სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ქართველი დიჯეი, რომელმაც ჯორჯო არმანისთან მუშაობაზე უარი თქვა და მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს
ქართველი დიჯეი, რომელმაც ჯორჯო არმანისთან მუშაობაზე უარი თქვა და მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით არა ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ვინ იცის. „რე­ი­ტინ­გი“ ამ­ჯე­რად გა­გაც­ნობთ ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კოსს, წარ­მა­ტე­ბულ დი­ჯე­ის, რო­მე­ლიც იბი­ცა­ზე ცხოვ­რობს. გი­ორ­გი ქა­და­რია სა­ქარ­თვე­ლო­დან რამ­დე­ნი­მე წლის წინ წა­ვი­და და უცხო ქვე­ყა­ნა­ში ისეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია, ხვალ მსოფ­ლი­ოს ნო­მერ პირ­ველ მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალ­ზე Tomorrowland და­უკ­რავს.

- დი­ჯე­ო­ბამ სკო­ლის ასაკ­ში გა­მი­ტა­ცა. ბოლო კლა­სებ­ში ვუკ­რავ­დი კი­დეც, მაგ­რამ ეს უფრო რა­დი­ოს დო­ნე­ზე იყო, ერთი სიმ­ღე­რა რომ მორ­ჩე­ბა და მე­ო­რეს გა­უშ­ვებ და­ახ­ლო­ე­ბით ასე. 1999 წელს თბი­ლის­ში ქუ­ლიო ჩა­მო­ვი­და, მინ­დო­და მის კონ­ცერ­ტზე დას­წრე­ბა, მაგ­რამ ბი­ლე­თი არ მქონ­და. მა­ინც წა­ვე­დი, ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ რო­გორ­მე შეს­ვლა მო­ვა­ხერ­ხო-მეთ­ქი.

ფი­ლარ­მო­ნი­ას სამ რი­გად ჰქონ­და „ალყა შე­მორ­ტყმუ­ლი“, შემ­თხვე­ვით შემ­ხვდა დათო ფორჩხი­ძე, მო­მი­კი­თხა და როცა გა­ი­გო შეს­ვლა მინ­დო­და, მო­საწ­ვე­ვი მომ­ცა. კონ­ცერ­ტის მსვლე­ლო­ბი­სას ქუ­ლი­ომ იკი­თხა, გა­რეპ­ვა ვის შე­უძ­ლი­აო და მე, კაბუ და კი­დევ ერთი ბიჭი აღ­მოვ­ჩნდით მას­თან სცე­ნა­ზე. პირ­ვე­ლად მა­შინ ვნა­ხე სცე­ნა­ზე გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი დი­ჯე­ო­ბა.

- რო­დის წახ­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან?

- პირ­ვე­ლად 2007 წელს წა­ვე­დი თურ­ქეთ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ორი წელი იქ ვი­მუ­შა­ვე. თურ­ქეთ­ში გა­ვი­ცა­ნი ჩემი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ბელ­გი­ი­დან იყო ჩა­მო­სუ­ლი და რად­გან ის ვერ გად­მო­ვი­დო­და ჩვენ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად, მე წა­ვე­დი ბელ­გი­ა­ში. ბელ­გი­ა­ში ჩას­ვლი­დან 8 თვე­ში ვი­შო­ვე ჩემი პრო­ფე­სი­ით სამ­სა­ხუ­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ დო­ნე­ზე სწო­რედ აქე­დან და­ვი­წყე დი­ჯე­ო­ბა.

შემ­დეგ გა­და­ვე­დი ლონ­დონ­ში, სა­დაც ლონ­დო­ნის წამ­ყვან კლუ­ბებ­ში ვუკ­რავ­დი. ლონ­დო­ნი­დან კი ბელ­გი­ა­ში დავ­ბრუნ­დი და ჯორ­ჯო არ­მა­ნის­თან და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ქართველი დიჯეი, რომელმაც ჯორჯო არმანისთან მუშაობაზე უარი თქვა და მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

ქართველი დიჯეი, რომელმაც ჯორჯო არმანისთან მუშაობაზე უარი თქვა და მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე დაუკრავს

მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი წარმატებული ქართველი ცხოვრობს, რომელთა შესახებ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არავინ იცის. „რეიტინგი“ ამჯერად გაგაცნობთ ახალგაზრდა მუსიკოსს, წარმატებულ დიჯეის, რომელიც იბიცაზე ცხოვრობს. გიორგი ქადარია საქართველოდან რამდენიმე წლის წინ წავიდა და უცხო ქვეყანაში ისეთ წარმატებას მიაღწია, ხვალ მსოფლიოს ნომერ პირველ მუსიკალურ ფესტივალზე Tomorrowland დაუკრავს.

- დიჯეობამ სკოლის ასაკში გამიტაცა. ბოლო კლასებში ვუკრავდი კიდეც, მაგრამ ეს უფრო რადიოს დონეზე იყო, ერთი სიმღერა რომ მორჩება და მეორეს გაუშვებ დაახლოებით ასე. 1999 წელს თბილისში ქულიო ჩამოვიდა, მინდოდა მის კონცერტზე დასწრება, მაგრამ ბილეთი არ მქონდა. მაინც წავედი, ვიფიქრე, იქნებ როგორმე შესვლა მოვახერხო-მეთქი.

ფილარმონიას სამ რიგად ჰქონდა „ალყა შემორტყმული“, შემთხვევით შემხვდა დათო ფორჩხიძე, მომიკითხა და როცა გაიგო შესვლა მინდოდა, მოსაწვევი მომცა. კონცერტის მსვლელობისას ქულიომ იკითხა, გარეპვა ვის შეუძლიაო და მე, კაბუ და კიდევ ერთი ბიჭი აღმოვჩნდით მასთან სცენაზე. პირველად მაშინ ვნახე სცენაზე გაღვივებული დიჯეობა.

- როდის წახვედი საქართველოდან?

- პირველად 2007 წელს წავედი თურქეთში, დაახლოებით ორი წელი იქ ვიმუშავე. თურქეთში გავიცანი ჩემი ცხოვრების სიყვარული, რომელიც ბელგიიდან იყო ჩამოსული და რადგან ის ვერ გადმოვიდოდა ჩვენთან საცხოვრებლად, მე წავედი ბელგიაში. ბელგიაში ჩასვლიდან 8 თვეში ვიშოვე ჩემი პროფესიით სამსახური და პროფესიონალურ დონეზე სწორედ აქედან დავიწყე დიჯეობა.

შემდეგ გადავედი ლონდონში, სადაც ლონდონის წამყვან კლუბებში ვუკრავდი. ლონდონიდან კი ბელგიაში დავბრუნდი და ჯორჯო არმანისთან დავიწყე მუშაობა. განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს