სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მალხაზ კობაურის ახალი ვერსია - "ვბანაობდი, როდესაც 7 უცნობი მოვიდა... ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლეს რაიან სმიტს... სახლიდან ჩამომატანინეს ტყვიები"
მალხაზ კობაურის ახალი ვერსია - "ვბანაობდი, როდესაც 7 უცნობი მოვიდა... ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლეს რაიან სმიტს... სახლიდან ჩამომატანინეს ტყვიები"

სმი­ტე­ბის ოჯა­ხის სამი წევ­რის, მათ შო­რის მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მწყემ­სი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ახალ ვერ­სი­ა­ზე სა­უბ­რობს. თავ­და­პირ­ვე­ლად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი 2 პი­რის ნაც­ვლად, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი ახლა 7 პი­რის შე­სა­ხებ ალა­პა­რაკ­და, რო­მე­ლიც, მისი მტკი­ცე­ბით, მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კო­ბა­უ­რის ად­ვო­კატ­მა ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი თან­დას­წრე­ბით მხო­ლოდ რა­ი­ან სმი­ტი და ბავ­შვი მოკ­ლეს.

„ვბა­ნა­ობ­დი, რო­დე­საც უც­ნო­ბი პი­რე­ბი მო­ვიდ­ნენ და წყლი­დან ამოს­ვლა მომ­თხო­ვე­სო. ჩემი თოფი აი­ღეს და მი­თხრეს, ხმა არ ამო­ი­ღოო. მი­მიყ­ვა­ნეს ამე­რი­კე­ლე­ბის ოჯახ­თან, სა­დაც მცი­რე სა­უ­ბა­რი შედ­გა მათ შო­რი­სო. მე თავი მქონ­და დახ­რი­ლი და ამ სა­უ­ბარ­ში ვერ ჩა­ვე­რე­ო­დიო. მერე და­ი­წყო ერთ-ერთ პირ­სა და რა­ი­ან სმიტს შო­რის ძიძ­გი­ლა­ო­ბა, რო­დე­საც მე­ო­რე პირ­მა ჩემი თო­ფი­დან ორ­ჯერ ეს­რო­ლა მასო. მერე ჰკი­თხეს, ჰქონ­და თუ არა ტყვი­ე­ბი, რა­ზეც მალ­ხაზს უთ­ქვამს, რომ სახ­ლში ჰქონ­და. ჩა­მო­ა­ტა­ნი­ნეს ტყვი­ე­ბი, რის შემ­დე­გაც ბავ­შვიც მოკ­ლეს ად­გილ­ზე­ვე. შემ­დეგ კი ქალი წა­იყ­ვა­ნეს სხვა­გან. კო­ბა­უ­რი ამ­ბობს, რომ მისი თან­დას­წრე­ბით მეტი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. მას ტე­ლე­ფო­ნი და­უბ­რუ­ნეს და გა­მო­უშ­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბულ­ზე დაყ­რდნო­ბით ამ­ბობს, რომ ერთ-ერთ პირს თა­ვად მალ­ხაზ კო­ბა­უ­რის მოკ­ვლაც სურ­და, თუმ­ცა „მე­ო­რე პირ­მა ამა­ში გა­და­არ­წმუ­ნა“.

ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლი, ლორა სმი­ტის მკვლე­ლო­ბის დრო­ი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბით, იმ მო­მენ­ტში მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის დად­გე­ნას ითხოვს. რო­გორც ად­ვო­კა­ტი ლექ­სო კო­ბა­ი­ძე აცხა­დებს, ამით დად­გინ­დე­ბა, რომ ლორა სმი­ტის მკვლე­ლო­ბის მო­მენ­ტში ის შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და. კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­ურ­მა ნახა კი­დე­ვაც, რომ ლორა სმი­ტი ცო­ცხა­ლი იყო.

„გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ტკი­ცებს, რომ ქა­ლიც მისი მოკ­ლუ­ლია. თა­ვად ითხოვს დად­გე­ნას, რო­დი­საა მოკ­ლუ­ლი ქალი და ამის შემ­დეგ და­ად­გი­ნონ სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­ძე­ბით მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა. ამით დად­გინ­დე­ბა, რომ რო­დე­საც ნამ­დვილ­მა მკვლე­ლებ­მა მას ტე­ლე­ფო­ნი და­უბ­რუ­ნეს და ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა მოს­თხო­ვეს, ქალი ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო. თვი­თონ ამ­ბობს, რომ რო­დე­საც ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან წა­მო­ვი­და, ქალი ცო­ცხა­ლი იყო, და­ვი­ნა­ხე, რომ სახე სის­ხლი­ა­ნი ჰქონ­დაო“, - გა­ნა­ცხა­და ლექ­სო კო­ბა­ი­ძემ.

ამას­თან, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­ბა­უ­რი ამ დრომ­დე ფსი­ქი­კურ-ფსი­გო­ლო­გი­ურ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე რჩე­ბა. კო­ბა­ი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულს გა­მოკ­ვლე­ვე­ბი სა­ხელ­მწი­ფო ბრალ­დე­ბის მო­თხოვ­ნით უტარ­დე­ბა. ად­ვო­კა­ტი რა­ი­მე ფსი­ქი­კუ­რი ნაკ­ლის დად­გე­ნას გა­მო­რი­ცხავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

მალხაზ კობაურის ახალი ვერსია - "ვბანაობდი, როდესაც 7 უცნობი მოვიდა... ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლეს რაიან სმიტს... სახლიდან ჩამომატანინეს ტყვიები"

მალხაზ კობაურის ახალი ვერსია - "ვბანაობდი, როდესაც 7 უცნობი მოვიდა... ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლეს რაიან სმიტს... სახლიდან ჩამომატანინეს ტყვიები"

სმიტების ოჯახის სამი წევრის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური მომხდარის შესახებ ახალ ვერსიაზე საუბრობს. თავდაპირველად დასახელებული 2 პირის ნაცვლად, მალხაზ კობაური ახლა 7 პირის შესახებ ალაპარაკდა, რომელიც, მისი მტკიცებით, მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კობაურის ადვოკატმა ლექსო კობაიძემ განუცხადა, მისი თანდასწრებით მხოლოდ რაიან სმიტი და ბავშვი მოკლეს.

„ვბანაობდი, როდესაც უცნობი პირები მოვიდნენ და წყლიდან ამოსვლა მომთხოვესო. ჩემი თოფი აიღეს და მითხრეს, ხმა არ ამოიღოო. მიმიყვანეს ამერიკელების ოჯახთან, სადაც მცირე საუბარი შედგა მათ შორისო. მე თავი მქონდა დახრილი და ამ საუბარში ვერ ჩავერეოდიო. მერე დაიწყო ერთ-ერთ პირსა და რაიან სმიტს შორის ძიძგილაობა, როდესაც მეორე პირმა ჩემი თოფიდან ორჯერ ესროლა მასო. მერე ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ტყვიები, რაზეც მალხაზს უთქვამს, რომ სახლში ჰქონდა. ჩამოატანინეს ტყვიები, რის შემდეგაც ბავშვიც მოკლეს ადგილზევე. შემდეგ კი ქალი წაიყვანეს სხვაგან. კობაური ამბობს, რომ მისი თანდასწრებით მეტი არაფერი მომხდარა. მას ტელეფონი დაუბრუნეს და გამოუშვეს“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატი ბრალდებულზე დაყრდნობით ამბობს, რომ ერთ-ერთ პირს თავად მალხაზ კობაურის მოკვლაც სურდა, თუმცა „მეორე პირმა ამაში გადაარწმუნა“.

ამასთან, ბრალდებული, ლორა სმიტის მკვლელობის დროისა და სატელეფონო ანძებით, იმ მომენტში მისი ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვს. როგორც ადვოკატი ლექსო კობაიძე აცხადებს, ამით დადგინდება, რომ ლორა სმიტის მკვლელობის მომენტში ის შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. კობაიძის ინფორმაციით, კობაურმა ნახა კიდევაც, რომ ლორა სმიტი ცოცხალი იყო.

„გამოძიება ამტკიცებს, რომ ქალიც მისი მოკლულია. თავად ითხოვს დადგენას, როდისაა მოკლული ქალი და ამის შემდეგ დაადგინონ სატელეფონო ანძებით მისი ადგილმდებარეობა. ამით დადგინდება, რომ როდესაც ნამდვილმა მკვლელებმა მას ტელეფონი დაუბრუნეს და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს, ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თვითონ ამბობს, რომ როდესაც ის ტერიტორიიდან წამოვიდა, ქალი ცოცხალი იყო, დავინახე, რომ სახე სისხლიანი ჰქონდაო“, - განაცხადა ლექსო კობაიძემ.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, კობაური ამ დრომდე ფსიქიკურ-ფსიგოლოგიურ ექსპერტიზაზე რჩება. კობაიძის ინფორმაციით, ბრალდებულს გამოკვლევები სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნით უტარდება. ადვოკატი რაიმე ფსიქიკური ნაკლის დადგენას გამორიცხავს.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს