სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ორის მდგომარეობა მძიმეა - დავით სერგეენკოს კომენტარი შახტში დაშავებულების შესახებ
ორის მდგომარეობა მძიმეა - დავით სერგეენკოს კომენტარი შახტში დაშავებულების შესახებ

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის და­ვით სერ­გე­ენ­კოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შახ­ტში და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან ორის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, და­ნარ­ჩე­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა. და­ვით სერ­გე­ენ­კო დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში იმ­ყო­ფე­ბა. ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის თქმით, ტყი­ბუ­ლი­დან თბი­ლის­ში კი­დევ 4 პა­ცი­ენტს გად­მო­იყ­ვა­ნენ.

"და­ზი­ა­ნე­ბე­ბი 6-მა პა­ცი­ენ­ტმა მი­ი­ღო, ერთი იქვე გა­ე­წე­რა ბი­ნა­ზე. 5 პა­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში გად­მო­დის, ერთი უკვე მი­ღე­ბუ­ლია 50%-იანი დამ­წვრო­ბით. მე­ო­რე პა­ცი­ენ­ტიც მალე შე­მო­ვა. პა­ცი­ენ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბას მი­ღე­ბუ­ლი აქვს დამ­წვრო­ბა, ერთი არის ტრავ­მუ­ლი, რო­მე­ლიც სხვა კლი­ნი­კა­ში შევა", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

მი­სი­ვე თქმით, ორი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია და მათ ინ­ტენ­სი­უ­რი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბათ.

"ორი პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა სე­რი­ო­ზუ­ლია, მათ რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მის არი­ან. ექი­მე­ბი ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმი­სათ­ვის, რომ მათი ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნონ. ორ პა­ცი­ენტს დიდი ფარ­თო­ბის დამ­წვრო­ბა აქვს და ძა­ლი­ან რთუ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, მათ ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბათ", - გა­ნა­ცხა­და სერ­გე­ენ­კომ.

დამ­წვრო­ბის ცენ­ტრში მო­თავ­სე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა ასე­ვე დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა გუგა ქა­ში­ბა­ძემ.

"ჩვენ­თან შე­მო­ვი­და 30 წლის მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც შახ­ტში მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა. დამ­წვა­რი აქვს თავი, მტევ­ნე­ბი, წინა მხრე­ბი და ქვე­მო კი­დუ­რებ­ზე მცი­რე უბ­ნე­ბი. ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბა სა­სუნ­თქი გზე­ბის თერ­მუ­ლი ინ­ჰა­ლა­ცი­უ­რი და­ზი­ა­ნე­ბა, დამ­წვრო­ბი­თი შოკი. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლია. მო­თავ­სე­ბუ­ლია დამ­წვრო­ბის ცენ­ტრის რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და ქა­ში­ბა­ძემ.

მინ­დე­ლის შახ­ტში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, და­ი­ღუ­პა 4 და და­შავ­და 6 ადა­მი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ორის მდგომარეობა მძიმეა - დავით სერგეენკოს კომენტარი შახტში დაშავებულების შესახებ

ორის მდგომარეობა მძიმეა - დავით სერგეენკოს კომენტარი შახტში დაშავებულების შესახებ

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. დავით სერგეენკო დამწვრობის ცენტრში იმყოფება. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ტყიბულიდან თბილისში კიდევ 4 პაციენტს გადმოიყვანენ.

"დაზიანებები 6-მა პაციენტმა მიიღო, ერთი იქვე გაეწერა ბინაზე. 5 პაციენტი თბილისში გადმოდის, ერთი უკვე მიღებულია 50%-იანი დამწვრობით. მეორე პაციენტიც მალე შემოვა. პაციენტების უმეტესობას მიღებული აქვს დამწვრობა, ერთი არის ტრავმული, რომელიც სხვა კლინიკაში შევა", - განაცხადა სერგეენკომ.

მისივე თქმით, ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია და მათ ინტენსიური ჩარევა სჭირდებათ.

"ორი პაციენტის მდგომარეობა სერიოზულია, მათ რეანიმაციული მკურნალობა სჭირდებათ, დანარჩენები, საბედნიეროდ, საშუალო სიმძიმის არიან. ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადაარჩინონ. ორ პაციენტს დიდი ფართობის დამწვრობა აქვს და ძალიან რთულია პროგნოზირება, მათ ინტენსიური მკურნალობა და ჩარევა სჭირდებათ", - განაცხადა სერგეენკომ.

დამწვრობის ცენტრში მოთავსებული პაციენტის შესახებ კომენტარი გააკეთა ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.

"ჩვენთან შემოვიდა 30 წლის მამაკაცი, რომელმაც შახტში მიიღო დაზიანება. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები და ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება, დამწვრობითი შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში", - განაცხადა ქაშიბაძემ.

მინდელის შახტში აფეთქების შედეგად, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 ადამიანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი