სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ გამოიყურება ედუარდ სააკაშვილის მეუღლე (+ფოტოები)
როგორ გამოიყურება ედუარდ სააკაშვილის მეუღლე (+ფოტოები)

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი, ედუ­არ­დი და­ქორ­წინ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა - მა­დი­ნა მელა გახ­და. შვი­ლის ქორ­წი­ლი­სა და რძლის ოჯა­ხის შე­სახ­ებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "კვი­რის აქ­ცენ­ტებ­ში" ისა­უბ­რა:

"ხა­ლი­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი იმის გამო, რომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­დაც გუ­შინ და­ვეს­წა­რი ჩემი შვი­ლის, ედუ­არ­დის ქორ­წილს. გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მე თვი­თონ რო­გორ დავ­ქორ­წინ­დი ნიუ-იორკში, რო­გორ ვცხოვ­რობ­დი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას... რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად ჩა­მო­ვე­დით და გან­წყო­ბა მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი", - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვი­სას.

"ეს რო­მე­ლი რძა­ლია, ებ­რა­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­შო­ბის, რო­მე­ლიც თქვენ ახ­სე­ნეთ? რო­გორ მი­ი­ღეთ?", - და­ინ­ტე­რეს­და გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი.

"მე ვახ­სე­ნე, რომ კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა და ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხია, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლიც, უკ­რა­ი­ნე­ლიც და ავ­სტრა­ლი­ე­ლიც - ამას მნიშ­ვე­ლო­ბა არ აქვს, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან თბი­ლი ოჯა­ხია და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2017 წელს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა სვარ­თმო­რის კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია და ამე­რი­კის ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­შა­ობს. ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

როგორ გამოიყურება ედუარდ სააკაშვილის მეუღლე (+ფოტოები)

როგორ გამოიყურება ედუარდ სააკაშვილის მეუღლე (+ფოტოები)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი, ედუარდი დაქორწინდა. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა - მადინა მელა გახდა. შვილის ქორწილისა და რძლის ოჯახის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "კვირის აქცენტებში" ისაუბრა:

"ხალისიანად გამოვიყურები იმის გამო, რომ ახლა ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გუშინ დავესწარი ჩემი შვილის, ედუარდის ქორწილს. გუშინდელივით მახსოვს, მე თვითონ როგორ დავქორწინდი ნიუ-იორკში, როგორ ვცხოვრობდი სტუდენტურ ცხოვრებას... რა თქმა უნდა, ყველანი ერთად ჩამოვედით და განწყობა მაქვს ძალიან კარგი", - აღნიშნა სააკაშვილმა პირდაპირ ეთერში ჩართვისას.

"ეს რომელი რძალია, ებრაული ეთნიკური წარმოშობის, რომელიც თქვენ ახსენეთ? როგორ მიიღეთ?", - დაინტერესდა გადაცემის წამყვანი.

"მე ვახსენე, რომ კარგი გოგოა, რა მნიშვნელობა აქვს ებრაული წარმოშობისაა თუ არა, ძალიან კარგია, რომ ებრაული წარმოშობისაა და ძალიან კარგი ოჯახია, ასევე შეიძლებოდა ყოფილიყო ქართველიც, უკრაინელიც და ავსტრალიელიც - ამას მნიშველობა არ აქვს, რაც მთავარია, ძალიან თბილი ოჯახია და მეგობრული ხალხია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, 2017 წელს ედუარდ სააკაშვილმა სვართმორის კოლეჯი დაამთავრა. ის პროფესიით ჟურნალისტია და ამერიკის ერთ-ერთ რადიოსადგურში მუშაობს. ედუარდ სააკაშვილი ფილადელფიაში (პენსილვანიის შტატი) ცხოვრობს.

1941 წელს ჩაძირული "არმენია" ნაპოვნია! - როგორ მოხდა ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კატასტროფა და იყო თუ არა გემზე განძი?

საქართველოში ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვარსკვლავების მატარებელი“ თბილისის ცაზე - starlink-ის თანამგზავრები საქართველოშიც გამოჩდნენ