კაიროს ზოოპარკში ვირს ზებრის ზოლები დაახატეს - ვირმა კი საკუთარი თავი "გასცა"

კაიროს ზოოპარკში ვირს ზებრის ზოლები დაახატეს - ვირმა კი საკუთარი თავი "გასცა"

ეგვიპტეში, კაიროში მდებარე ზოოპარკში, სავარაუდოდ, ვირს ზებრის ზოლები დაახატეს, თუმცა ზოოპარკის დირექტორი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

CNN-ის ინფორმაციით, 18 წლის მაჰმუდ სარჰანი ცოტა ხნის წინ გახსნილ ზოოლოგიურ პარკს სტუმრობდა, როდესაც ერთ-ერთ ცხოველს უცნაური რამ შენიშნა. სარჰანის თქმით, ვირს, რომელსაც ზებრის ზოლები დაახატეს, სახე შავი საღებავით ჰქონდა მოთხუპნილი, ყურები კი სულაც არ ჰგავდა ზებრისას.

ცხოველის სურათი მაჰმუდმა „ფეისბუქზე“ გააზიარა, სულ მალე კი მისი ფოტო უამრავმა ადამიანმა ნახა.

ზოოპარკის დირექტორი, მოჰამედ სულტანი კი ამტკიცებს, რომ ზებრა ნამდვილია და ვირი არ შეუღებავთ. მისივე თქმით, ცხოველებს დიდ ყურადღებას აქცევენ.

თუმცა, ცხოველთა დამცველი ჯგუფი PETA არ ეთანხმება მის განცხადებას ცხოველების მოვლის შესახებ. აქტივისტებმა ფოტოს ნახვის შემდეგ განაცხადეს, რომ ვირის დაჭერა და მისი სხეულის მოხატვა ქიმიური საღებავით ცხოველებზე ზრუნვას სულაც არ ნიშნავს. საღებავმა, შესაძლოა, ალერგიული რეაქციაც გამოიწვიოს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზოოპარკი ცდილობს, ვიზიტორები შეცდომაში შეიყვანოს. 2013 წელს ჩინეთში მდებარე ერთ-ერთი ზოოპარკი გრძელბეწვიან ძაღლს ლომად ასაღებდა, თანაც იმის მიუხედავად, რომ „ლომი“ მუდმივად ყეფდა.

"ხანდახან ადამიანისგან ძალიან ბევრს ელოდები და იმედს გიცრუებს“ - როგორ აფასებს ლევან კობიაშვილი "მასტერშეფის“ მესამე სეზონს

რომელი ზებრა უყურებს კამერას? - თავსატეხი, რომელმაც სოციალურ ქსელში ათასობით ადამიანი დააბნია

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია