სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ზღვისკენ გავრბოდით და ცეცხლი უკან მოგვდევდა" - საზარელმა ხანძარმა საბერძნეთში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
"ზღვისკენ გავრბოდით და ცეცხლი უკან მოგვდევდა" - საზარელმა ხანძარმა საბერძნეთში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

სა­ბერ­ძნეთ­ში ტყე­ე­ბი იწ­ვის, „ბი­ბი­სის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­ძრის შე­დე­გად სულ მცი­რე 50 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. მთავ­რო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო დახ­მა­რე­ბის მო­ლო­დინ­შია.

ცე­ცხლის ალს ასო­ბით მე­ხან­ძრე ებ­რძვის, ათენ­თან ახ­ლოს ხალ­ხს სა­კუ­თა­რი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და.

მაშ­ვე­ლე­ბი ახლა 10 ტუ­რისტს ეძე­ბენ, რომ­ლე­ბიც ხან­ძარს ნა­ვით გა­ექ­ცნენ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალექ­სის ციპ­რა­სი ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ, რაც კი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ციპ­რას­მა გა­ა­უქ­მა და­გეგ­მი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტი ბოს­ნი­ა­ში. მე­ხან­ძრე­ე­ბი შექ­მნილ მდგო­მა­რე­ო­ბას „ძა­ლი­ან რთულს“ უწო­დე­ბენ.

გარ­დაც­ვლილ­თა უმე­ტე­სო­ბა ზღვის­პი­რა კუ­რორტ მა­ტი­ში ემსხვერ­პლა ხან­ძარს. კუ­რორ­ტი ათე­ნი­დან 40 კმ-ს და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე­ობს.

და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 104 ადა­მი­ანს გა­და­ა­ჭარ­ბა, 11-ს სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აქვს. და­შა­ვე­ბულ­თა შო­რის 16 ბავ­შვია.

ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და, ჩანს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, კვამ­ლი, რო­მე­ლიც მაღ­ლა ცაში ადის და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, ცე­ცხლს მან­ქა­ნე­ბით გა­ექ­ცნენ.

ნა­ხეთ ვი­დეო : სა­ბერ­ძნეთ­ში ტყის ხან­ძარს ერთ ღა­მე­ში 24 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა: მთავ­რო­ბა სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლა­ში და­სახ­მა­რებ­ლად სხვა ქვეყ­ნებს მი­მარ­თავს

იმ და­სახ­ლე­ბებ­ში მცხოვ­რებ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, სა­დაც ხან­ძა­რი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რია, თავს ზღვა­ში შეს­ვლით უშ­ვე­ლეს.

„მად­ლო­ბა ღმერ­თს, ზღვა ახ­ლოს იყო, გავ­რბო­დით და ცე­ცხლი უკან მოგ­ვდევ­და. ზურ­გი დაგ­ვეწ­ვა, მო­ვას­წა­რით წყალ­ში შეს­ვლა,“ - ამ­ბობს „ბი­ბი­სის­თან“ მა­ტის მცხოვ­რე­ბი კოს­ტას ლა­გა­ნო­სი.

მთავ­რო­ბამ ვერ­ტმფრე­ნე­ბი­თა და მე­ხან­ძრე­ე­ბის და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლით და­სახ­მა­რებ­ლად უკვე მი­მარ­თა ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებს.

გუ­შინ დი­ლით ათენ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე სა­ნა­პი­რო ზოლ­ზე მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დეს, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლე­ბი, რად­გან ცე­ცხლი უკონ­ტრო­ლოდ ვრცელ­დე­ბო­და. სა­ბავ­შვო ბა­ნა­კე­ბი­დან ასო­ბით მცი­რე­წლო­ვა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"ზღვისკენ გავრბოდით და ცეცხლი უკან მოგვდევდა" - საზარელმა ხანძარმა საბერძნეთში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

"ზღვისკენ გავრბოდით და ცეცხლი უკან მოგვდევდა" - საზარელმა ხანძარმა საბერძნეთში 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

საბერძნეთში ტყეები იწვის, „ბიბისის“ ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სულ მცირე 50 ადამიანია გარდაცვლილი. მთავრობა საერთაშორისო დახმარების მოლოდინშია.

ცეცხლის ალს ასობით მეხანძრე ებრძვის, ათენთან ახლოს ხალხს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.

მაშველები ახლა 10 ტურისტს ეძებენ, რომლებიც ხანძარს ნავით გაექცნენ. პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რაც კი შესაძლებელია.

ციპრასმა გააუქმა დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი ბოსნიაში. მეხანძრეები შექმნილ მდგომარეობას „ძალიან რთულს“ უწოდებენ.

გარდაცვლილთა უმეტესობა ზღვისპირა კურორტ მატიში ემსხვერპლა ხანძარს. კურორტი ათენიდან 40 კმ-ს დაშორებით მდებარეობს.

დაშავებულთა რაოდენობამ 104 ადამიანს გადააჭარბა, 11-ს სხეულის მძიმე დაზიანება აქვს. დაშავებულთა შორის 16 ბავშვია.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს დაზიანებული შენობები, კვამლი, რომელიც მაღლა ცაში ადის და ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ცეცხლს მანქანებით გაექცნენ.

ნახეთ ვიდეო : საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთ ღამეში 24 ადამიანი ემსხვერპლა: მთავრობა სტიქიასთან ბრძოლაში დასახმარებლად სხვა ქვეყნებს მიმართავს

იმ დასახლებებში მცხოვრებმა ადამიანებმა, სადაც ხანძარი ყველაზე ძლიერია, თავს ზღვაში შესვლით უშველეს.

„მადლობა ღმერთს, ზღვა ახლოს იყო, გავრბოდით და ცეცხლი უკან მოგვდევდა. ზურგი დაგვეწვა, მოვასწარით წყალში შესვლა,“ - ამბობს „ბიბისისთან“ მატის მცხოვრები კოსტას ლაგანოსი.

მთავრობამ ვერტმფრენებითა და მეხანძრეების დამატებითი ძალით დასახმარებლად უკვე მიმართა ევროპის სხვა ქვეყნებს.

გუშინ დილით ათენთან ახლოს მდებარე სანაპირო ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდეს, დაეტოვებინათ სახლები, რადგან ცეცხლი უკონტროლოდ ვრცელდებოდა. საბავშვო ბანაკებიდან ასობით მცირეწლოვანის ევაკუაცია განხორციელდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე