სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"
"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"

დათო ტუ­რაშ­ვილს და­ვუ­რე­კე, ინ­ტერ­ვი­უ­ზე მინ­დო­და და­მე­ყო­ლი­ე­ბი­ნა, რა­ტო­მაც არაო, მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით, კი­თხვე­ბი უნდა გად­მო­მიგ­ზავ­ნოო. ეს რომ მი­თხრა, მა­შინ­ღა გა­მახ­სენ­და ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში რომ თქვა, "იმ­დე­ნად მიყ­ვარს წერა, რომ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვებ­საც კი წე­რი­ლო­ბით ვპა­სუ­ხობ, თა­ნაც კა­ცობ­რი­ო­ბას ჯერ ისე­თი დიქ­ტო­ფო­ნი არ მო­უ­გო­ნია, რო­მე­ლიც სათ­ქმელს ისე გა­შიფ­რავს, რო­გორც ამას რეს­პონ­დენ­ტი­ამ­ბობს. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი კი მიყ­ვარს (რო­გორც სა­ერ­თოდ ადა­მი­ა­ნე­ბი), მაგ­რამ არ მიყ­ვარს ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი, როცა ისე­თი შე­კი­თხვე­ბით მომ­მარ­თა­ვენ, რომ მათ გამო დრო­ის და­ხარ­ჯვა მკი­თხვე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­მაჩ­ნია". მეც მის პი­რო­ბას დავ­თან­ხმდი და კი­თხვე­ბი ელექტრო­ნუ­ლი ფოს­ტით გა­ვუგ­ზავ­ნე. ახლა წინ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის, დათო ტუ­რაშ­ვი­ლის ხე­ლით და­წე­რი­ლი ინ­ტერ­ვიუ გი­დევთ, სა­დაც ბავ­შვო­ბა­ზე, ოჯახ­სა და კი­დევ ბევრ რა­მე­ზე სა­ო­ცა­რი გულ­წრფე­ლო­ბით სა­უბ­რობს.

- მოდი, ბავ­შვო­ბი­დან და­ვი­წყოთ.

- ბავ­შვო­ბა­ში ისე­თი ცელ­ქი ვი­ყა­ვი, ბე­ბი­ა­ჩე­მი სულ უკუღ­მართს მე­ძახ­და, მაგ­რამ რომ გა­ვი­ზარ­დე, აღ­მო­ვა­ჩი­ნე,­ რომ მარ­თლა­ უკუღ­მა, ფე­ხე­ბით დავ­ბა­დე­ბუ­ლვარ... პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე და ამი­ტო­მაც ჩემი მშობ­ლე­ბი არა­სო­დეს ყო­ფი­ლან მდიდ­რე­ბი და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბაც ადრე და­მე­წყო, თუმ­ცა, ძი­რი­თა­დად, წიგ­ნე­ბის წყა­ლო­ბით და წიგ­ნე­ბის კი­თხვაც ბავ­შვო­ბი­დან­ვე შე­მიყ­ვარ­და. ისე, ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი,­ მაგ­რამ დე­და­ჩე­მი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო (ფე­ხე­ბი ძა­ლი­ან და­გე­ღუ­ნე­ბაო) და მეც მო­თხრო­ბე­ბის წერა და­ვი­წყე.

- თუ ანა­წი­ლებთ დროს ისე, რომ იყოთ მწე­რა­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი და ამას­თან, კარ­გი მე­ო­ჯა­ხე, მზრუნ­ველი მამა და მე­უღ­ლე?

- ადა­მი­ა­ნი რაც მეტს შრო­მობს, უფრო მეტს ას­წრებს. დრო იმას არ ჰყოფ­ნის, ვინც არა­ფერს აკე­თებს. ხში­რად მო­მის­მე­ნია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­კი­თხვა, რო­გო­რი უნდა იყოს ქალი - დი­ა­სახ­ლი­სი და მე­ო­ჯა­ხე, თუ საქ­მი­ა­ნი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რი. ძა­ლი­ან ხში­რად ყვე­ლა­ზე კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი სწო­რედ ის ქა­ლე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­უ­ლად წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვად აქ­ტი­უ­რო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბი­ან და ასეც რომ არ იყოს, რა­ტომ უნდა უშ­ლი­დეს ქალს ოჯა­ხუ­რი საზ­რუ­ნა­ვი პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხელს? მით უმე­ტეს, კაცს წერა რა­ტომ უნდა უშ­ლი­დეს ხელს ცო­ლი­სა და შვი­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­ში, არ მეს­მის.

- თქვე­ნი სი­ტყვე­ბია, "კა­ცებს, ქა­ლე­ბის­გან­ გან­სხვა­ვე­ბით, ჭკუა და ასა­კი არ ემა­ტე­ბათ",­ ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბაა, მაგ­რამ და­მოკ­იდე­ბუ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად ჩანს ქა­ლე­ბის მი­მართ.

- რო­გო­რი რთუ­ლიც უნდა იყოს ამის აღი­ა­რე­ბა, მა­ინც შე­მიძ­ლია ვთქვა სი­მარ­თლე და უკა­ნას­კნე­ლი ოც­დაშ­ვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (მას შემ­დეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლომ კი­დევ ერთხელ აღიდ­გი­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა), ქა­ლე­ბი უფრო მო­ბი­ლუ­რე­ბი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი, კრე­ა­ტი­უ­ლე­ბი და ენერ­გი­უ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, ვიდ­რე კა­ცე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. მე­ტიც, ყო­ველ­გვა­რი პა­თე­ტი­კი­სა და გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე შეგ­ვიძ­ლია იმის თქმაც, რომ სწო­რედ ქა­ლებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს სა­ქარ­თვე­ლო - ძმე­ბი,­ ქმრე­ბი, მა­მე­ბი და სა­ერ­თოდ, ოჯა­ხე­ბი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"

"წელს გვისრულდება შეუღლებიდან ათი ათასი დღე და ღამე და ამდენი წლის განმავლობაში არასოდეს გვიჩხუბია"

დათო ტურაშვილს დავურეკე, ინტერვიუზე მინდოდა დამეყოლიებინა, რატომაც არაო, მხოლოდ ერთი პირობით, კითხვები უნდა გადმომიგზავნოო. ეს რომ მითხრა, მაშინღა გამახსენდა ერთ ინტერვიუში რომ თქვა, "იმდენად მიყვარს წერა, რომ ჟურნალისტების შეკითხვებსაც კი წერილობით ვპასუხობ, თანაც კაცობრიობას ჯერ ისეთი დიქტოფონი არ მოუგონია, რომელიც სათქმელს ისე გაშიფრავს, როგორც ამას რესპონდენტიამბობს. ჟურნალისტები კი მიყვარს (როგორც საერთოდ ადამიანები), მაგრამ არ მიყვარს ინტერვიუები, როცა ისეთი შეკითხვებით მომმართავენ, რომ მათ გამო დროის დახარჯვა მკითხველების შეურაცხყოფად მიმაჩნია". მეც მის პირობას დავთანხმდი და კითხვები ელექტრონული ფოსტით გავუგზავნე. ახლა წინ თქვენი საყვარელი მწერლის, დათო ტურაშვილის ხელით დაწერილი ინტერვიუ გიდევთ, სადაც ბავშვობაზე, ოჯახსა და კიდევ ბევრ რამეზე საოცარი გულწრფელობით საუბრობს.

- მოდი, ბავშვობიდან დავიწყოთ.

- ბავშვობაში ისეთი ცელქი ვიყავი, ბებიაჩემი სულ უკუღმართს მეძახდა, მაგრამ რომ გავიზარდე, აღმოვაჩინე, რომ მართლა უკუღმა, ფეხებით დავბადებულვარ... პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ამიტომაც ჩემი მშობლები არასოდეს ყოფილან მდიდრები და ფასეულობების ჩამოყალიბებაც ადრე დამეწყო, თუმცა, ძირითადად, წიგნების წყალობით და წიგნების კითხვაც ბავშვობიდანვე შემიყვარდა. ისე, ფეხბურთელობაზეც ვოცნებობდი, მაგრამ დედაჩემი წინააღმდეგი იყო (ფეხები ძალიან დაგეღუნებაო) და მეც მოთხრობების წერა დავიწყე.

- თუ ანაწილებთ დროს ისე, რომ იყოთ მწერალი, საზოგადოებრივად აქტიური და ამასთან, კარგი მეოჯახე, მზრუნველი მამა და მეუღლე?

- ადამიანი რაც მეტს შრომობს, უფრო მეტს ასწრებს. დრო იმას არ ჰყოფნის, ვინც არაფერს აკეთებს. ხშირად მომისმენია ჟურნალისტების შეკითხვა, როგორი უნდა იყოს ქალი - დიასახლისი და მეოჯახე, თუ საქმიანი და საზოგადოებრივად აქტიური. ძალიან ხშირად ყველაზე კარგი დიასახლისები სწორედ ის ქალები არიან, რომლებიც პროფესიულად წარმატებული და საზოგადოებრივად აქტიურობით ხასიათდებიან და ასეც რომ არ იყოს, რატომ უნდა უშლიდეს ქალს ოჯახური საზრუნავი პროფესიულ საქმიანობაში ხელს? მით უმეტეს, კაცს წერა რატომ უნდა უშლიდეს ხელს ცოლისა და შვილების სიყვარულში, არ მესმის.

- თქვენი სიტყვებია, "კაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ჭკუა და ასაკი არ ემატებათ", ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობაა, მაგრამ დამოკიდებულება ნამდვილად ჩანს ქალების მიმართ.

- როგორი რთულიც უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც შემიძლია ვთქვა სიმართლე და უკანასკნელი ოცდაშვიდი წლის განმავლობაში (მას შემდეგ, რაც საქართველომ კიდევ ერთხელ აღიდგინა დამოუკიდებლობა), ქალები უფრო მობილურები, მოტივირებულები, კრეატიულები და ენერგიულები აღმოჩნდნენ, ვიდრე კაცები ჩვენს ქვეყანაში. მეტიც, ყოველგვარი პათეტიკისა და გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია იმის თქმაც, რომ სწორედ ქალებმა გადაარჩინეს საქართველო - ძმები, ქმრები, მამები და საერთოდ, ოჯახები. განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება