სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზღაპრული ცხოვრებიდან დევნილობამდე - როგორ ცხოვრობენ ახლა პაბლო ესკობარის შვილები
ზღაპრული ცხოვრებიდან დევნილობამდე - როგორ ცხოვრობენ ახლა პაბლო ესკობარის შვილები

სე­რი­ა­ლის „ნარ­კო­ბა­რო­ნი“ (Narcos) ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლამ­დე ბევ­რმა არ იცო­და, რომ „კო­კა­ი­ნის მეფე“, ცნო­ბი­ლი კო­ლუმ­ბი­ე­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტი პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი მზრუნ­ვე­ლი მამა იყო.

ეს­კო­ბა­რის შვი­ლებ­მა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხე­ლე­ბი შე­იც­ვა­ლეს. მა­ნუ­ე­ლა ხუ­ა­ნა მა­ნუ­ე­ლა მა­რო­კინ სან­ტო­სი გახ­და, ხუან პაბ­ლო კი - სე­ბას­ტი­ან მა­რო­კი­ნი. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ.

სე­ბას­ტი­ა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რი და ორა­ტო­რია, მან, ასე­ვე, და­წე­რა წიგ­ნი „პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი, მა­მა­ჩე­მი“.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სე­ბას­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხუან პაბ­ლო ეს­კო­ბა­რად დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ აღარ სურ­და, რომ ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

მა­რო­კი­ნი ყვე­ბა, რომ პაბ­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ოჯა­ხის წევ­რებს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბით თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნაც კი არ შე­ეძ­ლოთ. თავ­შე­საფ­რის­თვის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას მი­მარ­თეს, დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს ვა­ტი­კან­საც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდნენ, რომ გვა­რის შეც­ვლა ერ­თა­დერ­თი იმე­დი შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო.

მა­რო­კი­ნის თქმით, ბავ­შვო­ბი­დან იცო­და, რომ მისი მამა კრი­მი­ნა­ლი იყო.

„შვი­დი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­თხრა - „მე ბან­დი­ტი ვარ, ფულს ასე ვშო­უ­ლობ“, - იხ­სე­ნებს სე­ბას­ტი­ა­ნი.

ნარ­კო­ბა­რო­ნის შვილ­მა ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზა აირ­ჩია, ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. მო­რო­კი­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობს, ხში­რად გა­მო­დის სი­ტყვით, სა­უბ­რობს ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მებ­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე. 1999 წელს სე­ბას­ტი­ა­ნი შეხ­ვდა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის როდ­რი­გო ლა­რა­სა და კო­ლუმ­ბი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ლუის კარ­ლოს გა­ლა­ნის შვი­ლებს. მათი მა­მე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ პაბ­ლო ეს­კო­ბარ­მა მოკ­ლა. სე­ბას­ტი­ან­მა მა­მის ნაც­ვლად ოჯა­ხის სა­ხე­ლით მათ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

მა­რო­კი­ნის თქმით, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც მა­მის მიერ მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი შეხ­ვედ­რას და­თან­ხმდნენ.

„მათ მი­თხრეს, რომ მეც პაბ­ლო ეს­კო­ბა­რის მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი. არ ვიცი, ეს სი­მარ­თლეა თუ არა. თუმ­ცა, თუ მე მსხვერ­პლი ვარ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი არ ვიმ­სა­ხუ­რებ კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბის­გან რა­ი­მე სიმ­პა­თი­ას,“ - აღ­ნიშ­ნავს სე­ბას­ტი­ა­ნი.

მა­რო­კი­ნი 17 წლის იყო, რო­დე­საც მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. მას ნათ­ლად ახ­სოვს პაბ­ლო ეს­კო­ბა­რის ცხოვ­რე­ბა, მისი მტრე­ბი. თუმ­ცა ნარ­კო­ბა­რო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, სან­ტო­სის ცხოვ­რე­ბა სულ სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა.

პაბ­ლო რომ გარ­და­იც­ვა­ლა, სან­ტო­სი 10 წლის იყო. მა­მის შე­სა­ხებ მას ძმას­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი ახ­სოვს. სან­ტოს­მა არ­ჩია, ნაკ­ლე­ბად ყო­ფი­ლი­ყო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, შე­სა­ბა­მი­სად, ეს­კო­ბა­რის უმ­ცრო­სი შვი­ლის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან ცოტა რამ არის ცნო­ბი­ლი. მე­დი­ამ შეძ­ლო გა­ერ­კვია, რომ სან­ტო­სი ფლობს მა­მის ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო არ ჩა­მო­არ­თვეს.

გო­გო­ნა 1984 წლის 25 მა­ისს და­ი­ბა­და. მა­მამ გა­და­წყვი­ტა, მა­ნუ­ე­ლას სკო­ლა­ში არ ევლო და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ეს­კო­ბა­რებ­თან სახ­ლში და­დი­ოდ­ნენ.

ეს­კო­ბა­რის ქა­ლიშ­ვილს, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე, ნამ­დვი­ლი პრინ­ცე­სას ბავ­შვო­ბა ჰქონ­და. პაბ­ლო შვი­ლე­ბის ყვე­ლა სურ­ვილს ას­რუ­ლებ­და. რო­დე­საც ოჯახს მთებ­ში და­მალ­ვა მო­უ­წია, მა­ნუ­ე­ლა რომ გა­ეთ­ბო, ეს­კო­ბარ­მა 2 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაწ­ვა.

პაბ­ლო ქა­ლიშ­ვილს დაჰ­პირ­და, რომ მა­ნუ­ე­ლა მის­თვის ბოლო შვი­ლი იქ­ნე­ბო­და. სი­ტყვა რომ არ და­ერ­ღვია, ერთ-ერთ საყ­ვა­რელს, რო­მე­ლიც ნარ­კო­ბა­რო­ნის­გან იყო ორ­სუ­ლად, აბორ­ტი გა­ა­კე­თე­ბი­ნა.

პაბ­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი მა­ნუ­ე­ლას ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად და­მალ­ვა მო­უხ­და. სა­ხე­ლი შე­იც­ვა­ლა. არ­გენ­ტი­ნა­ში სა­ბო­ლო­ოდ და­სახ­ლე­ბამ­დე დე­დას­თან და ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და ეკ­ვა­დორ­ში, პე­რუ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­ში, სამ­ხრეთ აფ­რი­კა­სა და მო­ზამ­ბიკ­ში. მას შემ­დეგ მა­ნუ­ე­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
pante
4

ნაგავი

kaifari
11

მადლობა პაბლო, ნატელში იყოს შენი სული. ლეგენდა ხარ და ლეგენდები არ კვდებიან, შენ ჩვენს ვენებში ცხოვრობ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ზღაპრული ცხოვრებიდან დევნილობამდე - როგორ ცხოვრობენ ახლა პაბლო ესკობარის შვილები

ზღაპრული ცხოვრებიდან დევნილობამდე - როგორ ცხოვრობენ ახლა პაბლო ესკობარის შვილები

სერიალის „ნარკობარონი“ (Narcos) ეკრანზე გამოსვლამდე ბევრმა არ იცოდა, რომ „კოკაინის მეფე“, ცნობილი კოლუმბიელი კონტრაბანდისტი პაბლო ესკობარი მზრუნველი მამა იყო.

ესკობარის შვილებმა მამის გარდაცვალების შემდეგ სახელები შეიცვალეს. მანუელა ხუანა მანუელა მაროკინ სანტოსი გახდა, ხუან პაბლო კი - სებასტიან მაროკინი. ისინი ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ.

სებასტიანი არქიტექტორი და ორატორია, მან, ასევე, დაწერა წიგნი „პაბლო ესკობარი, მამაჩემი“.

ერთ-ერთ ინტერვიუში სებასტიანმა განაცხადა, რომ ხუან პაბლო ესკობარად დარჩენა მხოლოდ იმიტომ აღარ სურდა, რომ ცოცხალი გადარჩენილიყო.

მაროკინი ყვება, რომ პაბლოს გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებს საკუთარი სახელებით თვითმფრინავის ბილეთების შეძენაც კი არ შეეძლოთ. თავშესაფრისთვის რამდენიმე ქვეყანას მიმართეს, დახმარება სთხოვეს ვატიკანსაც, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ გვარის შეცვლა ერთადერთი იმედი შეიძლებოდა, ყოფილიყო.

მაროკინის თქმით, ბავშვობიდან იცოდა, რომ მისი მამა კრიმინალი იყო.

„შვიდი წლის ვიყავი, როდესაც მითხრა - „მე ბანდიტი ვარ, ფულს ასე ვშოულობ“, - იხსენებს სებასტიანი.

ნარკობარონის შვილმა ცხოვრების სრულიად განსხვავებული გზა აირჩია, ოჯახური ბიზნესის გაგრძელებაზე უარი თქვა. მოროკინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, ხშირად გამოდის სიტყვით, საუბრობს ნარკოპოლიტიკის რეფორმებსა და ძალადობის პრევენციაზე. 1999 წელს სებასტიანი შეხვდა იუსტიციის მინისტრის როდრიგო ლარასა და კოლუმბიის ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ლუის კარლოს გალანის შვილებს. მათი მამები, სავარაუდოდ, სწორედ პაბლო ესკობარმა მოკლა. სებასტიანმა მამის ნაცვლად ოჯახის სახელით მათ ბოდიში მოუხადა.

მაროკინის თქმით, ძალიან გაუკვირდა, როდესაც მამის მიერ მოკლული ადამიანების შვილები შეხვედრას დათანხმდნენ.

„მათ მითხრეს, რომ მეც პაბლო ესკობარის მსხვერპლი ვიყავი. არ ვიცი, ეს სიმართლეა თუ არა. თუმცა, თუ მე მსხვერპლი ვარ, ამ შემთხვევაშიც კი არ ვიმსახურებ კოლუმბიელებისგან რაიმე სიმპათიას,“ - აღნიშნავს სებასტიანი.

მაროკინი 17 წლის იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა. მას ნათლად ახსოვს პაბლო ესკობარის ცხოვრება, მისი მტრები. თუმცა ნარკობარონის ქალიშვილის, სანტოსის ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა.

პაბლო რომ გარდაიცვალა, სანტოსი 10 წლის იყო. მამის შესახებ მას ძმასთან შედარებით ნაკლები ახსოვს. სანტოსმა არჩია, ნაკლებად ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტრში, შესაბამისად, ესკობარის უმცროსი შვილის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი. მედიამ შეძლო გაერკვია, რომ სანტოსი ფლობს მამის ქონებას, რომელიც კრიმინალური საქმიანობის გამო არ ჩამოართვეს.

გოგონა 1984 წლის 25 მაისს დაიბადა. მამამ გადაწყვიტა, მანუელას სკოლაში არ ევლო და მასწავლებლები ესკობარებთან სახლში დადიოდნენ.

ესკობარის ქალიშვილს, მამის გარდაცვალებამდე, ნამდვილი პრინცესას ბავშვობა ჰქონდა. პაბლო შვილების ყველა სურვილს ასრულებდა. როდესაც ოჯახს მთებში დამალვა მოუწია, მანუელა რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა.

პაბლო ქალიშვილს დაჰპირდა, რომ მანუელა მისთვის ბოლო შვილი იქნებოდა. სიტყვა რომ არ დაერღვია, ერთ-ერთ საყვარელს, რომელიც ნარკობარონისგან იყო ორსულად, აბორტი გააკეთებინა.

პაბლოს გარდაცვალების შემდეგ კი მანუელას ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დამალვა მოუხდა. სახელი შეიცვალა. არგენტინაში საბოლოოდ დასახლებამდე დედასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ეკვადორში, პერუში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და მოზამბიკში. მას შემდეგ მანუელაზე ინფორმაციის მოძიება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

"რას გააკეთებდა იოსებ სტალინი 2020 წელს? - პანდემიას დაამარცხებდა... ვაქცინასაც სწრაფად შექმნიდნენ" - რას წერს რუსული გამოცემა

"ჩემი საგვარეულო რეცეპტია, ეს არის იდეალური "იდეალი“ - დალი ჩიტალაძის სადღესასწაულო ნამცხვრის რეცეპტი

"სიყვარული იმარჯვებს, დაგვიჯერეთ" - მეგანისა და ჰარის პირველი ერთობლივი პოდკასტი და გუწრფელი საუბარი ბრიტანეთიდან წასვლის შემდეგ