სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მე ისეთ ასაკში მოვკვდები... ზღვა ხალხი იქნება ჩემ გასვენებაზეო" - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-17 წლისთავზე მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ
"მე ისეთ ასაკში მოვკვდები... ზღვა ხალხი იქნება ჩემ გასვენებაზეო" - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-17 წლისთავზე მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ

დღეს ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას 43 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. ჟურ­ნა­ლის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მეჩ­ვიდ­მე­ტე წლის­თავს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ემო­ცი­უ­რი პოს­ტე­ბით ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:

ხა­თუ­ნა ჩხა­ი­ძე (გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე):

17 წელი გიოს გა­რე­შე...

სან­დრო სა­ნა­ია (შვი­ლი):

17 წლის წინ ბო­რო­ტე­ბა ვნა­ხე. ეშ­მაკ­მა, მეც კი არა­ფერ­შუ­ა­ში ვარო, არა­და, ხომ იცი, ვგა­ვართ ერ­თმა­ნეთ­სო. სულ ასე მე­უბ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცრუ სა­მო­თხე­ში. 26 წლამ­დე დღი­თი­დღე უფრო ცოტა მა­შო­რებს.

ნი­კო­ლოზ ონე­ლი, ტელე-პრო­დი­უ­სე­რი:

17... ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბო­და...

სახ­ლი­დან რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა გა­მო­აგ­დეს... სხვი­სი სახ­ლი­დან გა­ას­ვე­ნეს... მერე სი­ო­ნი... 26... ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წრო... "თბი­ლი­სე­ლი" არ იყო... ბევ­რი ვერ ჯობ­და თბი­ლი­სე­ლო­ბა­ში... დიპ­ლო­მი არ ჰქონ­და, არც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა... არა­ფე­რი შეშ­ლია... არც ძმო­ბა­ში, არც ძმა­კა­ცო­ბა­ში... ძმა იყო. ძმა­კა­ცი. კარ­გი კაცი - ნამ­დვი­ლი... უყ­ვარ­და და ტკი­ო­და... ომ­შიც იყო... ჰო მარ­თლა დაც­ვა არ დაჰ­ყვე­ბო­და, ეგე­თი "სვე­ტიც" არ იყო... ერთი ნივა ჰყავ­და მე­ქა­ნი­კა... უბ­რა­ლო იყო, ვარ­სკვლა­ვი კი არა უბ­რა­ლო... ამი­ტომ იყო მა­გა­რი... მა­გა­რი რომ იყო იმი­ტომ ეს­რო­ლეს... ასე მარ­ტი­ვად, აი­ღეს და ეს­რო­ლეს... არც არა­ვინ და­მუქ­რე­ბია და არც არა­ვის და­მუქ­რე­ბია... უბ­რა­ლოდ მა­გა­რი იყო.. ამი­ტო­მაც ეს­რო­ლეს... მა­გა­რი... მის თა­ო­ბა­ში, ჩვენ თა­ო­ბა­ში, ყვე­ლა­ზე მა­გა­რი... უხ­მა­უ­რო და ხმა­უ­რი­ა­ნი... დღემ­დე ასეა... მერე რა, რომ თეთრ მარ­მა­რი­ლო­ზე "დარ­ჩა" მისი სა­ხე­ლი... ისე მოხ­და, რომ... ისი­ნი აღარ არი­ან... მტერ­საც არ ვუ­სურ­ვებ... ისე მოხ­და რომ... დაც­ვა არ ჰყო­ლია... ისე, ნი­ვით და­დი­ო­და... 17... წელი გა­სუ­ლა... აი­ღეს და ეს­რო­ლეს... გი­ორ­გი მოკ­ლეს... გი­ორ­გი სა­ნა­ია...

ლია ტოკ­ლი­კიშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და ეს ბიჭი და ის წლე­ბი, რომ­ლე­ბიც მას­თან და სხვა მე­გობ­რებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რე "7 დღე­ში". მისი მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზის ხმა­მაღ­ლა სათ­ქმე­ლად კი­დევ ბევრ ად­გილს და სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ვი­ყე­ნებ. ამას შევ­პირ­დი გიოს იმ 26 ივ­ლისს და ახ­ლაც ამას ვპირ­დე­ბი. გიო!

ლელა ჯღა­მა­ძე, მე­გო­ბა­რი:

გიო გიო გიო... მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ჭრი­ლო­ბა ხარ!!! 1993 წე­ლია... თბი­ლის­ში კო­მენ­და­ტის სა­ა­თია და სა­ღა­მოს 11 სა­ა­თის მერე მოძ­რა­ო­ბა გა­ჩე­რე­ბუ­ლია... მხო­ლოდ ტან­კე­ბი და სამ­ხედ­რო­ე­ბი ავ­ტო­მატ გა­და­კი­დე­ბუ­ლე­ბი და­დი­ან... მე, გი­ორ­გი სა­ნა­ია და და­ვით ნი­ნი­კაშ­ვი­ლი მე­გო­ბარ, ნელი მჟა­ვა­ნა­ძეს­თან ვართ სახ­ლში. ეს სახ­ლი კი ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი­სა და ფა­ლი­აშ­ვი­ლის კუ­თხე­ში მდე­ბა­რე­ობ­და.

ღა­მის 2სა­ათ­ზე, მე, გიომ და და­თომ გა­დავ­წყვი­ტეთ წავ­სუ­ლი­ყა­ვით ფე­ხით, ჯერ ვე­რა­ზე (დამ­ტო­ვებ­დნენ მე) და მერე სო­ლო­ლაკ­ში ავი­დოდ­ნენ... სა­მი­ვეს გვქონ­და სა­ბუ­თი რო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ვი­ყა­ვით და რა­ტომ­ღაც გა­დავ­წყვი­ტეთ რომ ჩვენ­თვის გზა ხსნი­ლი იყო. დე­ტა­ლებ­ში არ მოვ­ყვე­ბი, რა კუ­რი­ო­ზე­ბი გა­დაგ­ვხდა იმ ღა­მეს, მაგ­რამ ამ ერთს გა­ვიხ­სე­ნებ. "სიკ­ვდილს გა­დავ­რჩით სა­მი­ვე" სი­ცი­ლით ვთქვი მე ვე­რა­ზე სახ­ლთან მო­სულ­მა.... გა­ე­ცი­ნა გიოს, ჩა­მი­ხუ­ტა გულ­ში და ასე გვი­თხრა მე და და­თოს: " მე ისეთ ასაკ­ში მოვ­კვდე­ბი ჩემი სათ­ქმე­ლით ხალ­ხს რო ძა­ლი­ან ვეყ­ვა­რე­ბი და ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძესნა­ი­რად ზღვა ხალ­ხი იქ­ნე­ბა ჩემ გას­ვე­ნე­ბა­ზეო" ასე რომ მა­ნამ­დე ჩემ­თან ერ­თად ნუ­რაფ­რის ნუ გე­ში­ნი­აო. სა­მი­ვემ გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რეთ...

და ზუს­ტად 8 წლის მერე 2001 წლის 26 ივ­ლისს, შენი სი­ტყვე­ბი ახდა, გიო!!! მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ და­გი­ტი­რა... მარ­თლა ზღვა ხალ­ხი იყო... და 17 წელი გა­ვი­და რაც აღა­რა­ხარ, მაგ­რამ ყვე­ლას მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ახ­სოვ­ხარ!!

გი­ორ­გი სა­ნა­ი­ას სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი მკვლე­ლო­ბი­დან 17 წელი გა­ვი­და. სა­ნა­ია 2001 წლის 26 ივ­ლისს სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. მე­გობ­რებ­მა მისი და­ღუპ­ვის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ მას შემ­დეგ გა­ი­გეს, რაც 21:00-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" და­წყე­ბამ­დე სა­ნა­ია სამ­სა­ხურ­ში არ გა­მო­ცხად­და.

ჟურ­ნა­ლის­ტის მკვლე­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მო­ტი­ვებს უკავ­ში­რებ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბამ კი მკვლე­ლო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად პი­რა­დი მო­ტი­ვე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვას 13 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, თუმ­ცა ოჯა­ხის წევ­რე­ბი დღემ­დე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ რე­ა­ლუ­რი მკვლე­ლი და მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი და­უს­ჯე­ლია. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვერ­სი­ას არ ენ­დო­ბი­ან.

ია
0

ბევრი მკვლელობაა გაუხსნელი: გ. სანაია, ზვიადი, მერაბ კოსტავა, , ჭანტურია, კიწმარიშვილი, პატარკაციშვილი,,უბრალო მოქალაქეების გაუხსნელი მკვლელობები, რომელი ერთი ჩამოვთვალო? ყველას ნათელი დაადგეს, დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"მე ისეთ ასაკში მოვკვდები... ზღვა ხალხი იქნება ჩემ გასვენებაზეო" - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-17 წლისთავზე მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ

"მე ისეთ ასაკში მოვკვდები... ზღვა ხალხი იქნება ჩემ გასვენებაზეო" - გიორგი სანაიას გარდაცვალებიდან მე-17 წლისთავზე მეგობრები და ოჯახის წევრები იხსენებენ

დღეს ჟურნალისტ გიორგი სანაიას 43 წელი შეუსრულდებოდა. ჟურნალისტის გარდაცვალების მეჩვიდმეტე წლისთავს სოციალურ ქსელებში ოჯახის წევრები, ცნობილი ადამიანები და რიგითი მოქალაქეები ემოციური პოსტებით ეხმაურებიან:

ხათუნა ჩხაიძე (გიორგი სანაიას ყოფილი მეუღლე):

17 წელი გიოს გარეშე...

სანდრო სანაია (შვილი):

17 წლის წინ ბოროტება ვნახე. ეშმაკმა, მეც კი არაფერშუაში ვარო, არადა, ხომ იცი, ვგავართ ერთმანეთსო. სულ ასე მეუბნება. ეს ყველაფერი ცრუ სამოთხეში. 26 წლამდე დღითიდღე უფრო ცოტა მაშორებს.

ნიკოლოზ ონელი, ტელე-პროდიუსერი:

17... ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა...

სახლიდან რუსმა ოკუპანტებმა გამოაგდეს... სხვისი სახლიდან გაასვენეს... მერე სიონი... 26... ყველაფერი მოასწრო... "თბილისელი" არ იყო... ბევრი ვერ ჯობდა თბილისელობაში... დიპლომი არ ჰქონდა, არც უმაღლესი განათლება... არაფერი შეშლია... არც ძმობაში, არც ძმაკაცობაში... ძმა იყო. ძმაკაცი. კარგი კაცი - ნამდვილი... უყვარდა და ტკიოდა... ომშიც იყო... ჰო მართლა დაცვა არ დაჰყვებოდა, ეგეთი "სვეტიც" არ იყო... ერთი ნივა ჰყავდა მექანიკა... უბრალო იყო, ვარსკვლავი კი არა უბრალო... ამიტომ იყო მაგარი... მაგარი რომ იყო იმიტომ ესროლეს... ასე მარტივად, აიღეს და ესროლეს... არც არავინ დამუქრებია და არც არავის დამუქრებია... უბრალოდ მაგარი იყო.. ამიტომაც ესროლეს... მაგარი... მის თაობაში, ჩვენ თაობაში, ყველაზე მაგარი... უხმაურო და ხმაურიანი... დღემდე ასეა... მერე რა, რომ თეთრ მარმარილოზე "დარჩა" მისი სახელი... ისე მოხდა, რომ... ისინი აღარ არიან... მტერსაც არ ვუსურვებ... ისე მოხდა რომ... დაცვა არ ჰყოლია... ისე, ნივით დადიოდა... 17... წელი გასულა... აიღეს და ესროლეს... გიორგი მოკლეს... გიორგი სანაია...

ლია ტოკლიკიშვილი, ჟურნალისტი:

ძალიან მიყვარდა ეს ბიჭი და ის წლები, რომლებიც მასთან და სხვა მეგობრებთან ერთად გავატარე "7 დღეში". მისი მკვლელობის ნამდვილი მიზეზის ხმამაღლა სათქმელად კიდევ ბევრ ადგილს და საშუალებას გამოვიყენებ. ამას შევპირდი გიოს იმ 26 ივლისს და ახლაც ამას ვპირდები. გიო!

ლელა ჯღამაძე, მეგობარი:

გიო გიო გიო... მოუშუშებელი ჭრილობა ხარ!!! 1993 წელია... თბილისში კომენდატის საათია და საღამოს 11 საათის მერე მოძრაობა გაჩერებულია... მხოლოდ ტანკები და სამხედროები ავტომატ გადაკიდებულები დადიან... მე, გიორგი სანაია და დავით ნინიკაშვილი მეგობარ, ნელი მჟავანაძესთან ვართ სახლში. ეს სახლი კი ბერძენიშვილისა და ფალიაშვილის კუთხეში მდებარეობდა.

ღამის 2საათზე, მე, გიომ და დათომ გადავწყვიტეთ წავსულიყავით ფეხით, ჯერ ვერაზე (დამტოვებდნენ მე) და მერე სოლოლაკში ავიდოდნენ... სამივეს გვქონდა საბუთი რო ჟურნალისტები ვიყავით და რატომღაც გადავწყვიტეთ რომ ჩვენთვის გზა ხსნილი იყო. დეტალებში არ მოვყვები, რა კურიოზები გადაგვხდა იმ ღამეს, მაგრამ ამ ერთს გავიხსენებ. "სიკვდილს გადავრჩით სამივე" სიცილით ვთქვი მე ვერაზე სახლთან მოსულმა.... გაეცინა გიოს, ჩამიხუტა გულში და ასე გვითხრა მე და დათოს: " მე ისეთ ასაკში მოვკვდები ჩემი სათქმელით ხალხს რო ძალიან ვეყვარები და ვერიკო ანჯაფარიძესნაირად ზღვა ხალხი იქნება ჩემ გასვენებაზეო" ასე რომ მანამდე ჩემთან ერთად ნურაფრის ნუ გეშინიაო. სამივემ გულიანად გადავიხარხარეთ...

და ზუსტად 8 წლის მერე 2001 წლის 26 ივლისს, შენი სიტყვები ახდა, გიო!!! მთელმა საქართველომ დაგიტირა... მართლა ზღვა ხალხი იყო... და 17 წელი გავიდა რაც აღარახარ, მაგრამ ყველას მთელ საქართველოს ახსოვხარ!!

გიორგი სანაიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობიდან 17 წელი გავიდა. სანაია 2001 წლის 26 ივლისს საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მეგობრებმა მისი დაღუპვის ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც 21:00-საათიანი "კურიერის" დაწყებამდე სანაია სამსახურში არ გამოცხადდა.

ჟურნალისტის მკვლელობას პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებდნენ. გამოძიებამ კი მკვლელობის ოფიციალურ მიზეზად პირადი მოტივები დაასახელა.

მკვლელობაში ბრალდებულ გრიგოლ ხურცილავას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა ოჯახის წევრები დღემდე დარწმუნებულები არიან, რომ რეალური მკვლელი და მკვლელობის დამკვეთი დაუსჯელია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან.

"მეხის გავარდნასავით იყო, ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს ჩვენი დახმარება სჭირდება

"ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ, საქართველოს პრემიერო?!" - გოგა ხაჩიძე ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"სრული თავზარი! კეთილი მეგობარი, გემრიელი დრამერი, ასე აბსურდულად დაკარგული..." - ვინ იყო კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ერთ-ერთი ადამიანი