სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია
უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია

ხო­ბის სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სის მიმ­დე­ბა­რედ, მდი­ნა­რე ხო­ბის­წყლის კა­ლა­პოტ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ გე­ო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი, კონ­კრე­ცი­ე­ბი (მათ შო­რის სეპ­ტა­რი­ე­ბი) აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

წარ­მო­ნაქ­მნე­ბი ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტმა ძეგლ­თა დაც­ვი­სა და ტუ­რიზ­მის სა­კი­თხებ­ში გო­გი­ტა ჩი­ტა­ი­ამ შე­ნიშ­ნა და აღ­ნიშ­ნუ­ლის ფო­ტო­მა­სა­ლა მეც­ნი­ე­რებს გა­და­უგ­ზავ­ნა.

ალექ­სან­დრე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის, გე­ოგ­რა­ფი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის და პრო­ფე­სო­რის ზუ­რაბ ჯა­ნე­ლი­ძის პირ­ვე­ლა­დი დას­კვნის თა­ნახ­მად, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის გას­წვრივ მი­მობ­ნე­უ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი კირ­ქვი­ა­ნი კონ­კრე­ცი­ე­ბია, რო­მე­ლიც მდი­ნა­რის დი­ნე­ბის მი­ე­რაა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი. მისი თქმით, ასე­თი ფორ­მი­სა და ზო­მის ნი­მუ­შე­ბი დიდ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენს.

ჯა­ნე­ლი­ძის ვა­რა­უ­დით, არ­სე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი დიდი ხნის წი­ნათ გა­და­შე­ნე­ბულ ზღვის ცხო­ვე­ლებს, ე.წ. ამო­ნი­ტებს გვა­ნან, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლო­ე­ბით 60 მი­ლი­ო­ნი წლის წი­ნათ ბი­ნად­რობ­დნენ.

"ამ ეტაპ­ზე ერ­თა­დერ­თი დო­კუ­მენ­ტი, რაც გვაქვს, ეს არის ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის წი­ნას­წა­რი დას­კვნა, რო­მე­ლიც მან მხო­ლოდ ფო­ტო­ე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­დე­გად გა­ა­კე­თა. გვირ­ჩია, რომ გვჭირ­დე­ბა პა­ლე­ონ­თო­ლო­გე­ბი და ლი­თო­ლო­გე­ბი. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე ვა­რა­უ­დი, რომ ეს არის ამო­ნი­ტე­ბი. არის სა­უ­ბა­რი, რომ ეს არის კირ­ქვი­ა­ნი კონ­კრე­ცი­ე­ბი. ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ნამ ამ სა­კი­თხის შეს­წავ­ლა არ მოხ­დე­ბა, მტკი­ცე­ბით ფორ­მა­ში ვე­რა­ფერს ვი­ტყვით. უკვე ვთხო­ვეთ დახ­მა­რე­ბა შე­სა­ბა­მის უწყე­ბებს“ - აცხა­დებს ხო­ბის მა­ჟო­რი­ტა­რი ირაკ­ლი ბე­რა­ია.

აღ­მო­ჩე­ნამ დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ქარ­თველ მეც­ნი­ე­რებ­ში და მის შე­სა­ხებ სა­სა­უბ­როდ პრო­ფე­სორ ვასო გა­ბუ­ნი­ას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც 30 წე­ლია პა­ლე­ონ­ტო­ლო­გი­ა­ში მოღ­ვა­წე­ობს...

- ეს არის ე.წ. და­ლექ­ვის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი კონ­კრე­ცია-სეპ­ტა­რი­ე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვთ ამო­ნი­ტებ­თან და, სა­ერ­თოდ, გა­ნა­მარ­ხე­ბულ ფა­უ­ნას­თან. მსგავ­სი გე­ო­ლო­გი­უ­რი ფორ­მე­ბი ნა­პოვ­ნია მდი­ნა­რე ხა­ნის ხე­ო­ბა­ში, ქა­ლაქ ბაღ­დათ­თან. თა­ვის­თა­ვად, სეპ­ტა­რია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ლი­თო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნაა. მათი პო­ლი­რე­ბუ­ლი ანათ­ლე­ბი ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, რო­გორც ძვირ­ფა­სი მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლა, რად­გან შიგ­ნით ხში­რად გვხვდე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ხის და ფე­რის კვარ­ცი­ტე­ბი. ასე­თი ად­გი­ლე­ბი, რო­გორც წესი, გე­ო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

რამ­დე­ნა­დაა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მათი წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი­დან გა­და­ტა­ნა, ვერ გე­ტყვით. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა. არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გა­რე­მოს შეც­ვლამ მათი და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. თან მუ­ზე­უმ­ში ან ქა­ლა­ქის პარკში და­დე­ბუ­ლი სეპ­ტა­რია არ მგო­ნია ისე­თი­ვე შთამ­ბეჭ­და­ვი იყოს, რო­გორც ახ­ლაა...

- მათ წლო­ვა­ნე­ბა­ზე რას გვე­ტყვით?

- მანდ მი­ნე­რა­ლო­გის და ლი­თო­ლო­გის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვა. შეს­წავ­ლი­ლი უნდა იქ­ნას რო­გორც და­ლექ­ვის სის­წრა­ფე, ასე­ვე თერ­მუ­ლი წყლე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბა (თუ ასე­თიც იღებ­და მის წარ­მოქ­მნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას). რაც შე­ე­ხე­ბა მათი წარ­მოქ­მნის სის­წრა­ფეს - დი­ა­მეტ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე 2-3 მი­ლი­ო­ნი წელი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამო­ნი­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, ისი­ნი 65 მი­ლი­ო­ნი წლის წინ ამო­წყდნენ დი­ნო­ზავ­რებ­თან ერ­თად, კო­მე­ტის ვარ­დნის შემ­დეგ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე, ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­ო­ნი წელი არ­სე­ბობ­დნენ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია

უნიკალური აღმოჩენა ხობში, რომელმაც ქართველ მეცნიერებში დიდი ინტერესი გამოიწვია

ხობის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, მდინარე ხობისწყლის კალაპოტში სავარაუდოდ გეოლოგიური წარმონაქმნები, კონკრეციები (მათ შორის სეპტარიები) აღმოაჩინეს.

წარმონაქმნები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის საკითხებში გოგიტა ჩიტაიამ შენიშნა და აღნიშნულის ფოტომასალა მეცნიერებს გადაუგზავნა.

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის და პროფესორის ზურაბ ჯანელიძის პირველადი დასკვნის თანახმად, მდინარის კალაპოტის გასწვრივ მიმობნეული გეოლოგიური წარმონაქმნები კირქვიანი კონკრეციებია, რომელიც მდინარის დინების მიერაა დამუშავებული. მისი თქმით, ასეთი ფორმისა და ზომის ნიმუშები დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

ჯანელიძის ვარაუდით, არსებული ნიმუშები დიდი ხნის წინათ გადაშენებულ ზღვის ცხოველებს, ე.წ. ამონიტებს გვანან, რომლებიც დაახლოებით 60 მილიონი წლის წინათ ბინადრობდნენ.

"ამ ეტაპზე ერთადერთი დოკუმენტი, რაც გვაქვს, ეს არის ზურაბ ჯაფარიძის წინასწარი დასკვნა, რომელიც მან მხოლოდ ფოტოების დათვალიერების შედეგად გააკეთა. გვირჩია, რომ გვჭირდება პალეონთოლოგები და ლითოლოგები. არსებობს რამდენიმე ვარაუდი, რომ ეს არის ამონიტები. არის საუბარი, რომ ეს არის კირქვიანი კონკრეციები. ჯერჯერობით სანამ ამ საკითხის შესწავლა არ მოხდება, მტკიცებით ფორმაში ვერაფერს ვიტყვით. უკვე ვთხოვეთ დახმარება შესაბამის უწყებებს“ - აცხადებს ხობის მაჟორიტარი ირაკლი ბერაია.

აღმოჩენამ დიდი ინტერესი გამოიწვია ქართველ მეცნიერებში და მის შესახებ სასაუბროდ პროფესორ ვასო გაბუნიას დავუკავშირდით, რომელიც 30 წელია პალეონტოლოგიაში მოღვაწეობს...

- ეს არის ე.წ. დალექვის თავისებურებით გამორჩეული კონკრეცია-სეპტარიები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ ამონიტებთან და, საერთოდ, განამარხებულ ფაუნასთან. მსგავსი გეოლოგიური ფორმები ნაპოვნია მდინარე ხანის ხეობაში, ქალაქ ბაღდათთან. თავისთავად, სეპტარია ძალიან საინტერესო ლითოლოგიური მოვლენაა. მათი პოლირებული ანათლები ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ძვირფასი მოსაპირკეთებელი მასალა, რადგან შიგნით ხშირად გვხვდება სხვადასხვა სახის და ფერის კვარციტები. ასეთი ადგილები, როგორც წესი, გეოტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

რამდენადაა მიზანშეწონილი მათი წარმოშობის ადგილიდან გადატანა, ვერ გეტყვით. გასათვალისწინებელია საერთაშორისო გამოცდილება. არაა გამორიცხული, რომ გარემოს შეცვლამ მათი დაზიანება გამოიწვიოს. თან მუზეუმში ან ქალაქის პარკში დადებული სეპტარია არ მგონია ისეთივე შთამბეჭდავი იყოს, როგორც ახლაა...

- მათ წლოვანებაზე რას გვეტყვით?

- მანდ მინერალოგის და ლითოლოგის გარეშე არაფერი გამოვა. შესწავლილი უნდა იქნას როგორც დალექვის სისწრაფე, ასევე თერმული წყლების ზემოქმედება (თუ ასეთიც იღებდა მის წარმოქმნაში მონაწილეობას). რაც შეეხება მათი წარმოქმნის სისწრაფეს - დიამეტრიდან გამომდინარე 2-3 მილიონი წელი მიმდინარეობდა. ამონიტებს რაც შეეხება, ისინი 65 მილიონი წლის წინ ამოწყდნენ დინოზავრებთან ერთად, კომეტის ვარდნის შემდეგ. თუმცა, მანამდე, ათეულობით მილიონი წელი არსებობდნენ...

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია