სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" წყაროს მიაგნეს - რას ჰყვება ქიმიკოსი უილ მირზიანოვი საბჭოთა კავშირში ქიმიური ნივთიერების შექმნაზე
ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" წყაროს მიაგნეს - რას ჰყვება ქიმიკოსი უილ მირზიანოვი საბჭოთა კავშირში ქიმიური ნივთიერების შექმნაზე

ბრი­ტა­ნე­თის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მი­აგ­ნეს ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა "ნო­ვი­ჩო­კის" კვალს, რომ­ლი­თაც ქა­ლაქ ემსბე­რი­ში ორი ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა.

BBC.com-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, ერთ-ერთი მსხვერ­პლის, ჩარ­ლი რო­უ­ლის სახ­ლში პო­ლი­ცი­ამ 13 ივ­ლი­სის სა­ღა­მოს მი­აგ­ნო პა­ტა­რა ბოთლს, რო­მელ­შიც პორ­ტონ და­უ­ნის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ანა­ლი­ზის თა­ნახ­მად, 1980-იანი წლე­ბის საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში შემ­ქნი­ლი სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნერ­ვუ­ლი მოქ­მე­დე­ბის მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა აღ­მოჩ­ნდა. თუ რო­გორ მოხ­ვდა ის რო­უ­ლის სახ­ლში, ამის შე­სა­ხებ ჯერ­ჯე­რო­ბით ცნო­ბი­ლი არ არის.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, მო­წამ­ლუ­ლი რო­უ­ლი და სტრე­ჯე­სი წინა დღეს სოლსბე­რი­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. იქ ისი­ნი სა­ვაჭ­რო ცენ­ტრსა და პარკში იყ­ვნენ. მე­ო­რე დღეს მოხ­და მათი ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა იმა­ვე სიმპტო­მე­ბით, რაც მო­წამ­ვლის შემ­დეგ სკრი­პა­ლებს აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, "ნო­ვი­ჩო­კი", რომ­ლი­თაც სტრე­ჯე­სი და რო­უ­ლი მო­ი­წამლნენ, ერთ-ერთ იმ სა­გან­ზე იყო, რა­საც ისი­ნი ქუ­ჩა­ში შე­ეხ­ნენ, - სა­წამ­ლა­ვი მზის სხი­ვე­ბი­სა და სხვა ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბით საკ­მა­ოდ სწრა­ფად იშ­ლე­ბა.

პო­ლი­ცი­ის თქმით, ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი გა­მო­ძი­ე­ბა იმის და­სად­გე­ნად, არის თუ არა ბოთ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­ლი "ნო­ვი­ჩო­კი" იგი­ვე ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლი­თაც მარ­ტში მო­ი­წამლნენ ყო­ფი­ლი რუსი ჯა­შუ­ში სერ­გეი სკრი­პა­ლი და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, იუ­ლია.

ცნო­ბი­ლია, რომ "ნო­ვი­ჩოკს" სხვა­დას­ხვა შემ­ცვე­ლო­ბი­სა და მოქ­მე­დე­ბი­საა. სკოტ­ლანდ-იარ­დის კონ­ტრე­ტო­რის­ტუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ნილ ბა­სის შე­ფა­სე­ბით, ეს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯია, თუმ­ცა, არ არ­სე­ბობს გა­რან­ტია, რომ ეს ნივ­თი­ე­რე­ბა კი­დევ სად­მე არ არის დარ­ჩე­ნი­ლი. "ამი­ტომ მუდ­მი­ვი მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და ამ საქ­მე­ზე მუდ­მი­ვი კონ­ტრო­ლი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა..."

უფრო ადრე, ინ­გლი­სის მთა­ვარ­მა ექიმ­მა, სალი დე­ვის­მა ეიმსბე­რის მო­სახ­ლე­ო­ბა გა­აფრ­თხი­ლა - არ შე­ე­ხონ უცხო საგ­ნებს.

ქა­ლაქ ეიმსბე­რის მცხოვ­რებ­ნი, 45 წლის ჩარ­ლი რო­უ­ლი და 44 წლის დონ სტერ­ჯე­სი 30 ივ­ნისს თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში უგო­ნოდ აღ­მო­ა­ჩი­ნეს და ქა­ლაქ სოლსბე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. "ნო­ვი­ჩო­კით" მო­წამ­ლუ­ლი 44 წლის დონ სტერ­ჯე­სი გარ­და­იც­ვა­ლა. ჩარ­ლი რო­უ­ლი კი გა­დარ­ჩა.

ის უკვე ესა­უბ­რა ბრი­ტა­ნელ პო­ლი­ცი­ე­ლებს. იგი ად­გი­ლობ­რი­ვი ექი­მე­ბის მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ არის და რო­გორც მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ძი­ე­ბის­თვი­საც.

უფრო ადრე, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რო­უ­სი და სტერ­ჯე­სი უხა­რის­ხო კო­კა­ი­ნით მო­ი­წამლნენ, თუმ­ცა, პორ­ტონ-და­უ­ნის სა­ხელ­მწი­ფო ქი­მი­უ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის დას­კვნის თა­ნახ­მად, ისი­ნი "ნო­ვი­ჩო­კის" მსხპერ­პლნი გახ­დნენ. სტერ­ჯჰე­სი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მე­ო­რე დღეს­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

აშშ-ში მცხოვ­რე­ბი საბ­ჭო­თა ქი­მი­კო­სი უილ მირ­ზი­ა­ნო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ ეიმსბე­რე­ლი წყვი­ლის მო­წამ­ვლა ახა­ლი შე­ტე­ვაა. მისი თქმით, "ნო­ვი­ჩო­კი" თა­ვის თვი­სე­ბებს რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ინარ­ჩუ­ნებს, რაც ნიშ­ნავს, რომ ბრი­ტა­ნეთ­ში მისი შე­ტა­ნის მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა, რად­გან ბოლო ორ თვე­ში ქვე­ყა­ნა­ში ოთხი ადა­მი­ა­ნი მო­ი­წამ­ლა.

საქ­მე ის არის, რომ სწო­რედ უილ მირ­ზი­ა­ნო­ვი იყო პირ­ვე­ლი, ვინც სსრკ-ში "ნო­ვი­ჩო­კის" შექ­მნის შე­სა­ხებ მოჰ­ყვა. მი­სი­ვე თქმით, საბ­ჭო­თა წლებ­ში, მას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებ­და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სხვა­დას­ხვა, არა­სას­რუ­ვე­ლი პე­სო­ნე­ბის თა­ვი­დან მო­სა­შო­რებ­ლად, - მის ლა­ქებს ტო­ვებ­დნენ სხვა­დას­ხვა საგ­ნებ­ზე, მათ შო­რის ია­რაღ­ზეც, რო­მელ­საც "სა­ინ­ტე­რე­სო ობი­ექ­ტებს სა­მახ­სოვ­როდ ჩუქ­ნიდ­ნენ. ად­რე­სა­ტი რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ, სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში, და­უდ­გე­ნე­ლი და­ა­ვა­დე­ბით იღუ­პე­ბო­და. ამას ფა­რუ­ლი, ტე­რო­რის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბის სახე ჰქონ­და", - აცხა­დებს მირ­ზი­ა­ნო­ვი BBC.com-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" წყაროს მიაგნეს - რას ჰყვება ქიმიკოსი უილ მირზიანოვი საბჭოთა კავშირში ქიმიური ნივთიერების შექმნაზე

ბრიტანეთში "ნოვიჩოკის" წყაროს მიაგნეს - რას ჰყვება ქიმიკოსი უილ მირზიანოვი საბჭოთა კავშირში ქიმიური ნივთიერების შექმნაზე

ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიციის ინფორმაციით, მათ მიაგნეს ქიმიური ნივთიერება "ნოვიჩოკის" კვალს, რომლითაც ქალაქ ემსბერიში ორი ადამიანი მოიწამლა.

BBC.com-ის მონაცემებით, ერთ-ერთი მსხვერპლის, ჩარლი როულის სახლში პოლიციამ 13 ივლისის საღამოს მიაგნო პატარა ბოთლს, რომელშიც პორტონ დაუნის ლაბორატორიის ანალიზის თანახმად, 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში შემქნილი სამხედრო დანიშნულების ნერვული მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება აღმოჩნდა. თუ როგორ მოხვდა ის როულის სახლში, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

არსებული ცნობით, მოწამლული როული და სტრეჯესი წინა დღეს სოლსბერიში იმყოფებოდნენ. იქ ისინი სავაჭრო ცენტრსა და პარკში იყვნენ. მეორე დღეს მოხდა მათი ჰოსპიტალიზება იმავე სიმპტომებით, რაც მოწამვლის შემდეგ სკრიპალებს აღენიშნებოდათ.

ექსპერტების მოსაზრებით, "ნოვიჩოკი", რომლითაც სტრეჯესი და როული მოიწამლნენ, ერთ-ერთ იმ საგანზე იყო, რასაც ისინი ქუჩაში შეეხნენ, - საწამლავი მზის სხივებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ზემოქმედებით საკმაოდ სწრაფად იშლება.

პოლიციის თქმით, ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა ბოთლში აღმოჩენილი "ნოვიჩოკი" იგივე ნივთიერება, რომლითაც მარტში მოიწამლნენ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია.

ცნობილია, რომ "ნოვიჩოკს" სხვადასხვა შემცველობისა და მოქმედებისაა. სკოტლანდ-იარდის კონტრეტორისტული განყოფილების უფროსის ნილ ბასის შეფასებით, ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ ეს ნივთიერება კიდევ სადმე არ არის დარჩენილი. "ამიტომ მუდმივი მუშაობა გაგრძელდება და ამ საქმეზე მუდმივი კონტროლი განხორციელდება..."

უფრო ადრე, ინგლისის მთავარმა ექიმმა, სალი დევისმა ეიმსბერის მოსახლეობა გააფრთხილა - არ შეეხონ უცხო საგნებს.

ქალაქ ეიმსბერის მცხოვრებნი, 45 წლის ჩარლი როული და 44 წლის დონ სტერჯესი 30 ივნისს თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ნოვიჩოკით" მოწამლული 44 წლის დონ სტერჯესი გარდაიცვალა. ჩარლი როული კი გადარჩა.

ის უკვე ესაუბრა ბრიტანელ პოლიციელებს. იგი ადგილობრივი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის და როგორც მედიკოსები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიებისთვისაც.

უფრო ადრე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როუსი და სტერჯესი უხარისხო კოკაინით მოიწამლნენ, თუმცა, პორტონ-დაუნის სახელმწიფო ქიმიური ლაბორატორიის დასკვნის თანახმად, ისინი "ნოვიჩოკის" მსხპერპლნი გახდნენ. სტერჯჰესი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღესვე გარდაიცვალა.

აშშ-ში მცხოვრები საბჭოთა ქიმიკოსი უილ მირზიანოვი მიიჩნევს, რომ ეიმსბერელი წყვილის მოწამვლა ახალი შეტევაა. მისი თქმით, "ნოვიჩოკი" თავის თვისებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთში მისი შეტანის მუდმივად განახლება ხდება, რადგან ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ოთხი ადამიანი მოიწამლა.

საქმე ის არის, რომ სწორედ უილ მირზიანოვი იყო პირველი, ვინც სსრკ-ში "ნოვიჩოკის" შექმნის შესახებ მოჰყვა. მისივე თქმით, საბჭოთა წლებში, მას წარმატებით იყენებდა ხელმძღვანელობა სხვადასხვა, არასასრუველი პესონების თავიდან მოსაშორებლად, - მის ლაქებს ტოვებდნენ სხვადასხვა საგნებზე, მათ შორის იარაღზეც, რომელსაც "საინტერესო ობიექტებს სამახსოვროდ ჩუქნიდნენ. ადრესატი რამდენიმე ხნის შემდეგ, სრულიად უჩვეულო ვითარებაში, დაუდგენელი დაავადებით იღუპებოდა. ამას ფარული, ტერორისტული მოქმედების სახე ჰქონდა", - აცხადებს მირზიანოვი BBC.com-თან ინტერვიუში.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე