რა ვითარებაა მესტიამდე მისასვლელ გზაზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა) - გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

რა ვითარებაა მესტიამდე მისასვლელ გზაზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა) - გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

სვანეთში, სოფელ ჭუბერში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვისა და გზების რეაბილიტაციის სპეციალისტები იმყოფებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ასევე, სტიქიის ზონაში იმყოფებიან გზების დეპარტამენტის აჭარის, ქუთაისის ოფისებისა და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ორგანიზებას უწევს ადგილზე შესაბამისი ტექნიკის მობილიზებას, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. ამასთანავე გაცნობებთ, რომ მესტიამდე მისასვლელ გზაზე (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზა) გადაადგილება შეუფერხებლადაა შესაძლებელი", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი