ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ - "საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე"

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი გამარჯვების შემდეგ - "საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე"

საუკეთესოდ არა, მაგრამ ჭკვიანურად ვითამაშე, - ამის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში, გერმანიის ღია ჩემპიონატის მოგების შემდეგ განაცხადა.

"თანაბარი თამაში იყო, საუკეთესოდ არ მიასპარეზია, ჭკვიანურად ვითამაშე. გამარჯვების მცირე შანსი მქონდა და გამოვიყენე. ემოციების გაკონტროლება მოვახერხე. ბედნიერი და დაღლილი ვარ, დავისვენებ და ავსტრიული ტურნირისთვის მოვემზადები. ორი თვეა ახალ მწვრთნელთან ერთად ვმუშაობ, რამდენიმე თამაში მაღალ დონეზე ჩავატარე. ტურნირის მოგება ადვილი არ იყო. თუმცა, ამით ჩემთვის არაფერი შეცვლილა, წარმატება უფრო თავდაჯერებულს გამხდის.

ჩემი გამარჯვება საქართველოში ჩოგბურთის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ბავშვები უფრო სერიოზულად მიუდგებიან საქმეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ ტურნირის მომგები პირველი ქართველი ვარ", - განაცხადა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

გუშინ, ჰამბურგში, გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5). ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ