ავტორი:

"ღამის სერენადები" - ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეათედ ჩატარდება

"ღამის სერენადები" - ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წელს მეათედ ჩატარდება

ლიანა ისაკაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - "ღამის სერენადები" წელს მეათედ ჩატარდება. აღნიშნული ფესტივალი, რომელიც წელს საიუბილეოა, 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით, საქათველოს უმშენიერეს მხარეში, აფხაზეთში დაარსდა, მაგრამ 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი - 2009 წელს შავიზღვისპირეთის ულამაზეს ქალაქ ბათუმში.

ფესტივალის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, მისი დამაარსებელი, ლიანა ისაკაძეა. წელს მასთან ერთად, ამ საქმეს გიორგი ისაკაძეც გაუძღვება. წლების განმავლობაში ფესტივალისადმი დიდმა ინტერესმა მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც 2015 წლიდან თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, უკვე ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

2018 წელს 26, 28 და 29 აგვისტოს ბათუმში სასტუმრო "შერატონ ბათუმის" 500 მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარაზში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფესტივალი მეათედ გაიმართება, ხოლო 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისში გადმოინაცვლებს და თბილისის სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დრაბზში ჩატარდება.

2011 წლიდან ფესტივალის საბაზო ორკესტრია ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი მსოფლიო კამერული ანსამბლ-ორკესტრი "ვირტუოზები", რომელმაც საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა. აღსანიშნავია, 2014 წლის ივნისში "ვირტუოზებმა" საქველმოქმედო კონცერტი ნიუ-იორკში გამართეს.

2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით მოხდა და ეწოდა - "საქართველოს ვირტუოზები".

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/ბეგია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (უნგრეთი/აშშ), გიტარისტი სოფია ბაროს (იტალია), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდაჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისარელი/ საქართველო) და სხვა.

ფესტივალის მთავრი პარტნიორტები არიან საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმისა და თბილისის მერია. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანიაა "არტ-ალიანსი" (დირექტორი ნინა ცაგარელი).

ვახტანგ მაჭავარიანი, დირიჟორი:

- ბედნიერებაა ისეთი გენიალური ადამიანის ფესტივალში მონაწილეობა, როგორიც ლიანა ისაკაძეა. ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ლიანა ისაკაძე საქართველოს მუსიკალურ კულტურაში მოვლენაა. გარდა იმისა, რომ მეგობრები ვართ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მუსიკალური ლიანა თილისმაა იმიტომ, რომ ჩემი პირელი კონცეტრი არაერთ ქვეყანაში სწორედ მას უკავშირდება. ასევე ჩემი პირველი ჩანაწერიც ლიანასთან არის დაკავშირებული. ამასთან, მრავალწლიანი მეგობრობა და ახლობლობა გვაკავშირებს. ახლობლობა და მეგობრობა გვაკავშირებდა ასევე მამაჩენთან, ამდენად, ფესტივალში მონაწილეობა საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა. მთხოვეს, ყველა კონცერტს ვუდირიჟორო, ლიანას გვერდით დგომა ჩემთვის სასიხრულოა. რეპერტუარში არერთი საინტერესო ნაწარმოები გვაქვს, მოცარტის "ღამის პატარა სერენადა", რაც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი უდიდესი ქმნილება.

ასევე მნიშვნელოვანია სოსო ბარდანაშვილის კონცერტი, ის საქართველოში ბევრჯერ არ შესრულებულა. სოსო ბარდანაშვილი ძალიან წარმატებული კომპოზიტორია. მგონი, საქართველოში მის "სერენადა" ვიოლინოსა და სიმებისათვის პირველად დაუკრავენ. ესეც დიდი და საინტერესო მოვლენაა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეპერტუარშია შოსტაკოვიჩის "კამერული სიმფონია დო მინორი". ბევრი წელია, ეს გენიალური ქმნილებაც საქართველოში არ შესრულებულა. შესრულდება ალექსი მაჭავარიანის "სიმფონია კამერული ორკესტრისთვის".

მიხარია, რომ ჩემ გვერდით ისეთი მუსიკოსი იქნება, როგორიც საშა კორსანტიაა, ჩვენ მრავალი წლის ახლობლობა გვაკავშირებს, როგორც ადამიანური, ასევე შემემოქმედებითი თვალსაზრისით. დაუკრავს კარგი მევიოლინე გია იაშვილი დიდი მევიოლინეთა ოჯახიდან. გარდა ამისა, ფესტივალში არაერთი შესანიშნავი მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ, რომ საშა კორსანტია საქართველოში ისეთ ნაწარმოებს დაუკრავს, როგორიცაა, გალინა უსტვოლსკაიას "კონცერტი ფორტეპიანოს", "ლიტვარებისა და სიმებიანებისთვის".

ძალიან მოკლე ხანში უნდა მოვამზადოთ დიდი პროგრამა. ბევრი რამ ჩემი და ორკესტრის მხრებზე გადაივლის და ვეცდებით, ამ ყველაფერს ღირსეულად გავუმკლავდეთ. ასე რომ, გრძელდება ლიანა ისაკაძის დაფუძნებული ფესტივალი, რომელსაც ღირსეულდ უნდა შევხდეთ და წავუძღვეთ.

ალექსანდრე კორსანტია, პიანისტი:

- მოუთმენლად ველოდები იმ დროს, როცა ამ ფესტივალზე გამოვალ და ლიანას ჩრდილქვეშ დავუკრავ. ამ ადამიანის სახელი ხომ დიდი ხანია, ბევრს ნიშნავს არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით. ამას ისიც ემატება, რომ ბევრი წლის შემდეგ, პირველად დავუკრავთ ვახტანგ მაჭავარიანთან, ჩემს უფროს მეგობართან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ საქაართველოში ასევე პირვეად შევასრულებ გალინა უსტვოლსკაიას კონცერტს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საინტერესო და დასამახსვერებლი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი