სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ქომაგობდნენ" - როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები
"ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ქომაგობდნენ" - როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები

ე.წ. "იტა­ლი­უ­რი ეზო" თბი­ლი­სის ცხოვ­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი იყო, თუმ­ცა რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, ეს არა "იტა­ლი­უ­რი ეზო", არა­მედ "თბი­ლი­სუ­რი ეზო" იყო. კულ­ტუ­რო­ლო­გის ცირა ელი­საშ­ვი­ლის თქმით, ტერ­მი­ნი "იტა­ლი­უ­რი ეზო" კო­მუ­ნის­ტუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში გაჩ­ნდა, როცა ერთ სახ­ლში, რამ­დე­ნი­მე ოჯა­ხი შე­ა­სახ­ლეს და ეზო­ე­ბი სხვა­ნა­ი­რად ახ­მა­ურ­და. ეს ხმა­უ­რი იტა­ლი­ას და­უ­კავ­ში­რეს. ამა­ზე გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა იქო­ნია ნე­ო­რე­ა­ლიზ­მის პე­რი­ო­დის იტა­ლი­ურ­მა კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ამ და თბი­ლი­სურ ეზო­ებს ამ­გვა­რად იტა­ლი­უ­რი ეზო და­არ­ქვეს.

თბი­ლი­სის ძველ უბ­ნებ­ში, შე­ნო­ბა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ევ­რო­პუ­ლი სტი­ლი­საა, მაგ­რამ ევ­რო­პა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან თბი­ლის­ში ევ­რო­პუ­ლი ფა­სა­დი ქუ­ჩის მხა­რეს გა­მო­დის, ხოლო შიდა ეზო და გეგ­მა­რე­ბა, თბი­ლი­სუ­რია. ეს არის სხვა­დას­ხვა სტი­ლის თა­ნა­ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც დამ­კვიდ­რდა, რო­გორც თბი­ლი­სუ­რი ეზოს და არა იტა­ლი­უ­რი ეზოს სტი­ლის სა­ხე­ლით.

რე­ა­ლუ­რად კი რას წარ­მო­ად­გენ­და გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლი­სუ­რი ეზო და იქა­უ­რი ყოფა, ამა­ზე ეთ­ნო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა:

მისი თქმით, ძვე­ლი თბი­ლი­სის ცხოვ­რე­ბა­ში ეზოს და უბანს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი ეკა­ვა. თბი­ლი­სუ­რი ეზო უფრო აქ­ტი­უ­რი ზა­ფხულ­ში იყო. მე­ზობ­ლე­ბი სა­უბ­რობ­დნენ, უფ­რო­სე­ბი ნარ­დით, პა­ტა­რე­ბი კი - სხვა­დას­ხვა თა­მა­შე­ბით ერ­თო­ბოდ­ნენ, იყო ხმა­უ­რი და ჟი­ვილ-ხი­ვი­ლი.

ამას­თან, ეზო მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი იყო - ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ სომ­ხე­ბი, ასი­რი­ე­ლე­ბი, ბერ­ძნე­ბი, ქურ­თე­ბი, რუ­სე­ბი, თათ­რე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი... ეზო სო­ცი­ა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­ლდათ, ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ცხოვ­რობ­დნენ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნი­სა და პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი.

იქა­უ­რო­ბა ერთი დიდი ოჯა­ხი იყო თა­ვი­სი სა­ერ­თო სარ­და­ფით, სა­პირ­ფა­რე­შო­თი და ონ­კა­ნით. სა­ერ­თო ონ­კან­ზე ირე­ცხე­ბო­და პრო­დუქ­ტი, სხვა­დას­ხვა სა­ნო­ვა­გე - ასე რომ, ყვე­ლამ იცო­და, ვის ოჯახ­ში რა სა­დი­ლი მზად­დე­ბო­და. სა­რე­ცხიც ეზო­ში ირე­ცხე­ბო­და და იქვე გაბ­მულ თოკ­ზე იფი­ნე­ბო­და. ზა­ფხულ­ში ლო­გინს ამ­ზე­ვებ­დნენ, რა­საც თო­კებ­სა და აივ­ნის მო­ა­ჯი­რებ­ზე ჰკი­დებ­დნენ.

აი­ვან­ზე პენ­ტავ­დნენ მა­ტყლს, კე­რავ­დნენ და ალი­ან­და­გებ­დნენ საბ­ნებს... ქა­ლე­ბი ფარ­და­გე­ბის, ნო­ხე­ბი­სა და ხა­ლი­ჩე­ბის რე­ცხვა­ში ერ­თმა­ნეთს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. ეზო­ში, ხის გრძელ სკა­მებ­ზე ჩა­მომ­სხდა­რი ქა­ლე­ბი, თი­თის­ტა­რით მა­ტყლს არ­თავ­დნენ. ამ ძა­ფის­გან კი ზამ­თარ­ში წინ­დებ­სა და სა­მოსს ქსოვ­დნენ.

თბი­ლი­სელ­თა ეზო­ე­ბის­თვის ძვე­ლად არც ჭები იყო უცხო და ისიც სა­ერ­თო გახ­ლდათ. რო­გორც ირ­კვე­ვა, ჭა მთე­ლი ეზოს­თვის მა­ცივ­რის როლს ას­რუ­ლებ­და, ზა­ფხულ­ში მას­ში თოკ­მობ­მუ­ლი ვედ­რო­ე­ბით გა­სა­ცი­ებ­ლად სა­ზამ­თროს, ნესვს, ბოთ­ლე­ბით კი კა­ხურ ღვი­ნოს უშ­ვებ­დნენ.

თბი­ლი­სე­ლე­ბი მე­ზობ­ლებს მხო­ლოდ ერთ ეზო­ში მცხოვ­რებ­ლებს არ უწო­დებ­დნენ, არა­მედ მე­ზო­ბელ სახ­ლებ­სა და ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რებ­საც. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს არა­მარ­ტო სცნობ­დნენ, ერ­თმა­ნე­თის ჭი­რი­სა და ლხი­ნის მო­ზი­ა­რე­ე­ბიც იყ­ვნენ.

ყვე­ლა ეზოს თა­ვი­სი ტრა­დი­ცია ჰქონ­და. თუ იქ ახა­ლი მო­სახ­ლე შე­ე­მა­ტე­ბო­და, მა­საც იმ ტრა­დი­ცი­ით უნდა ეცხოვ­რა, რაც დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი იყო. ერთ ეზო­ში მცხოვ­რებ­ნი ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თე­სა­ვე­ბი­ვით ურ­თი­ერ­თობ­დნენ, ერ­თმა­ნეთს ქო­მა­გობ­დნენ. ეზო­ში და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნე­ბი­ვით იყო - იქ, სა­დაც უფ­რო­სე­ბი იდ­გნენ, სა­უბ­რობ­დნენ, უმ­ცრო­სე­ბი მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ვერ მი­ვი­დოდ­ნენ, მით უმე­ტეს, ახალ­გაზ­რდა უფ­რო­სე­ბის სა­უ­ბარ­ში ვერ ჩა­ე­რე­ო­და. უზ­რდე­ლო­ბად მი­იჩ­ნე­ო­და მო­სა­უბ­რე­თა შუ­ა­ში გავ­ლაც...

ქარ­თუ­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა თბი­ლი­სუ­რი ეზო­ე­ბის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო. ჯერ კი­დევ XX სა­უ­კუ­ნის 50-60-იან წლებ­ში, თბი­ლი­სის ძველ უბან­ში, ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში, გამ­ვლე­ლი ეზო­ში წყლის და­სა­ლე­ვად რომ შე­სუ­ლი­ყო, ონ­კა­ნი­დან წყალს და­ლევ­დნენ - მას­პინ­ძე­ლი სტუ­მარს ონ­კა­ნი­დან გად­მომ­დი­ნა­რე ცივ წყალს ლამ­ბა­ქი­ა­ნი ფინ­ჯნით მი­არ­თმევ­და.

სა­ღა­მო­ო­ბით ეზო­ე­ბის­თვის არც იმპრო­ვი­ზე­ბუ­ლი პურ­მა­რი­ლი იყო უცხო. ყვე­ლას თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი გა­მოჰ­ქონ­და. გამ­ვლელ-გა­მომ­ლელ­საც მი­ი­პა­ტი­ჟებ­დნენ და ჭიქა სას­მელს შეს­თა­ვა­ზებ­დნენ. გამ­ვლე­ლი კი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, პუ­რისმჭა­მე­ლებს ადღეგ­რძე­ლებ­და. ქუ­ჩა­ში და ეზო­ში თა­მა­შობ­დნენ გრძელ ვირს, მრგვალ ვირს, კო­ჭო­ბა­ნას - ეზო ეზოს ეჯიბ­რე­ბო­და, ქუჩა - ქუ­ჩას და უბა­ნი - უბანს.

ძველ თბი­ლის­ში ეს ტრა­დი­ცია მარ­თა­ლია XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აივ­ნი­ა­ნი და ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის აშე­ნე­ბის შემ­დეგ დამ­კვიდ­რდა, მაგ­რამ ბევ­რი რამ თბი­ლი­სე­ლებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­ზობ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, უფრო ად­რინ­დე­ლი თბი­ლი­სე­ლე­ბის­გან მი­ი­ღეს, რო­დე­საც ისი­ნი დარ­ბა­ზებ­სა და ბა­ნი­ან მი­წურ სახ­ლებ­ში ცხოვ­რობ­დნენ... გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში კი ორ-სამ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლებს ეზოს მხრი­დან გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ჰქონ­და ღია, ხის რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი სა­ერ­თო აი­ვა­ნი, რო­მე­ლიც მე­ზო­ბელ­თა ერ­თგვარ საკ­რე­ბუ­ლოს წარ­მო­ად­გენ­და. ის იყო ოჯა­ხის წევ­რე­ბის, სტუმ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის ძი­რი­თა­დი და­სას­ვე­ნე­ბე­ლი და თავ­შეყ­რის ად­გი­ლი, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის მცხოვ­რებ­ნი კი ეზო­ში იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ხში­რი იყო სჯა-ბა­ა­სი, ნარ­დის, დო­მი­ნოს, ჭად­რა­კის თა­მა­ში­სას. ეზოს მხრი­დან სარ­თუ­ლე­ბი ხვე­უ­ლი კი­ბე­ე­ბით იყო ერ­თმა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

თბი­ლი­სურ ეზო­ებ­ში მის მცხოვ­რებთ სა­ერ­თო თო­ნე­ე­ბი ჰქონ­დათ. თავ­და­პირ­ვე­ლად ქა­ლაქ­ში პური არ ცხვე­ბო­და. ყვე­ლა თვი­თონ აცხობ­და, გა­რე­დან პუ­რის შე­ტა­ნა სირ­ცხვი­ლი ყო­ფი­ლა. თბი­ლი­სუ­რი ეზოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო ხე­ხი­ლი - თუთა, ლეღ­ვი, რო­მელ­საც სა­მე­ზობ­ლო ყო­ველ­თვის გემ­რი­ე­ლად შე­ექ­ცე­ო­და.

P.S. დღეს თბი­ლის­ში ასეთ ეზოს, სა­მე­ზობ­ლოს, ურ­თი­ერ­თო­ბებს თით­ქმის ვე­ღარ შეხ­ვდე­ბით, რაც ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, XXI სა­უ­კუ­ნეს, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეპო­ქას თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბი აქვს, ცხოვ­რე­ბის აჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ეს კი ცხა­დია, თბი­ლი­სე­ლებ­ზეც ვრცელ­დე­ბა. თუმ­ცა ასეთ ეზო­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი იმას მა­ინც ჩი­ვი­ან, რომ ეს სა­მე­ზობ­ლო და მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­დღაც გაქ­რა და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის მი­მართ გა­ცივ­დნენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თბილისელი
1

"ხრუშჩოვკის" თაობა ვარ. იქაც იცნობდნენ ერთმანეთს მობინადრენი და შესანიშნავი მეზობლობა ჰქონდათ. აქ კი, "სვეტების" უბანში, ხილიანზე, პირდაპირ მაგრძნობინეს მეზობლებმა, არ გვინდა გიცნობდეთო. დღევანდელ თბილისელებს, გუშინ რომ სოფელში ცხოვრობდნენ, მეზობლობა ჩამორჩენილობად მიაჩნიათ. რაც უფრო მაგარი თბილისელი ხარ, მით უფრო ნაკლებად იცნობ მეზობელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ქომაგობდნენ" - როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები

"ერთი დიდი ოჯახი იყო, ერთმანეთს ქომაგობდნენ" - როგორ ცხოვრობდნენ ძველად "თბილისურ ეზოებში" და რატომ გაცივდა მეზობლური ურთიერთობები

ე.წ. "იტალიური ეზო" თბილისის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს არა "იტალიური ეზო", არამედ "თბილისური ეზო" იყო. კულტუროლოგის ცირა ელისაშვილის თქმით, ტერმინი "იტალიური ეზო" კომუნისტური მმართველობის პერიოდში გაჩნდა, როცა ერთ სახლში, რამდენიმე ოჯახი შეასახლეს და ეზოები სხვანაირად ახმაურდა. ეს ხმაური იტალიას დაუკავშირეს. ამაზე გარკვეული გავლენა იქონია ნეორეალიზმის პერიოდის იტალიურმა კინემატოგრაფიამ და თბილისურ ეზოებს ამგვარად იტალიური ეზო დაარქვეს.

თბილისის ძველ უბნებში, შენობათა უმრავლესობა ევროპული სტილისაა, მაგრამ ევროპაში არსებული შენობებისგან განსხვავებული, ვინაიდან თბილისში ევროპული ფასადი ქუჩის მხარეს გამოდის, ხოლო შიდა ეზო და გეგმარება, თბილისურია. ეს არის სხვადასხვა სტილის თანაცხოვრება, რომელიც დამკვიდრდა, როგორც თბილისური ეზოს და არა იტალიური ეზოს სტილის სახელით.

რეალურად კი რას წარმოადგენდა გასულ საუკუნეში თბილისური ეზო და იქაური ყოფა, ამაზე ეთნოლოგი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი გვესაუბრა:

მისი თქმით, ძველი თბილისის ცხოვრებაში ეზოს და უბანს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. თბილისური ეზო უფრო აქტიური ზაფხულში იყო. მეზობლები საუბრობდნენ, უფროსები ნარდით, პატარები კი - სხვადასხვა თამაშებით ერთობოდნენ, იყო ხმაური და ჟივილ-ხივილი.

ამასთან, ეზო მრავალეთნიკური იყო - ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, ასირიელები, ბერძნები, ქურთები, რუსები, თათრები, ებრაელები... ეზო სოციალური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი გახლდათ, ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ სხვადასხვა სოციალური ფენისა და პროფესიის ადამიანები.

იქაურობა ერთი დიდი ოჯახი იყო თავისი საერთო სარდაფით, საპირფარეშოთი და ონკანით. საერთო ონკანზე ირეცხებოდა პროდუქტი, სხვადასხვა სანოვაგე - ასე რომ, ყველამ იცოდა, ვის ოჯახში რა სადილი მზადდებოდა. სარეცხიც ეზოში ირეცხებოდა და იქვე გაბმულ თოკზე იფინებოდა. ზაფხულში ლოგინს ამზევებდნენ, რასაც თოკებსა და აივნის მოაჯირებზე ჰკიდებდნენ.

აივანზე პენტავდნენ მატყლს, კერავდნენ და ალიანდაგებდნენ საბნებს... ქალები ფარდაგების, ნოხებისა და ხალიჩების რეცხვაში ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ეზოში, ხის გრძელ სკამებზე ჩამომსხდარი ქალები, თითისტარით მატყლს ართავდნენ. ამ ძაფისგან კი ზამთარში წინდებსა და სამოსს ქსოვდნენ.

თბილისელთა ეზოებისთვის ძველად არც ჭები იყო უცხო და ისიც საერთო გახლდათ. როგორც ირკვევა, ჭა მთელი ეზოსთვის მაცივრის როლს ასრულებდა, ზაფხულში მასში თოკმობმული ვედროებით გასაციებლად საზამთროს, ნესვს, ბოთლებით კი კახურ ღვინოს უშვებდნენ.

თბილისელები მეზობლებს მხოლოდ ერთ ეზოში მცხოვრებლებს არ უწოდებდნენ, არამედ მეზობელ სახლებსა და ქუჩაზე მცხოვრებსაც. ისინი ერთმანეთს არამარტო სცნობდნენ, ერთმანეთის ჭირისა და ლხინის მოზიარეებიც იყვნენ.

ყველა ეზოს თავისი ტრადიცია ჰქონდა. თუ იქ ახალი მოსახლე შეემატებოდა, მასაც იმ ტრადიციით უნდა ეცხოვრა, რაც დამკვიდრებული იყო. ერთ ეზოში მცხოვრებნი ერთმანეთთან ნათესავებივით ურთიერთობდნენ, ერთმანეთს ქომაგობდნენ. ეზოში დაუწერელი კანონებივით იყო - იქ, სადაც უფროსები იდგნენ, საუბრობდნენ, უმცროსები მათი ნებართვის გარეშე ვერ მივიდოდნენ, მით უმეტეს, ახალგაზრდა უფროსების საუბარში ვერ ჩაერეოდა. უზრდელობად მიიჩნეოდა მოსაუბრეთა შუაში გავლაც...

ქართული სტუმართმოყვარეობა თბილისური ეზოებისთვისაც დამახასიათებელი იყო. ჯერ კიდევ XX საუკუნის 50-60-იან წლებში, თბილისის ძველ უბანში, ზაფხულის ცხელ დღეებში, გამვლელი ეზოში წყლის დასალევად რომ შესულიყო, ონკანიდან წყალს დალევდნენ - მასპინძელი სტუმარს ონკანიდან გადმომდინარე ცივ წყალს ლამბაქიანი ფინჯნით მიართმევდა.

საღამოობით ეზოებისთვის არც იმპროვიზებული პურმარილი იყო უცხო. ყველას თავისი პროდუქტი გამოჰქონდა. გამვლელ-გამომლელსაც მიიპატიჟებდნენ და ჭიქა სასმელს შესთავაზებდნენ. გამვლელი კი უმეტეს შემთხვევაში, პურისმჭამელებს ადღეგრძელებდა. ქუჩაში და ეზოში თამაშობდნენ გრძელ ვირს, მრგვალ ვირს, კოჭობანას - ეზო ეზოს ეჯიბრებოდა, ქუჩა - ქუჩას და უბანი - უბანს.

ძველ თბილისში ეს ტრადიცია მართალია XIX საუკუნის დასაწყისში აივნიანი და ორსართულიანი სახლების აშენების შემდეგ დამკვიდრდა, მაგრამ ბევრი რამ თბილისელებმა, განსაკუთრებით მეზობლური ურთიერთობები, უფრო ადრინდელი თბილისელებისგან მიიღეს, როდესაც ისინი დარბაზებსა და ბანიან მიწურ სახლებში ცხოვრობდნენ... გასულ საუკუნეში კი ორ-სამსართულიან სახლებს ეზოს მხრიდან გარშემორტყმული ჰქონდა ღია, ხის რიკულებიანი საერთო აივანი, რომელიც მეზობელთა ერთგვარ საკრებულოს წარმოადგენდა. ის იყო ოჯახის წევრების, სტუმრებისა და მეგობრების ძირითადი დასასვენებელი და თავშეყრის ადგილი, პირველი სართულის მცხოვრებნი კი ეზოში იკრიბებოდნენ. ხშირი იყო სჯა-ბაასი, ნარდის, დომინოს, ჭადრაკის თამაშისას. ეზოს მხრიდან სართულები ხვეული კიბეებით იყო ერთმანეთთან დაკავშირებული.

თბილისურ ეზოებში მის მცხოვრებთ საერთო თონეები ჰქონდათ. თავდაპირველად ქალაქში პური არ ცხვებოდა. ყველა თვითონ აცხობდა, გარედან პურის შეტანა სირცხვილი ყოფილა. თბილისური ეზოსთვის დამახასიათებელი იყო ხეხილი - თუთა, ლეღვი, რომელსაც სამეზობლო ყოველთვის გემრიელად შეექცეოდა.

P.S. დღეს თბილისში ასეთ ეზოს, სამეზობლოს, ურთიერთობებს თითქმის ვეღარ შეხვდებით, რაც ბუნებრივიცაა, XXI საუკუნეს, ტექნოლოგიების ეპოქას თავისი მოთხოვნები აქვს, ცხოვრების აჩქარებული ტემპი და გამოწვევები. ეს კი ცხადია, თბილისელებზეც ვრცელდება. თუმცა ასეთ ეზოში მაცხოვრებლები იმას მაინც ჩივიან, რომ ეს სამეზობლო და მათი ურთიერთობები სადღაც გაქრა და ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ.

მეუფე ნიკოლოზი - ეკლესია დგას, ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერევა და მცირე თევზები, თუ ცხოველები რომ იკბინებიან, ეს ყოველთვის იყო და არაუშავს

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, რა ხდება, როცა 2 სხვადასხვა ვაქცინით იცრები - "ტკივილი, სისუსტე, სიცხე ჰქონდათ უფრო მეტი"

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სასულიერო პირები თბილისის ქუჩებს აკურთხებენ