სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ!" - ვნებათაღელვა "საბას" ფინალისტების მოკლე სიის გამო
"არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ!" - ვნებათაღელვა "საბას" ფინალისტების მოკლე სიის გამო

ორი დღის წინ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "სა­ბას" ჟი­უ­რიმ, კონ­კურ­სის 10 ნო­მი­ნა­ცი­ი­დან, 5 ნო­მი­ნა­ცი­ის ფი­ნა­ლის­ტე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. ფი­ნა­ლის­ტთა სია წელს წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით საგ­რძნობ­ლად მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, რა­მაც ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რებ­მა (რო­მელ­თა შო­რი­საც "სა­ბას" წინა წლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბიც იყ­ვნენ), კრი­ტი­კუ­ლად შე­ა­ფა­სეს მოკ­ლე სია და აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­ვა­რა­უ­დო მი­ზე­ზებ­ზეც ისა­უბ­რეს. AMBEBI.GE რამ­დე­ნი­მე ავ­ტორს და კრი­ტი­კოსს და­უ­კავ­შირ­და აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ.

კი­თხვა­ზე, რამ გა­მო­იწ­ვია ნო­მი­ნან­ტე­ბის მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი სიის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და ხომ არ შე­იძ­ლე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ეს ფი­ნან­სურ მხა­რეს, რო­გორც ამას სიის კრი­ტი­კო­სე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, ლი­ტე­რა­ტუ­რის კრი­ტი­კო­სი ლექ­სო დო­რე­უ­ლი გვპა­სუ­ხობს, რომ შე­საძ­ლოა ღირ­სე­უ­ლი ავ­ტო­რე­ბი გარ­კვე­ულ ფი­ნან­სურ ინ­ტე­რე­სებს შე­ე­წირ­ნენ:

- ზო­გა­დად "სა­ბას" კონ­კურ­სის ტრა­დი­ცი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ყო­ველ­თვის საკ­მა­ოდ დიდი "შორტლის­ტი" იყო და ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი სი­ა­ში შეყ­ვა­ნა­საც არ იმ­სა­ხუ­რებ­და. წელს მოხ­და სა­პი­რის­პი­როდ: კო­მი­კუ­რად მოკ­ლე სიაა შედ­გე­ნი­ლი, სია არც ით­ქმის. ძნე­ლია ასე ოფი­ცი­ა­ლუ­რად თქვა, რას­თან არის ასე მოკ­ლე სია და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ მე მა­ინც მგო­ნია, რომ ფი­ნან­სურ მხა­რეს­თა­ნაა კავ­შირ­ში. ვი­ცით, რომ "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბა ფრან­ფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და იმი­ტომ მოხ­და ასე მოკ­ლე სიის შედ­გე­ნა, რაც ძა­ლი­ან ცუ­დია! ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის­თვის ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი უნდა იყოს მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და არა სა­ბან­კო და ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი...

თუ გრძელ სიას გა­დავ­ხე­დავთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ არ­სე­ბობ­და იმის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­რი გა­სუ­ლი­ყო "შორ­თლის­ტში". დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მოხ­ვდე­ბო­და კი­დეც, სხვა მო­ცე­მუ­ლო­ბა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო და კონ­კურ­სი ფრან­კფურ­ტში არ ტარ­დე­ბო­დეს... წიგ­ნის მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩა­ა­ნაც­ვლა ფი­ნან­სურ­მა ინ­ტე­რეს­მა. რო­დე­საც არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი მი­თი­თე­ბაა ჟი­უ­რის მი­მართ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე სი­ე­ბი შე­ედ­გი­ნათ, იქ ავ­ტო­რე­ბიც იჩაგ­რე­ბი­ან და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სიც. სწო­რი იქ­ნე­ბო­და ჟი­უ­რის წევ­რებ­ში თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი გარ­კვე­ულ პრო­ტესტს გა­მო­იწ­ვევ­და. მე პი­რა­დად ჟი­უ­რის წევ­რი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, პრო­ტესტს აუ­ცი­ლე­ლად გა­მოვ­თქვამ­დი...

ტენ­დენ­ცია, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მოკ­ლე სია იქ­ნე­ბო­და, თა­ვი­დან­ვე შე­იმ­ჩნე­ო­და. ამო­ღე­ბუ­ლი იყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კის ნო­მი­ნა­ცია და ესეც მა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ფი­ნან­სუ­რი კუ­თხით მი­ი­ღეს. თუ რა­ტომ და­ი­ჩაგ­რა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კრი­ტი­კა, ამის შე­სა­ხებ ჯერ პა­სუ­ხი არ მიგ­ვი­ღია... გა­სა­გე­ბია, რომ ეს არის კონ­კრე­ტუ­ლი ბან­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი პრე­მია და მას სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ლე­გი­ტი­მა­ცია არ გა­აჩ­ნია, მის მი­მართ ბევ­რი მო­თხოვ­ნე­ბი და პრე­ტენ­ზი­ე­ბი ვერ გვექ­ნე­ბა. თუმ­ცა, იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ამ პრე­მი­ამ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრა­დი­ცია შექ­მნა, საქ­მე ლი­ტე­რა­ტუ­რას ეხე­ბა და არა კო­მერ­ცი­ულ, სა­ბან­კო ოპე­რა­ცი­ებს, არ შე­იძ­ლე­ბა კო­მერ­ცი­ულ ინ­ტე­რესს ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­ტე­რე­სი შევ­წი­როთ! ჩვენ კი სე­რი­ო­ზუ­ლად ვსა­უბ­რობთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა იმ მხრივ, რომ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ევ­როს გამო, ასეთ­მა სე­რი­ო­ზულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ ავ­ტო­რე­ბის სია შე­ა­მოკ­ლა! ჩა­ტარ­დეს "სა­ბას" კონ­კურ­სი ღირ­სე­უ­ლად და არა ისე, რომ ორი ავ­ტო­რი­დან გვი­წევ­დეს სა­უ­კე­თე­სოს არ­ჩე­ვა!" - გვი­თხრა დო­რე­ულ­მა.

ავ­ტო­რე­ბის მოკ­ლე სიას სა­კუ­თა­რი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რი ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე. მისი ახა­ლი პო­ე­ტუ­რი კრე­ბუ­ლი - "მო­წი­თა­ლო და მო­შა­ვო" მკი­თხვე­ლის ფა­ვო­რი­ტად ით­ვლე­ბო­და, თუმ­ცა ის ნო­მი­ნან­ტებს შო­რის ვერ მოხ­ვდა. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ნო­მი­ნა­ცი­ის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა, თა­ნაც ზე­დი­ზედ, რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, უბ­რა­ლოდ უსა­მარ­თლო­ბაა:

"პირ­ველ რიგ­ში ვუ­ლო­ცავ ფი­ნა­ლის­ტებს, რამ­დე­ნი­მე მათ­განს არ ვიც­ნობ, რამ­დე­ნი­მე არ მაქვს წა­კი­თხუ­ლი, ზოგი წა­კი­თხუ­ლი მაქვს და მომ­წონს, ზოგი წა­კი­თხუ­ლი მაქვს და არ მომ­წონს, ზოგი ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნია ჩემ­თვის. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, გულ­წრფე­ლად ვუ­ლო­ცავ და წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას. რაც შე­მე­ხე­ბა მე, "უჰ მკი­დია მე კონ­კურ­სე­ბი" და ეგე­თე­ბი სი­სუ­ლე­ლეა, მეს­მის, რომ არც ერთი კონ­კურ­სით არც იწყე­ბა წიგ­ნის ის­ტო­რია და არც სრულ­დე­ბა, თუმ­ცა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "საბა" ქვეყ­ნის მთა­ვარ ლი­ტე­რა­ტუ­რულ პრე­მი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ბუ­ნებ­რი­ვია ნე­ბის­მი­ე­რი ავ­ტო­რი მო­ე­ლის და ნე­ბის­მი­ე­რის­თვის აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, თუკი თვლის რომ იმ­სა­ხუ­რებს, რო­გო­რი "ანარ­ქის­ტიც" არ უნდა იყოს.

ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თქვა, ისე­თი კრე­ბუ­ლია ეგ, არ მო­უხ­დე­ბო­და ბან­კის გა­ცე­მუ­ლი ჯილ­დოო, რა­შიც, იდე­ა­ში კი ვე­თან­ხმე­ბი, უბ­რა­ლოდ მჯე­რა ჟი­უ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ამი­ტომ მწყინს "მო­წი­თა­ლო და მო­შა­ვოს" ვერ­მოხ­ვედ­რა, თო­რემ ისე, მაგ წიგნს ოდეს­მე მზე­სუმ­ზი­რის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი თუ წა­ი­კი­თხა­ვენ, გვერ­დებს "კუ­ლო­კე­ბად" გა­და­ა­კე­თე­ბენ და გა­მო­ად­გე­ბათ - ეგ უფრო გა­მი­ხარ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა წიგნს, როცა "ლურ­ჯი" ვერ მოხ­ვდა დე­ბი­უ­ტში, გა­მიკ­ვირ­და, მაგ­რამ მი­ვი­ღე ეს რო­გორც გა­მოწ­ვე­ვა, რომ გავზრდი­ლი­ყა­ვი, რო­გორც ავ­ტო­რი და ჩემ­ზე გავ­ლე­ნა ში­ნა­გან ხმას უფრო მო­ეხ­დი­ნა, ვიდ­რე რა­ღაც აღი­ა­რე­ბას. როცა "გამჭვირ­ვა­ლე" ვერ მოხ­ვდა ფი­ნალ­ში, მე­წყი­ნა, რად­გან ვთვლი­დი, რომ კარ­გი კრე­ბუ­ლია და შე­იძ­ლე­ბა არ მო­ე­გო, მაგ­რამ მი­ნი­მუმ ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რი­ლი­ყო. ახლა "მო­წი­თა­ლო და მო­შა­ვო" ვერ ხვდე­ბა ფი­ნალ­ში და გულ­წრფე­ლად ძა­ლი­ან მწყინს, რად­გან მე­გო­ნა, ობი­ექ­ტუ­რად ვთვლი­დი, რომ ობი­ექ­ტუ­რად კარ­გი ტექ­სტია და მით უფრო, რომ ამ ტექ­სტის­თვის ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­ვი­ღე. ერთი სი­ტყვით, მგო­ნია რომ ეს უსა­მარ­თლო­ბაა. იმე­დი მაქვს ჟი­უ­რიმ წა­ი­კი­თხა მა­ინც და ისე გა­და­წყვი­ტა, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად. და თუ ასეა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და მათი არ­გუ­მენ­ტე­ბის მოს­მე­ნა, იქ­ნებ სა­ერ­თოდ არას­წორ მხა­რეს ვი­ყუ­რე­ბი და უცებ გავ­სხი­ვოსნ­დე… პ.ს. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ჩემ მკი­თხველს, ვინც გა­ი­ზი­ა­რა "მო­წი­თა­ლო და მო­შა­ვო", ვის­ზეც იმოქ­მე­და ამ წიგნ­მა და ვინც უგულ­შე­მატ­კივ­რა ამ ტექსტს" - წერს ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი მარი ბე­ქა­უ­რი ერთ-ერ­თია იმ იღ­ბლი­ან ნო­მი­ნან­ტებს შო­რის, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო რო­მა­ნის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში აარ­ჩი­ეს "სა­ბას" ჟი­უ­რის წევ­რებ­მა. ბე­ქა­უ­რის "ანას მო­მენ­ტი" ოთხ სხვა ავ­ტორ­თან ერ­თად იზი­ა­რებს ამ ნო­მი­ნა­ცი­ას. მარი ბე­ქა­ურს მისი ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გის და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ეჭ­ვე­ბის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რით და ვკი­თხეთ, რით შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი კონ­კურ­სის მოკ­ლე სია:

"წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­ზეც გა­მო­ით­ქვა გუ­ლის­ტკი­ვი­ლი, რომ სი­ა­ში ვერ მოხ­ვდა, სამ­წუ­ხა­როდ წა­კი­თხუ­ლი არ მაქვს. თუმ­ცა, ალექ­სან­დრე ლორ­თქი­ფა­ნი­ძე უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია და ვფიქ­რობ, რომ მისი წიგ­ნი კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ მოხ­ვდე­ბო­და. აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვი­კი­თხავ ახლო მო­მა­ვალ­ში, მაგ­რამ იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც წერს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მისი წიგ­ნი კარ­გი იქ­ნე­ბა... ბევრ რა­მე­ზე ვერ ვიმ­სჯე­ლებ. თუნ­დაც "შორ­თლის­ტში" მოხ­ვედ­რილ წიგ­ნებ­ზე, რად­გან მათი უმე­ტე­სო­ბა წა­კი­თხუ­ლი არ მაქვს... ჟი­უ­რის წევ­რი სამ­ჯერ ვი­ყა­ვი მე თვი­თონ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვიცი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ჟი­უ­რის წევ­რე­ბის გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მე მა­გა­ლი­თად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ათი ფა­ვო­რი­ტი მყავ­და და ზვი­ად კვა­რა­ცხე­ლი­ას სრუ­ლი­ად სხვა... გა­აჩ­ნია ადა­მი­ა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში უპი­რა­ტე­სო­ბას რას ანი­ჭებს. ზო­გის­თვის მწერ­ლის ეს­თე­ტი­კაა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ზო­გის­თვის სი­უ­ჟე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა... ცოტა მე­უც­ნა­უ­რა ერთ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში რომ მხო­ლოდ ორი ავ­ტო­რია. მარ­თლა გულ­წრფე­ლად გე­უბ­ნე­ბით რომ ორი­ვე მი­ზეზს ვუშ­ვებ: ან ცოტა ხალ­ხი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ან მხო­ლოდ ეს ორი წიგ­ნი მი­იჩ­ნია ჟი­უ­რიმ სა­ჭი­როდ... ჩვენ არ უნდა დაგ­ვა­წყდეს, რომ ამ სიას აკ­ლია სა­უ­კე­თე­სო თარ­გმა­ნის ნო­მი­ნა­ცია. თარ­გმან­ში ბევ­რად მეტი ნო­მი­ნან­ტი არის ხოლ­მე წარ­დგე­ნი­ლი, ვიდ­რე სხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში... სექ­ტემ­ბერ­ში ამ სიას კი­დევ და­ე­მა­ტე­ბა ხალ­ხი და სია შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად უფრო გა­ი­ზარ­დოს... პი­რა­დად ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კონ­კურ­სე­ბის მი­მართ ასე­თია: თუ რამე კონ­კურ­სზე გა­ვალ, მი­ხა­რია, თუ არა და არ მწყინს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს... ჟი­უ­რის წევ­რი თვი­თონ ვყო­ფილ­ვარ და ვიცი მათი მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა... წელს "სა­ბას" და­ჯილ­დო­ე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლია იმ მხრივ, რომ და­ჯილ­დო­ე­ბა ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია სურ­ვი­ლი მეტი იყო "შორ­თლსტში" მოხ­ვედ­რის" - ამ­ბობს ბე­ქა­უ­რი.

"სა­ბას" 2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მწე­რა­ლი ალე­კო შუღ­ლა­ძე კი­დევ ერთ სა­კი­თხზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კონ­კურსს, კი­დევ ერთ კონ­კურსს - "ლი­ტე­რას" ადა­რებს. "გა­და­მალ­ვის" ავ­ტო­რი უც­ნა­უ­რო­ბას სწო­რედ ამა­ში ხე­დავს - ორი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის არც ერთი ნო­მი­ნა­ცი­ის ნო­მი­ნან­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს არ და­ემ­თხვნენ:

ფოტო: okmagazine

"კი­თხვა რო­მე­ლიც გა­მიჩ­ნდა, მერ­წმუ­ნეთ არა­ვის შე­უ­რა­ცხყოფს, ჟი­უ­რის არ­ცერთ წევ­რს, არც კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე რო­მე­ლი­მე ავ­ტორს, უბ­რა­ლოდ, პი­რა­დად მე მა­ო­ცებს და მა­ო­რებს. ორი სიის შე­და­რე­ბი­სას ძა­ლი­ან დიდი უც­ნა­უ­რო­ბე­ბი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. სა­უ­ბა­რია ლი­ტე­რა­სა და სა­ბას კონ­კურ­სე­ბის მოკ­ლე სი­ებ­ზე და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­ზე.

გარ­ჩე­ვებ­ზე და ახ­სნებ­ზე ვერ გა­და­ვალ, პა­სუ­ხე­ბი არ მაქვს, უბ­რა­ლოდ სტა­ტის­ტი­კას ვდებ: "ლი­ტე­რას" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა „სა­ბას“ ხუ­თე­ულ­ში (ანუ თავ­ში პირ­ვე­ლი აზრი რაც მომ­დის - ან ძა­ლი­ან მა­გა­რია და ან არ ვარ­გა.) ლი­ტე­რამ გრანპ­რი გა­დას­ცა და აქ ხუ­თე­ულ­ში ვერ მოხ­ვდა!!! (კო­მენ­ტა­რებ­ში გა­ირ­კვა, რომ არ შე­უ­ტა­ნია თა­ვი­სი ნა­წარ­მო­ე­ბი, ამი­ტომ ეს უც­ნა­უ­რო­ბა აღარ არის უც­ნა­უ­რო­ბა, ანუ აქ გა­დავ­რჩით).

შემ­დეგ: სა­ბას პრო­ზა­ულ კრე­ბულ­ში არის სულ ორი ნო­მი­ნან­ტი. აქე­დან ერთ-ერთი ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლია. ანუ სულ ორია, მეტი არა. და ერთ-ერთი ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლია. მაგ­რამ ლე­ვან მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი ერთი თვით ადრე სა­ერ­თოდ ვერ ხვდე­ბა ლი­ტე­რას პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლის მოკ­ლე სი­ა­ში, რო­მელ­შიც 6 ავ­ტო­რია. აქ თით­ქმის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და იქ სა­ერ­თოდ არ იყო!!! ექ­ვსშიც ვერ მოხ­ვდა!!! გარ­და ამი­სა, ლი­ტე­რას იგებს ბექა ქურ­ხუ­ლი, რო­მე­ლიც სა­ბას ორე­ულ­ში ვერ მოხ­ვდა. ვაგ­რძე­ლებთ: ლი­ტე­რას პო­ე­ტურ კრე­ბულს იგებს ლელა სამ­ნი­აშ­ვი­ლი (ორი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი­დან ერთი), რო­მე­ლიც სა­ბას 5 კაც­ში ვერ ხვდე­ბა!!! თქვენ ალ­ბათ იტყვით მერე რაო, მაგ­რამ გა­ა­ნა­ლი­ზეთ და მერე თქვით.

ახლა კი უსა­ოც­რე­სი რამ პრი­ზი - სა­უ­კე­თე­სო დე­ბი­უ­ტი. უკო­მენ­ტა­როდ - ეს ლი­ტე­რას მოკ­ლე სიაა:

1. ბა­კურ გა­ბუ­ნია, „Vita Brevis“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“ 2. ქე­თე­ვან მე­ფა­რი­ძე, „მე­ზობ­ლად“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“ 3. გუ­რამ მა­ცხო­ნაშ­ვი­ლი, „გლ­და­ნი“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „წიგ­ნე­ბი ბა­თუმ­ში“ 4. ელის დოჯ­სო­ნი „რაფ­ლე­ზია“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ 5. შო­რე­ნა ხუ­ხუა, „შე­მო­ვალ ეტ­ლით“, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“

ეს კი სა­ბა­სი: 1. საბა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი (მთარ­გმნე­ლი) - რე­ი­ჩელ კონი, დე­ვიდ ლე­ვი­თა­ნი „ნი­კის და ნო­რას უსას­რუ­ლო ფლე­ი­ლის­ტი“ (ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა) 2. გაბ­რი­ელ ტა­ნიე, „ქა­ნა­ა­ნის შვი­ლე­ბი“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“) 3. ზურა ჯიშ­კა­რი­ა­ნი, „სა­ღე­ჭი გან­თი­ა­დე­ბი: უშაქ­როდ“ (ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა) ანუ ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­გინ­დეს გა­დაკ­ვე­თის წერ­ტი­ლებს ვერ იპო­ვი, ვერ­ცერ­თს. ძმა­ნო, დანო და ჟი­ურ­ნო - და­ვი­ბე­ნი. უბ­რა­ლოდ გა­ვი­ხუმ­რებ, არა­ვის ეწყი­ნოს რა: ჟი­უ­რი სხვა­დას­ხვა პლა­ნე­ტი­და­ნაა?" - წერს "სა­ბას" 2017 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მწე­რა­ლი ალე­კო შუღ­ლა­ძე.

"სა­ბას" ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სად, AMBEBI.GE-ს მათ­თან და­კავ­ში­რე­ბის და ავ­ტო­რე­ბის თუ კრი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მოგ­ვე­ცა. მაგ­რამ, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დით დავ­კავ­ში­რე­ბო­დით ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის "სა­ბას" ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, თუმ­ცა ამა­ოდ... ჩვენ ვეც­დე­ბით კონ­კურ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რის მო­პო­ვე­ბას და ლი­ტე­რა­ტუ­რულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ჩე­ნილ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ!" - ვნებათაღელვა "საბას" ფინალისტების მოკლე სიის გამო

"არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ!" - ვნებათაღელვა "საბას" ფინალისტების მოკლე სიის გამო

ორი დღის წინ ლიტერატურული კონკურსის "საბას" ჟიურიმ, კონკურსის 10 ნომინაციიდან, 5 ნომინაციის ფინალისტები დაასახელა. ფინალისტთა სია წელს წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად მოკლე აღმოჩნდა, რამაც ლიტერატურულ საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

სოციალურ ქსელში სხვადასხვა ავტორებმა (რომელთა შორისაც "საბას" წინა წლების გამარჯვებულებიც იყვნენ), კრიტიკულად შეაფასეს მოკლე სია და აღნიშნულის სავარაუდო მიზეზებზეც ისაუბრეს. AMBEBI.GE რამდენიმე ავტორს და კრიტიკოსს დაუკავშირდა აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ.

კითხვაზე, რამ გამოიწვია ნომინანტების მკვეთრად შემცირებული სიის გამოქვეყნება და ხომ არ შეიძლება უკავშირდებოდეს ეს ფინანსურ მხარეს, როგორც ამას სიის კრიტიკოსები მიიჩნევენ, ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული გვპასუხობს, რომ შესაძლოა ღირსეული ავტორები გარკვეულ ფინანსურ ინტერესებს შეეწირნენ:

- ზოგადად "საბას" კონკურსის ტრადიციას თუ გადავხედავთ, ყოველთვის საკმაოდ დიდი "შორტლისტი" იყო და ზოგიერთი ავტორი სიაში შეყვანასაც არ იმსახურებდა. წელს მოხდა საპირისპიროდ: კომიკურად მოკლე სიაა შედგენილი, სია არც ითქმის. ძნელია ასე ოფიციალურად თქვა, რასთან არის ასე მოკლე სია დაკავშირებული, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ფინანსურ მხარესთანაა კავშირში. ვიცით, რომ "საბას" დაჯილდოება ფრანფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება და იმიტომ მოხდა ასე მოკლე სიის შედგენა, რაც ძალიან ცუდია! ლიტერატურული კონკურსისთვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მხატვრული ღირებულება და არა საბანკო და ფინანსური ინტერესები...

თუ გრძელ სიას გადავხედავთ, აბსოლუტურად დავრწმუნდებით, რომ არსებობდა იმის პოტენციალი, რამდენიმე ავტორი გასულიყო "შორთლისტში". დარწმუნებული ვარ მოხვდებოდა კიდეც, სხვა მოცემულობა რომ არ ყოფილიყო და კონკურსი ფრანკფურტში არ ტარდებოდეს... წიგნის მხატვრული ღირებულება ჩაანაცვლა ფინანსურმა ინტერესმა. როდესაც არაადეკვატური მითითებაა ჟიურის მიმართ, რომ მაქსიმალურად მოკლე სიები შეედგინათ, იქ ავტორებიც იჩაგრებიან და ლიტერატურული პროცესიც. სწორი იქნებოდა ჟიურის წევრებში თუ ეს ყველაფერი გარკვეულ პროტესტს გამოიწვევდა. მე პირადად ჟიურის წევრი რომ ვყოფილიყავი, პროტესტს აუცილელად გამოვთქვამდი...

ტენდენცია, რომ მაქსიმალურად მოკლე სია იქნებოდა, თავიდანვე შეიმჩნეოდა. ამოღებული იყო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაცია და ესეც მაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილება ფინანსური კუთხით მიიღეს. თუ რატომ დაიჩაგრა ლიტერატურული კრიტიკა, ამის შესახებ ჯერ პასუხი არ მიგვიღია... გასაგებია, რომ ეს არის კონკრეტული ბანკის მიერ დაწესებული პრემია და მას სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, მის მიმართ ბევრი მოთხოვნები და პრეტენზიები ვერ გვექნება. თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ ამ პრემიამ საზოგადოებრივი ტრადიცია შექმნა, საქმე ლიტერატურას ეხება და არა კომერციულ, საბანკო ოპერაციებს, არ შეიძლება კომერციულ ინტერესს ლიტერატურული ინტერესი შევწიროთ! ჩვენ კი სერიოზულად ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან კომიკური სიტუაციაა იმ მხრივ, რომ რამდენიმე ათასი ევროს გამო, ასეთმა სერიოზულმა ორგანიზაციამ ავტორების სია შეამოკლა! ჩატარდეს "საბას" კონკურსი ღირსეულად და არა ისე, რომ ორი ავტორიდან გვიწევდეს საუკეთესოს არჩევა!" - გვითხრა დორეულმა.

ავტორების მოკლე სიას საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა ახალგაზრდა ავტორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე. მისი ახალი პოეტური კრებული - "მოწითალო და მოშავო" მკითხველის ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა ის ნომინანტებს შორის ვერ მოხვდა. ლორთქიფანიძე აღნიშნავს, რომ ნომინაციის გარეშე დატოვება, თანაც ზედიზედ, რამდენიმე წლის განმავლობაში, უბრალოდ უსამართლობაა:

"პირველ რიგში ვულოცავ ფინალისტებს, რამდენიმე მათგანს არ ვიცნობ, რამდენიმე არ მაქვს წაკითხული, ზოგი წაკითხული მაქვს და მომწონს, ზოგი წაკითხული მაქვს და არ მომწონს, ზოგი ძალიან ძვირფასი ადამიანია ჩემთვის. ნებისმიერ შემთხვევაში, გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ყველას. რაც შემეხება მე, "უჰ მკიდია მე კონკურსები" და ეგეთები სისულელეა, მესმის, რომ არც ერთი კონკურსით არც იწყება წიგნის ისტორია და არც სრულდება, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლების განმავლობაში "საბა" ქვეყნის მთავარ ლიტერატურულ პრემიად ჩამოყალიბდა, ბუნებრივია ნებისმიერი ავტორი მოელის და ნებისმიერისთვის აქვს მნიშვნელობა, თუკი თვლის რომ იმსახურებს, როგორი "ანარქისტიც" არ უნდა იყოს.

ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ისეთი კრებულია ეგ, არ მოუხდებოდა ბანკის გაცემული ჯილდოო, რაშიც, იდეაში კი ვეთანხმები, უბრალოდ მჯერა ჟიურის დამოუკიდებლობის და ამიტომ მწყინს "მოწითალო და მოშავოს" ვერმოხვედრა, თორემ ისე, მაგ წიგნს ოდესმე მზესუმზირის გამყიდველები თუ წაიკითხავენ, გვერდებს "კულოკებად" გადააკეთებენ და გამოადგებათ - ეგ უფრო გამიხარდება.

რაც შეეხება წიგნს, როცა "ლურჯი" ვერ მოხვდა დებიუტში, გამიკვირდა, მაგრამ მივიღე ეს როგორც გამოწვევა, რომ გავზრდილიყავი, როგორც ავტორი და ჩემზე გავლენა შინაგან ხმას უფრო მოეხდინა, ვიდრე რაღაც აღიარებას. როცა "გამჭვირვალე" ვერ მოხვდა ფინალში, მეწყინა, რადგან ვთვლიდი, რომ კარგი კრებულია და შეიძლება არ მოეგო, მაგრამ მინიმუმ ფინალში მოხვედრილიყო. ახლა "მოწითალო და მოშავო" ვერ ხვდება ფინალში და გულწრფელად ძალიან მწყინს, რადგან მეგონა, ობიექტურად ვთვლიდი, რომ ობიექტურად კარგი ტექსტია და მით უფრო, რომ ამ ტექსტისთვის ძალიან ბევრი რამ გავიღე. ერთი სიტყვით, მგონია რომ ეს უსამართლობაა. იმედი მაქვს ჟიურიმ წაიკითხა მაინც და ისე გადაწყვიტა, არგუმენტირებულად. და თუ ასეა, ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი არგუმენტების მოსმენა, იქნებ საერთოდ არასწორ მხარეს ვიყურები და უცებ გავსხივოსნდე… პ.ს. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩემ მკითხველს, ვინც გაიზიარა "მოწითალო და მოშავო", ვისზეც იმოქმედა ამ წიგნმა და ვინც უგულშემატკივრა ამ ტექსტს" - წერს ლორთქიფანიძე.

ახალგაზრდა მწერალი მარი ბექაური ერთ-ერთია იმ იღბლიან ნომინანტებს შორის, რომლებიც საუკეთესო რომანის ნომინაციაში აარჩიეს "საბას" ჟიურის წევრებმა. ბექაურის "ანას მომენტი" ოთხ სხვა ავტორთან ერთად იზიარებს ამ ნომინაციას. მარი ბექაურს მისი ზოგიერთი კოლეგის და ლიტერატურული საზოგადოების ეჭვების შესახებ ვუთხარით და ვკითხეთ, რით შეიძლება იყოს გამოწვეული კონკურსის მოკლე სია:

"წიგნები, რომლებზეც გამოითქვა გულისტკივილი, რომ სიაში ვერ მოხვდა, სამწუხაროდ წაკითხული არ მაქვს. თუმცა, ალექსანდრე ლორთქიფანიძე უნიჭიერესი ადამიანია და ვფიქრობ, რომ მისი წიგნი კარგი იქნებოდა თუ მოხვდებოდა. აუცილებლად წავიკითხავ ახლო მომავალში, მაგრამ იქედან გამომდინარე, როგორც წერს, დარწმუნებული ვარ მისი წიგნი კარგი იქნება... ბევრ რამეზე ვერ ვიმსჯელებ. თუნდაც "შორთლისტში" მოხვედრილ წიგნებზე, რადგან მათი უმეტესობა წაკითხული არ მაქვს... ჟიურის წევრი სამჯერ ვიყავი მე თვითონ და აქედან გამომდინარე ვიცი, რომ ყველაფერი ჟიურის წევრების გემოვნებაზეა დამოკიდებული.

მე მაგალითად, აბსოლუტურად სხვა ათი ფავორიტი მყავდა და ზვიად კვარაცხელიას სრულიად სხვა... გააჩნია ადამიანი ლიტერატურაში უპირატესობას რას ანიჭებს. ზოგისთვის მწერლის ესთეტიკაა ყველაზე მნიშვნელოვანი, ზოგისთვის სიუჟეტის განვითარება... ცოტა მეუცნაურა ერთ ნომინაციაში რომ მხოლოდ ორი ავტორია. მართლა გულწრფელად გეუბნებით რომ ორივე მიზეზს ვუშვებ: ან ცოტა ხალხი უნდა ყოფილიყო, ან მხოლოდ ეს ორი წიგნი მიიჩნია ჟიურიმ საჭიროდ... ჩვენ არ უნდა დაგვაწყდეს, რომ ამ სიას აკლია საუკეთესო თარგმანის ნომინაცია. თარგმანში ბევრად მეტი ნომინანტი არის ხოლმე წარდგენილი, ვიდრე სხვა ნომინაციაში... სექტემბერში ამ სიას კიდევ დაემატება ხალხი და სია შეიძლება ბევრად უფრო გაიზარდოს... პირადად ჩემი დამოკიდებულება კონკურსების მიმართ ასეთია: თუ რამე კონკურსზე გავალ, მიხარია, თუ არა და არ მწყინს, არ მაინტერესებს... ჟიურის წევრი თვითონ ვყოფილვარ და ვიცი მათი მუშაობის სპეციფიკა... წელს "საბას" დაჯილდოება გამორჩეულია იმ მხრივ, რომ დაჯილდოება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება და ბუნებრივია სურვილი მეტი იყო "შორთლსტში" მოხვედრის" - ამბობს ბექაური.

"საბას" 2017 წლის გამარჯვებული, მწერალი ალეკო შუღლაძე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნულ ლიტერატურულ კონკურსს, კიდევ ერთ კონკურსს - "ლიტერას" ადარებს. "გადამალვის" ავტორი უცნაურობას სწორედ ამაში ხედავს - ორი ლიტერატურული კონკურსის არც ერთი ნომინაციის ნომინანტები ერთმანეთს არ დაემთხვნენ:

ფოტო: okmagazine

"კითხვა რომელიც გამიჩნდა, მერწმუნეთ არავის შეურაცხყოფს, ჟიურის არცერთ წევრს, არც კონკურსში მონაწილე რომელიმე ავტორს, უბრალოდ, პირადად მე მაოცებს და მაორებს. ორი სიის შედარებისას ძალიან დიდი უცნაურობები აღმოვაჩინე. საუბარია ლიტერასა და საბას კონკურსების მოკლე სიებზე და გამარჯვებულებზე.

გარჩევებზე და ახსნებზე ვერ გადავალ, პასუხები არ მაქვს, უბრალოდ სტატისტიკას ვდებ: "ლიტერას" გამარჯვებული ნაირა გელაშვილი საერთოდ ვერ ხვდება „საბას“ ხუთეულში (ანუ თავში პირველი აზრი რაც მომდის - ან ძალიან მაგარია და ან არ ვარგა.) ლიტერამ გრანპრი გადასცა და აქ ხუთეულში ვერ მოხვდა!!! (კომენტარებში გაირკვა, რომ არ შეუტანია თავისი ნაწარმოები, ამიტომ ეს უცნაურობა აღარ არის უცნაურობა, ანუ აქ გადავრჩით).

შემდეგ: საბას პროზაულ კრებულში არის სულ ორი ნომინანტი. აქედან ერთ-ერთი ლევან მუსხელიშვილია. ანუ სულ ორია, მეტი არა. და ერთ-ერთი ლევან მუსხელიშვილია. მაგრამ ლევან მუსხელიშვილი ერთი თვით ადრე საერთოდ ვერ ხვდება ლიტერას პროზაული კრებულის მოკლე სიაში, რომელშიც 6 ავტორია. აქ თითქმის გამარჯვებულია და იქ საერთოდ არ იყო!!! ექვსშიც ვერ მოხვდა!!! გარდა ამისა, ლიტერას იგებს ბექა ქურხული, რომელიც საბას ორეულში ვერ მოხვდა. ვაგრძელებთ: ლიტერას პოეტურ კრებულს იგებს ლელა სამნიაშვილი (ორი გამარჯვებულიდან ერთი), რომელიც საბას 5 კაცში ვერ ხვდება!!! თქვენ ალბათ იტყვით მერე რაო, მაგრამ გაანალიზეთ და მერე თქვით.

ახლა კი უსაოცრესი რამ პრიზი - საუკეთესო დებიუტი. უკომენტაროდ - ეს ლიტერას მოკლე სიაა:

1. ბაკურ გაბუნია, „Vita Brevis“, გამომცემლობა „ინტელექტი“ 2. ქეთევან მეფარიძე, „მეზობლად“, გამომცემლობა „ინტელექტი“ 3. გურამ მაცხონაშვილი, „გლდანი“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ 4. ელის დოჯსონი „რაფლეზია“, გამომცემლობა „პალიტრა L“ 5. შორენა ხუხუა, „შემოვალ ეტლით“, გამომცემლობა „პალიტრა L“

ეს კი საბასი: 1. საბა ლეკვეიშვილი (მთარგმნელი) - რეიჩელ კონი, დევიდ ლევითანი „ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) 2. გაბრიელ ტანიე, „ქანაანის შვილები“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) 3. ზურა ჯიშკარიანი, „საღეჭი განთიადები: უშაქროდ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) ანუ ძალიანაც რომ მოგინდეს გადაკვეთის წერტილებს ვერ იპოვი, ვერცერთს. ძმანო, დანო და ჟიურნო - დავიბენი. უბრალოდ გავიხუმრებ, არავის ეწყინოს რა: ჟიური სხვადასხვა პლანეტიდანაა?" - წერს "საბას" 2017 წლის გამარჯვებული მწერალი ალეკო შუღლაძე.

"საბას" ჟიურის ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, AMBEBI.GE-ს მათთან დაკავშირების და ავტორების თუ კრიტიკოსების მოსაზრებების გაზიარების საშუალება არ მოგვეცა. მაგრამ, ორი დღის განმავლობაში ვცდილობდით დავკავშირებოდით ლიტერატურული კონკურსის "საბას" ორგანიზატორებს, თუმცა ამაოდ... ჩვენ ვეცდებით კონკურსის წარმომადგენლების კომენტარის მოპოვებას და ლიტერატურულ საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე პასუხების გაცემას.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს