ლენტეხის მერი - ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ლენტეხის მერი - ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

ლენტეხის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ხანძარი დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის გაჩენა, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ლენტეხში, სოფელ ზესხოში, ტყეში ხანძარია. ამ დროის მონაცემებით, 2.5 ჰა ფართობი დაიწვა. ცეცხლის ქრობაში ჩართულია 120 მეხანძრე-მაშველი.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო