საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური - ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის

აგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ბევრი მაშველი მუშაობს და ისინი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას ცდილობენ.

“უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია.

ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა გამოიწვია სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდების დაზიანება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა.

ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადასულია მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო: "ამ ეტაპზე სოფელ ჭუბერში ვერტმფრენის გაგზავნის საჭიროება არ არის" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი