პირველი სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი და საქართველოში მოგვარებული პარკირების პრობლემა - გაიცანით BTU-ს პირველკურსელები

პირველი სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი და საქართველოში მოგვარებული პარკირების პრობლემა - გაიცანით BTU-ს პირველკურსელები

მსოფლიოში პირველად სამედიცინო ხელოვნური ინტელექტი შექმნა, რომელიც ჩივილის შემთხვევაში პაციენტს ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს და პირველად დიაგნოზს დაუსვამს. ორიგინალური გამოგონების უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ინტელექტი ქართულია და მას მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. აღნიშნული პროექტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის და თიბისი ბანკის სტარტაპერის ფარგლებში შეიქმნა, რომელმაც კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. ხელოვნური ინტელექტი DigitalMed ყველაზე დიდ სამედიცინო ენციკლოპედიას მოიცავს და სასურველ პასუხს გაწვდის მაშინაც, თუ მას სიტყვას ან წინადადებას შეცდომით მიწერ. ინტელექტის შემქნელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერტსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი, გეგა თათულიშვილია. თათულიშვილი აღნიშნავს, რომ DigitalMed არ ცვლის ექიმს და არ შეიძლება მისი განხილვა ექიმის კონკურენტად, თუმცა ის გაწვდის სასურველ ინფორმაციას კონკრეტულ ავადმყოფობასა თუ სიმპტომთან დაკავშირებით, ამავდროულად გიხსნის თუ როგორ შეიძლება შეიჩერო ტკივილი ექიმთან მისვლამდე და მოახდინო პრევენცია, ამა თუ იმ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით.

"DigitalMed პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტია, რომელიც უნიკალურ ალგორითმებს იყენებს და შეუძლია პირველიდი დიაგნოზის დასმა. ასევე, შესაძლებელია მისი საგანმანათლებლო დანიშნულებით გამოყენება. ინტელექტი არ აპირებს ექიმის შეცვლას, არამედ მას მივყავართ ექიმთან. მინდა მადლობა გადავუხადო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა განგვეხორცილებინა ჩვენი პროექტები“, - აღნიშნა გეგა თათულიშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ კონკურს ერთი გამარჯვებული უნდა ჰყოლოდა, ჟიურის გადაწყვეტილებით მეორე გამარჯვებულიც გამოვლინდა, რომლის იდეაც პასუხობს საქართველოში, განსაკუთრებით კი დედაქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველ კურსელმა, გუგა გიორგაძემ წარმოადგინა იდეა, რომლის მეშვეობითაც სახლიდან გაუსვლელად შეძლებთ საპარკინგე ადგილის დაჯავშნას, ასევე ინფორმაციის მიღებას თუ სად არის ავტომობილის პარკირებისთვის ცარიელი ადგილი. აღნიშნულს კი უზრუნველყოფს სპეციალური გადამცემი მოწყობილობა, რომელიც აფიქსირებს თავისუფალ ადგილს, ხოლო დაჯავშნის შემდგომ სპეციალური ჯებირი იცავს თქვენთვის განკუთვნილ ტერიტორიას და სხვა ავტომობილი ვერ შეძლებს გაჩერებას. იდეის ავტორის თქმით, თბილისის მერია უკვე დაინტერესდა მისი პროექტით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანის ნინო ენუქიძის განცხადებით, პროექტი წარმატებული აღმოჩნდა, რასაც მონაწილე სტუდენტთა რაოდენობაც ადასტურებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრიორიტეტს სწორედ ახალი თაობის ხელშეწყობა და საქართველოში ინოვაციური იდეების განხორციელებაა.

„ეს პროექტი დიდი წარმატებით განხორციელდა, ვინაიდან იყო სტუდენტების საკმაოდ მაღალი დაინტერესება და ჩართულობა. ამ ყველაფრის შედეგად მივიღეთ ის, რომ პირველკურსელებმა წარმოადგინეს სრულად დამუშავებული ინოვაციური იდეები, რომლებიც კონკურენციას გაუწევს მსოფლიო სტარტაპ იდეებს. ამაყები ვართ, რომ ასეთი გუნდები წარმოჩინდნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“- განაცხადა ნინო ენუქიძემ.

თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერის პროექტი “სტარტაპკურსი“ BTU-ში დასრულდა. კურსი სტუდენტებისთვისს საკუთარი ბიზნესის წამოსაწყებად საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას ისახავდა მიზნად. პირველი სტარტაპკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად დაინერგა. საპილოტე კურსი, მარტში დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა.ტარტაპკურსის ფარგლებში, სტუდენტები დაესწრნენ სხვადასხვა თემატიკის სესიებს და კურსის ბოლოს მოამზადეს თავიანთი სტარტაპიდეების პრეზეტაციები, რომელთაგან გამარჯვებულის ავტორები გაემგზავრებიან Startup Safari-ს ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპ ღონისძიებაზე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ