ხაიშში ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა - რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე

ხაიშში ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა - რა ვითარებაა ამ წუთებში ადგილზე

ხაიშში აქციის მონაწილეებმა ცენტრალური გზა, რომელიც დილიდან პარალიზებული იყო, გახსნეს. ადგილობრივი ზურა ნიჟარაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხელისუფლებასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმება შედგა, რის შემდეგაც მათ გზის სავალი ნაწილი გაათავისუფლეს. ნიჟარაძის თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებმა მათი მოთხოვნა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის გასვლის შესახებ დააკამყოფილეს, თუმცა მოლაპრაკებები კვლავ გრძელდება.

"ერთ-ერთ მოთხოვნა, რაც იყო მაკონტროლებელი ორგანოების გასვლის შესახებ, დაკმაყოფილდა. აგრეთვე გვითხრეს, რომ ათ დღეში აქ ჩამოვლენ მინისტრები და სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები და ჩვენს წინადადებებს მოისმენენ. არც ჩვენ გვინდა ხეების ჭრა, ამიტომ უნდა მოვძებნოთ სხვა გზები. ამას ვითხოვთ უკვე დიდი ხანია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურა ნიჟარაძემ. მისივე თქმით, გზის გახსნის მიუხედავად მოსახლეობა არ იშლება. ადგილზე რჩებიან ხელისუფლების წარმომადგენლებიც. ხაიშში მოსახლეობა სპეცრაზმისა და ფინანსური პოლიციის შესვლას აპროტესტებდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ