ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთო

ლენტეხის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ვერტმფრენი ჩაერთო

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, ვერტმფრენმა ხანძრის კერებზე რამდენიმე გადაფრენა უკვე განახორციელა. უწყების ცნობით, ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი, ასევე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები.

ამ დროის მონაცემებით, დამწვარია 2.5 ჰა ფართობი. მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია