პირველი ფოტომასალა მესტიიდან, სადაც მყინვარ ლეხზირზე ყინული ჩამოიშალა

პირველი ფოტომასალა მესტიიდან, სადაც მყინვარ ლეხზირზე ყინული ჩამოიშალა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მესტიაში, მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან პირველ ფოტომასალას ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია.

მათივე ცნობით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის, ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები.

"ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი