დასახლებული ადგილები საქართველოში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

დასახლებული ადგილები საქართველოში, სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირია

საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი ყოველწლიურად იზრდება. დედაქალაქის გარდა, ახალი მშენებლობები ბევრს რეგიონში მიმდინარეობს. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა დაჯდება ერთი საშუალო ზომის, დაახლოებით 60 კმ2 ფართის ბინა ან სახლი ქვეყნის სხვადასხვა დასახლებულ ადგილას. აღმოჩნდა, რომ ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების ღირებულება გასანკუთრებით მაღალია საკურორტო ზონაში.

წარმოგიდგენთ საქართველოში 8 დასახლებულ პუნქტს (დედაქალაქის გარდა), სადაც უძრავი ქონება ყველაზე ძვირი ღირს. ფასები მოცემულია უძრავი ქონების სააგენტო saqme.ge მონაცემებზე დაყრდნობით.

მთელ საქართველოში უძრავი ქონების ფასის მიხედვით, ყველაზე ძვირი კურორტ გუდაურსა და ბაკურიანშია. ეს ადგილები დამსვენებლებისთვის ყველა სეზონზე ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია. რაც შეეხება ფასებს, 1 მ2 ფასი საშუალოდ 3000 ლარს შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით, გუდაურსა და ბაკურიანში 60 მ2 უძრავი ქონების შეძენისთვის 180 ათასი ლარი დაგჭირდებათ.

ფასის მიხედვით მეორე ადგილზეა აჭარის ცენტრი ბათუმი. ზღვისპირა კურორტზე 1 მ2 უძრავი ქონების ფასი საშუალოდ 2300 ლარს შეადგენს. რაც შეეხება 60 მ2 ბინის ფასს, საშუალოდ 138 ათასი ლარია.

საქართველოს ასევე ცნობილი და პოპულარულ კურორტ ბორჯომში უძრავი ქონების ფასი 1250 ლარს შეადგენს. რაც იმას ნიშნავს, რომ მინერალური წყლებით ცნობილ კურორტზე 60 მ2 სახლის შეძენა საშუალოდ 75 ლარი დაგიჯდებათ. გაგრძელება+ინფოგრაფიკა

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ