ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი იყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი იყო

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მეხანძრეებმა დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამსართულიან შენობაში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ის კომპლექსის ძირითად ნაწილში არ გავრცელებულა, -ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

მისივე ცნობით, დამწვარია 150 კვ.მ ფართი, რომლის ჩაქრობას ხუთი სახანძრო მანქანა ცდილობდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მისივე ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.

იხილეთ: ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ხანძარი იყო

აზერბაიჯანის არმიის სნაიპერმა სომეხი ჯარისკაცი მოკლა - რისთვის ემზადება აზერბაიჯანი თურქეთთან ერთად?

"ბასკოვის და ვალერიას კონცერტები გვიშველის?!" - როგორ ეხმაურებიან აფხაზეთში გავრილოვისა და რუსი მომღერლებისთვის "კეთილი ნების ელჩის" სტატუსის მინიჭებას

როგორ ინგრევა აფხაზეთი - ოკუპირებულ რეგიონში გადაღებული ეს ფოტოები, გულს მოგიკლავთ