სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან - "მაღალჩინოსნები თავიანთ თავს ხომ არ გაწირავენ?!"
აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან - "მაღალჩინოსნები თავიანთ თავს ხომ არ გაწირავენ?!"

აფხა­ზეთ­ში ე.წ. დე­პუ­ტა­ტებ­მა პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნით და­ამ­ტკი­ცეს ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის­თვის სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ან სიკ­ვდი­ლით დას­ჯა, მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ით. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში ბოლო სა­გა­ზა­ფხუ­ლო "სე­სი­ა­ზე" მი­ი­ღეს.

ე.წ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის თქმით, უკვე კარ­გა ხა­ნია, სის­ხლის სა­მარ­თლის გამ­კაც­რე­ბის რე­ა­ლო­ბა დად­გა, რად­გან “ქვე­ყა­ნა­ში" ბოლო დროს, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ზრდის და არას­რულ­წლოვ­ნე­ბის მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის არა­ერ­თი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და, მათ­გან ზოგი გახ­მა­ურ­და, ზო­გიც - არა... “კა­ნო­ნი” გამ­კაცრ­დე­ბა, “მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის” მი­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

2017 წელს, აფხა­ზე­თის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტში შე­იქ­მნა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბი­სა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ტაბ­ლე­ტე­ბის მოხ­მა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას და­ი­წყებ­და. შე­ი­მუ­შა­ვეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში” ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ მუხლს გა­ამ­კაც­რებ­და. ცნო­ბის­თვის, აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბობს მო­რა­ტო­რი­უ­მი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე, რო­მე­ლიც ახლა, ახა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით შე­იც­ვლე­ბა.

ე.წ. სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის სა­ხელ­მწი­ფო-სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ლე­რი აგრბა გან­მარ­ტავს, რომ სან­ქცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბა არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.

"აფხა­ზეთ­ში უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და მოხ­მა­რე­ბის კუ­თხით. ეს ყვე­ლამ იცის. ამი­ტომ, სა­ჭი­როა კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა მთელ ქვე­ყა­ნა­ში - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უნდა მოხ­დეს, რად­გან ვერც ფი­ნან­სურ­მა და ვერც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ­მა სას­ჯელ­მა შე­დე­გი ვერ აჩ­ვე­ნა..." - ამ­ბობს აგრბა.

ე.წ. პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რის ვა­ლე­რი კვარ­ჩი­ას თქმით, კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს შე­დეგს, თუმ­ცა, მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში მოხ­დეს. აფხა­ზი ე.წ. დე­პუ­ტა­ტე­ბის თქმით, ასე­თი მა­გა­ლი­თე­ბი არ­სე­ბობს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ აზი­ა­ში და შე­დე­გიც არის - იმ ქვეყ­ნებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რი ბრუნ­ვა პრაქ­ტი­კუ­ლად არ არ­სე­ბობს და იქაც კა­ნონპ­რო­ექ­ტი პირ­ვე­ლი­ვე მოს­მე­ნით დამ­ტკიც­და.

“რო­გორც კი სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის არა­ლე­გა­ლურ გავ­რცე­ლე­ბა­ზე კა­ნო­ნი გამ­კაცრ­და, ის შე­წყდა... ამი­ტომ და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცია უნდა მოხ­დეს. სხვა დე­ტა­ლებ­სა და მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ებს პრო­კა­ტუ­რის ორ­გა­ნო­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან..." - აცხა­დე­ბენ აფხა­ზი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი.

აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა არას­წრულ­წლოვ­ნებ­ზე სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე სას­ჯე­ლის უმაღ­ლეს ზო­მის მი­ღე­ბას ში­შით უყუ­რებს და ამ­ბობს, რომ კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა სა­ჭი­როა, ოღონდ ყვე­ლას­თვის, რაც რე­გი­ონ­ში თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია.

“ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მომ­ტა­ნებ­სა და მათ “კრი­შებს” შე­ე­ხე­ბათ სას­ჯე­ლი? - რა თქმა უნდა, არა. ისი­ნი ხომ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან და თა­ვი­ანთ თავს ხომ არ დას­ჯი­ან? ნაც­ნო­ბო­ბა და ჩა­წყო­ბა, გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და უდა­ნა­შა­უ­ლო უპატ­რო­ნო­ე­ბის გა­წირ­ვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­დე­ბა... ისე­ვე, რო­გორც ეს იყო, ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დროს. გი­ლო­ცავთ, ჩვენ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კო­მუ­ნიზ­მი და­აბ­რუ­ნა, თა­ვი­სი სი­მა­ხინ­ჯე­ე­ბით!" - წერს ნა­ტა­ლი ჩამ­ბა.

კი­დევ ერთი აფხა­ზის თქმით, - “პატ­რო­ნი­ა­ნებს ახლა შე­უძ­ლი­ათ ფრთე­ბი გა­შა­ლონ და რაც უნ­დათ ის აკე­თონ, მათ მა­ინც არა­ვინ დას­ჯის... ასე რომ, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მივ­დი­ვართ ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბის შე­მო­ღე­ბამ­დე. თუ უკან დაბ­რუ­ნე­ბაა, ბა­რემ ღირ­სე­უ­ლი იყოს, ჩვენ­ში ხომ ხალ­ხი უფრო სა­მარ­თლი­ა­ნია, ვიდ­რე კა­ნო­ნი..." - წერს ვერა ფი­ფია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან - "მაღალჩინოსნები თავიანთ თავს ხომ არ გაწირავენ?!"

აფხაზეთში ნარკორეალიზატორებს სიკვდილით დასჯიან - "მაღალჩინოსნები თავიანთ თავს ხომ არ გაწირავენ?!"

აფხაზეთში ე.წ. დეპუტატებმა პირველივე მოსმენით დაამტკიცეს ნარკოტიკების რეალიზაციის შეთხვევაში დაკავებული პირისთვის სამუდამო პატიმრობა ან სიკვდილით დასჯა, მის საკუთრებაში არსებული ქონების კონფისკაციით. ეს გადაწყვეტილება, ე.წ. პარლამენტში ბოლო საგაზაფხულო "სესიაზე" მიიღეს.

ე.წ პარლამენტარების თქმით, უკვე კარგა ხანია, სისხლის სამართლის გამკაცრების რეალობა დადგა, რადგან “ქვეყანაში" ბოლო დროს, ნარკოდანაშაულის ზრდის და არასრულწლოვნების მიმართ სექსუალური ძალადობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, მათგან ზოგი გახმაურდა, ზოგიც - არა... “კანონი” გამკაცრდება, “მოქალაქეობის” მიღებასთან დაკავშირებითაც.

2017 წელს, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული ტაბლეტების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებდა. შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც “სისხლის სამართლის კოდექსში” ნარკორეალიზაციის შესახებ მუხლს გაამკაცრებდა. ცნობისთვის, აფხაზეთში არსებობს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, რომელიც ახლა, ახალი სისხლის სამართლის კანონმდებლობით შეიცვლება.

ე.წ. საპარლამენტო კომიტეტის სახელმწიფო-სამართლებრივი პოლიტიკის ხელმძღვანელი ვალერი აგრბა განმარტავს, რომ სანქციების გამკაცრება არსებული რეალობით არის გამოწვეული.

"აფხაზეთში უმძიმესი ვითარებაა ნარკორეალიზაციისა და მოხმარების კუთხით. ეს ყველამ იცის. ამიტომ, საჭიროა კანონის გამკაცრება მთელ ქვეყანაში - ასეთ შემთხვევაში უნდა მოხდეს, რადგან ვერც ფინანსურმა და ვერც ადმინისტრაციულმა სასჯელმა შედეგი ვერ აჩვენა..." - ამბობს აგრბა.

ე.წ. პარლამენტის სპიკერის ვალერი კვარჩიას თქმით, კანონის გამკაცრება აუცილებლად მოიტანს შედეგს, თუმცა, მთავარია, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდეს. აფხაზი ე.წ. დეპუტატების თქმით, ასეთი მაგალითები არსებობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და შედეგიც არის - იმ ქვეყნებში არალეგალური ბრუნვა პრაქტიკულად არ არსებობს და იქაც კანონპროექტი პირველივე მოსმენით დამტკიცდა.

“როგორც კი სექსუალურ ძალადობასა და ნარკოტიკების არალეგალურ გავრცელებაზე კანონი გამკაცრდა, ის შეწყდა... ამიტომ დანაშაულის პრევენცია უნდა მოხდეს. სხვა დეტალებსა და მიმდინარე საქმეებს პროკატურის ორგანოები შეისწავლიან..." - აცხადებენ აფხაზი მაღალჩინოსნები.

აფხაზური საზოგადოება არასწრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობასა და ნარკოტიკების რეალიზაციაზე სასჯელის უმაღლეს ზომის მიღებას შიშით უყურებს და ამბობს, რომ კანონის გამკაცრება საჭიროა, ოღონდ ყველასთვის, რაც რეგიონში თითქმის წარმოუდგენელია.

“ნარკოტიკების შემომტანებსა და მათ “კრიშებს” შეეხებათ სასჯელი? - რა თქმა უნდა, არა. ისინი ხომ მაღალჩინოსნები არიან და თავიანთ თავს ხომ არ დასჯიან? ნაცნობობა და ჩაწყობა, გავლენების გამოყენება და უდანაშაულო უპატრონოების გაწირვა, ჩვეულებრივი გახდება... ისევე, როგორც ეს იყო, ავადსახსენებელი საბჭოთა რეჟიმის დროს. გილოცავთ, ჩვენმა ხელისუფლებამ კომუნიზმი დააბრუნა, თავისი სიმახინჯეებით!" - წერს ნატალი ჩამბა.

კიდევ ერთი აფხაზის თქმით, - “პატრონიანებს ახლა შეუძლიათ ფრთები გაშალონ და რაც უნდათ ის აკეთონ, მათ მაინც არავინ დასჯის... ასე რომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ლინჩის წესით გასამართლების შემოღებამდე. თუ უკან დაბრუნებაა, ბარემ ღირსეული იყოს, ჩვენში ხომ ხალხი უფრო სამართლიანია, ვიდრე კანონი..." - წერს ვერა ფიფია.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი