სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ზვიად კუპრავა - ბრალი დამიმძიმეს, მედავებიან, რომ უარი განვაცხადე დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურებისთვის, ჭამა სხვა პირის თეფშიდან განვაგრძე
ზვიად კუპრავა - ბრალი დამიმძიმეს, მედავებიან, რომ უარი განვაცხადე დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურებისთვის, ჭამა სხვა პირის თეფშიდან განვაგრძე

ზვი­ად კუპ­რა­ვას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სა­სა­დი­ლო­ში მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის საქ­მე­ზე ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს. რო­გორც კუპ­რა­ვამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გა­ნა­ცხა­და, მას ბრა­ლი და­უმ­ძი­მეს და 2 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

"ამ­ჯე­რად მო­გე­სალ­მე­ბით უკვე ახა­ლი, ბრალ­დე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 366-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, დღეს კი ბრა­ლი და­ამ­ძი­მეს და მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­მი­ყე­ნეს ბრა­ლი, რაც 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე მინ­და ამ სა­მარ­ცხვი­ნო ბრალ­დე­ბის ერთი ძა­ლი­ან პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი წარ­გიდ­გი­ნოთ, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად ნა­ხავს, რა ჭირი გვჭირს ქვე­ყა­ნა­ში: "პო­ლი­ცი­ის მუ­შაკ­თა არა­ერ­თი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ზვი­ად კუპ­რა­ვამ უარი გა­ნა­ცხა­და სხდო­მის დარ­ბაზ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე და დრო­ის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბის მიზ­ნით, სხვა პი­რის თეფ­ში­დან გა­ნაგ­რძო საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა", - ესაა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბრალ­დე­ბა. ამას მე­და­ვე­ბი­ან, რომ თურ­მე სხვა პი­რის თეფ­ში­დან გა­ვაგ­რძე­ლე ჭამა. ეს არის ცირ­კი. გა­ი­მარ­თე­ბა სა­სა­მარ­თლო სხდო­მა. გა­უ­გე­ბა­რია, აქ რა­ტომ და­მი­ბა­რეს, იმი­ტომ რომ სხვი­სი თეფ­ში­დან გა­ვაგ­რძე­ლე ჭამა? კარ­გით, თუ ეს არის ჩემი და­ნა­შა­უ­ლი, ვა­გებ ამა­ზე პა­სუხს, იმ პირს, ვისი თეფ­ში­და­ნაც შევ­ჭა­მე, და­ვუბ­რუ­ნებ იმ ხორცს. ეს არის მა­რაზ­მი", - გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ვამ.

თა­ვის მხრივ, კუპ­რა­ვას ად­ვო­კატ­მა ლე­ვან და­ვი­თა­ი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ ბრალ­დე­ბა­ში სა­უ­ბა­რია უშუ­ა­ლოდ მო­სა­მარ­თლის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, რაც ჯა­რი­მას ან 2 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ჩვენ წარ­ვად­გენთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბეს. მათ წარ­მოდ­გე­ნი­ლი აქვთ დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­შიც არაა ჯერ­ჯე­რო­ბით შე­სუ­ლი. აგ­რეთ­ვე ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, რომ­ლებ­ზეც ისი­ნი აპე­ლი­რე­ბენ, მო­პო­ვე­ბუ­ლია სა­ერ­თოდ გა­უ­გე­ბა­რი წყა­რო­ე­ბი­დან. ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ აპი­რებს ბრალ­დე­ბა ამა­ზე და­ამ­ყა­როს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ზვიად კუპრავა - ბრალი დამიმძიმეს, მედავებიან, რომ უარი განვაცხადე დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურებისთვის, ჭამა სხვა პირის თეფშიდან განვაგრძე

ზვიად კუპრავა - ბრალი დამიმძიმეს, მედავებიან, რომ უარი განვაცხადე დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურებისთვის, ჭამა სხვა პირის თეფშიდან განვაგრძე

ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალი წაუყენეს. როგორც კუპრავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ბრალი დაუმძიმეს და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ამჯერად მოგესალმებით უკვე ახალი, ბრალდებულის სტატუსით. გამოძიება დაიწყო 366-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღეს კი ბრალი დაამძიმეს და მეორე ნაწილით წამიყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე მინდა ამ სამარცხვინო ბრალდების ერთი ძალიან პატარა მონაკვეთი წარგიდგინოთ, სადაც საზოგადოება კარგად ნახავს, რა ჭირი გვჭირს ქვეყანაში: "პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება", - ესაა ოფიციალური ბრალდება. ამას მედავებიან, რომ თურმე სხვა პირის თეფშიდან გავაგრძელე ჭამა. ეს არის ცირკი. გაიმართება სასამართლო სხდომა. გაუგებარია, აქ რატომ დამიბარეს, იმიტომ რომ სხვისი თეფშიდან გავაგრძელე ჭამა? კარგით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული, ვაგებ ამაზე პასუხს, იმ პირს, ვისი თეფშიდანაც შევჭამე, დავუბრუნებ იმ ხორცს. ეს არის მარაზმი", - განაცხადა კუპრავამ.

თავის მხრივ, კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამ აღნიშნა, რომ ბრალდებაში საუბარია უშუალოდ მოსამართლის შეურაცხყოფაზე, რაც ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებეს. მათ წარმოდგენილი აქვთ დოკუმენტები, რომელიც კანონიერ ძალაშიც არაა ჯერჯერობით შესული. აგრეთვე ვიდეოფირები, რომლებზეც ისინი აპელირებენ, მოპოვებულია საერთოდ გაუგებარი წყაროებიდან. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ აპირებს ბრალდება ამაზე დაამყაროს მტკიცებულებები", - განაცხადა დავითაიამ.

ბორჯომის მერმა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა - სუს-ი

ჭოპორტში 45 წლამდე მამაკაცმა დედა და და მოკლა - ვინ არიან გარდაცვლილები

ვინ არიან დარჩელში გარდაცვლილი ახალგაზრდები - უმძიმეს ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა