მტვრის ღრუბელი ბაქოშიც შენიშნეს - რას ამბობენ აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროში

მტვრის ღრუბელი ბაქოშიც შენიშნეს - რას ამბობენ აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროში

ბაქოში და აფშერონის ნახევარკუნძულზე უკვე რამდენიმე დღეა, მტვრის რაოდენობა დასაშვებ ნორმას 4-ჯერ აჭარბებს.

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოს BAKU.WS-ის ინფორმაციით, ქვეყნის გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის სამინისტროში განმარტავენ, რომ მტვრის ღრუბელი ქვეყნის ტერიტორიაზე თურქმენეთიდან შევიდა.

სამინისტროში ვარაუდობენ, რომ მტვრის მასა ჰაერში დღესაც შენარჩუნდება.

დღეს საქართველოს ტერიტორიაზეც შეინიშნება მტვრის ღრუბელი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულ სააგენტოში თურქმენეთიდან შემოსული მტვრის მასების შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა ამბობენ, რომ აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.

უწყების განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით).

„მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია“, - აცხადებენ სააგენტოს სპეციალისტები.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე