ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა (ფოტო)

ცენტრალურ მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა (ფოტო)

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე ტრაილერი და მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ერთი შემთხვევა რუისის მონაკვეთზე მოხდა, მეორე კი - სოფელ აგარასთან. არც ერთი შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც Ambebi.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ორივე შემთხვევაში მძღოლები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდნენ, რაც 250 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

შემთხვევის ამსახველი ფოტოები Ambebi.ge-ს თვითმხილველმა მიაწოდა

ავარია სოფელ რუისთან

ავარია სოფელ აგარასთან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია