27 ივლისს მსოფლიომ ბოლო საუკუნის ყველაზე "სისხლიანი მთვარე" იხილა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე ხანგრძლივ მთვარის დაბნელებას ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკის, ავსტრალიის, აზიის დიდი ნაწილისა და სამხრეთ ამერიკის მაცხოვრებლები აკვირდებოდნენ.
დედამიწამ მზესა და მთვარეს შორის გაიარა, რის გამოც მისი ჩრდილი დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეცა და მას მოწითალო ფერი მისცა. მთვარის სრული დაბნელება ჯამში 1 საათისა და 43 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
მთვარის სრულ დაბნელებას მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აკვირდებოდნენ და პროფესიონალმა თუ მოყვარულმა ფოტოგრაფებმა მრავალი შთამბეჭდავი კადრი გადაიღეს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს (მთავარი ფოტო: Aris Mesenisi)
რუსეთი, Yegor Aleyev/TASS

თურქეთი, Anadolu Agency/Getty Images

საბერძნეთი, Alkis Konstantinidis/Reuters

საბერძნეთი, Aris Mesenisi

იტალია, GETTY

გერმანია, Clemens Bilan/EPA

და ბონუსად ქართველი ასტროფოტოგრაფის, დავით დვალის ფოტო თბილისიდან:
