ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა, იქროლებს ქარიც - გაეცანით უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს

ტემპერატურა დაიკლებს, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით და სეტყვა, იქროლებს ქარიც - გაეცანით უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს

აღმოსავლეთ საქართველოში 40 გრადუსამდე ჰაერის ტემპერატურა ხვალაც შენარჩუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 35–40 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში კი, ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და 30–32 გრადუსია მოსალოდნელი, მთიან რაიონებში – 31–33 გრადუსი იქნება. ამასთან, დასავლეთ საქართველოში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია იყოს ხანმოკლე წვიმაც.

5–7 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით და დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, რომლის დროსაც შესაძლებელია დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდეს; 6–7 ივლისს კი, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვაც. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 33–35 გრადუსია მოსალოდნელი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 22–27 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 5 ივლისს 37 გრადუსი იქნება; 6 ივლისს – 36 გრადუსი, 7 ივლისს – 35 გრადუსი. 6–7 ივლისს საღამოსა და ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი.

8–9 ივლისს კი საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ