სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით და რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შესახებ
რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით და რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შესახებ

უკვე ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ 16 ივ­ლისს ფი­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ჰელ­სინ­კი­ში აშშ-ისა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა იმარ­თე­ბა, რა­საც მთე­ლი მსოფ­ლიო დიდი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნებს თვალს. შეხ­ვედ­რა­ზე პლა­ნე­ტა­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­კი­თხე­ბი იქ­ნე­ბა გან­ხი­ლუ­ლი, მათ შო­რის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის, ირა­ნის, სი­რი­ი­სა და სხვა არა­ერ­თი. თუმ­ცა ჩვენ­თვის ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რაც შე­საძ­ლოა წი­ნას­წარ ხმა­მაღ­ლა არც ით­ქვას: ეს სა­ქარ­თვე­ლოს თე­მაა, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ამე­რი­კის­თვის, ისე რუ­სე­თის­თვის.

ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი, ლელა კა­კუ­ლია უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს, რომ ამე­რი­კე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბა არის ის პე­რი­ო­დი, რა დრო­საც სა­ქარ­თვე­ლო შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­გან მი­ი­ღებს არა სი­ტყვი­ერ, არა­მედ საქ­მი­ან დახ­მა­რე­ბას. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა ნა­წი­ლი იმ წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა-მო­ლა­პა­რა­კე­ბა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხის გან­ხილ­ვას შე­ე­ხე­ბა:

რას მი­ი­ღებს სა­ქარ­თვე­ლო ჰელ­სინ­კის შეხ­ვედ­რით?

1992 წელი, 6 ოქ­ტომ­ბე­რი, დი­ლის 6 სა­ა­თი.

მსოფ­ლიო თვალ­ყურს ადევ­ნებს რუს­თა მოქ­მე­დე­ბებს და პა­სუ­ხიც ამე­რი­კი­დან არ და­აგ­ვი­ა­ნებს: გაფრ­თხი­ლე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს და მთელ მთავ­რო­ბას.

1992 წელი, 3 დე­კემ­ბე­რი.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან მო­ლა­პა­რა­კე­ბა და­დე­ბი­თია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის — აქ ამე­რი­კაა ჩა­რე­უ­ლი.

1992 წელი, 8 დე­კემ­ბე­რი.

ამე­რი­კი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა – მსოფ­ლიო უნდა გა­დარ­ჩეს! მუს­ლიმ­თა ძლი­ე­რე­ბა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა შე­არ­ყევს საქ­რის­ტი­ა­ნოს. მსოფ­ლიო იწ­ვის მა­გი­ურ ველ­ში.

1993 წელი, 11 აგ­ვის­ტო, ღა­მის 12 სა­ა­თი, კო­ჯო­რი.

ამე­რი­კას, ვხე­დავ, დიდი იმე­დი აქვს პრე­ზი­დენ­ტი­სა, რო­მელ­მაც ბრწყინ­ვა­ლედ იცის, რუ­სებს რო­გორ ეთა­მა­შოს „შახ­მა­ტი“ და მი­უ­ძღვნას მატი!!!

1997 წელი, 15 აგ­ვის­ტო, დი­ლის 11 სთ. 25 წთ. კო­ჯო­რი.

რუ­სე­თი ისე გა­და­ი­კე­ტე­ბა ღვთი­სა­გან, რომ აფხა­ზეთ­ში ხელს კი არა, თით­საც ვერ გა­ან­ძრევს. მათი ქმე­დე­ბე­ბი ფუ­ჭია — თვი­თო­ნაც გა­ოც­დე­ბა რუ­სე­თის მთავ­რო­ბა. ვხე­დავ, სა­ლა­პა­რა­კო მა­გი­დას მი­უს­ხდე­ბი­ან ამე­რი­კა, ევ­რო­პა, გა­ე­რო (რო­მელ­საც არაფ­რად მი­ვიჩ­ნევ) და რუ­სე­თი. დიახ, და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან!

1999 წელი, 14 აგ­ვის­ტო, სა­ღა­მოს 10 სა­ა­თი, კო­ჯო­რი.

რუ­სე­თი და ამე­რი­კა გა­მარ­თა­ვენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, თუ რო­გორ შე­უ­ტი­ონ რუ­სე­თის ზურ­გში მყოფ მუს­ლი­მებს. ამ დროს იკ­ვე­თე­ბა აფხა­ზე­თი+შავი ზღვა. ეს მუს­ლიმ­თა ერ­თა­დერ­თი გზაა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. რუ­სე­თი სას­წრა­ფოდ გა­და­წყვეტს, დაგ­ვიბ­რუ­ნოს არა მარ­ტო აფხა­ზე­თი, ასე­ვე სა­მა­ჩაბ­ლოც. არ არის სა­ჭი­რო ოსე­ბის მოძ­ლი­ე­რე­ბა, პი­რი­ქით. ამას ხვდე­ბი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ გა­და­წყვე­ტენ სა­კითხს.

2000 წელი, 7 აგ­ვის­ტო, სა­ღა­მოს 5 სა­ა­თი.

პრე­ზი­დენტს მო­უ­წევს რუ­სეთ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბით დად­გე­ბა თით­ქოს და აფხა­ზე­თის სა­კი­თხი, მკვდა­რია, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მო­იჭ­რე­ბა. ეს წა­მო­ვა რუ­სე­თი­დან; თან ისე, რომ რუ­სე­თი ითა­მა­შებს თით­ქოს­და დიდ როლს – აფხა­ზეთს უბ­რუ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს. ეს მოხ­დე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.

2001 წელი, 4 ოქ­ტომ­ბე­რი, დი­ლის 5 სა­ა­თი.

ამე­რი­კა ისევ იცავს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს, რუ­სე­თი ვე­რას გახ­დე­ბა. ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტინს მო­უ­გებს — თუმ­ცა პუ­ტი­ნიც ცდი­ლობ­და პრე­ზი­დენ­ტის და­ში­ნე­ბა­სა და მო­ტყუ­ე­ბას — ამი­ტომ რუ­სე­თი, რო­გორც ადრე ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ წყვეტს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­კითხს. ასე­თია უფ­ლის ნება. ამინ!**ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ითხოვს. რუ­სე­თი უარს ვერ იტყვის, იგი ძა­ლას კარ­გავს.

2001 წელი, 25 ოქ­ტომ­ბე­რი, დღის 2 სა­ა­თი.

ამე­რი­კა და ევ­რო­პა უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად გა­აფრ­თხი­ლე­ბენ რუ­სეთს. ამე­რი­კა ისევ ძლი­ერ სა­ფე­ხურ­ზე დგას...ძა­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბის შანსს ამე­რი­კა ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვებს. იგი რჩე­ბა უძ­ლი­ე­რე­სად მსოფ­ლი­ო­ში. რუ­სე­ბი თა­მაშს იწყე­ბენ, რი­თაც წა­ა­გე­ბენ.

2002 წელი, 6 ივ­ლი­სი, დღის 12 სა­ა­თი.

ამე­რი­კა სე­რი­ო­ზულ ლა­პა­რაკს იწყებს რუ­სებ­თან აფხა­ზეთ­ზე. მო­უ­ლოდ­ნე­ლად შევ­დი­ვართ! ეს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სი. ასე ნე­ბავს ღმერ­თს.

2003 წელი, 30 მარ­ტი, დღის 1სა­ა­თი.

რუ­სე­თი ამე­რი­კას­თან იწყებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ვაჭ­რო­ბას...რუ­სე­თი, სურს თუ არა, სა­ქარ­თვე­ლოს დათ­მობს! ვხე­დავთ, იკე­ტე­ბა სა­ზღვრე­ბი: აფხა­ზე­თი, სა­მა­ჩაბ­ლო, მეს­ხეთ-ჯა­ვა­ხე­თი.

2003 წელი, 9 ივ­ლი­სი, ლი­კა­ნი.

ამე­რი­კა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ ნა­ბი­ჯებს გა­და­გამს სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა­ში. ვხე­დავ, მოს­კო­ვი, ანუ რუ­სე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი არი­ან, ან­გა­რი­ში გა­უ­წი­ონ ამე­რი­კე­ლებს და ბევრ რა­მეს დათ­მო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. სხვა გზა არც რჩე­ბათ, გარ­და იმი­სა, რომ აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში და­ეხ­მა­რონ ქარ­თვე­ლებს. ეს ასეა!

2004 წელი, 26 ივ­ლი­სი, თბი­ლი­სი.

სა­ქარ­თვე­ლოს თემა ძა­ლი­ან და­ძა­ბავს ამე­რი­კა-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ე­ბებს და აქ დამ­თავ­რდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

2007 წელი, 19 იან­ვა­რი, ნათ­ლის­ღე­ბა.

რუ­სე­თი, ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში იწყებს აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს სა­კი­თხის გან­ხილ­ვას...2007 წელი, 3 ოქ­ტომ­ბე­რი, დი­ლის 9 სა­ა­თი.

ვხე­დავ რუ­სეთ-ამე­რი­კის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, მაგ­რამ ჩვენ არ უნდა ვი­ყოთ გუ­ლუბ­რყვი­ლო­ნი, არ უნდა ვე­ცა­დოთ, სხვას ჩა­მო­ვე­კი­დოთ. სა­ქარ­თვე­ლო სა­კუ­თარ თავს უნდა და­ეყ­რდნოს და ეროვ­ნუ­ლო­ბამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს. ხალ­ხის ნება, ერ­თი­ა­ნო­ბა – აი, რა მი­იქ­ცევს მსოფ­ლი­ოს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას, ანუ ის­ტო­რი­უ­ლად ღრმა კულ­ტუ­რის მქო­ნე ქვეყ­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბას.

2007 წელი, 4 ოქ­ტომ­ბე­რი, დი­ლის 6 სა­ა­თი.

რუ­სეთ-ამე­რი­კის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი არ ჰგავს ქარ­თულ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს. რუ­სე­თი და ამე­რი­კა, ვხე­დავ, ღიად და­ჭა­მენ ერ­თმა­ნეთს, ისე, რო­გორც არას­დროს. ორი მონ­სტრი ღიად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ერ­თმა­ნეთს.

2007 წელი, 10 ოქ­ტომ­ბე­რი, დი­ლის 5 სა­ა­თი.

ვხე­დავ, რომ ამე­რი­კას დიდი ინ­ტე­რე­სი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­სი და მთლი­ა­ნად კავ­კა­სი­ი­სა. მაშ, რა ხდე­ბა? უბ­რა­ლოდ, რუ­სეთ-ამე­რი­კის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ძა­ლი­ან რთუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. აი, როცა მო­ი­ლა­პა­რა­კე­ბენ, მა­შინ ნა­ხავთ, რა სწრა­ფად შე­ვალთ ნა­ტო­ში.

2008 წელი, 17 იან­ვა­რი, ურე­კი.

წავა დიდი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი: აქეთ ამე­რი­კა, იქით რუ­სე­თი... რუ­სე­თი დათ­მობს პო­ზი­ცი­ებს, სა­ქარ­თვე­ლო შე­დის ნა­ტო­ში, რუ­სე­თი კი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გვიბ­რუ­ნებს ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ებს. ეს პრო­ცე­სე­ბი უც­ბად და­ი­წყე­ბა.

2008 წელი, 22 იან­ვა­რი, დღის 12 სა­ა­თი.

ამე­რი­კა­ში და­ი­წყე­ბა მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სე­ბი. ახა­ლია მთავ­რო­ბა, ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი იდ­გმე­ბა, ვხე­დავ. გან­სა­კუთ­რე­ბით მძაფ­რი და გა­მოკ­ვე­თი­ლი ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ანუ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო და­ე­ძა­ბე­ბათ. სა­ინ­ტე­რე­სო ის არის, რომ კავ­კა­სი­ის სა­კი­თხი ისევ გა­ირ­ჩე­ვა. მკა­ფი­ოდ იკ­ვე­თე­ბა ის ფაქ­ტი, რომ ნა­ტოს სა­ქარ­თვე­ლო აინ­ტე­რე­სებს სტრა­ტე­გი­უ­ლი კუ­თხით. ამე­რი­კე­ლებ­მა მხო­ლოდ ერთ წერ­ტილ­ში რომ გა­ნა­ლა­გოს სა­რა­კე­ტო თუ სხვა სა­ხის ია­რა­ღი, ესეც კი ეყო­ფათ მუს­ლი­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

2008 წლის 12 აპ­რი­ლი.

ვხე­დავ ამე­რი­კა-ევ­რო­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან. ის რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი, რო­მელ­საც რუ­სე­თი იხი­ლავს, შე­ა­ში­ნებს მას და სას­წრა­ფოდ იც­ვლე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი. აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო, სა­ინ­გი­ლო და ტრა­პი­ზო­ნი სა­ქარ­თვე­ლოა და დღე­ვან­დე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის მი­უ­ხე­და­ვად, რომ რუ­სე­თი გვარ­თმევს აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალს, და­ი­მახ­სოვ­რეთ, რაც 1992 წელს ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე: რუ­სე­თი სა­კუ­თა­რი ხე­ლით გვიბ­რუ­ნებს აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს! თუმ­ცა დღეს დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ომია, რო­მე­ლიც ნამ­დვილ ომში უნდა გა­და­ი­ზარ­დოს, ვხე­დავ. ეს შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სია, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ ას­ჯერ და­ნა­ხულს: რუ­სე­თი წა­ა­გებს!

2008 წელი, 20 ივ­ნი­სი.

მსოფ­ლიო რუ­სეთს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით არ და­უ­ჯე­რებს, ევ­რო­პა-ამე­რი­კა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერს და­უთ­მობს მათ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში.ვხე­დავ, ამე­რი­კა და რუ­სე­თი მა­ინც მი­აღ­წე­ვენ შე­თან­ხმე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში და ეს შე­თან­ხმე­ბა, და­ი­მახ­სოვ­რეთ, იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ! და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნია!

2008 წელი, 1 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

რუ­სე­ბის ამ­ბი­ცი­ა­სა და ამ­პარ­ტავ­ნე­ბას, ვხე­დავ, სა­ზღვა­რი არ აქვს. ეს მათ აბრმა­ვებს და ვერ ხე­და­ვენ, თუ რა დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგა­ნან. ეს სა­შიშ­რო­ე­ბა რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის დაშ­ლაა. პრო­ცე­სი უკვე და­წყე­ბუ­ლია და ეს ყო­ვე­ლი­ვე ძა­ლი­ან ნათ­ლად, უფრო მე­ტად გა­მოჩ­ნდე­ბა, ვი­ნა­ი­დან კრემ­ლის ბი­ნა­დარ­თა ყვე­ლა მცდე­ლო­ბა, ანუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბა აზი­ის ქვეყ­ნებ­თან, კავ­კა­სი­ა­ში, ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კას­თან — უშე­დე­გოა, არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. რუ­სულ პო­ლი­ტი­კას დიდი კრა­ხი ელის.

2008 წელი, 9 დე­კემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

ამე­რი­კა რუ­სეთს არ და­უთ­მობს. ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის იმე­დი რუ­სეთს ტყუ­ი­ლად აქვს. მო­ვი­და ის მთავ­რო­ბა, რომ­ლის მთა­ვა­რი პროგ­რა­მა არის რუ­სე­თის დაშ­ლა და იცო­დეთ, რომ დაშ­ლი­ან კი­დეც. დიდ დარ­ტყმას რუ­სე­თი კავ­კა­სი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის და­კარ­გვით იწ­ვნევს. დღეს კი­დევ იმე­დი აქვთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გვი­ა­ნია... რუ­სეთ­მა სა­შინ­ლად წა­ა­გო, მი­თუ­მე­ტეს, რომ დიდ სი­ურპრი­ზებს ვხე­დავ ამე­რი­კის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან რუ­სე­თის მი­მართ.

2009 წელი, 19 იან­ვა­რი, ურე­კი, ნათ­ლის­ღე­ბა.

შავ ზღვა­ზე ვხე­დავ ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო გე­მებს და არა მარ­ტო ამე­რი­კულს, ვხე­დავ გერ­მა­ნი­ის, იტა­ლი­ის სამ­ხედ­რო გე­მებ­საც. ეს არის ძა­ლი­ან დიდი მხარ­და­ჭე­რა და დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­სი. ვხე­დავ, გე­მე­ბი საბ­რძო­ლო მზად­ყოფ­ნა­ში არი­ან. რუ­სე­თი ყო­ვე­ლი­ვე ამას წინ ვერ აღუდ­გე­ბა, ვე­რა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დებს. დათ­მო­ბა­ზე არც ამე­რი­კა წავა და არც ევ­რო­პა. მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში შედ­გე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, თუ რუ­სე­თი და­ტო­ვებს აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს, ანუ ქარ­თულ ტე­რი­ტო­რი­ებს და, რაც მთა­ვა­რია, ცნობს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას.

რო­გორც ადრე აღ­ვნიშ­ნე (ეს 1992-1993 წლებ­ში ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე), რუ­სე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა დათ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი, რუ­სეთს სა­კუ­თა­რი მი­წის დაც­ვა მო­უ­წევს და ისი­ნი გარ­ბი­ან მათ და­სა­ცა­ვად.

2009 წელი, 11 მარ­ტი, თბი­ლი­სი, დღის 5 სა­ა­თი.

რამ­დე­ნა­დაც უახ­ლოვ­დე­ბი­ან რუ­სე­თი და ამე­რი­კა ერ­თმა­ნეთს, იმ­დე­ნად უფრო იძა­ბე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ეს თა­მა­ში დიდ­ხანს ვერ გაგ­რძელ­დე­ბა. ყვე­ლა მცდე­ლო­ბა ამა­ოა.რუ­სე­თი მა­ინც გა­ნაგ­რძობს იმ პო­ლი­ტი­კას, რა­საც მსოფ­ლიო არ მი­ი­ღებს და მალე ხმა­მაღ­ლა გა­მოთ­ქვა­მენ დიდ პრო­ტესტს. ვხე­დავ, ევ­რო­პა და ამე­რი­კა უფრო მჭიდ­რო უთი­ერ­თო­ბებს ამ­ყა­რე­ბენ, ერთ მუშ­ტად იკვრე­ბი­ან რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ.

2009 წელი, 4 აპ­რი­ლი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ, ამე­რი­კა უფრო გა­ა­აქ­ტი­უ­რებს ურ­თი­ერ­თო­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით სამ­ხედ­რო ხა­ზით. მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა ჯა­რის სტრუქ­ტუ­რა. ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში ეს ისე­თი ჯა­რია, რო­მელ­საც მტერ­თან ბრძო­ლა­ში – ხმე­ლეთ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ – ჰა­ერ­სა და ზღვა­ზე ბრძო­ლა­შიც, ანა­ლო­გი არ ეყო­ლე­ბა!ამე­რი­კა არ წყვეტს მუ­შა­ო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში, რაც მთა­ვა­რია, სამ­ხედ­რო ხა­ზით; ვი­მე­ო­რებ, გან­სა­კუთ­რე­ბით, სამ­ხედ­რო ხა­ზით! ვხე­დავ, ეს რუ­სეთს აცო­ფებს, ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებს, მაგ­რამ ამ პრო­ცესს ისი­ნი ვე­ღარ შე­ა­ჩე­რე­ბენ. მათი ყვე­ლა ცდა ფუ­ჭია.

2009 წელი, 2 მა­ი­სი, თბი­ლი­სი.

რუ­სეთ-ამე­რი­კას შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხია უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი. ზუს­ტად ეს იცავს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლა გა­ნად­გუ­რე­ბის­გან. რუ­სე­თის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა ჩა­ფუ­შუ­ლია.ვერც კი წარ­მო­იდ­გენთ, რუ­სე­თი რო­გო­რი ძა­ლე­ბი­თაა ჩარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­ურ საქ­მე­ებ­ში. დღეს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა უპირ­ვე­ლე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი სა­კი­თხია რუ­სე­თის­თვის, ამი­ტომ რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერ­ზე მი­დის. ეს რუ­სეთ-ამე­რი­კის დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი ომია და მთე­ლი მსოფ­ლიო ადევ­ნებს თვალ­ყურს, ვინ ვის მო­უ­გებს.**ვხე­დავ, მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს. ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ არის მო­მარ­თუ­ლი. ევ­რო­პა და ამე­რი­კა არც ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გამ­წვა­ვე­ბას ერი­დე­ბი­ან. ისი­ნი რუ­სეთს კუ­თხე­ში მი­იმ­წყვდე­ვენ. არ შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ­მა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კა გა­ა­ტა­როს იმ ტო­ნით, რო­გო­რი­თაც დღეს სა­უბ­რობს. ძლი­ე­რი რუ­სე­თი არა­ვის სურს!!! აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ანუ რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, რომ დაჩ­ქარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შეს­ვლა ნა­ტო­ში.ვხე­დავ, რუ­სე­თის მთავ­რო­ბა ამე­რი­კას­თან ვერ გა­ტა­რებს თა­ვის პო­ლი­ტი­კას. მათი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ფუ­ჭია და უშე­დე­გო. მთა­ვა­რი კი, რაც რუ­სეთს კი არ აწუ­ხებს, აგი­ჟებს, ეს სა­ქარ­თვე­ლოს თე­მაა. ამე­რი­კა ბო­ლომ­დე ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ გეგ­მებს და არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უთ­მობს რუ­სებს სა­ქარ­თვე­ლოს!

2009 წელი, 15 მა­ი­სი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ ევ­რო­პა-ამე­რი­კის სე­რი­ო­ზულ გაფრ­თხი­ლე­ბას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი, რომ რუ­სე­თი მო­ეშ­ვას კავ­კა­სი­ა­ში ტე­რო­რებს და აგ­რე­სი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ; რომ რუ­სებ­მა უნდა და­ტო­ვონ სა­ქარ­თვე­ლო და შე­ას­რუ­ლონ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი.ასე­ვე ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რის დროს, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი კი არ აგ­რძნო­ბი­ნებს, არა­მედ პირ­და­პირ მოს­თხოვს პა­სუხს რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს. დიახ, ეს ასეც მოხ­დე­ბა.

2009 წელი, 16 ივ­ნი­სი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ, ევ­რო­პა და ამე­რი­კა მი­დი­ან დას­კვნამ­დე, რომ რამ­დე­ნა­დაც უთ­მო­ბენ რუ­სეთს, იმ­დე­ნად უარ­ყო­ფით პა­სუ­ხებს ღე­ბუ­ლო­ბენ და ამი­ტომ სა­ჭი­როა ხის­ტი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა – არა­ვი­თა­რი დათ­მო­ბა! მით უმე­ტეს, რომ რუ­სე­თი­სა და ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა, ვხე­დავ, არაფ­რის მომ­ცე­მია. მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი არ­ცერთ სა­კი­თხში არ ემ­თხვე­ვა. პი­რი­ქით, რუ­სე­თის ტონი უხე­ში და კა­ტე­გო­რი­უ­ლია და ბო­ლოს მუ­ქა­რაც, რაც წყო­ბი­დან გა­მო­იყ­ვანს ამე­რი­კის პრე­ზი­დენტს. თუმ­ცა არ შე­იმ­ჩნევს, მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იგი­ვე ტო­ნით შე­უბ­რუ­ნებს პა­სუხს რუს პრე­ზი­დენტს, არა­ფერს და­უთ­მობს, ვხე­დავ, არც იგი და­აკ­ლებს მუ­ქა­რას. აშ­კა­რად ვხე­დავ, უპი­რა­ტე­სო­ბა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის მხა­რე­ზეა. მთა­ვა­რი ის არის, რომ ეს შეხ­ვედ­რა რუ­სებს გა­მო­ა­ფხიზ­ლებს, მი­ახ­ვედ­რებს, რომ მათი საქ­ცი­ე­ლი რწყი­ლის კბე­ნას ჰგავს და სჯობს, ტონი შეც­ვა­ლონ!

2009 წელი, 1 ივ­ლი­სი, ურე­კი.

ამე­რი­კი­სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის შეხ­ვედ­რა არაფ­რის მომ­ტა­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბით, რუ­სე­თი­სათ­ვის. ამე­რი­კა, ვი­მე­ო­რებ მრა­ვალ­ჯერ და­ნა­ხულს, სა­ქარ­თვე­ლოს არ დათ­მობს. მო­მა­ვალ­შიც იმე­ო­რებს, რომ ცნობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას!!! ამე­რი­კა რუ­სეთს და­ა­ნა­ხებს, რომ იგი ახ­ლაც ზე­სა­ხელ­მწი­ფოა, წარ­სულ­შიც იყო და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბა, ხოლო რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტიდ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­სუს­ტდა. მისი გავ­ლე­ნა დღეს უფრო სუს­ტია, ვხე­დავ, ვიდ­რე წარ­სულ­ში იყო.

2009 წელი, 16 ნო­ემ­ბე­რი.

ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კის მთავ­რო­ბა რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. ეს­რუ­სე­თის­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი დარ­ტყმა იქ­ნე­ბა. მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ორ ზე­სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის შე­დეგს არ გა­მო­ი­ღებს. ვხე­დავ, ამე­რი­კა ნელ-ნელა, მაგ­რამ მყა­რად დგე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხში და არც არა­ფერს და­უთ­მობს რუ­სებს. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი დრო­ის ამ­ბა­ვია. რუ­სეთ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ მო­უ­წევს სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა ადრე თუ გვი­ან და ამი­ტომ ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ირ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე მი­დი­ან. რა­ტომ­ღაც ჰგო­ნი­ათ, რომ, რო­გორც სოჭი შერ­ჩათ, ისე შერ­ჩე­ბათ აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო! ვერ მო­ეს­წრე­ბი­ან! ყვე­ლა­ფე­რი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ი­მარ­თე­ბა!

2009 წელი, 25 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

რუ­სეთ-ამე­რი­კის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს შე­დე­გი არ ექ­ნე­ბა. ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის და­უ­ძი­ნე­ბე­ლი მტრე­ბი არი­ან. ეს მალე ღიად გა­მოჩ­ნდე­ბა. ამე­რი­კას, სურს თუ არა, სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­იც­ვას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან (ასე­ვე ევ­რო­პა­მაც) სა­კუ­თა­რი იმი­ჯის­თვის, მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კვლავ ზე­სა­ხელ­მწი­ფოდ უნდა რჩე­ბო­დეს. იგი­ვეს ფიქ­რობს, ოღონდ სა­თა­ვი­სოდ, რუ­სე­თიც, მაგ­რამ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა წა­ა­გებს. არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი – აი, რა­შია რუ­სე­თის უბე­დუ­რე­ბა. ჩი­ხი­დან, რო­მელ­შიც რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კა მო­ემ­წყვდა, მხო­ლოდ ერთი გა­მო­სა­ვა­ლია – რუ­სულ­მა არ­მი­ამ და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო!

2010 წელი, 25 იან­ვა­რი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ, ახ­ლოვ­დე­ბა დრო, როცა ამე­რი­კა გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ხვდე­ბი­ან, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შის დრო აღარ არის, რომ მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო, რომ უკვე უნდა გა­დად­გან ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რაც სა­ქარ­თვე­ლოს და­ი­ცავს რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან. და მთა­ვა­რი: აღარ უნდა გა­წე­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში შეს­ვლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ეწყი­ნე­ბა ეს რუ­სეთს თუ არა.

ვხე­დავ, ამე­რი­კა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ისეთ პო­ლი­ტი­კურ ნა­ბი­ჯებს დგამს, რომ რუ­სეთს ნო­კა­უ­ტში კი არა, კო­მა­ში აგ­დებს. რუ­სე­ბი კი ხმა­საც ვერ ამო­ი­ღე­ბენ, იმ­დე­ნად დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან! აი აქე­დან და­ი­წყე­ბა ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ომი. ეს ყვე­ლა­ფე­რი, მერ­წმუ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლოს წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს და ვხე­დავ იგი­ვეს, რაც ოცი წლის წინ ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე: შევ­დი­ვართ ნა­ტო­ში! მო­მა­ვალ­ში კი ვხე­დავ, სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ნე­იტ­რა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა და ეს მოხ­დე­ბა ამე­რი­კის დახ­მა­რე­ბით.

2010 წელი, 2 თე­ბერ­ვა­ლი, თბი­ლი­სი.

ამე­რი­კა-რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი დიდ­ხანს არ გას­ტანს. ვხე­დავ, ეს ორი ზე­სა­ხელ­მწი­ფო მოქ­მე­დე­ბის ფა­ზა­ში შე­დის. ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა ამე­რი­კის მხა­რე­ზეა გა­დახ­რი­ლი; გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და იტა­ლია კი თავს იკა­ვე­ბენ. ისი­ნი ვი­თომ რუ­სე­თის მე­გობ­რე­ბად მო­ი­აზ­რე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი რუ­სე­თის მთავ­რო­ბას ისი­ნი უფრო მე­ტად არ ენ­დო­ბი­ან, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნე­ბი. ეს მალე გა­მოჩ­ნდე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ კი, რო­გორც ადრე ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, ევ­რო­პა და ამე­რი­კა გა­ერ­თი­ან­დე­ბი­ან და ერ­თი­ა­ნი ძა­ლით შე­უ­ტე­ვენ რუ­სულ პო­ლი­ტი­კას.

მთა­ვა­რი კი ის არის, რომ (ეს წარ­სულ­ში და­ვი­ნა­ხე) რუ­სე­თი ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას მო­ი­თხოვს! ვხე­დავ მათ სა­მო­მავ­ლო გეგ­მას: რუ­სე­თი ნა­ტოს მტრად მი­იჩ­ნევ­და და მი­იჩ­ნევს დღე­საც. ამი­ტომ სა­ჭი­როა მოქ­მე­დე­ბა და შე­ი­მუ­შა­ვეს გეგ­მა _ შე­ვი­დეს მტრის ბა­ნაკ­ში და ციხე შიგ­ნი­დან გა­ტე­ხოს! ანუ შე­ვი­დეს შიგ ნა­ტოს გულ­ში, სა­დაც, მათი აზ­რით, ყვე­ლა კარი ღიაა და, ბო­ლოს­და­ბო­ლოს, ნატო და­შა­ლოს!მაგ­რამ, ბა­ტო­ნე­ბო, ეს პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლო არაა!!! ეს აფხა­ზე­თი და სა­მა­ჩაბ­ლო არაა!!! მო­მა­ვალ­ში რუ­სე­თი დიდი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე დგე­ბა. მათი პო­ლი­ტი­კა არ გა­ა­მარ­თლებს. ნატო მათ­თვის ის ხა­ფან­გია, რო­მე­ლიც რუ­სეთს დაშ­ლის, პირ­ვე­ლო­ბა კი ისევ ამე­რი­კას დარ­ჩე­ბა! მოკ­ლედ, სხვის­თვის ამო­თხრილ ორ­მო­ში თვი­თონ რუ­სე­თი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

2010 წელი, 17 თე­ბერ­ვა­ლი.

შავ ზღვა­ში კი ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო გე­მე­ბი შე­მო­დი­ან. ვხე­დავ უცხო­უ­რი ჯა­რის შე­ნა­ერ­თებს და სხვა მრა­ვალს. რა არის ეს? ეს სა­ქარ­თვე­ლოს დაც­ვაა! მოკ­ლედ და კონ­კრე­ტუ­ლად!!! ეს ამე­რი­კა და რუ­სე­თი პირ­და­პირ უპი­რის­პირ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს! ვხე­დავ, რუ­სე­თი ცუდ დღე­შია, ვი­ნა­ი­დან ამე­რი­კამ და ევ­რო­პამ და­ამ­თავ­რეს ლა­პა­რა­კის, ანუ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პო­ლი­ტი­კა რუ­სეთ­თან და ახლა პირ­და­პირ მოქ­მე­დე­ბებ­ზე გა­და­დი­ან. თვი­თონ რუ­სეთ­მა არ და­უ­ტო­ვა მსოფ­ლი­ოს სხვა გზა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი სა­ში­ში გახ­და არა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის. რუ­სე­თის ქმე­დე­ბა ზუს­ტად ჰგავს ერთ ან­და­ზას: ბავ­შვს ეკი­თხე­ბი­ან, რა­ტომ ტი­რიო? გამ­დის და იმი­ტო­მო! ჰოდა, რომ აღარ იტი­როს, კარ­გად უნდა და­სა­ჯო! ასეა, რუ­სე­თიც კარ­გად უნდა და­ი­სა­ჯოს. ვხე­დავ, კოს­მო­სი არ აპა­ტი­ებს რუ­სეთს (ეს ად­რეც ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე) და მწა­რედ დას­ჯის.

2010 წელი, 7 მა­ი­სი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში ევ­რო­პა და ამე­რი­კა დიდ პო­ლი­ტი­კურ სი­ურპრი­ზებს მო­უ­წყო­ბენ რუ­სეთს. ეს ერ­თობ­ლი­ვი ევრო-ამე­რი­კუ­ლი პროგ­რა­მა დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს და აი­ძუ­ლებს რუ­სებს, უკან და­ი­ხი­ონ; მო­მა­ვალ­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან ჯარს ასი პრო­ცენ­ტით გა­აყ­ვა­ნი­ნე­ბენ. ვხე­დავ, რუ­სე­თი აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს, ასე ვთქვათ, სა­ხელ­მწი­ფო­ებს, რო­მელ­თაც ეს სტა­ტუ­სი თა­ვად მი­ა­ნი­ჭა, უარ­ყოფს. მოს­კო­ვი ხმა­მაღ­ლა გა­ნა­ცხა­დებს, რომ აღარ სცნობს მათ და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბად!

2010 წელი, 30 მა­ი­სი.

მეტ­საც ვხე­დავ: გერ­მა­ნია-საფ­რან­გეთს აწყობს, რომ ევ­რო­საბ­ჭო­ში შე­მა­ვა­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ისევ დაბ­რუნ­დნენ რუ­სე­ბის ახალ, მო­დერ­ნი­ზე­ბულ კა­პი­ტა­ლის­ტურ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რად­გან ამით ბევ­რი თავ­სა­ტე­ხი მოს­ცილ­დე­ბა ძველ ევ­რო­პას _ აღარც ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბი იქ­ნე­ბა მათი თავ­ში­სა­ცე­მი და აღარც სხვა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი! ასეა, ევ­რო­პას ურ­ჩევ­ნია, დარ­ჩეს ისევ ძველ ევ­რო­პად. ვხე­დავ, მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლე­ბიც არი­ან გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი და რუ­სე­თი, მაგ­რამ ამე­რი­კა ამ გა­რი­გე­ბებს ნი­ღაბს ახ­სნის. დროა უკვე, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი მარ­თლა მკაც­რად ჩა­ე­რი­ოს ამ ბინ­ძურ, კაც­თმო­ძუ­ლე პო­ლი­ტი­კა­ში.ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კა რუ­სეთს არა­ფერს და­უთ­მობს. აქ, ვხე­დავ, აღარ ჩანს ფრთხი­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბი ამე­რი­კის მხრი­დან. პი­რი­ქით, ეს იქ­ნე­ბა დიდი, შემ­ტე­ვი პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც რუ­სეთს და­ა­მარ­ცხებს ასი პრო­ცენ­ტით. ეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის ბოლო აკორ­დია, ვხე­დავ.**ვხე­დავ ამე­რი­კის აქ­ტი­ურ ქმე­დე­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. მო­მა­ვალ­ში ვხე­დავ რუ­სეთ-ამე­რი­კის მო­ლა­პა­რა­კე­ბებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. თუმ­ცა, ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს უფრო და­პი­რის­პი­რე­ბას ჰგავს, ვიდ­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბას! ამა­ზე მთე­ლი მსოფ­ლიო ილა­პა­რა­კებს. ამე­რი­კა, ვხე­დავ, ევ­რო­პა­საც აი­ძუ­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­კენ გა­და­ი­ხა­როს და და­იც­ვას მისი ინ­ტე­რე­სე­ბი. „არც გა­ბე­დოთ ორ­მა­გი თა­მა­ში!“ — ასე­თია ამე­რი­კის მთავ­რო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბა ევ­რო­პი­სად­მი.

2010 წელი, 8 ივ­ნი­სი, თბი­ლი­სი, ღა­მის 21 სა­ა­ა­თი.ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წამ­ყვა­ნი ქვე­ყა­ნა ერ­თხმად ლა­პა­რა­კობს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბა­ზე. რუ­სე­თი მთლი­ა­ნად ჩიხ­შია მოქ­ცე­უ­ლი და გა­მო­სა­ვა­ლი კი ერ­თია: და­ტო­ვონ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო. ისე გა­მოჩ­ნდე­ბა, თით­ქოს ამე­რი­კა-ევ­რო­პას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის გარ­და სხვა სა­კი­თხე­ბი არც აქვთ გა­სარ­ჩე­ვი! დიახ, ასეა, ეს სა­კი­თხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის იმი­ჯის­თვის. მათ სხვა ქვეყ­ნე­ბი თვალ­ყურს ადევ­ნე­ბენ და ელო­დე­ბი­ან შე­დეგს, თუ ვინ გა­ი­მარ­ჯვებს _ ამე­რი­კა თუ რუ­სე­თი! ეს დრო კი ძა­ლი­ან ახ­ლო­საა!!! ამე­რი­კა , ვხე­დავ, არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ი­ხევს უკან. ამ ორი დიდი სა­ხელ­მწი­ფოს ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ ჩვე­ნი ქვეყ­ნის წის­ქვილ­ზე ას­ხმას წყალს და ეს, ჩემო საყ­ვა­რე­ლო ქარ­თვე­ლე­ბო, უნდა გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს ასეც ას­რულ­დე­ბა, სხვაგ­ვა­რად არც მოხ­დე­ბა. ჩვე­ნი და­ტა­ცე­ბუ­ლი მი­წე­ბი უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოს რუ­სეთ­მა, აზერ­ბა­ი­ჯან­მა, სომ­ხეთ­მა და რა თქმა უნდა, თურ­ქეთ­მაც! ეს მო­მა­ვა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სი და ეს ასი პრო­ცენ­ტით ას­რულ­დე­ბა! დღეს კი აუ­ცი­ლებ­ლად ვიბ­რუ­ნებთ აფხა­ზეთ­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს!

2011 წელი, 24 ოქ­ტომ­ბე­რი, დი­ლის 6 სა­ა­თი, თბი­ლი­სი.

მინ­და გა­ვი­მე­ო­რო წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ვთქვი: ამე­რი­კის სა­თა­ვე­ში მო­დი­ან „რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი“, მო­დის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტი — ძლი­ე­რი „გე­ნე­რა­ლი“ (ასე და­ვარ­ქმევ. სა­ერ­თოდ, ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბებს ყო­ველ­თვის "გე­ნე­რალს~ ვუ­წო­დებ). იგი სულ სხვა პო­ლი­ტი­კას გა­ა­ტა­რებს — უფრო ჭკვი­ა­ნურს, უფრო ძლი­ერს და ხალ­ხიც, ვხე­დავ, და­ე­თან­ხმე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, რუ­სეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში გა­ა­ტა­რებს ძლი­ერ, ანუ ძა­ლინ ჭკვი­ა­ნურ პო­ლი­ტი­კას და არა­ფერს და­უთ­მობს მათ, დიახ, არა­ფერს. და­ა­რე­გუ­ლი­რებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­საც. არა­ფერს მო­ე­რი­დე­ბა, სა­დაც ომია სა­ჭი­რო, იო­მებს. იგი ბევ­რს პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­საც გა­მო­ა­ფხიზ­ლებს. და ეს იქ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი, სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც დიდ სა­ხელ­მწი­ფო­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი ჩი­ხი­დან გა­მო­იყ­ვანს. სხვა გზა არ არ­სე­ბობს. ერაყ­შიც სწრა­ფად გა­მო­ას­წო­რებს მდგო­მა­რე­ო­ბას. ვხე­დავ, ნატო ერა­ყი­დან არ­მი­ას ბო­ლომ­დე მა­ინც არ გა­მო­იყ­ვანს, ხოლო "რეს­პუბ­ლი­კე­ლი~ პრე­ზი­დენ­ტი, პი­რი­ქით, კი­დეც შე­იყ­ვანს. ისი­ნი იქვე არი­ან ჩა­საფ­რე­ბუ­ლე­ბი. უპი­რის­პირ­დე­ბა ასე­ვე ირანს: „თუ ომი გინ­დათ, მი­ი­ღებთ ომს! თქვენ სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნით მშვი­დო­ბას ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში, ქმნით ატო­მურ ია­რაღს, რათა ომებ­ში გა­მო­ი­ყე­ნოთ იგი და არა მშვი­დო­ბი­სათ­ვის!“ რა თქმა უნდა, ყვე­ლა მიხ­ვდე­ბა, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი არ ხუმ­რობს, არ თა­მა­შობს, რომ იგი ყო­ვე­ლი­ვეს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს რე­ა­ლუ­რად!!!

2011 წელი, 14 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი.

მო­მა­ვალ­ში ამე­რი­კა-რუ­სე­თის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­და­იზ­რდე­ბა პო­ლი­ტი­კურ შე­თან­ხმე­ბებ­ში. ასე ვთქვათ, ივაჭ­რე­ბენ, ვინ რას დათ­მობს და ვინ რას მი­ი­ღებს სა­მა­გი­ე­როდ. ესეც და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დე­ბია.მინ­და კვლავ აღ­ვნიშ­ნო ას­ჯერ და­ნა­ხუ­ლი, რომ ამე­რი­კა შავი ზღვი­დან არ გავა! აქ თით­ქოს თურ­ქე­თი ისევ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წევს, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­ჩუმ­დე­ბა. მთავ­რო­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კა თურ­ქეთს სე­რი­ო­ზულ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ შე­უ­ჩერ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, მათი ოც­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა, ისევ იყი­ნე­ბა და ეს სწო­რედ თურ­ქე­თის მთავ­რო­ბის არას­წო­რი პო­ლი­ტი­კი ნა­ყო­ფია.

2012 წელი, 14 იან­ვა­რი, ურე­კი.ვხე­დავ, ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო მათი შვი­ლო­ბი­ლი ქვე­ყა­ნაა, ასე ვთქვათ. ისე, ძა­ლი­ან გუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ტერ­მი­ნია ეს "შვი­ლო­ბი­ლი", რო­მელ­საც სწრა­ფად აი­ტა­ცე­ბენ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ჰოდა, თა­ვის შვი­ლო­ბილ ქვე­ყა­ნას ამე­რი­კა არ გა­წი­რავს!

2012 წელი, 8 ივ­ლი­სი. ამე­რი­კის ახალ რეს­პუბ­ლი­კელ პრე­ზი­დენტს, რო­მელ­საც ძალ­ზე რთუ­ლი ხა­სი­ა­თი აქვს, ანუ ჯი­უ­ტია, დათ­მო­ბა არ უყ­ვარს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, წა­გე­ბა. ყვე­ლა­ფერ­ზე წავა, რომ არ წა­ა­გოს. დიდ­ხანს არ ფიქ­რობს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე და ბრძა­ნე­ბებს სწრა­ფად გას­ცემს არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით. ასე რომ, ფრთხი­ლად. ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბე­ბი და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამე­რი­კას­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სეთს ძა­ლი­ან ჩა­ა­ფიქ­რებს. ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტი უკან არ იხევს, „მას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი რთუ­ლია“, — ასე ფიქ­რობს რუ­სე­თის მთავ­რო­ბა. იგი სა­ში­ში­ცაა. ძვე­ლი ხალ­ხის ნათ­ქვა­მია, მო­ვი­და სე­ტყვა და დახ­ვდა ქვაო. ასე რომ მსოფ­ლი­ოს დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი ელის ამ ორი წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნის­გან.

3 ნო­ემ­ბე­რი, 2013 წელი.

კოს­მო­სი ყვე­ლა­სა და ყვე­ლა­ფერს თა­ვის ად­გილს მი­უ­ჩენს. ამე­რი­კა კი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ითა­მა­შებს, რო­გორც ყო­ველ­თვის. ის ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა. ეს იმას ჰგავს, რომ შე­მო­ლა­წუ­ნე­ბით გა­მო­ფხიზ­ლდეს და და­ი­წყოს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა-გამ­ყა­რე­ბა, რო­მელ­შიც თით­ქოს­და მო­ი­კოჭ­ლა. უფრო სწო­რად რომ ვთქვა, იწყებს თა­ვი­სი იმი­ჯის გამ­ყა­რე­ბას მსოფ­ლი­ო­ში. ეს არის პა­სუ­ხი რუ­სე­თის ქმე­დე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა ხერ­ხი­თა და დიდი ლო­ზუნ­გე­ბით უკი­ჟი­ნებს მსოფ­ლი­ოს, რომ ამე­რი­კის ძლი­ე­რე­ბა _ ეს არის მითი და მეტი არა­ფე­რი; რომ ამე­რი­კის პო­ლი­ტი­კა არის უსუ­სუ­რი და უფრო მე­ტიც, დამ­ღუპ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის­თვის; რომ რუ­სე­თია, ბა­ტო­ნე­ბო, პირ­ვე­ლი ზე­სა­ხელ­მწი­ფო და არა ამე­რი­კა. ამე­რი­კა ნელ-ნელა ცვლის თა­ვის პო­ლი­ტი­კას, ცოტა აგ­რე­სი­ულ­საც გახ­დის, და რა თქმა უნდა, ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კურ დარ­ტყმას, რაც უნდა გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თეთრმა სახ­ლმა, რი­თაც რუ­სეთს დიდი კო­ზი­რი ჩა­უგ­დო ხელ­ში, რუ­სეთს მის­ცა ძალა იმი­სა, რომ ამე­რი­კის იმი­ჯი ასე ტა­ლახ­ში ამო­ე­თხვა­რა. ამის პა­სუ­ხად ამე­რი­კა, ისე რომ არც არა­ვის და­ე­კი­თხე­ბა, ისე გა­და­წყვეტს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებს ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­შიც, ევ­რო­პა­შიც და რაც ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რა­საც ვხე­დავ _ სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თუ სად და­ი­წყებს ომს და ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­ნად­გუ­რე­ბას, ვი­მე­ო­რებ, ამე­რი­კა არა­ვის არ და­ე­კი­თხე­ბა, პირ­და­პირ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს დარ­ტყმებს.

2014 წელი, 29 აპ­რი­ლი.

ვხე­დავ, და­ი­წყე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამე­რი­კა-ევ­რო­პა-რუ­სეთს შო­რის. ამე­რი­კა და ევ­რო­პა პირ­და­პირ მო­ი­თხო­ვენ, და­უბ­რუ­ნოს რუ­სეთ­მა ტე­რი­ტო­რი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს. იმ პო­ლი­ტი­კას, რო­მე­ლიც რუ­სეთ­მა გა­ა­ტა­რა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დან­გრე­ვის შემ­დეგ, სრუ­ლად და­უმ­სხვრე­ვენ ამე­რი­კა და ევ­რო­პა კრემლს და ახა­ლი სა­ზღვრე­ბის შე­მო­ხაზ­ვას, ახა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მშნებ­ლო­ბას შე­უდ­გე­ბი­ან.

2014 წელი, 21 ნო­ემ­ბე­რი,18:00 სთ.

რუ­სე­თის პრე­ზი­დენტს ძა­ლი­ან ეში­ნია, ვი­ნა­ი­დან იცის, რომ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი _ დიახ, ბა­ტო­ნო, დიახ, _ ომის მომ­ხრე­ნი არი­ან. მათ ბევ­რი ლა­პა­რა­კი არ უყ­ვართ და ზუს­ტა­დაც რომ და­არ­ტყა­მენ რუ­სეთს. ამე­რი­კა ამი­ტომ ძა­ლი­ან ღიად თა­მა­შობს თა­ვის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას. შე­აქვს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ია­რა­ღი ევ­რო­პა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბოთ ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ზოლ­ზე და ასე­ვე შავი ზღვის ზოლ­ზე. ვხე­დავ, რო­გორ გად­მო­ლა­ხა­ვენ ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო გე­მე­ბი ბოს­ფო­რის სრუ­ტეს და გან­ლაგ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე ყი­რიმ­თან ახ­ლოს.ვხე­დავ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ატყდე­ბა დავა სა­მა­ჩაბ­ლო­სა და აფხა­ზე­თის სა­კი­თხზე. ამე­რი­კა მოს­თხოვს რუ­სეთს, გა­იყ­ვა­ნოს თა­ვი­სი ჯა­რე­ბი კავ­კა­სი­ი­დან. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მო­ახ­ლოვ­და დრო, როცა რუ­სეთ­მა უნდა და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლო.

2014 წელი, 28 ნო­ემ­ბე­რი, თბი­ლი­სი. 20:50 სთ.

მე კი ვხე­დავ და ვიცი, რომ რუ­სე­თი ცალ­კე თა­მა­შობს აგი­ტა­ცია-პრო­პა­გან­დო­ბა­ნას, ამე­რი­კა და ევ­რო­პა ცალ­კე. მაგ­რამ მო­ლა­პა­რა­კე­ბა­თა მა­გი­დას­თან დას­ხდო­მა და, ასე ვთქვათ, მშვი­დო­ბის ჩი­ბუ­ხის გა­ბო­ლე­ბა, ფი­ზი­კურ ქმე­დე­ბებ­ში გა­და­დის. ამე­რი­კა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­საც დი­რი­ჟო­რობს და ევ­რო­პა­სა და უკ­რა­ი­ნა­საც. ამ სა­და­ვე­ებს ამე­რი­კის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვე­ბენ. რუ­სე­თის მთავ­რო­ბის­თვის, ადა­მი­ა­ნე­ბო, უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მოს­ვლა ამე­რი­კის მთავ­რო­ბა­ში.

2014 წელი, 13 დე­კემ­ბე­რი, 20 სა­ა­თი და 30 წუთი.

რუ­სე­თი ძა­ლი­ან ცუდ დღე­შია. ამე­რი­კა არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფერს და­უთ­მობს კრემლს. ვხე­დავ, პუ­ტი­ნის ეპო­ქა დამ­თავ­რდა და მას წერ­ტილს ამე­რი­კის სა­თა­ვე­ში მო­სუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და­უს­ვა­მენ.

2016 წელი, 21 მარ­ტი, 21 სა­ა­თი და 30 წუთი.

ვი­მე­ო­რებ მრა­ვალ­ჯერ ნა­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებს: ამე­რი­კას ისე გა­უხ­დის საქ­მეს კოს­მო­სი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არაფ­რით დათ­მობს. აი ამი­ტომ ვხე­დავ შავ ზღვა­ზე ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო გე­მებს, რა­კე­ტებს, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლე­თი­თა და ასე­ვე ჩრდი­ლო­ე­თი­თა­ცაა პი­რით მიქ­ცე­უ­ლე­ბი. ამ პრო­ცე­სებს რუ­სე­თი ვერ შე­ა­ჩე­რებს, არ ძლუძს, სა­კუ­თა­რი თავი გას­ჭირ­ვე­ბია.ვხე­დავ, რუ­სეთს ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტონი ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით. შე­იძ­ლე­ბა გი­ნე­ბა­ზეც კი გა­და­ვიდ­ნენ. რა­ტომ? — ის­მის კი­თხვა. იმი­ტომ რომ ამე­რი­კა ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცესს და­აჩ­ქა­რებს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ნა­ტო­შიც შე­ვი­დეს და რუ­სე­თი აფხა­ზე­თი­დან და სა­მა­ჩაბ­ლო­დან გა­ვი­დეს. ეს იქ­ნე­ბა რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის ინ­ფარ­ქტი — სა­სიკ­ვდი­ლო ინ­ფარ­ქტი, და ის გარ­და­იც­ვლე­ბა.

2016 წელი, 14 აგ­ვის­ტო, ურე­კი.

„რუ­სეთ­მა უნდა და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი — აფხა­ზე­თი, სა­მა­ჩაბ­ლო და სა­ერ­თოდ სა­ქარ­თვე­ლო!“ — ამას მალე მოს­თხო­ვენ რუ­სეთს ამე­რი­კა და ევ­რო­პა. ეს მო­თხოვ­ნა უკვე ნამ­დვი­ლად სე­რი­ო­ზუ­ლი და მკაც­რი იქ­ნე­ბა, წარ­სულ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს არ ემ­სგავ­სე­ბა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ჩიხ­ში მო­ემ­წყვდე­ვა.

„ამე­რი­კა, თუ ადრე ხუმ­რობ­და, ახლა აღარ ხუმ­რობს“, — ვხე­დავ, ფიქ­რობს პრე­ზი­დენ­ტი დიდი რუ­სე­თი­სა. იგი ხვდე­ბა, რომ ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ას არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ და­უშ­ვებს, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო ამე­რი­კას ძა­ლი­ან დას­ჭირ­დე­ბა მო­მა­ვალ­ში. ჩვე­ნი ქვეყ­ნის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მდე­ბა­რე­ო­ბა ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­სა და ევ­რო­პას უაზ­რო გა­ნად­გუ­რე­ბის­გან გა­და­არ­ჩენს. ეს ასეა და ამ ყვე­ლა­ფერს მალე იხი­ლავთ.რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ყო­ვე­ლი­ვე კარ­გად იცის, მაგ­რამ მო­უ­წევს, დათ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. მა­ინც და­ი­წყე­ბენ ინ­ტრი­გე­ბის ხლარ­თვას, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. მალე ისე­დაც ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა მსოფ­ლი­ოს პო­ლი­ტი­კა­ში. არე­ნა­ზე ახა­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი ჩნდე­ბი­ან, ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. ელო­დეთ სენ­სა­ცი­ებს!მერე წინა პლან­ზე უფრო რე­ა­ლუ­რად წა­მო­ი­წევს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის სა­კი­თხი და ას­რულ­დე­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა: სა­ქარ­თვე­ლო ნა­ტოს წევ­რი გახ­დე­ბა! ამინ! და ამას რუ­სე­თი ვერ შე­ა­ჩე­რებს.

ვი­მე­ო­რებ: სა­ქარ­თვე­ლო ის აბ­რე­შუ­მის გზაა, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით და რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შესახებ

რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით და რას წინასწარმეტყველებს ლელა კაკულია რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებების შესახებ

უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ 16 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება, რასაც მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს. შეხვედრაზე პლანეტარული მნიშვნელობის საკითხები იქნება განხილული, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, სირიისა და სხვა არაერთი. თუმცა ჩვენთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც შესაძლოა წინასწარ ხმამაღლა არც ითქვას: ეს საქართველოს თემაა, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც ამერიკისთვის, ისე რუსეთისთვის.

ქართველი წინასწარმეტყველი, ლელა კაკულია უკვე მრავალი წელია წინასწარმეტყველებს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელების მმართველობა არის ის პერიოდი, რა დროსაც საქართველო შეერთებული შტატებისგან მიიღებს არა სიტყვიერ, არამედ საქმიან დახმარებას. სოციალურ ქსელში წინასწარმეტყველის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ნაწილი იმ წინასწარმეტყველებებისა, რომლებიც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა-მოლაპარაკებასა და საქართველოს საკითხის განხილვას შეეხება:

რას მიიღებს საქართველო ჰელსინკის შეხვედრით?

1992 წელი, 6 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსთა მოქმედებებს და პასუხიც ამერიკიდან არ დააგვიანებს: გაფრთხილება რუსეთის პრეზიდენტს და მთელ მთავრობას.

1992 წელი, 3 დეკემბერი.

რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დადებითია საქართველოსთვის — აქ ამერიკაა ჩარეული.

1992 წელი, 8 დეკემბერი.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა – მსოფლიო უნდა გადარჩეს! მუსლიმთა ძლიერება და ერთსულოვნება შეარყევს საქრისტიანოს. მსოფლიო იწვის მაგიურ ველში.

1993 წელი, 11 აგვისტო, ღამის 12 საათი, კოჯორი.

ამერიკას, ვხედავ, დიდი იმედი აქვს პრეზიდენტისა, რომელმაც ბრწყინვალედ იცის, რუსებს როგორ ეთამაშოს „შახმატი“ და მიუძღვნას მატი!!!

1997 წელი, 15 აგვისტო, დილის 11 სთ. 25 წთ. კოჯორი.

რუსეთი ისე გადაიკეტება ღვთისაგან, რომ აფხაზეთში ხელს კი არა, თითსაც ვერ გაანძრევს. მათი ქმედებები ფუჭია — თვითონაც გაოცდება რუსეთის მთავრობა. ვხედავ, სალაპარაკო მაგიდას მიუსხდებიან ამერიკა, ევროპა, გაერო (რომელსაც არაფრად მივიჩნევ) და რუსეთი. დიახ, დაუპირისპირდებიან!

1999 წელი, 14 აგვისტო, საღამოს 10 საათი, კოჯორი.

რუსეთი და ამერიკა გამართავენ მოლაპარაკებებს, თუ როგორ შეუტიონ რუსეთის ზურგში მყოფ მუსლიმებს. ამ დროს იკვეთება აფხაზეთი+შავი ზღვა. ეს მუსლიმთა ერთადერთი გზაა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. რუსეთი სასწრაფოდ გადაწყვეტს, დაგვიბრუნოს არა მარტო აფხაზეთი, ასევე სამაჩაბლოც. არ არის საჭირო ოსების მოძლიერება, პირიქით. ამას ხვდებიან და საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტენ საკითხს.

2000 წელი, 7 აგვისტო, საღამოს 5 საათი.

პრეზიდენტს მოუწევს რუსეთთან მოლაპარაკებები. რუსეთის პრეზიდენტი საინტერესო წინადადებით დადგება თითქოს და აფხაზეთის საკითხი, მკვდარია, მაგრამ მოულოდნელად წამოიჭრება. ეს წამოვა რუსეთიდან; თან ისე, რომ რუსეთი ითამაშებს თითქოსდა დიდ როლს – აფხაზეთს უბრუნებს საქართველოს. ეს მოხდება მოულოდნელად.

2001 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ამერიკა ისევ იცავს საქართველოს ინტერესებს, რუსეთი ვერას გახდება. ამერიკის პრეზიდენტი პუტინს მოუგებს — თუმცა პუტინიც ცდილობდა პრეზიდენტის დაშინებასა და მოტყუებას — ამიტომ რუსეთი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, საბოლოო ჯამში, საქართველოს სასარგებლოდ წყვეტს ტერიტორიების საკითხს. ასეთია უფლის ნება. ამინ!**ამერიკა საქართველოს ითხოვს. რუსეთი უარს ვერ იტყვის, იგი ძალას კარგავს.

2001 წელი, 25 ოქტომბერი, დღის 2 საათი.

ამერიკა და ევროპა უკვე სერიოზულად გააფრთხილებენ რუსეთს. ამერიკა ისევ ძლიერ საფეხურზე დგას...ძალების დემონსტრირების შანსს ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს. იგი რჩება უძლიერესად მსოფლიოში. რუსები თამაშს იწყებენ, რითაც წააგებენ.

2002 წელი, 6 ივლისი, დღის 12 საათი.

ამერიკა სერიოზულ ლაპარაკს იწყებს რუსებთან აფხაზეთზე. მოულოდნელად შევდივართ! ეს განუყოფელი ნაწილია საქართველოსი. ასე ნებავს ღმერთს.

2003 წელი, 30 მარტი, დღის 1საათი.

რუსეთი ამერიკასთან იწყებს საქართველოსთან დაკავშირებით ვაჭრობას...რუსეთი, სურს თუ არა, საქართველოს დათმობს! ვხედავთ, იკეტება საზღვრები: აფხაზეთი, სამაჩაბლო, მესხეთ-ჯავახეთი.

2003 წელი, 9 ივლისი, ლიკანი.

ამერიკა ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს გადაგამს საქართველოს პოლიტიკაში. ვხედავ, მოსკოვი, ანუ რუსები იძულებულნი არიან, ანგარიში გაუწიონ ამერიკელებს და ბევრ რამეს დათმობენ საქართველოსთან მიმართებაში. სხვა გზა არც რჩებათ, გარდა იმისა, რომ აფხაზეთში დაბრუნებაში დაეხმარონ ქართველებს. ეს ასეა!

2004 წელი, 26 ივლისი, თბილისი.

საქართველოს თემა ძალიან დაძაბავს ამერიკა-რუსეთის ურთიერთოებებს და აქ დამთავრდება ყველაფერი.

2007 წელი, 19 იანვარი, ნათლისღება.

რუსეთი, ვხედავ, მომავალში იწყებს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხის განხილვას...2007 წელი, 3 ოქტომბერი, დილის 9 საათი.

ვხედავ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილონი, არ უნდა ვეცადოთ, სხვას ჩამოვეკიდოთ. საქართველო საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოს და ეროვნულობამ უნდა გაიმარჯვოს. ხალხის ნება, ერთიანობა – აი, რა მიიქცევს მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ყურადღებას, ანუ ისტორიულად ღრმა კულტურის მქონე ქვეყნების ყურადღებას.

2007 წელი, 4 ოქტომბერი, დილის 6 საათი.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები არ ჰგავს ქართულ მოლაპარაკებებს. რუსეთი და ამერიკა, ვხედავ, ღიად დაჭამენ ერთმანეთს, ისე, როგორც არასდროს. ორი მონსტრი ღიად დაუპირისპირდება ერთმანეთს.

2007 წელი, 10 ოქტომბერი, დილის 5 საათი.

ვხედავ, რომ ამერიკას დიდი ინტერესი აქვს საქართველოსი და მთლიანად კავკასიისა. მაშ, რა ხდება? უბრალოდ, რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს. აი, როცა მოილაპარაკებენ, მაშინ ნახავთ, რა სწრაფად შევალთ ნატოში.

2008 წელი, 17 იანვარი, ურეკი.

წავა დიდი მოლაპარაკებები: აქეთ ამერიკა, იქით რუსეთი... რუსეთი დათმობს პოზიციებს, საქართველო შედის ნატოში, რუსეთი კი საკუთარი ხელით გვიბრუნებს ქართულ ტერიტორიებს. ეს პროცესები უცბად დაიწყება.

2008 წელი, 22 იანვარი, დღის 12 საათი.

ამერიკაში დაიწყება მეტად საინტერესო პროცესები. ახალია მთავრობა, ახალი პოლიტიკური ნაბიჯები იდგმება, ვხედავ. განსაკუთრებით მძაფრი და გამოკვეთილი ნაბიჯები რუსეთთან დაკავშირებით განხორციელდება, ანუ ურთიერთობები უფრო დაეძაბებათ. საინტერესო ის არის, რომ კავკასიის საკითხი ისევ გაირჩევა. მკაფიოდ იკვეთება ის ფაქტი, რომ ნატოს საქართველო აინტერესებს სტრატეგიული კუთხით. ამერიკელებმა მხოლოდ ერთ წერტილში რომ განალაგოს სარაკეტო თუ სხვა სახის იარაღი, ესეც კი ეყოფათ მუსლიმების წინააღმდეგ.

2008 წლის 12 აპრილი.

ვხედავ ამერიკა-ევროპის მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტთან. ის რეალური სურათი, რომელსაც რუსეთი იხილავს, შეაშინებს მას და სასწრაფოდ იცვლება პოლიტიკური კურსი. აფხაზეთი და სამაჩაბლო, საინგილო და ტრაპიზონი საქართველოა და დღევანდელი პოლიტიკური ანალიზის მიუხედავად, რომ რუსეთი გვართმევს აფხაზეთსა და ცხინვალს, დაიმახსოვრეთ, რაც 1992 წელს ვიწინასწარმეტყველე: რუსეთი საკუთარი ხელით გვიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს! თუმცა დღეს დიდი პოლიტიკური ომია, რომელიც ნამდვილ ომში უნდა გადაიზარდოს, ვხედავ. ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ვიმეორებ ასჯერ დანახულს: რუსეთი წააგებს!

2008 წელი, 20 ივნისი.

მსოფლიო რუსეთს დიდი სიამოვნებით არ დაუჯერებს, ევროპა-ამერიკა არცერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს მათ, განსაკუთრებით კი საქართველოსთან მიმართებაში.ვხედავ, ამერიკა და რუსეთი მაინც მიაღწევენ შეთანხმებას საქართველოსთან მიმართებაში და ეს შეთანხმება, დაიმახსოვრეთ, იქნება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ! და ეს გადაწყვეტილება სამართლიანია!

2008 წელი, 1 ნოემბერი, თბილისი.

რუსების ამბიციასა და ამპარტავნებას, ვხედავ, საზღვარი არ აქვს. ეს მათ აბრმავებს და ვერ ხედავენ, თუ რა დიდი საშიშროების წინაშე დგანან. ეს საშიშროება რუსეთის იმპერიის დაშლაა. პროცესი უკვე დაწყებულია და ეს ყოველივე ძალიან ნათლად, უფრო მეტად გამოჩნდება, ვინაიდან კრემლის ბინადართა ყველა მცდელობა, ანუ მოლაპარაკებების წარმოება აზიის ქვეყნებთან, კავკასიაში, ევროპაში, ამერიკასთან — უშედეგოა, არაფერი გამოუვათ. რუსულ პოლიტიკას დიდი კრახი ელის.

2008 წელი, 9 დეკემბერი, თბილისი.

ამერიკა რუსეთს არ დაუთმობს. ახალი პრეზიდენტის იმედი რუსეთს ტყუილად აქვს. მოვიდა ის მთავრობა, რომლის მთავარი პროგრამა არის რუსეთის დაშლა და იცოდეთ, რომ დაშლიან კიდეც. დიდ დარტყმას რუსეთი კავკასიისა და უკრაინის დაკარგვით იწვნევს. დღეს კიდევ იმედი აქვთ, მაგრამ ყველაფერი ძალიან გვიანია... რუსეთმა საშინლად წააგო, მითუმეტეს, რომ დიდ სიურპრიზებს ვხედავ ამერიკის ახალი ადმინისტრაციისგან რუსეთის მიმართ.

2009 წელი, 19 იანვარი, ურეკი, ნათლისღება.

შავ ზღვაზე ვხედავ ამერიკულ სამხედრო გემებს და არა მარტო ამერიკულს, ვხედავ გერმანიის, იტალიის სამხედრო გემებსაც. ეს არის ძალიან დიდი მხარდაჭერა და დაცვა საქართველოსი. ვხედავ, გემები საბრძოლო მზადყოფნაში არიან. რუსეთი ყოველივე ამას წინ ვერ აღუდგება, ვერაფერს მოიმოქმედებს. დათმობაზე არც ამერიკა წავა და არც ევროპა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში შედგება მოლაპარაკებები, თუ რუსეთი დატოვებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ანუ ქართულ ტერიტორიებს და, რაც მთავარია, ცნობს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას.

როგორც ადრე აღვნიშნე (ეს 1992-1993 წლებში ვიწინასწარმეტყველე), რუსეთი იძულებული იქნება დათმოს საქართველოს ტერიტორიები, რუსეთს საკუთარი მიწის დაცვა მოუწევს და ისინი გარბიან მათ დასაცავად.

2009 წელი, 11 მარტი, თბილისი, დღის 5 საათი.

რამდენადაც უახლოვდებიან რუსეთი და ამერიკა ერთმანეთს, იმდენად უფრო იძაბება მათი ურთიერთობები. ეს თამაში დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყველა მცდელობა ამაოა.რუსეთი მაინც განაგრძობს იმ პოლიტიკას, რასაც მსოფლიო არ მიიღებს და მალე ხმამაღლა გამოთქვამენ დიდ პროტესტს. ვხედავ, ევროპა და ამერიკა უფრო მჭიდრო უთიერთობებს ამყარებენ, ერთ მუშტად იკვრებიან რუსეთის წინააღმდეგ.

2009 წელი, 4 აპრილი, თბილისი.

ვხედავ, ამერიკა უფრო გაააქტიურებს ურთიერთობებს საქართველოსთან, განსაკუთრებით სამხედრო ხაზით. მთლიანად იცვლება ჯარის სტრუქტურა. ვხედავ, მომავალში ეს ისეთი ჯარია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში – ხმელეთზე აღარაფერს ვამბობ – ჰაერსა და ზღვაზე ბრძოლაშიც, ანალოგი არ ეყოლება!ამერიკა არ წყვეტს მუშაობას საქართველოსთან მიმართებაში, რაც მთავარია, სამხედრო ხაზით; ვიმეორებ, განსაკუთრებით, სამხედრო ხაზით! ვხედავ, ეს რუსეთს აცოფებს, ძალიან აღიზიანებს, მაგრამ ამ პროცესს ისინი ვეღარ შეაჩერებენ. მათი ყველა ცდა ფუჭია.

2009 წელი, 2 მაისი, თბილისი.

რუსეთ-ამერიკას შორის საქართველოს საკითხია უმნიშვნელოვანესი. ზუსტად ეს იცავს საქართველოს მართლა განადგურებისგან. რუსეთის ყველა მცდელობა ჩაფუშულია.ვერც კი წარმოიდგენთ, რუსეთი როგორი ძალებითაა ჩართული საქართველოს შინაურ საქმეებში. დღეს ჩვენი ქვეყანა უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხია რუსეთისთვის, ამიტომ რუსეთის მთავრობა ყველაფერზე მიდის. ეს რუსეთ-ამერიკის დიდი პოლიტიკური ომია და მთელი მსოფლიო ადევნებს თვალყურს, ვინ ვის მოუგებს.**ვხედავ, მსოფლიოში დიდი პოლიტიკური გარჩევები კულმინაციას აღწევს. ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ არის მომართული. ევროპა და ამერიკა არც ურთიერთობების გამწვავებას ერიდებიან. ისინი რუსეთს კუთხეში მიიმწყვდევენ. არ შეიძლება რუსეთმა საკუთარი პოლიტიკა გაატაროს იმ ტონით, როგორითაც დღეს საუბრობს. ძლიერი რუსეთი არავის სურს!!! აქედან გამომდინარე, ანუ რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ განაპირობებს იმას, რომ დაჩქარდება საქართველოს შესვლა ნატოში.ვხედავ, რუსეთის მთავრობა ამერიკასთან ვერ გატარებს თავის პოლიტიკას. მათი მოლაპარაკებები ფუჭია და უშედეგო. მთავარი კი, რაც რუსეთს კი არ აწუხებს, აგიჟებს, ეს საქართველოს თემაა. ამერიკა ბოლომდე ასრულებს საკუთარ გეგმებს და არცერთ შემთხვევაში არ დაუთმობს რუსებს საქართველოს!

2009 წელი, 15 მაისი, თბილისი.

ვხედავ ევროპა-ამერიკის სერიოზულ გაფრთხილებას რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ რუსეთი მოეშვას კავკასიაში ტერორებს და აგრესიას, განსაკუთრებით, საქართველოს მიმართ; რომ რუსებმა უნდა დატოვონ საქართველო და შეასრულონ ვალდებულებები.ასევე ვხედავ, მომავალში რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრის დროს, ამერიკის პრეზიდენტი კი არ აგრძნობინებს, არამედ პირდაპირ მოსთხოვს პასუხს რუსეთის პრეზიდენტს. დიახ, ეს ასეც მოხდება.

2009 წელი, 16 ივნისი, თბილისი.

ვხედავ, ევროპა და ამერიკა მიდიან დასკვნამდე, რომ რამდენადაც უთმობენ რუსეთს, იმდენად უარყოფით პასუხებს ღებულობენ და ამიტომ საჭიროა ხისტი პოლიტიკის გატარება – არავითარი დათმობა! მით უმეტეს, რომ რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრა, ვხედავ, არაფრის მომცემია. მათი პოლიტიკური შეხედულებები არცერთ საკითხში არ ემთხვევა. პირიქით, რუსეთის ტონი უხეში და კატეგორიულია და ბოლოს მუქარაც, რაც წყობიდან გამოიყვანს ამერიკის პრეზიდენტს. თუმცა არ შეიმჩნევს, მაგრამ ამერიკელი პრეზიდენტი იგივე ტონით შეუბრუნებს პასუხს რუს პრეზიდენტს, არაფერს დაუთმობს, ვხედავ, არც იგი დააკლებს მუქარას. აშკარად ვხედავ, უპირატესობა ამერიკის პრეზიდენტის მხარეზეა. მთავარი ის არის, რომ ეს შეხვედრა რუსებს გამოაფხიზლებს, მიახვედრებს, რომ მათი საქციელი რწყილის კბენას ჰგავს და სჯობს, ტონი შეცვალონ!

2009 წელი, 1 ივლისი, ურეკი.

ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა არაფრის მომტანია, განსაკუთრებით, რუსეთისათვის. ამერიკა, ვიმეორებ მრავალჯერ დანახულს, საქართველოს არ დათმობს. მომავალშიც იმეორებს, რომ ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას!!! ამერიკა რუსეთს დაანახებს, რომ იგი ახლაც ზესახელმწიფოა, წარსულშიც იყო და მომავალშიც იქნება, ხოლო რუსეთის პრეზიდენტიდ ძალაუფლება დასუსტდა. მისი გავლენა დღეს უფრო სუსტია, ვხედავ, ვიდრე წარსულში იყო.

2009 წელი, 16 ნოემბერი.

ვხედავ, მომავალში ამერიკის მთავრობა რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს. ესრუსეთისთვის ძალიან მოულოდნელი დარტყმა იქნება. მოლაპარაკებები ორ ზესახელმწიფოს შორის შედეგს არ გამოიღებს. ვხედავ, ამერიკა ნელ-ნელა, მაგრამ მყარად დგება საქართველოს საკითხში და არც არაფერს დაუთმობს რუსებს. უბრალოდ, ყველაფერი დროის ამბავია. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მოუწევს საქართველოს დატოვება ადრე თუ გვიან და ამიტომ ისინი ყველანაირ პროვოკაციაზე მიდიან. რატომღაც ჰგონიათ, რომ, როგორც სოჭი შერჩათ, ისე შერჩებათ აფხაზეთი და სამაჩაბლო! ვერ მოესწრებიან! ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ მოიმართება!

2009 წელი, 25 ნოემბერი, თბილისი.

რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. ვხედავ, მომავალში ისინი ერთმანეთის დაუძინებელი მტრები არიან. ეს მალე ღიად გამოჩნდება. ამერიკას, სურს თუ არა, საქართველო უნდა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან (ასევე ევროპამაც) საკუთარი იმიჯისთვის, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კვლავ ზესახელმწიფოდ უნდა რჩებოდეს. იგივეს ფიქრობს, ოღონდ სათავისოდ, რუსეთიც, მაგრამ რუსული პოლიტიკა წააგებს. არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები – აი, რაშია რუსეთის უბედურება. ჩიხიდან, რომელშიც რუსული პოლიტიკა მოემწყვდა, მხოლოდ ერთი გამოსავალია – რუსულმა არმიამ დატოვოს საქართველო!

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

ვხედავ, ახლოვდება დრო, როცა ამერიკა გააქტიურდება საქართველოსთან მიმართებაში. ხვდებიან, რომ პოლიტიკური თამაშის დრო აღარ არის, რომ მოქმედებაა საჭირო, რომ უკვე უნდა გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის წინააღმდეგ, რაც საქართველოს დაიცავს რუსული აგრესიისგან. და მთავარი: აღარ უნდა გაწელონ საქართველოს ნატოში შესვლა, მიუხედავად იმისა, ეწყინება ეს რუსეთს თუ არა.

ვხედავ, ამერიკა მოულოდნელად ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს დგამს, რომ რუსეთს ნოკაუტში კი არა, კომაში აგდებს. რუსები კი ხმასაც ვერ ამოიღებენ, იმდენად დაბნეულები არიან! აი აქედან დაიწყება ნამდვილი პოლიტიკური ომი. ეს ყველაფერი, მერწმუნეთ, საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს და ვხედავ იგივეს, რაც ოცი წლის წინ ვიწინასწარმეტყველე: შევდივართ ნატოში! მომავალში კი ვხედავ, საქართველო იქნება ნეიტრალური ქვეყანა და ეს მოხდება ამერიკის დახმარებით.

2010 წელი, 2 თებერვალი, თბილისი.

ამერიკა-რუსეთის პოლიტიკური თამაშები დიდხანს არ გასტანს. ვხედავ, ეს ორი ზესახელმწიფო მოქმედების ფაზაში შედის. ევროპის ქვეყნების უმეტესობა ამერიკის მხარეზეა გადახრილი; გერმანია, საფრანგეთი და იტალია კი თავს იკავებენ. ისინი ვითომ რუსეთის მეგობრებად მოიაზრებიან, სინამდვილეში კი რუსეთის მთავრობას ისინი უფრო მეტად არ ენდობიან, ვიდრე სხვა ქვეყნები. ეს მალე გამოჩნდება. საბოლოოდ კი, როგორც ადრე ვიწინასწარმეტყველე, ევროპა და ამერიკა გაერთიანდებიან და ერთიანი ძალით შეუტევენ რუსულ პოლიტიკას.

მთავარი კი ის არის, რომ (ეს წარსულში დავინახე) რუსეთი ნატოში ინტეგრაციას მოითხოვს! ვხედავ მათ სამომავლო გეგმას: რუსეთი ნატოს მტრად მიიჩნევდა და მიიჩნევს დღესაც. ამიტომ საჭიროა მოქმედება და შეიმუშავეს გეგმა _ შევიდეს მტრის ბანაკში და ციხე შიგნიდან გატეხოს! ანუ შევიდეს შიგ ნატოს გულში, სადაც, მათი აზრით, ყველა კარი ღიაა და, ბოლოსდაბოლოს, ნატო დაშალოს!მაგრამ, ბატონებო, ეს პატარა საქართველო არაა!!! ეს აფხაზეთი და სამაჩაბლო არაა!!! მომავალში რუსეთი დიდი საშიშროების წინაშე დგება. მათი პოლიტიკა არ გაამართლებს. ნატო მათთვის ის ხაფანგია, რომელიც რუსეთს დაშლის, პირველობა კი ისევ ამერიკას დარჩება! მოკლედ, სხვისთვის ამოთხრილ ორმოში თვითონ რუსეთი აღმოჩნდება.

2010 წელი, 17 თებერვალი.

შავ ზღვაში კი ამერიკული სამხედრო გემები შემოდიან. ვხედავ უცხოური ჯარის შენაერთებს და სხვა მრავალს. რა არის ეს? ეს საქართველოს დაცვაა! მოკლედ და კონკრეტულად!!! ეს ამერიკა და რუსეთი პირდაპირ უპირისპირდებიან ერთმანეთს! ვხედავ, რუსეთი ცუდ დღეშია, ვინაიდან ამერიკამ და ევროპამ დაამთავრეს ლაპარაკის, ანუ მოლაპარაკებების პოლიტიკა რუსეთთან და ახლა პირდაპირ მოქმედებებზე გადადიან. თვითონ რუსეთმა არ დაუტოვა მსოფლიოს სხვა გზა. რუსეთის პრეზიდენტების პოლიტიკური ნაბიჯები საშიში გახდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. რუსეთის ქმედება ზუსტად ჰგავს ერთ ანდაზას: ბავშვს ეკითხებიან, რატომ ტირიო? გამდის და იმიტომო! ჰოდა, რომ აღარ იტიროს, კარგად უნდა დასაჯო! ასეა, რუსეთიც კარგად უნდა დაისაჯოს. ვხედავ, კოსმოსი არ აპატიებს რუსეთს (ეს ადრეც ვიწინასწარმეტყველე) და მწარედ დასჯის.

2010 წელი, 7 მაისი, თბილისი.

ვხედავ, მომავალში ევროპა და ამერიკა დიდ პოლიტიკურ სიურპრიზებს მოუწყობენ რუსეთს. ეს ერთობლივი ევრო-ამერიკული პროგრამა დიდ დარტყმას მიაყენებს და აიძულებს რუსებს, უკან დაიხიონ; მომავალში კი საქართველოს ტერიტორიიდან ჯარს ასი პროცენტით გააყვანინებენ. ვხედავ, რუსეთი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებს, რომელთაც ეს სტატუსი თავად მიანიჭა, უარყოფს. მოსკოვი ხმამაღლა განაცხადებს, რომ აღარ სცნობს მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად!

2010 წელი, 30 მაისი.

მეტსაც ვხედავ: გერმანია-საფრანგეთს აწყობს, რომ ევროსაბჭოში შემავალი პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ისევ დაბრუნდნენ რუსების ახალ, მოდერნიზებულ კაპიტალისტურ საბჭოთა კავშირში, რადგან ამით ბევრი თავსატეხი მოსცილდება ძველ ევროპას _ აღარც ეკონომიკური კრიზისები იქნება მათი თავშისაცემი და აღარც სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი! ასეა, ევროპას ურჩევნია, დარჩეს ისევ ძველ ევროპად. ვხედავ, მოლაპარაკებულებიც არიან გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი, მაგრამ ამერიკა ამ გარიგებებს ნიღაბს ახსნის. დროა უკვე, შეერთებული შტატები მართლა მკაცრად ჩაერიოს ამ ბინძურ, კაცთმოძულე პოლიტიკაში.ვხედავ, მომავალში ამერიკა რუსეთს არაფერს დაუთმობს. აქ, ვხედავ, აღარ ჩანს ფრთხილი, პოლიტიკური ნაბიჯები ამერიკის მხრიდან. პირიქით, ეს იქნება დიდი, შემტევი პოლიტიკა, რომელიც რუსეთს დაამარცხებს ასი პროცენტით. ეს რუსეთის პრეზიდენტის ბოლო აკორდია, ვხედავ.**ვხედავ ამერიკის აქტიურ ქმედებებს საქართველოში. მომავალში ვხედავ რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს საქართველოსთან მიმართებაში. თუმცა, ფაქტობრივად, ეს უფრო დაპირისპირებას ჰგავს, ვიდრე მოლაპარაკებას! ამაზე მთელი მსოფლიო ილაპარაკებს. ამერიკა, ვხედავ, ევროპასაც აიძულებს, რომ საქართველოსკენ გადაიხაროს და დაიცვას მისი ინტერესები. „არც გაბედოთ ორმაგი თამაში!“ — ასეთია ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ევროპისადმი.

2010 წელი, 8 ივნისი, თბილისი, ღამის 21 სააათი.ვხედავ, მომავალში მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა ერთხმად ლაპარაკობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე. რუსეთი მთლიანად ჩიხშია მოქცეული და გამოსავალი კი ერთია: დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და სრულიად საქართველო. ისე გამოჩნდება, თითქოს ამერიკა-ევროპას საქართველოს ტერიტორიების გარდა სხვა საკითხები არც აქვთ გასარჩევი! დიახ, ასეა, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ამერიკის იმიჯისთვის. მათ სხვა ქვეყნები თვალყურს ადევნებენ და ელოდებიან შედეგს, თუ ვინ გაიმარჯვებს _ ამერიკა თუ რუსეთი! ეს დრო კი ძალიან ახლოსაა!!! ამერიკა , ვხედავ, არცერთ შემთხვევაში არ დაიხევს უკან. ამ ორი დიდი სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენი ქვეყნის წისქვილზე ასხმას წყალს და ეს, ჩემო საყვარელო ქართველებო, უნდა გამოვიყენოთ. ეს ასეც ასრულდება, სხვაგვარად არც მოხდება. ჩვენი დატაცებული მიწები უნდა დაგვიბრუნოს რუსეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და რა თქმა უნდა, თურქეთმაც! ეს მომავალია საქართველოსი და ეს ასი პროცენტით ასრულდება! დღეს კი აუცილებლად ვიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს!

2011 წელი, 24 ოქტომბერი, დილის 6 საათი, თბილისი.

მინდა გავიმეორო წინასწარმეტყველება, რომელიც წარსულში ვთქვი: ამერიკის სათავეში მოდიან „რესპუბლიკელები“, მოდის ახალი პრეზიდენტი — ძლიერი „გენერალი“ (ასე დავარქმევ. საერთოდ, ძლიერ პიროვნებებს ყოველთვის `გენერალს~ ვუწოდებ). იგი სულ სხვა პოლიტიკას გაატარებს — უფრო ჭკვიანურს, უფრო ძლიერს და ხალხიც, ვხედავ, დაეთანხმება. განსაკუთრებით, რუსეთთან დამოკიდებულებაში გაატარებს ძლიერ, ანუ ძალინ ჭკვიანურ პოლიტიკას და არაფერს დაუთმობს მათ, დიახ, არაფერს. დაარეგულირებს ახლო აღმოსავლეთსაც. არაფერს მოერიდება, სადაც ომია საჭირო, იომებს. იგი ბევრს პოლიტიკურ მოღვაწესაც გამოაფხიზლებს. და ეს იქნება აბსოლუტურად ზუსტი პოლიტიკური კურსი, სწორი მიმართულება, რომელიც დიდ სახელმწიფოებს პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანს. სხვა გზა არ არსებობს. ერაყშიც სწრაფად გამოასწორებს მდგომარეობას. ვხედავ, ნატო ერაყიდან არმიას ბოლომდე მაინც არ გამოიყვანს, ხოლო `რესპუბლიკელი~ პრეზიდენტი, პირიქით, კიდეც შეიყვანს. ისინი იქვე არიან ჩასაფრებულები. უპირისპირდება ასევე ირანს: „თუ ომი გინდათ, მიიღებთ ომს! თქვენ საშიშროებას უქმნით მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, ქმნით ატომურ იარაღს, რათა ომებში გამოიყენოთ იგი და არა მშვიდობისათვის!“ რა თქმა უნდა, ყველა მიხვდება, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ ხუმრობს, არ თამაშობს, რომ იგი ყოველივეს განახორციელებს რეალურად!!!

2011 წელი, 14 ნოემბერი, თბილისი.

მომავალში ამერიკა-რუსეთის დაძაბული ურთიერთობები გადაიზრდება პოლიტიკურ შეთანხმებებში. ასე ვთქვათ, ივაჭრებენ, ვინ რას დათმობს და ვინ რას მიიღებს სამაგიეროდ. ესეც დაძაბული პერიოდებია.მინდა კვლავ აღვნიშნო ასჯერ დანახული, რომ ამერიკა შავი ზღვიდან არ გავა! აქ თითქოს თურქეთი ისევ წინააღმდეგობას წევს, მაგრამ მალევე გაჩუმდება. მთავრობის არასწორი პოლიტიკა თურქეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ძალიან ბევრი რამ შეუჩერდებათ. მაგალითად, მათი ოცნება ევროკავშირში გაერთიანებისა, ისევ იყინება და ეს სწორედ თურქეთის მთავრობის არასწორი პოლიტიკი ნაყოფია.

2012 წელი, 14 იანვარი, ურეკი.ვხედავ, ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო მათი შვილობილი ქვეყანაა, ასე ვთქვათ. ისე, ძალიან გულისშემძვრელი ტერმინია ეს "შვილობილი", რომელსაც სწრაფად აიტაცებენ ქართველი პოლიტიკოსები. ჰოდა, თავის შვილობილ ქვეყანას ამერიკა არ გაწირავს!

2012 წელი, 8 ივლისი. ამერიკის ახალ რესპუბლიკელ პრეზიდენტს, რომელსაც ძალზე რთული ხასიათი აქვს, ანუ ჯიუტია, დათმობა არ უყვარს, განსაკუთრებით კი, წაგება. ყველაფერზე წავა, რომ არ წააგოს. დიდხანს არ ფიქრობს გადაწყვეტილებებზე და ბრძანებებს სწრაფად გასცემს არსებული მდგომარეობის მიხედვით. ასე რომ, ფრთხილად. ასეთი პოლიტიკური დაძაბულობები და ურთიერთობები ამერიკასთან მიმართებაში რუსეთს ძალიან ჩააფიქრებს. ამერიკის პრეზიდენტი უკან არ იხევს, „მასთან მოლაპარაკებები რთულია“, — ასე ფიქრობს რუსეთის მთავრობა. იგი საშიშიცაა. ძველი ხალხის ნათქვამია, მოვიდა სეტყვა და დახვდა ქვაო. ასე რომ მსოფლიოს დიდი ცვლილებები ელის ამ ორი წამყვანი ქვეყნისგან.

3 ნოემბერი, 2013 წელი.

კოსმოსი ყველასა და ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ამერიკა კი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, როგორც ყოველთვის. ის ძალიან გააქტიურდება. ეს იმას ჰგავს, რომ შემოლაწუნებით გამოფხიზლდეს და დაიწყოს თავისი პოლიტიკის გატარება-გამყარება, რომელშიც თითქოსდა მოიკოჭლა. უფრო სწორად რომ ვთქვა, იწყებს თავისი იმიჯის გამყარებას მსოფლიოში. ეს არის პასუხი რუსეთის ქმედებებზე, რომელიც ყველა ხერხითა და დიდი ლოზუნგებით უკიჟინებს მსოფლიოს, რომ ამერიკის ძლიერება _ ეს არის მითი და მეტი არაფერი; რომ ამერიკის პოლიტიკა არის უსუსური და უფრო მეტიც, დამღუპველი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის; რომ რუსეთია, ბატონებო, პირველი ზესახელმწიფო და არა ამერიკა. ამერიკა ნელ-ნელა ცვლის თავის პოლიტიკას, ცოტა აგრესიულსაც გახდის, და რა თქმა უნდა, ყველა იმ პოლიტიკურ დარტყმას, რაც უნდა განეხორციელებინა, მაგრამ ვერ განახორციელა თეთრმა სახლმა, რითაც რუსეთს დიდი კოზირი ჩაუგდო ხელში, რუსეთს მისცა ძალა იმისა, რომ ამერიკის იმიჯი ასე ტალახში ამოეთხვარა. ამის პასუხად ამერიკა, ისე რომ არც არავის დაეკითხება, ისე გადაწყვეტს უმნიშვნელოვანეს საკითხებს ახლო აღმოსავლეთშიც, ევროპაშიც და რაც ძალიან მიხარია, რასაც ვხედავ _ საქართველოშიც. თუ სად დაიწყებს ომს და ქიმიური იარაღის განადგურებას, ვიმეორებ, ამერიკა არავის არ დაეკითხება, პირდაპირ განახორციელებს დარტყმებს.

2014 წელი, 29 აპრილი.

ვხედავ, დაიწყება მოლაპარაკებები ამერიკა-ევროპა-რუსეთს შორის. ამერიკა და ევროპა პირდაპირ მოითხოვენ, დაუბრუნოს რუსეთმა ტერიტორიები საქართველოს. იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთმა გაატარა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, სრულად დაუმსხვრევენ ამერიკა და ევროპა კრემლს და ახალი საზღვრების შემოხაზვას, ახალი სახელმწიფოების მშნებლობას შეუდგებიან.

2014 წელი, 21 ნოემბერი,18:00 სთ.

რუსეთის პრეზიდენტს ძალიან ეშინია, ვინაიდან იცის, რომ რესპუბლიკელები _ დიახ, ბატონო, დიახ, _ ომის მომხრენი არიან. მათ ბევრი ლაპარაკი არ უყვართ და ზუსტადაც რომ დაარტყამენ რუსეთს. ამერიკა ამიტომ ძალიან ღიად თამაშობს თავის საგარეო პოლიტიკას. შეაქვს დიდი რაოდენობით იარაღი ევროპაში, განსაკუთრებოთ ბალტიისპირეთის ზოლზე და ასევე შავი ზღვის ზოლზე. ვხედავ, როგორ გადმოლახავენ ამერიკული სამხედრო გემები ბოსფორის სრუტეს და განლაგდებიან საქართველოში. ასევე ყირიმთან ახლოს.ვხედავ, მოულოდნელად ატყდება დავა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის საკითხზე. ამერიკა მოსთხოვს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები კავკასიიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოახლოვდა დრო, როცა რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველო.

2014 წელი, 28 ნოემბერი, თბილისი. 20:50 სთ.

მე კი ვხედავ და ვიცი, რომ რუსეთი ცალკე თამაშობს აგიტაცია-პროპაგანდობანას, ამერიკა და ევროპა ცალკე. მაგრამ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომა და, ასე ვთქვათ, მშვიდობის ჩიბუხის გაბოლება, ფიზიკურ ქმედებებში გადადის. ამერიკა ახლო აღმოსავლეთსაც დირიჟორობს და ევროპასა და უკრაინასაც. ამ სადავეებს ამერიკის სათავეში მოსული რესპუბლიკელები ხელიდან არ გაუშვებენ. რუსეთის მთავრობისთვის, ადამიანებო, უდიდესი ტრაგედიაა რესპუბლიკელების მოსვლა ამერიკის მთავრობაში.

2014 წელი, 13 დეკემბერი, 20 საათი და 30 წუთი.

რუსეთი ძალიან ცუდ დღეშია. ამერიკა არცერთ შემთხვევაში არაფერს დაუთმობს კრემლს. ვხედავ, პუტინის ეპოქა დამთავრდა და მას წერტილს ამერიკის სათავეში მოსული რესპუბლიკელები დაუსვამენ.

2016 წელი, 21 მარტი, 21 საათი და 30 წუთი.

ვიმეორებ მრავალჯერ ნაწინასწარმეტყველებს: ამერიკას ისე გაუხდის საქმეს კოსმოსი, რომ საქართველოს არაფრით დათმობს. აი ამიტომ ვხედავ შავ ზღვაზე ამერიკულ სამხედრო გემებს, რაკეტებს, რომლებიც აღმოსავლეთითა და ასევე ჩრდილოეთითაცაა პირით მიქცეულები. ამ პროცესებს რუსეთი ვერ შეაჩერებს, არ ძლუძს, საკუთარი თავი გასჭირვებია.ვხედავ, რუსეთს ძალიან გაღიზიანებული ტონი ექნება საქართველოსთან დაკავშირებით. შეიძლება გინებაზეც კი გადავიდნენ. რატომ? — ისმის კითხვა. იმიტომ რომ ამერიკა ყველა საჭირო პროცესს დააჩქარებს, რომ ჩვენი ქვეყანა ნატოშიც შევიდეს და რუსეთი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან გავიდეს. ეს იქნება რუსული პოლიტიკის ინფარქტი — სასიკვდილო ინფარქტი, და ის გარდაიცვლება.

2016 წელი, 14 აგვისტო, ურეკი.

„რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორიები — აფხაზეთი, სამაჩაბლო და საერთოდ საქართველო!“ — ამას მალე მოსთხოვენ რუსეთს ამერიკა და ევროპა. ეს მოთხოვნა უკვე ნამდვილად სერიოზული და მკაცრი იქნება, წარსულში გაკეთებულ განცხადებებს არ ემსგავსება. რუსეთის პრეზიდენტი ჩიხში მოემწყვდევა.

„ამერიკა, თუ ადრე ხუმრობდა, ახლა აღარ ხუმრობს“, — ვხედავ, ფიქრობს პრეზიდენტი დიდი რუსეთისა. იგი ხვდება, რომ ამერიკა საქართველოს ოკუპაციას არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს, ვინაიდან საქართველო ამერიკას ძალიან დასჭირდება მომავალში. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას უაზრო განადგურებისგან გადაარჩენს. ეს ასეა და ამ ყველაფერს მალე იხილავთ.რუსეთის პრეზიდენტმა ყოველივე კარგად იცის, მაგრამ მოუწევს, დათმოს საქართველოს ტერიტორიები. მაინც დაიწყებენ ინტრიგების ხლართვას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მალე ისედაც ბევრი რამ შეიცვლება მსოფლიოს პოლიტიკაში. არენაზე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან, ახალი პოლიტიკოსები. ელოდეთ სენსაციებს!მერე წინა პლანზე უფრო რეალურად წამოიწევს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი და ასრულდება უმნიშვნელოვანესი წინასწარმეტყველება: საქართველო ნატოს წევრი გახდება! ამინ! და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს.

ვიმეორებ: საქართველო ის აბრეშუმის გზაა, რომელიც ევროპასა და ამერიკას ჰაერივით სჭირდება!!!

ფონიჭალაში ავტობუსის გაჩერებას ტანსაცმლის გასაყიდად იყენებენ  - "აცადეთ ვაჭრობა, რა დროს ტრანსპორტია"

ქეთა თოფურია ახალშობილი ვაჟის პირველ ფოტოს "ინსტაგრამზე" აქვეყნებს - რა დაარქვეს პატარას?

"გარდაიცვალა ძალიან ტრაგიკულად და მოულოდნელად - საკუთარი შვილის დაბადების დღეს..." - რას წერს გიორგი კეკელიძე