ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

ინდონეზიაში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოყვა

ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ Channel NewsAsia კატასტროფათა ლიკვიდაციის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე სააგენტოს მონაცემებით, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვირას, ადგილობრივი დროით 6:47 საათზე ვულკან რინჯანის სიახლოვეს მოხდა. ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კუნძულ ბალიზეც.აღნიშნულ მიწისძვრას 11 აფთერშოკი თან ახლდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"