სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა" - აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ
"აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა" - აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ

აფხა­ზეთ­ში ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად გულ­რიფშში, გზატ­კე­ცილ­ზე დიდი ზო­მის ხის ჯვრე­ბი და­მონ­ტაჟ­და. ინი­ცი­ა­ტი­ვა ე.წ. აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ბე­სა­რი­ონ აპ­ლი­ას ეკუთ­ვნის. მას სხვა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც ეთან­ხმე­ბი­ან.

"სიჩ­ქა­რეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეწი­რე­ბა. ეს მთელ მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა, მაგ­რამ ჩვენ პა­ტა­რა ერი ვართ და უფრო მეტი და­ფიქ­რე­ბა და სი­ცო­ცხლის მოფრ­თხი­ლე­ბა გვმარ­თებს... არ შე­იძ­ლე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი ასე უაზ­როდ იღუ­პე­ბო­დეს. გულ­რიფ­შის რა­ი­ონ­ში ჯვრე­ბი იმი­ტომ და­იდ­გა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი და­ფიქ­რდნენ სო­ცო­ცხლე­სა და სიკ­ვდილ­ზე, პირ­ჯვა­რის გა­და­წე­რი­სას გა­ეხ­სნათ გო­ნე­ბა და ღმერ­თის მიერ ნა­ბო­ძებ სი­ცო­ცხლეს გა­უფრ­თხილ­დნენ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად გა­კეთ­და და ღმერ­თმა ქნას, გზა­ზე ჯვრის და­ნახ­ვი­სას სიჩ­ქა­რეს შე­ამ­ცი­რონ და ფრთხი­ლად ია­რონ... ეს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვაც იყო" - აცხა­დებს ის.

მი­სი­ვე თქმით, გულ­რიფ­შის ტრა­სა­ზე უკვე და­იდ­გა რამ­დე­ნი­მე ჯვა­რი, ასე­ვე იგეგ­მე­ბა ხა­ტე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბაც, რო­მე­ლიც გა­ნათ­დე­ბა, რათა გამ­ვლელ­მა ისი­ნი ღა­მეც შე­ამ­ჩნი­ოს...

ად­გი­ლობ­რი­ვი დე ფაქ­ტო შს სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ჯვრე­ბის აღ­მარ­თვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი აქვთ. თუმ­ცა, სხვა სა­კი­თხია, რამ­დე­ნად შე­ამ­ცი­რებს ეს ავ­ტო­ა­ვა­რი­ებს და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი მსხვერ­პლის რა­ო­დე­ნო­ბას.

"არ არის კა­ნო­ნი, სა­მარ­თა­ლი, სა­ხელ­მწი­ფო... გზებ­ზე ნას­ვა­მი მძღო­ლე­ბის სა­საკ­ლა­ოა... ან თა­ვად იხო­ცე­ბი­ან, ან ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­ებს ხო­ცა­ვენ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გუ­და­უ­თა­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. უფრო ადრე, გაგ­რა­ში ნას­ვამ­მა მძღოლ­მა დედა-შვი­ლი გა­ი­ტა­ნა, რომ­ლე­ბიც ად­გილ­ზე და­ი­ღუპ­ნენ... რა თქმა უნდა, საქ­მე ჩა­ი­ფარ­ცხა, რად­გან მძღოლს პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდა..." - ასე ეხ­მა­უ­რე­ბი­ან აფხა­ზე­ბი ახალ ინი­ცი­ა­ტი­ვას.

სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ასე­ვე წე­რენ, რომ აფხა­ზეთ­ში სხვა რე­ლი­გი­უ­რი აღმსა­რებ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბიც ცხოვ­რო­ბენ და ეს მათ უფ­ლე­ბებს ლა­ხავს.

"ადა­მი­ა­ნებს კა­ნო­ნის მორ­ჩი­ლე­ბა უნდა ას­წავ­ლო, მაგ­რამ ამის­თვის კა­ნონს ძალა უნდა ჰქონ­დეს, ჩვენ­თან კი რა ხდე­ბა, არა­ვინ იცის..."- წე­რენ აფხა­ზი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

მათ ე.წ. აფხა­ზე­თის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბე­სა­რი­ონ აპ­ლია პა­სუ­ხობს:

"ჩვენ არც კი გვი­ფიქ­რია ვინ­მეს გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, არა­ვი­თა­რი რე­ლი­გი­უ­რი ქვე­ტექ­სი არ ჩაგ­ვი­დია, ღმერ­თი ყვე­ლა­სია და ამ ნა­ბი­ჯით, ყვე­ლას სი­ცო­ცხლის მოფრ­თხი­ლე­ბა გვინ­და, გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა და მრწამ­სი­სა... ჯვა­რი სიკ­ვდილ­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოა და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­ის თავ­ზე იყოს აღ­მარ­თუ­ლი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა" - აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ

"აქ ნასვამი მძღოლების სასაკლაოა" - აფხაზეთში ავარიების შესამცირებლად გზებზე ჯვრებსა და ხატებს ამონტაჟებენ

აფხაზეთში ავტოავარიების შესამცირებლად გულრიფშში, გზატკეცილზე დიდი ზომის ხის ჯვრები დამონტაჟდა. ინიციატივა ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ბესარიონ აპლიას ეკუთვნის. მას სხვა სასულიერო პირებიც ეთანხმებიან.

"სიჩქარეს უამრავი ადამიანი ეწირება. ეს მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ ჩვენ პატარა ერი ვართ და უფრო მეტი დაფიქრება და სიცოცხლის მოფრთხილება გვმართებს... არ შეიძლება წლის განმავლობაში ასამდე ადამიანი ასე უაზროდ იღუპებოდეს. გულრიფშის რაიონში ჯვრები იმიტომ დაიდგა, რომ ადამიანები დაფიქრდნენ სოცოცხლესა და სიკვდილზე, პირჯვარის გადაწერისას გაეხსნათ გონება და ღმერთის მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს გაუფრთხილდნენ. ეს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გაკეთდა და ღმერთმა ქნას, გზაზე ჯვრის დანახვისას სიჩქარეს შეამცირონ და ფრთხილად იარონ... ეს ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივაც იყო" - აცხადებს ის.

მისივე თქმით, გულრიფშის ტრასაზე უკვე დაიდგა რამდენიმე ჯვარი, ასევე იგეგმება ხატების დამონტაჟებაც, რომელიც განათდება, რათა გამვლელმა ისინი ღამეც შეამჩნიოს...

ადგილობრივი დე ფაქტო შს სამინისტროს განცხადებით, ჯვრების აღმართვის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. თუმცა, სხვა საკითხია, რამდენად შეამცირებს ეს ავტოავარიებს და ამით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობას.

"არ არის კანონი, სამართალი, სახელმწიფო... გზებზე ნასვამი მძღოლების სასაკლაოა... ან თავად იხოცებიან, ან ქვეითად მოსიარულეებს ხოცავენ. რამდენიმე დღის წინ, გუდაუთაში მომხდარ ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. უფრო ადრე, გაგრაში ნასვამმა მძღოლმა დედა-შვილი გაიტანა, რომლებიც ადგილზე დაიღუპნენ... რა თქმა უნდა, საქმე ჩაიფარცხა, რადგან მძღოლს პატრონი გამოუჩნდა..." - ასე ეხმაურებიან აფხაზები ახალ ინიციატივას.

სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ აფხაზეთში სხვა რელიგიური აღმსარებლობის ადამიანებიც ცხოვრობენ და ეს მათ უფლებებს ლახავს.

"ადამიანებს კანონის მორჩილება უნდა ასწავლო, მაგრამ ამისთვის კანონს ძალა უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი რა ხდება, არავინ იცის..."- წერენ აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები.

მათ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბესარიონ აპლია პასუხობს:

"ჩვენ არც კი გვიფიქრია ვინმეს გაღიზიანება, არავითარი რელიგიური ქვეტექსი არ ჩაგვიდია, ღმერთი ყველასია და ამ ნაბიჯით, ყველას სიცოცხლის მოფრთხილება გვინდა, განურჩევლად ეროვნებისა და მრწამსისა... ჯვარი სიკვდილზე გამარჯვების სიმბოლოა და არ არის აუცილებელი, მხოლოდ ეკლესიის თავზე იყოს აღმართული".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი