რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ ვუმკურნალოთ მას - თერაპევტის რჩევები პრობლემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს

რა იწვევს მუცლის შებერილობას და როგორ ვუმკურნალოთ მას - თერაპევტის რჩევები პრობლემაზე, რომელიც ბევრს აწუხებს

ყველამ ვიცით, რა უხერხულ დღეში შეიძლება ჩაგვაგდოს მუცლის შებერილობამ. რატომ და როგორ გვებერება მუცელი? ამის შესახებ ექიმი თერაპევტი ირინა ხუციშვილი საუბრობს და საინტერესო რჩევებსაც გაძლევთ:

- რასთან გვაქვს საქმე მუცლის შებერილობისას?

- მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო ნაწლავებში აირების დაგროვებაა. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს შებერილობა და მუცლის მოვლითი ტკივილი. აირებით სავსე ნაწლავი ქმნის გადავსებული კუჭის შეგრძნებას, იწვევს ჭვალს.

- რამ შეიძლება გამოიწვიოს თავად მუცლის შებერილობა?

- მეტეორიზმი ჯანმრთელ ადამიანებსაც აწუხებთ, თუმცა უმეტესად ის მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რომელიმე დაავადების გამოხატულებაა. ნაწლავებში აირები შეიძლება დაგროვდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორებიცაა:

  • ქრონიკული პანკრეატიტი - ორგანიზმს არ ჰყოფნის კუჭქვეშა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული ფერმენტები და შებერილობა თავს იჩენს ნებისმიერი ტიპისა და შემადგენლობის საკვების მიღების შემდეგ;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი - დარღვეულია ანატომიურად ჯანსაღი ნაწლავის მამოძრავებელი ფუნქცია; ამ დროს შებერილობას თან ახლავს ტკივილი, ზოგჯერ - ფაღარათი ან ყაბზობა;
  • დისბაქტერიოზი - ორგანიზმის თავდაცვითი ფუნქციის დაქვეითების ან სხვა მიზეზის გამო ირღვევა მსხვილი ნაწლავის მიკროფლორის ბალანსი და მავნე მიკროორგანიზმები იწყებენ აირების (უმეტესად - მეთანის, გოგირდწყალბადის, ამიაკის) გამომუშავებას; ამას მივყავართ შებერილობამდე, რომელსაც თან ახლავს მყრალი აირების გამოყოფა;
  • ლაქტოზის აუტანლობა - ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ხშირად არ არის ფერმენტი, რომელიც რძისა და მისი პროდუქტების ათვისებას უწყობს ხელს;
  • ნაწლავის გაუვალობა - აირების გამოყოფა შესაძლოა გაართულოს სიმსივნემ ან პოლიპმა, ეს კი მეტეორიზმს იწვევს.

ხშირად დისკომფორტის მიზეზი ჩვენივე ცხოვრებისა და კვების წესია. მაგალითად, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში აირების დაგროვებას ხელს უწყობს გაზიანი სასმელების ჭარბი მიღება. ჩვეულებრივ, ასეთი შებერილობა ადვილად გაივლის, რადგან ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში აირები სწრაფად შეიწოვება ნაწლავის კედელში ან გამოიყოფა ფიზიოლოგიური გზით. ჰაერის დიდი ულუფა კუჭში შეიძლება მოხვდეს ჭამის დროსაც, ამიტომ ნუ იჩქარებთ, მშვიდად მიირთვით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი საკვები კუჭ-ნაწლავში დუღილს და აირების წარმოქმნას იწვევს. არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად ზომიერად უნდა მივირთვათ ტკბილეული და ცომეული, შავი პური, პარკოსნები, კარტოფილი და სხვა პროდუქტი, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს, უჯრედისს ან სახამებელს. ზოგჯერ მუცლის შებერილობის მიზეზია გულძმარვის გამო სოდის მიღება, რადგან ეს უკანასკნელი ანეიტრალებს კუჭის წვენის მჟავა გარემოს და აირების წარმოქმნას უწევს პროვოცირებას.

განაგრძეთ კითხვა mkurnali.ge-ზე

თავდასხმა მედიაზე, შეჭრა სხვის საკუთრებაში და უპრეცედენტო ძალადობა - ფოტორეპორტაჟი თბილისის ქუჩებიდან

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა

ქაშუეთის ეკლესიასთან, სადაც სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენდნენ, "პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ჟურნალისტი სცემეს