"განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ათეულობით ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე" - მესტიის საკრებულოს წევრი ჭუბერში არსებულ ვითარებაზე

"განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ათეულობით ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე" - მესტიის საკრებულოს წევრი ჭუბერში არსებულ ვითარებაზე

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ათეულობით ოჯახი, რომელიც მდინარის სანაპიროსთან ახლოს ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მესტიის საკრებულოს წევრმა ზაზა ვიბლიანმა განუცხადა.

"ჯერჯერობით, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი, თუმცა სრულად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. შედარებით დაიკლო წყლის დონემ, თუმცა დინება მაინც ძლიერია", - აღნიშნა ვიბლიანმა.

მისი თქმით, ადგილზე ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან. სვანეთში, მთის ჩამოშლის შედეგად მდინარე ნენსკრა ადიდდა, რის გამოც რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი.

ნახეთ კადრები სტიქიის ზონიდან: როგორ წაიღო მდინარე ნენსკრამ ხიდი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ