24 აგვისტოს ეწვევა. მერკელის ვიზიტის მნიშვნელობაზე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ისაუბრა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსთან ერთად, ის ეწვევა ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონს. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მხრიდან, რომელიც არის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან მყარი მხარდამჭერი, გვაქვს ასეთი მაღალი დონის ვიზიტი. წინა ვიზიტი ათი წლის წინ განხორციელდა და მე ვფიქრობ, დროის თვალსაზრისით, ამ ვიზიტს აქვს მართლაც ძალიან დიდი მნიშვნელობა. რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: გერმანიის კანცლერი საქართვლოს ეწვევა

"სააკაშვილმა პირდაპირ გაატარა რუსული ინტერესი 2006 წელს, როდესაც შემოხაზა "სამხრეთ ოსეთის" საზღვრები" - ირაკლი კობახიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე