სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?
გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?

"ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში", შე­საძ­ლოა, შიდა და­პი­რის­პი­რე­ბის ახა­ლი ტალ­ღა აგორ­დეს. ამ შემ­თხვე­ვა­ში კი "გან­ხეთ­ქი­ლე­ბის ვაშ­ლად", შე­საძ­ლოა, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იქ­ცეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რი მთავ­რო­ბის ახალ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში წუ­ლუ­კი­ა­ნის დარ­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას არ მა­ლავს და მთელ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ბახ­ტა­ძეს აკის­რე­ბენ.

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის დარ­ჩე­ნით უკ­მა­ყო­ფი­ლოა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი და­ვით ჭი­ჭი­ნა­ძე:

"პრე­მი­ე­რის გა­და­სა­წყვე­ტია, რო­გორ და რა კუ­თხით გა­მო­ი­ყე­ნებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს. წუ­ლუ­კი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის სა­გა­ნი არ გახ­დე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვფიქ­რობ, რომ ეს არის მთლი­ა­ნად გუნ­დის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა - მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ნა­ბი­ჯე­ბიც და ეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­მა მთლი­ა­ნად მთვა­რო­ბამ აიღო", - გა­ნუ­ცხა­და AMBEBI.GE-ს ჭი­ჭი­ნა­ძემ.

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, წუ­ლუ­კი­ა­ნი, შე­საძ­ლოა, მო­მა­ვა­ლი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი გახ­დეს.

"ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი ეკო­ნო­მი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში, ბიზ­ნეს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჩემ­თვის მთლი­ა­ნო­ბა­ში მი­სა­ღე­ბი იყო. ამ კუ­თხით აარ­ჩია ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში, მე ამ ხალ­ხის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ამი­ტომ წი­ნას­წარ ვერც ზედ­მე­ტად სკეპ­ტი­კუ­რი ვიქ­ნე­ბი და ვერც - ზედ­მე­ტად ოპ­ტი­მის­ტი. თუმ­ცა, თუ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მოყ­ვა­ნი­ლი არი­ან მთავ­რო­ბა­ში იმი­სათ­ვის, რომ ბახ­ტა­ძის ხედ­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, ეს მხო­ლოდ მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩემ­თვის. და­ნარ­ჩე­ნი მოქ­მე­დე­ბა­ში უნდა შე­ვა­ფა­სოთ", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, საქ­მე ის არის, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში სწრა­ფად შე­დე­გე­ბი ვერ მი­ი­ღე­ბა.

"სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კუ­რი რის­კე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სწრა­ფი შე­დე­გე­ბი სჭირ­დე­ბა რა­ღაც სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით და აქ ჩნდე­ბა უკვე პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ფი­გუ­რას უკავ­შირ­დე­ბა. მე შორს ვარ იმ აზ­რის­გან, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის დე­მო­ნი­ზე­ბა მო­ვახ­დი­ნო, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის მი­მართ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნდო­ბა და ეს და­ბა­ლი ნდო­ბა უკავ­შირ­დე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის ფაქ­ტორს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ზუს­ტად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ეძ­ლო სწრა­ფი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა იმის­თვის, რომ ეკო­ნო­მი­კა­ში სო­ლი­დუ­რი, კარ­გად გათ­ვლი­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის კომ­ფორ­ტი ჰქო­ნო­და.

მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გა - არ თუ ვერ გა­უშ­ვა წუ­ლუ­კი­ა­ნი სახ­ლში და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია სა­მო­მავ­ლოდ თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. თუ პო­ლი­ტი­კას აქვს ორი ინ­სტრუ­მენ­ტი - პური და სა­ნა­ხა­ო­ბა - და პურს შენ სწრა­ფად ვერ აძ­ლევ ხალ­ხს, სა­ნა­ხა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სწრა­ფი რე­ფორ­მის და­წყე­ბით, მაგ­რამ ეს პრობ­ლე­მა რჩე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, წუ­ლუ­კი­ა­ნი მო­მა­ვა­ლი ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ანა­ლი­ტი­კოს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძის აზ­რით, და­პი­რის­პი­რე­ბა იქ­ნე­ბა, თუმ­ცა ეს სე­რი­ო­ზულ გან­ხეთ­ქი­ლე­ბა­ში არ გა­და­იზ­რდე­ბა:

"არა მგო­ნია მი­ნის­ტრად წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ტო­ვე­ბამ „ოც­ნე­ბა­ში“ დიდი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცე­ებს სურ­დათ მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა, თა­ვი­ან­თი კად­რიც ეყო­ლე­ბო­დათ, მაგ­რამ ეს არ არის ისე­თი სა­კი­თხი, რო­მელ­მაც სე­რი­ო­ზუ­ლი და­პირსპი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ეტაპ­ზე მა­ინც.

რა­ღაც დრო­ის შემ­დეგ კი შე­საძ­ლოა და­ი­წყოს, მაგ­რამ ასე­თი რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ. ახლა ძი­რი­თა­დად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ყვე­ლა ჯგუ­ფი ერ­თო­ბა­ში თუ ცალ-ცალ­კე და­კა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის სა­კი­თხით. „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ არ­სე­ბო­ბენ ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ გარ­კვე­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და ეს ჯგუ­ფე­ბი იბ­რძვი­ან იმის­თვის, რომ 2020 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო სია და­ა­კომ­პლექ­ტონ. ვინ დარ­ჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში 2020 წლის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აი ამა­ზე მი­დის პო­ზი­ცი­ე­ბის გამ­ყა­რე­ბა ან გაძ­ლი­ე­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს წუ­ლუ­კი­ა­ნის წას­ვლა, ისე­ვე რო­გორც წინა აჟი­ო­ტა­ჟი, სჭირ­დე­ბათ იმის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­იმ­ყა­რონ.

იქ­ნე­ბა ხმა­უ­რი, მაგ­რამ ამას არ მოჰ­ყვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა. ეს „ოც­ნე­ბის“ ერ­თი­ა­ნო­ბას ვერ და­არ­ღვევს - სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბაც დარ­ჩე­ბათ და სა­კონ­სტი­ტუ­ცი­ოც. თუ 76 დე­პუ­ტა­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს „ოც­ნე­ბა­ში“ ერ­თი­ა­ნო­ბას, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მთავ­რო­ბას და­ა­კომ­პლექ­ტე­ბენ უპ­რობ­ლე­მოდ, ამის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა კი არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ“, - გვი­თხრა ძა­ბი­რა­ძემ.

ფი­ლო­სო­ფოს ზაზა ფი­რა­ლიშ­ვი­ლის აზ­რით კი, წუ­ლუ­კი­ან­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სურ­ვი­ლით შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ამი­ტომ თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის ავ­ტო­რი­ტე­ტის გამო ამა­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას აღარ გა­მოთ­ქვა­მენ.

"გახ­დე­ბა თუ არა წუ­ლუ­კი­ა­ნი კონ­ფლიქ­ტის რა­ი­მე მი­ზე­ზი, ამის თქმა ძნე­ლია, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, მისი დარ­ჩე­ნა ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას სურ­ვი­ლი. ამი­ტომ სა­ეჭ­ვოა, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ხეთ­ქი­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს. შე­ე­გუ­ე­ბი­ან და გა­ჩერ­დე­ბი­ან, რად­გან ივა­ნიშ­ვილს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წე­ვენ. მათ­თვის იგი სე­რი­ო­ზუ­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობს," - უთხრა AMBEBI.GE-ს ფი­რა­ლიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?

გახდება თუ არა წულუკიანი "ოცნებაში" დაპირისპირების მიზეზი?

"ქართულ ოცნებაში", შესაძლოა, შიდა დაპირისპირების ახალი ტალღა აგორდეს. ამ შემთხვევაში კი "განხეთქილების ვაშლად", შესაძლოა, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იქცეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი მთავრობის ახალ შემადგენლობაში წულუკიანის დარჩენით უკმაყოფილებას არ მალავს და მთელ პასუხისმგებლობას ბახტაძეს აკისრებენ.

იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის დარჩენით უკმაყოფილოა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე:

"პრემიერის გადასაწყვეტია, როგორ და რა კუთხით გამოიყენებს იუსტიციის მინისტრს. წულუკიანი დაპირისპირების საგანი არ გახდება, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ეს არის მთლიანად გუნდის პასუხისმგებლობა - მისი წარმატებული და წარუმატებელი ნაბიჯებიც და ეს პასუხისმგებლომა მთლიანად მთვარობამ აიღო", - განუცხადა AMBEBI.GE-ს ჭიჭინაძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის აზრით, წულუკიანი, შესაძლოა, მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდეს.

"ბახტაძის ხედვები ეკონომიკასთან მიმართებაში, ბიზნესთან დამოკიდებულება ჩემთვის მთლიანობაში მისაღები იყო. ამ კუთხით აარჩია ადამიანები მინისტრთა კაბინეტში, მე ამ ხალხის შესახებ არაფერი ვიცი, ამიტომ წინასწარ ვერც ზედმეტად სკეპტიკური ვიქნები და ვერც - ზედმეტად ოპტიმისტი. თუმცა, თუ ეს ადამიანები მოყვანილი არიან მთავრობაში იმისათვის, რომ ბახტაძის ხედვები განახორციელონ, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება ჩემთვის. დანარჩენი მოქმედებაში უნდა შევაფასოთ", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, საქმე ის არის, რომ ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში სწრაფად შედეგები ვერ მიიღება.

"სხვადასხვა პოლიტიკური რისკებიდან გამომდინარე, ასეთ დროს ხელისუფლებას სწრაფი შედეგები სჭირდება რაღაც სხვა მიმართულებით და აქ ჩნდება უკვე პრობლემა, რომელიც თეა წულუკიანის ფიგურას უკავშირდება. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თეა წულუკიანის დემონიზება მოვახდინო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მართლმსაჯულების სისტემის მიმართ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ძალიან დაბალი ნდობა და ეს დაბალი ნდობა უკავშირდება კონკრეტულად იუსტიციის მინისტრის ფაქტორს, ხელისუფლებას ზუსტად ამ მიმართულებით შეეძლო სწრაფი შედეგების მიღება იმისთვის, რომ ეკონომიკაში სოლიდური, კარგად გათვლილი ნაბიჯების გადადგმის კომფორტი ჰქონოდა.

მაგრამ ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი არ გადადგა - არ თუ ვერ გაუშვა წულუკიანი სახლში და ეს სერიოზული რისკის შემცველია სამომავლოდ თვითონ ხელისუფლებისთვის. თუ პოლიტიკას აქვს ორი ინსტრუმენტი - პური და სანახაობა - და პურს შენ სწრაფად ვერ აძლევ ხალხს, სანახაობა შესაძლებელი იყო მართლმსაჯულების სისტემაში სწრაფი რეფორმის დაწყებით, მაგრამ ეს პრობლემა რჩება. შესაბამისად, წულუკიანი მომავალი შიდაპოლიტიკური პროცესის არასტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის აზრით, დაპირისპირება იქნება, თუმცა ეს სერიოზულ განხეთქილებაში არ გადაიზრდება:

"არა მგონია მინისტრად წულუკიანის დატოვებამ „ოცნებაში“ დიდი განხეთქილება გამოიწვიოს. შეიძლება ვიღაცეებს სურდათ მისი ჩანაცვლება, თავიანთი კადრიც ეყოლებოდათ, მაგრამ ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელმაც სერიოზული დაპირსპირება გამოიწვიოს ამ ეტაპზე მაინც.

რაღაც დროის შემდეგ კი შესაძლოა დაიწყოს, მაგრამ ასეთი რამ მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ახლა ძირითადად „ქართული ოცნების“ ყველა ჯგუფი ერთობაში თუ ცალ-ცალკე დაკავებული იქნება არჩევნების საკითხით. „ქართულ ოცნებაში“ არსებობენ ჯგუფები, რომლებსაც აქვთ გარკვეული ინტერესი და ეს ჯგუფები იბრძვიან იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო სია დააკომპლექტონ. ვინ დარჩება ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ, აი ამაზე მიდის პოზიციების გამყარება ან გაძლიერება. შესაბამისად გარკვეულ ჯგუფებს წულუკიანის წასვლა, ისევე როგორც წინა აჟიოტაჟი, სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები გაიმყარონ.

იქნება ხმაური, მაგრამ ამას არ მოჰყვება სერიოზული დაპირისპირება. ეს „ოცნების“ ერთიანობას ვერ დაარღვევს - საპარლამენტო უმრავლესობაც დარჩებათ და საკონსტიტუციოც. თუ 76 დეპუტატი შეინარჩუნებს „ოცნებაში“ ერთიანობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობას დააკომპლექტებენ უპრობლემოდ, ამის შენარჩუნება კი არ გაუჭირდებათ“, - გვითხრა ძაბირაძემ.

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილის აზრით კი, წულუკიანმა თანამდებობა ბიძინა ივანიშვილის სურვილით შეინარჩუნა, ამიტომ თანაგუნდელები ყოფილი პრემიერის ავტორიტეტის გამო ამაზე უკმაყოფილებას აღარ გამოთქვამენ.

"გახდება თუ არა წულუკიანი კონფლიქტის რაიმე მიზეზი, ამის თქმა ძნელია, მაგრამ როგორც ჩანს, მისი დარჩენა ამ თანამდებობაზე იყო ბატონი ბიძინას სურვილი. ამიტომ საეჭვოა, ეს სერიოზული განხეთქილების მიზეზი გახდეს. შეეგუებიან და გაჩერდებიან, რადგან ივანიშვილს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. მათთვის იგი სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს," - უთხრა AMBEBI.GE-ს ფირალიშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები