სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ..." - რა მოსწონთ და არ მოსწონთ ტურისტებს ბათუმში
"აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ..." - რა მოსწონთ და არ მოსწონთ ტურისტებს ბათუმში

აჭა­რა­ში ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია. სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვაო კუ­რორ­ტებს შო­რის, ბა­თუ­მი წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

აჭა­რის რე­გი­ონს ვი­ზი­ტო­რე­ბი ძი­რი­თა­დად თურ­ქე­თი­დან, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან, ის­რა­ე­ლი­დან, რუ­სე­თი­დან, ირა­ნი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან სტუმ­რო­ბენ. რო­გორც აჭა­რის ტუ­რიზ­მი­სა და კუ­რორ­ტე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, 2018 წლის ორი კვარტლის მო­ნა­ცე­მე­ბით, უცხო­ე­თი­დან აჭა­რა­ში 639 183 ვი­ზი­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და, რაც 28%-ით აღე­მა­ტე­ბა წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდს.

ჩვენ ბა­თუმ­ში ჩა­მო­სულ რამ­დე­ნი­მე ტუ­რისტს ვე­სა­უბ­რეთ და და­ვინ­ტე­რეს­დით, რა მოს­წონთ და რა არ მოს­წონთ სა­ქარ­თვე­ლოს ზღვის­პი­რეთ­ში. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტე­ბის ნა­წი­ლი, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­როს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ხა­ტავს. ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რეს­ტორ­ნებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა და­სახ­ვე­წია:

"უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ სა­რეს­ტორ­ნო სის­ტე­მით. შეკ­ვე­თი­ლი კერ­ძი დაგ­ვი­ა­ნე­ბით მო­დის... კერძს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლის (ფრე­შის) დამ­ზა­დე­ბას 20 წუთი არ უნდა სჭირ­დე­ბო­დეს. ეს ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლია, რად­გან დროს ფუ­ჭად ვხარ­ჯავ, შეკ­ვე­თილ კერძს სა­ჭი­რო დრო­ზე მეტ­ხანს ვე­ლო­დე­ბი" - აცხა­დებს ტუ­რის­ტი ჩი­ნე­თი­დან. თუმ­ცა, ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის ტემპზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და ამ­ბობს, რომ "ქა­ლაქ­ში ტემ­პი აშ­კა­რად იგ­რძნო­ბა. ყვე­ლა ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ათი წლის შემ­დეგ ბა­თუ­მი გა­ცი­ლე­ბით ლა­მა­ზი და ეკო­ნო­მი­კუ­რად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, ვიდ­რე დღეს არის".

"ერ­თა­დერ­თი, რაც ბა­თუმ­ში დას­ვე­ნე­ბის დროს მა­წუ­ხებს, - ეს არის მშე­ნებ­ლო­ბი­დან გა­მოწ­ვე­უ­ლი ხმა­უ­რი. უამ­რა­ვი მშე­ნებ­ლო­ბაა ქა­ლაქ­ში, რაც იწ­ვევს ხმა­ურს გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბას და თა­ვის­თა­ვად, ლო­გი­კუ­რად ტუ­რის­ტიც ამ მხრივ დის­კომ­ფორ­ტს გა­ნიც­დის, მაგ­რამ ეს ფაქ­ტიც ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის. ბა­თუ­მი ტუ­რის­ტუ­ლი ცენ­ტრია და მას სჭირ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბა, გაზ­რდა და გან­ვი­თა­რე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ტუ­რის­ტი სომ­ხე­თი­დან.

ის უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბი კი, რომ­ლე­ბიც ბა­თუმს ხში­რად სტუმ­რო­ბენ, წუ­ხან რომ ახა­ლი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა ბა­თუმს იერ­სა­ხეს უკარ­გავს. ამ­ბო­ბენ, რომ ძველ ბა­თუმ­ში თა­ნამდრო­ვე შე­ნო­ბე­ბის აგე­ბამ, ქა­ლაქს ძვე­ლი სურ­ნე­ლი და­უ­კარ­გა.

"გული მწყდე­ბა, როცა ვუ­ყუ­რებ რამ­დე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე შე­ნო­ბე­ბი აშენ­და ძველ ბა­თუმ­ში. ჩემი აზ­რით, ძველ ბა­თუმს იერ­სა­ხე არ უნდა და­უ­კარ­გონ. სა­ჭი­როა შე­ნო­ბე­ბის რე­კონ­სტრუქ­ცია და არა მათი დან­გრე­ვა. ეს ბა­თუმს ძველ სურ­ნელს შე­უ­ნარ­ჩუ­ნებს. კულ­ტუ­რას გაფრ­თხი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა" - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნე­ლი ტუ­რის­ტი.

ის ტუ­რის­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და აჭა­რის ზღვის­პი­რეთ­ში წელს პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვიდ­ნენ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლე­ბენ გემ­რი­ელ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე და სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ხალ­ხზე:

"პირ­ვე­ლად ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მგო­ნი უკვე შე­მიყ­ვარ­და აქა­უ­რო­ბა. არ ვე­ლო­დი, რომ ბა­თუ­მი და მთლი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო ასე სა­ო­ცა­რი სი­ლა­მა­ზის იქ­ნე­ბო­და, ასე ტო­ლე­რან­ტი ხალ­ხი ცხოვ­რობ­და აქ. ყვე­ლა­ფე­რი მომ­წონს, სა­ნა­პი­რო, საჭ­მე­ლი - ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია. ძა­ლი­ან მი­ხა­რია რომ აქ ვართ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კი­დევ დავ­ბრუნ­დე­ბით" - ამ­ბობს დი­მიტ­რი ყა­ზა­ხე­თი­დან.

"ძა­ლი­ან მომ­წონს ხალ­ხი - აქ ყველ­გან ღვი­ნოს და ხა­ჭა­პურს გთა­ვა­ზო­ბენ. საჭ­მე­ლი ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია! ამინ­დი ძა­ლი­ან ცხე­ლი იყო და ეს არ მე­სი­ა­მოვ­ნა, დღეს შე­და­რე­ბით მოღ­რუბ­ლუ­ლია და უფრო მომ­წონს. უკვე ორი კვი­რაა სა­ქარ­თვე­ლო­ში ვართ, და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ ბევ­რი ად­გი­ლი, ვნა­ხეთ თბი­ლი­სიც, მღვი­მე­ე­ბი, კა­ნი­ო­ნე­ბი. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­ტყვით მე­გობ­რებს და ნა­თე­სა­ვებს, რომ ბა­თუმ­ში კარ­გად და­ის­ვე­ნე­ბენ. ჩვენ ყა­ზა­ხე­თი­დან ვართ, ას­ტა­ნა­დან და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ქარ­თვე­ლე­ბიც ეს­ტუმ­რე­ბი­ან ჩვენს ქვე­ყა­ნას" - ამ­ბობს შუ­ახ­ნის ყა­ზა­ხი წყვი­ლი.

"ბა­თუ­მი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქა­ლა­ქია, საჭ­მე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, ზღვაც ძა­ლი­ან კარ­გია. კომ­ფორ­ტუ­ლია აქ დას­ვე­ნე­ბა, სიმწვა­ნეა, კარ­გი ბუ­ნე­ბა, კარ­გი ჰა­ე­რი და არ არის მტვე­რი. ზღვას­თან ახ­ლოს ვართ და სა­ნა­პი­რო­ზე ყო­ველ­დღე გავ­დი­ვართ, თუმ­ცა ცუ­დია რომ წვიმს ხოლ­მე", - ამ­ბობს წყვი­ლი კი­ე­ვი­დან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ..." - რა მოსწონთ და არ მოსწონთ ტურისტებს ბათუმში

"აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ..." - რა მოსწონთ და არ მოსწონთ ტურისტებს ბათუმში

აჭარაში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია. საქართველოს საზღვაო კურორტებს შორის, ბათუმი წელსაც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

აჭარის რეგიონს ვიზიტორები ძირითადად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, რუსეთიდან, ირანიდან და უკრაინიდან სტუმრობენ. როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, 2018 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, უცხოეთიდან აჭარაში 639 183 ვიზიტი განხორციელდა, რაც 28%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

ჩვენ ბათუმში ჩამოსულ რამდენიმე ტურისტს ვესაუბრეთ და დავინტერესდით, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ საქართველოს ზღვისპირეთში. ჩვენი რესპონდენტების ნაწილი, უკმაყოფილებას მომსახურების სფეროსთან დაკავშირებით გამოხატავს. ტურისტები ამბობენ, რომ რესტორნებში მომსახურება დასახვეწია:

"უკმაყოფილო ვარ სარესტორნო სისტემით. შეკვეთილი კერძი დაგვიანებით მოდის... კერძს რომ თავი დავანებოთ, გამაგრილებელი სასმელის (ფრეშის) დამზადებას 20 წუთი არ უნდა სჭირდებოდეს. ეს ძალიან გამაღიზიანებელია, რადგან დროს ფუჭად ვხარჯავ, შეკვეთილ კერძს საჭირო დროზე მეტხანს ველოდები" - აცხადებს ტურისტი ჩინეთიდან. თუმცა, ქალაქის განვითარების ტემპზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ "ქალაქში ტემპი აშკარად იგრძნობა. ყველა ფეხის ნაბიჯზე მშენებლობა მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, ათი წლის შემდეგ ბათუმი გაცილებით ლამაზი და ეკონომიკურად ძლიერი იქნება, ვიდრე დღეს არის".

"ერთადერთი, რაც ბათუმში დასვენების დროს მაწუხებს, - ეს არის მშენებლობიდან გამოწვეული ხმაური. უამრავი მშენებლობაა ქალაქში, რაც იწვევს ხმაურს გარემოს დაბინძურებას და თავისთავად, ლოგიკურად ტურისტიც ამ მხრივ დისკომფორტს განიცდის, მაგრამ ეს ფაქტიც ძალიან კარგად მესმის. ბათუმი ტურისტული ცენტრია და მას სჭირდება მშენებლობა, გაზრდა და განვითარება" - გვეუბნება ტურისტი სომხეთიდან.

ის უცხოელი სტუმრები კი, რომლებიც ბათუმს ხშირად სტუმრობენ, წუხან რომ ახალი შენობების მშენებლობა ბათუმს იერსახეს უკარგავს. ამბობენ, რომ ძველ ბათუმში თანამდროვე შენობების აგებამ, ქალაქს ძველი სურნელი დაუკარგა.

"გული მწყდება, როცა ვუყურებ რამდენი თანამედროვე შენობები აშენდა ძველ ბათუმში. ჩემი აზრით, ძველ ბათუმს იერსახე არ უნდა დაუკარგონ. საჭიროა შენობების რეკონსტრუქცია და არა მათი დანგრევა. ეს ბათუმს ძველ სურნელს შეუნარჩუნებს. კულტურას გაფრთხილება სჭირდება" - ამბობს უკრაინელი ტურისტი.

ის ტურისტები, რომლებიც საქართველოში და აჭარის ზღვისპირეთში წელს პირველად ჩამოვიდნენ, ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებენ გემრიელ სამზარეულოზე და სტუმართმოყვარე ხალხზე:

"პირველად ვარ საქართველოში და მგონი უკვე შემიყვარდა აქაურობა. არ ველოდი, რომ ბათუმი და მთლიანად საქართველო ასე საოცარი სილამაზის იქნებოდა, ასე ტოლერანტი ხალხი ცხოვრობდა აქ. ყველაფერი მომწონს, სანაპირო, საჭმელი - ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. ძალიან მიხარია რომ აქ ვართ და დარწმუნებული ვარ კიდევ დავბრუნდებით" - ამბობს დიმიტრი ყაზახეთიდან.

"ძალიან მომწონს ხალხი - აქ ყველგან ღვინოს და ხაჭაპურს გთავაზობენ. საჭმელი ძალიან გემრიელია! ამინდი ძალიან ცხელი იყო და ეს არ მესიამოვნა, დღეს შედარებით მოღრუბლულია და უფრო მომწონს. უკვე ორი კვირაა საქართველოში ვართ, დავათვალიერეთ ბევრი ადგილი, ვნახეთ თბილისიც, მღვიმეები, კანიონები. სიამოვნებით ვეტყვით მეგობრებს და ნათესავებს, რომ ბათუმში კარგად დაისვენებენ. ჩვენ ყაზახეთიდან ვართ, ასტანადან და კარგი იქნება, თუ ქართველებიც ესტუმრებიან ჩვენს ქვეყანას" - ამბობს შუახნის ყაზახი წყვილი.

"ბათუმი ძალიან საინტერესო ქალაქია, საჭმელი არაჩვეულებრივი, ზღვაც ძალიან კარგია. კომფორტულია აქ დასვენება, სიმწვანეა, კარგი ბუნება, კარგი ჰაერი და არ არის მტვერი. ზღვასთან ახლოს ვართ და სანაპიროზე ყოველდღე გავდივართ, თუმცა ცუდია რომ წვიმს ხოლმე", - ამბობს წყვილი კიევიდან.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ